ჩუმი ბრძოლა
ცხოვრებას ღამე ვიწყებ, მაშინ, როცა ყველა იძინებს, მაშინ, როცა მარტო ვრჩები ჩემს ფიქრებთან ერთად და კალმითა და ფურცლით შეიარაღებული ვებრძვი მათ. ჩემს დარდს, წუხილს მელანს ვატან, უცოდველ ფურცელზე ვიყრი ჯავრს. არადა, რა დამიშავა ამ საწყალმა?! ის არ კმარა, რომ მელნით ვსვრი,დავასრულებ თუ არა წერას, მაშინვე ვკუჭავ, ვხევ, ვანაკუწებ, ვწვავ, ვაგდებ, უკეთეს შემთხვევაში სადღაც სიბნელეში ვინახავ, იქ, სადაც მზის სხივიც კი ვერ მიწვდება, შემდეგ კი მავიწყდება... რამდენი ფურცელი მიპოვნია ასე, ზოგი ჩრჩილის შეჭმული, ზოგი მტვერდადებული, ზოგი მელანგათხაპნილი, ძლივსღა რომ არჩევ ასოებს. ისეთი ფურცლები, ვეღარაფერში რომ ვეღარ გამოვიყენებ... მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, მირჩევნია, ისევ ქაღალდს მოვექცე ასე, ვიდრე ადამიანებს: გამოვიყენო და გადავაგდო ან "იღბლიანი" ფურცლებივით სადღაც მივაგდო და სამუდამოდ დავივიწყო... არ მინდა, არ მინდა, ვინმე ჩემი საჯღაბნი ფურცელი იყოს, ვინმენ ჩემი ტვირთი ატაროს, ვინმე ისე დავამძიმო, რომ სხვებისთვის ადგილი აღარ დავტოვო. მიჯობს, კვლავ ფურცელი დავამახინჯო, კვლავ მასზე ვიყარო ჯავრი. არაუშავს, ფურცელს არ ეტკინება, ფურცელს კიდევ ბევრს ვიშოვი, სულ ნაირნაირ ფერს, ნაირნაირ დიზაინს, ჩემი საყვარელი ფურცლის მსგავსს რა დალევს ან ისედაც, ერთი ფურცელი რას დამაკლებს. მაგრამ ადამიანი? ადამიანს ხომ ასე ვერ მოეპყრობი, ერთს თუ დაკარგავ, სხვას ისეთს სადღა იპოვი?! ამიტომაა, რომ ისევ ფურცელი მირჩევნია: მირჩევნია, მელნის წვეთებით გონებიდან აზრები, ფიქრები ამოვიშალო. შეიძლება, ამით ჩემს დარდს ბოლომდე ვერ ვუშველი, მაგრამ იმედს მაინც გავიჩენ, რომ მალე ამ ფურცელივით ისიც განადგურდება... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.