ფიქრს უმისამართოს
თუ შენც ჩემსავით გრძნობ, და ამ სუსხიან ზამთარს, ფანჯრის რაფიდან ცას ფიქრებს აცნობ, ფიქრებს,რომელსაც ატან შენ ნაფაზს, თუ შენც ჩემსავით ოცნებებს თმობ, და წინ გაჰყურებ უაზრო ნახაზს, ვიცი სიცივე გატკივებს ძვლებს, და გულქვად შენს გულს დარდს დააქარგავს, ქალაქი გარეთ უშფოთვლად თვლემს რატომ ვეღარ გრძნობ შენ მის დანაკარგს, სულ რომ ელოდი სიზმრების მცველს, კვლავ ეჩეხები შავ-ბნელ ტყეს უღრანს, კვლავ ეომები შენსავე მეს, მაგრამ ფიქრობ კი? თუ ვინ მიუზღავს, ორთაბრძოლაში მოგებულ მკვლელს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.