შუა ღამე
როცა ცაზე ვარსკვლავი აღარ მოსჩანს და ღრუბელი გადაეკვრის როგორც ნისლი როცა ღამით უკანასკნელ ღერს ვეწევი ფიქრი შენსკენ კვლავ მოფრინავს ვით აჩრდილი ჩაძირული სასაფლაოს შავ-ბნელ ნისლში ვით ვარსკვლავი ცაზე მჯდომი ვით კოსმოსი თვალწინ მიდგას შენი ჩრდილი როგორც ღამის მოჩვენება ვით პლანეტები ჩვენგან შორს მყოფი. შუაღამისას როცა უკანასკნელი ნამწვი ჩაქრება მე შენზე ვფიქრობ ვით ვენერა და დედამიწა ვით სამყარო ჩვენს ირგვლივ მყოფ მე შენზე ვფიქრობ ჩემზე და ჩვენზე. ვით ოცნება ლურჯი და უხვი ვით აჩრდილი ღამის ნისლიან. როცა სასმლის ბოლო წვეთს დავლევ და ოცნება ჩანავლება შენზე ფიქრს შევწყევტ და დავივიწყებ რომ არსებობდი რომ მე გეტრფოდი რომ უშენოდ არ შემეძლო მე დავივიწყებ ყველა მოგონებას და წარსულის ყოველ აჩრდილს დავივიწყებ რა გვიყვარდა რაზე ვფიქრობდით სად მივდიოდით რისკენაც ვილტვოდით დავივიწყებ შენს ყოველ სიტყვას როცა ცისფერ ცას მზე გაანათებს და ჰამაკში მჯდომს სიგარეტით ხელში დამეძინება შენზე სიზმარს აღარ ვნახავ ისე გაგაქრობ თითქოს არასდროს გიარსებია და ეს იქნება შენი სასჯელი ჩემი გულისთვის იმისთვის რომელიც შენ დაამსხვირე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.