შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოღვიძება


8-05-2024, 23:27
ავტორი ანა ანანო
ნანახია 364

იღვიძებ და იმაზე მეტად მსუბუქად დგები საწოლიდან,ვიდრე დანარჩენი დღეების განმავლობაში...აღარც მზის სინათლე გაწუხებს,ფანჯრიდან პირდაპირ შენს საწოლზე რომ ეშვება და არც იმ არსების არსებობა გაშინებს,რომელიც ყოველ დილით შენს საწოლთან ჩასაფრებული ზრუნავს,გახსოვდეს,როგორი არარაობაც ხარ...
შენც დგები, გაოცებული ზუსტად იმ არსებას უყურებ და მისი უმოქმედობა უფრო მეტად გაბნევს.
გესმის გარედან მანქანების და სწრაფი ნაბიჯების ხმა. ყველა სადღაც მიიჩქარის,ყველა თავის რუტინაშია მაშინ,როცა შენ ჯერ ახლახანს გამოიღვიძე...
სახლიდან გასვლისას,გზაში ერთხელაც არ წამოგაძახებს,რომ არც ეს დღე იქნება შენი,როგორც ყოველი სხვა დღე. სახლში დაბრუნებულს კი-წარსულ შეცდომებს, ზღაპარივით,დასაძინებლად...
ღამით გეღვიძება და აცნობიერებ,უკვე მის არსებობას ვეღარც ამჩნევ.
-ალბათ,წავიდა,მიგატოვა,სიტყვაძუნწად,ბოდიშის მოუხდელად და იაზრებ,შეეჩვიე,როგორც მძიმე საბანს,მთელ სხეულზე რომ გეკრობა...შეეჩვიე,როგორც ხსნა,შვება...
და სანამ ღამის სიჩუმეში აღარც აჩქარებული ნაბიჯების ხმა გესმის და არც მანქანების ხმა,ხვდები,ეს გამოღვიძება საერთოდ არ ყოფილა ისეთი,როგორიც წარმოგედგინა...



№1 სტუმარი ნია

ეხლა ესს რა არის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent