,,გაყიდულია,, (სრულად)
ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში იჯდა. ჩახჩახა მზის მიუხედავად ცივად აჟრჟოლებდა დროდადრო. გარეთ მშობლები საუბრობდნენ. ზუსდატ იცოდა რომ საუბარი მასზე იყო, მაგრამ რატომ იყო საუბარში ის ამას ვერ იგებდა. - რას ამბობ კაცო? ის ხომ დიდია ასაკით. - ჩურჩულებდა დედა. - რას ქვია დიდი, ჩემზე ექვსი წლით პატარაა. - ლაპარაკს არ ერიდებოდა მამა. - არ ვიცი, არ ვიცი.. - შენ არ იცი და მე ვიცი, ისე კი არ მიყავს, ვითომდა არაფერი, სუფრას გაშლის. - მოურიდებლად ამბობდა მამა. - ოჰ სუფრას, ეგეც სამას კაციანი არ გაშალოს. - ერთ ცხვარსაც შემპირდა. - ნიშნის მოგებით გადახედა მამამ და როცა ცოლის უკმაყოფილო სახე შეამჩნია ბრაზი გაურია ხმაში - მეტი რა გინდა ქალო? ის მაინც გვეცოდინება რომ კარგ პატრონს ჩავაბარეთ ბავშვი. მშობლებს შორის შელაპარაკება პირველი არ იყო მისთვის, მაგრამ ამჯერად გრძნობდა, რომ მის გამო დაიწყო რაღაც ცუდი, რაც ნელნელა უახლოვდებოდა ყელში მარყუჟს უჭერდა და გუდავდა. ბავშვობას ხელებიდან აცლიდა და აიძულებდა ჩუმად ხმის ამოღების გარეშე შეჩვეოდა ტკივილს. ეს ბოლო კვირა იყო შიში შეუჩნდა, არ იცოდა რატომ და რისთვის, მაგრამ სკოლის გზაზე მიმავალი ან მომავალი ფართო თვალებით ზვერავდა გარემოს, ხშირ-ხშირად იყურებოდა ზურგსუკან და თითქმის სირბილით ფარავდა მანძილს სკოლამდე თუ სახლამდე. კვირის ბოლოს კი ნაცნობმა, ასე ახლობელმა და სანდომ, კაცმა რომელმაც შინ მიყვანა შესთავაზა. საკუთარ სახლში წაიყვანა. შიშმა ისევ წაუჭირა ყელში. მშობლები რომ მოვიდნენ იღიმოდნენ. ყველა დღესასწაულობდა. ის? ის კი იდგა მობუზული სკოლის ჩანთას ჩახუტებული და ცხელი ცრემლები ჩამოსდიოდა ლოყებზე. თხუთმეტი წლისამ დაამთავარა სკოლა.... თხუთმეტი წლისამ შეწყვიტა ზრდა. ყელში წაჭერილმა მარყუჟმა საბოლოოდ გაგუდა. იტირა, ისევ მწარედ იტირა პირველად გარტყმულ სილაზე ხმით, გულამოსკვნილმა.. მეორედ მხოლოდ ცრემლები გადმოსცვივდა.. მესამედ აღარ უტირია... შვილმა ისევ წამოაყენა ფეხზე სულ ცოტახნით ისევ განათდა, ისევ აუციმციმდა თვალები.. თუმცა ვეღარ ამოისუნთქა.. სისხლში გამჯდარი ტკივილი... წლებთან ერთად აზრიც გაიგო თავის ფასის.. მაქსიმუმ არაფერი... სარფიანად გაყიდულია!........... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.