ცა მიწის ქვეშ
ზამთრის სუსხიანი დღეა,მატარებელი სწრაფი სვლით მიდის ლონდონისკენ,ჩემი ადგილიდან მხოლოდ ვხედავ დათოვლილი ველებს და ლონდონის ქაოსური ხმაურიც იგრძნობა,ჩემს ირგვლივ ხმაურია,რადგან სულ მალე შევალთ ლონდონის სადგურში და ყველა მზადა გაიქცეს და ჩავიდეს. მე კი კვლავ წიგნს ვკითხულობ რომლის მშრალამა და არაფრის მომცემა პერსონაჟებმა კვლავ ჩემი გაოცება ვერ დაიმსახურეს და ისევ ვერაფრით ვაფასებ. მატარებელი შეჩერდა და სადგურში მისი ორთქლი გაიფანტა და ხალხი რომლებიც დადიოდნენ ორთქლის მიღმა იკარგებოდნენ და აღარც მოჩანდნენ. წიგნი დავხურე მამაჩემის ძველ ჩემოდანი გავხსენი და ადგილი მივუჩინე.მატარებელი მალვე დაიცალა,პალტო შემოვიცვი ის არარსებული მტვერი ჩამოვიბერტყე და გასასვლელელისკენ გავეშურე,გასასვლელთან ჰენრი დავინახე ჩემი ოჯახის მოსამსახურე და დიდი მეგობარი,ის 50-წელს გადაცილებული მაღალი კაცია,ღიმილით შემეგება. დევიდ ასე რატომ დააგვიანა მატარებელმა?თავისი ბოხი ხმით მეკითხებოდა,მივუგე ცოტა გვიან დაიძრა თქო, ჩემოდან გამომართვა და მანქანისკენ გამიძღვა. სულ სამი კვირით დავტოვე და უკვე შეცვლილი მეჩვენებოდა ქალაქი,მაგრამ რაც შეუცვლელი რჩებოდა ქალაქში,იყო ამინდი და ხალხის მოძრაობა,ლონდონი რითმს არ კარგავდა.სანამ მანქანისკენ წავიდოდით უამრავ ხალხში გოგონა დავინახე ამაყი ნაბიჯებით,ცოტა მკაცრი გამომეტყველებით,როგორ მიდიოდა გასავლელისკენ შემდგომ კი ხალხში გაერია და მისი გზა და კვალიც ვეღარ დავინახე და ამ დროს ბოხი ხმით მომაძახა ჰენრიმ,წავედით დევიდ. სახლისკენ დავიძარით,ჩემოდნიდან კი იმ წიგნის ამოღების სურვილიც აღარ მქონდა,რომლის ბიჭმა პერსონაჟმაც შეყვარებული მოკლა, უბრალოდ მგონია მწერალსა და რედაქტორს განსხვავებულის შექმნის სურვილმა საღი აზრი სულ გამოაცალა.სახლში მისვლამდე მხოლოდ ამ სულელობაზე მეფიქრებოდა,მეც კი ვხვდებოდი,რომ შეყვარებული წყვილი სიყვარულით უნდა დააკვაშირო და არა მკვლელობით,ეს რომანი ნაგავში იყო გადასაგდები.სარკეში კი ჰენრის თვალებს ვხედავდი,რომელიც ჩემი ცივ და სერიოზულ სახეს კეთლი თვალებით აკვირდებოდა,ფანჯრიდან ვიყურებოდი და უამრავ ადამიანს ვხედავდი,რომელბსაც ზამთრის სუსხი ვერ აშინებდათ პალტოებში და ქურქებში გამოწყობილები საქმეზე ან პაემანზე მიიჩქაროდნენ,მე კი 28 წლის ვარ და ჯერაც არავინ მომწონებია. ჩემზე მოკედლებული ჰენრი ხანდახან მამაჩემიც მეგონა,რადგან წლების განმავლობაში სწორედ ის დამყვებოდა ყველგან სადაც წავიდოდი,მაგრამ ის მაინც ჩემი დიდი მეგობარი იყო და ამ ფიქრებში გართული სახლამდეც მოვედით,რომ გითხრათ ძალიან ძვირიან სახლი გამაჩნდა მოვიტყუები,ის არაფირთ გამოირჩეოდა ჩვეულებრივი ინგლისელსი სახლისგან,მხოლოდ მოსაზაბეზრებელი იყო,რომ გზიდან სახლის ფანჯრებს შიგნით რას ვაკეთებდი ადვილი დასანახი იყო,ამიტომ ფარდები ყოველთვის გაფარებული მქონდა. ჩემს სახლთან სულ დაიარებოდნენ ის ჟურნალისტები,რომლებიც თავის სტატიებში მომიხსენიებდნენ როგორც „ახალგაზრდა ეშმაკი“ წიგნების კრიტიკოსი დევდი და რომელბსაც ჩემს წარსულში ქექვის გარდა სხვა საქმე არ ჰქონდათ. როდესაც ჰენრიმ მანქანა სახლთან შეაჩერა უკვე ვიცოდი,რომ საიდღაც ფოტოაპარატ მომარჯვებული ადამიანი დამხვდებოდა,რომელიც ახალ ზღაპარს შეთხზავდა ჩემზე. ჰენრიმ გამაფრთხილა სწრაფად და გაბედულად შევსულიყავი სახლში ჩემს ნივთების კი ის შემოიტანდა,ასეც მოვიქეცით. სახლში შესულმა კარი მივხურე და ჰენრის დაველოდე შემოსულიყო შემდეგ კი ურდულით ჩავკეტე. მომნატრებოდა ჩემი სახლის სურნელი და სიჩუმეც,მაგრამ ამ სიჩუმეს ჯერჯერობით კარის მიღმა რეპორტიორები არღვევდნენ.სახლის სიღრმეში შევედი პალტო საკიდზე ჩამოვკიდე,ჰენრი მოუთმენლად ელოდა ჩემგან რამის მითითებას,მაგრამ მე მას მხოლოდ კაკაო ვთხოვე შემდეგ კი ვუთხარი თავის საყვარელ ოჯახთან წასულიყო,რადგან დღეს სახლში ყოფნის გარდა სხვას არაფერს ვაპირებდი.ჰენრის მომღიმარი სახე გაბრწყინებით შეეცვალა და კაკაოს გასაკეთებლად გაეშურა მე კი ჩემს ოთახში შევედი,საწერ მაგიდაზე მამაჩემის ძველი ჩემოდნიდან ის უაზრო წიგნი ამოვიღე და იქვე მივაგდე. საწოლში გადავეშვი,მაგრამ ჰენრიმ მოაკაკუნა და კაკაო შემომიტანა,მითხრა უმჯობესი იქნება გამოიცვალო და ისე განიტვრითო,ეს ჭუჭყიანი ტანსაცმელი კი გასარეცხად გამატანო.ჰენრი ჩემზე წიკიანი იყო ასეთ საკითხებში.ამიტომ დავემორჩილე და ასეც მოვიქეცი.შემდგომ კაკაოს შევექციე და ტკბილადაც დამეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.