შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამბავი,რომელიც არ მოხდა


25-04-2024, 14:56
ავტორი ანა ანანო
ნანახია 465

ახალი დღე თენდება,იღვიძებ და ძლივს-ძლივობით დგები. დიდხანს დგახარ კარადასთან და ბოლოს მაინც იმას იცვამ,რაც ხელში მოგხვდება. შედიხარ აბაზანაში,სახეს იბან და შიგადაშიგ საკუთარ თავსაც უყურებ. უყურებ გაოცებული,ცოტათი მორცხვად,შეშფოთებულად...გადიხარ სამზარეულოში,გინდა ისაუზმო ისე,როგორც ფილმებშია,მაგრამ როგორცკი დღის მორიგი რუტინა გახსენდება,ჩაიდანს გაზზე დგამ და ყავას იმზადებ,სიგარეტს უკიდებ და უამრავი ფიქრის ფონზე საყვარელ მუსიკას რთავ...
მომენტებში,როცა შენი ფიქრები მუსიკაზე ხმამაღალია,ფიქრობ, როგორ არ გაგიჟდი,როგორ გადარჩი ან როგორ შეგიძლია ჯერ კიდევ იყო,ისეთი,როგორიც ხარ...
და მაშინ,როცა გრძნობ იმედგაცრუებას და სიამაყეს ერთდროულად,გინდა იტირო...როგორი სამარცხვინოა იყო ასე ნორმალური,ასე ცოცხალი,ასე გადარჩენილი,შუბლზემიდებული ტყვიასავით,რომ გადაიფიქრეს...
ყავას სვამ და თითოეულ ყლუპთან ერთად,სიგარეტის კვამლს ამ ფიქრებს და სევდას ატან. თითქოს მკვდარი ხარ და საკუთარ თავს გაცოცხლებას ევედრები,შენ კიდევ უბრალოდ გეზარება იყო მეტად ნორმალური,მეტად ცოცხალი...გეზარება და გრცხვენია ყველაფერი ის,რაც საკუთარ თავს დამართე. ვერც ტყვიას ჰპატიობ საკუთარ თავს და ვერც გადაფიქრებას...
აგრძელებ ცხოვრებას ისე,თითქოს ეს ტყვია არც არასდროს არსებულა,არც შენ ყოფილხარ იმაზე მეტად ცოცხალი,ვიდრე ოდესმე...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent