შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Somewhere only we know


26-04-2024, 15:13
ავტორი ანა ანანო
ნანახია 441

როცა შეგხვდები უკვე დიდები ვიქნებით...
როცა უკვე ჩემს წითელ ტუჩებს სიფერმკრთალე გადაეფინება და შენს შავ თმაში ჭაღარები შემეგებებიან,როგორც გაზაფხულურ მიწაზე თოვლის ნამცეცები.
როცა შეგხვდები გაზაფხული იქნება და როგორც ბუნება იღვიძებს,ისე გაიღვიძებ ჩემს ნაოჭებში...გაიღვიძებ გაშმაგებული,გაბრაზებული,რომელსაც გწყურია სამყაროს ახლიდან ხილვა...გწყურია სილამაზე,ბედნიერება და სიყვარული.
როცა შეგხვდები ჩაგეხუტები,მაგრამ ისეთივე იასამნისფერი სუნი აღარ გვექნება,როგორიც ადრე. ამჯერად უფრო ბაც ფერებში დავინახავთ ჩვენს ენერგეტიკულ ველს,რომლებიც ადრე მაგნიტებივით იზიდავდნენ ერთმანეთს...
ზოგჯერ ვოცნებობ,რომ მქონდეს რაიმე ზარდახშა,სადაც სამუდამოდ გამოვკეტავდი ამ წყეულ იმედს და არასოდეს გამოვუშვებდი.მხოლოდ მაშინ,თუ ძალიან გამიჭირდებოდა.
ახლა რასაც ვაკეთებ,ეს იმდენად მომწონს,თითქმის თანახმა ვარ,კვლავ ისეთივე იმედგაცრუება ვიწვნიო,როგორიც არაერთხელ...
ძალიან მომწონს ის პროცესი,როცა შენზე ვწერ იმ წყეული იმედით,რომ კვლავ არსებობ,კვლავ სუნთქავ,რომ კვლავ განაგრძობს შენი იმედი შენთვის ტკივილის მოყენებას.
ყველაფრის მიუხედავად,მშვიდად ვარ,რადგან ვიცი,ვეღარავინ გაგვიცრუებს იმედებს იმაზე მეტად,როგორც ერთმანეთს გავუცრუეთ და ვერავინ ვეღარ გვატკენს იმაზე მეტად,როგორც ერთმანეთს ვატკინეთ...ახლა უფრო ძლიერები ვართ და როცა შევხვდებით,უფრო მეტად ძლიერები ვიქნებით. იმდენად ძლიერები,რომ ერთმანეთისთვის იმედებსაცკი აღარ შევქმნით,სადაც ერთად ვართ და ერთმანეთი ისეთი სიყვარულით გვიყვარს,ჩვენ რომ ვიცით...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent