„ცის ფანჯარა გაპობილა შენთვის“
დათოვლილ გორაზე მდგარი შავოსანი, წელში მოხრილი მოხუცი ქალი მონოტონურად მოძრობს სახლის წინ.ზამთრის სუსხის მიუხედავად ტკივილნარევი, ამაყი მზერით დგას და ერთ ადგილს მიშტერებული გაჰყურებს მის წინ გადაშლილ ჰორიზონტს. იმ გორიდან მისი შვილის ცხედარი უნდა ჩამოასვნენონ. დგას მოხუცი შავოსანი ქალი და შვილის გამოჩენისას ნელ-ნელა მხრებში სწორდება, თავს მაღლა წევს, ცრემლებს ერთიანად იშრობს და საკუთარი სულის ნაწილის ერთადერთ დანატოვას, რომელიც თავის თავსაც კი აღარ ჰგავს, უყურებს როგორც ცოცხალს. შვილს მიახლოებული აკანკალებული ხელითა და გახშირებული სუნთქვით ბოლოჯერ უნდა შეეხოს სხეულს, რომელიც თითქოს ის არის, თითქოს – არც. ჯოხსჩამოყრდნობილი შავოსანი ქალი სასახლის წინ უკანასკნელად უმღერის შვილს სვანურ ნანას, როგორც ამას მისი ჩვილობისას აკეთებდა. დედის ტკივილით დამძიმებულმა ბუნებამ თითქოს, სუნთქვა შეწყვიტაო, ერთიანად გაირინდა და ყური უგდო ქალის ტკივილიან, ტანჯულ ხმას, რომელიც კავშირად იქცა სიცოცხლისა და მისი სასრულის ერთიანობის ბმად. კაცის სხეულთან დახრილი შავოსანი მოხუცის უკან თეთრად გამოკვეთილი მაღალი, ერთიანად ლამაზი და შიშისმომგვრელი უშბის კონტურები მოჩანს. ადამიანთა ახალი რეალობის მომზირალი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.