შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ და ღრუბლები


7-09-2018, 23:04
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 775

ღრუბლები შეიკრა გაყინულ ცაზე!
მე კი კვლავ დავდექი გრძნობათა მთაზე.
იქ, სადაც არავინ, არავინ სცოდავს.
იქ, სადაც სულ ყველა ჩემსავით ბოდავს.

ვიცი ვერ შეგხვდები ცხოვრების გზაზე,
მე მაინც ვიფიქრებ შენს გულის ხმაზე.
ჩემს გულში არის ეს დიდი ბზარი,
ეს მარტო ყოფნის ჩემთვის არს ზარი.

ისევ ძგერს შენდამი გრძნობათა რითმები
და სიყვარულისგან ალბათ გავგიჟდები.
მაგ თვალთა დანახვით ეს გული თბება
და ფიქრობს ნეტავ ის მას როდის ხვდება.

კვლავ გელი, მაგრამ ვერ გხედავ გზაზე!
ვერ გხედავ გულის თეთრ იალქანზე!
ალბათ, ამიგდებ მე გრძნობებს ბანზე
და ალბათ გაცვლი შენს ნიავს ქარზე.

მოვდივარ და მინდა გითხრა: "ჯერ ვერ მოგაგენი..."
გულში, გულში ბინადრობენ ჩემი მოამბენი!.
მიყვარხარ და სიკვდილს ვეტრფი, რადგან ვარ შენს გარეშე
იცოდე, რომ შენ მუდამ ხარ ჩემს გულში მოთარეშე.

ღრუბლები შეიკრა გაყინულ ცაზე!
მე კი კვლავ დავდექი გრძნობათა მთაზე..
იქ სადაც არავინ, არავინ სცოდავს!
იქ სადაც სულ ყველა ჩემსავით ბოდავს...



№1 სტუმარი I C Y

რა კარგი ბიჭი ხარ ❤

 


№2  offline ახალბედა მწერალი K. I.

მიხარია, რომ აღმოგაჩინე blush
--------------------
When nothing goes right, go left!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent