შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმინი დღე


28-07-2024, 20:30
ავტორი Madamm
ნანახია 343

ვინც ბათუმში ცხოვრობს ან ცოტა დრო გაუტარებია ყველამ კარგად იცის ბათუმური ამინდის შესახებ, დიდი წვიმის შემდგომ უეცრად მზე გამოანათებს, თითქოს წვიმას არ მოუღუშავს ჩემი სახე, მერე უსირცხვილოდ ამოანათებს მზე.
ადამიანისთვის, რომელსაც ემოციების კონტროლი უჭირს არ უყვარს წვიმა, რადგნა ისედაც დაბნელებულ და არეულ გონებაში კიდევ ერთი ბზარი უჩნდება წვიმის სახით, წვიმა და ფიქრი ერთნია განუყრელები, წვიმის დროს უამრავი აზრი მოეხვევა ხოლმე ადამიანს გონებაში თთქოს ეს ფიქრები ბუდეს იკეთებს გონებაში და ბოლოს იმდენად დიდი ხდება ეს ბუდე რომ მის გარდა მთელს ტვინში აღარაფერი რჩება, პიროვნება კი ამას ვეღარ აკონტროლებს და ხდება მოძრავი ფიქრი. ამას განსაკუთრებით ის ადამიანები გაიგებენ, რომელთაც სხვა ადამიანთან საუბრის დროსაც კი უჭირთ არ ჩაიძირონ ღრმა ფიქრებში და იყვნენ კონცენტრილებული მათ გარშემო არსებულ მოვლენებზე. წარმოიდგინეთ მსგავსი ადამიანი, მარტო წვიმაში, რომელსაც უამრავი ფიქრი უტრიალებს გონებაში და მათ ვერ აჩერებს, საბოლოოდ კი ხდება ისე რომ სრულიად კარგავს რეალობის და აწმყოს განცდას ადამიანი.
წვიმა ფიქრს გავს თითქოს სამყარო იწყებს ტირილს ჩვენთან ერთად და ამით გვასწავლის ერთ რამეს, რომ მარტონი არ ვართ და ჩვენს გარდა იმ წამს , იმ დღეს უამრავმა ადამიანმა დაისველა თავისი თვალები ცრემლებით, იმ წამს შენთან ერთად იწყებს ტირილს მზე, ყვავილი, ქუჩაში მიტოვებული ცხოველიც, რომელიც შიშისგან და სიცივისგან იწყებს ტირილს და ვერ პოულობს თავშესაფარს, რათა თავი დააღწიოს წვიმას. ყველაზე მნიშნველოვანი ძალა საკუთარი თავის კონტროლია, სწორედ ამ უნარის პოვნის შემდგომ ხდება ადამიანი დაუმარცხებელი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent