შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი მამას


14-09-2024, 23:52
ავტორი mariki
ნანახია 308

06.09.2024

დილით როცა მზეს ჯერ კიდევ არ ქონდა დასრულებული დედამიწის ირგვლივ სიარული და გარდამავალი პერიოდი იყო ღამესა და დილას შორის, გამეღვიძა უცნაური შფოთვით.
მაღვიძარა 07:30 სთზე იყო დაყენებული და წესთ გამოფხიზლება უნდა გამჭირვებოდა.
ეს ყველაფერი ჩემი ოპერაციის გამო ხდებოდა, ისეთი არაფერი არ გეგონოთ, მარტივი პროცედურა უნდა ჩამიტარონ, 15 წუთში უჯვე პალატაში ვიქნები და ჩიტივით შევძლებ სირბილს - ეს სიტყვები მითზრა ზუსტად ექიმმა და მეც ამ შემართებით ვარ, რა თქმა უნდა მაინტრრესებს რას ნიშნავს ჩიტივით სირბილი))

გზა კლინიკამდე, შემდეგ მიმღებამდე, პალატამდე უსაშველოდ მოსაბეზრეველი იყო. არ დასრულდა ლოდინი, ერთი სული მაქ მოვიშორო ეს ოპერაცია და დავისვენო და მომეხსნას ყველა პრობლემა რაც მჭირს.

ველოდები ექიმს, ოპერაციაზეა, შემდეგი მე ვარ.

ჩემი მეუღლე მეკითხება რამე ხომ არ მინდა, მამხნევებს, გვერდში მიდგას, ყოველთვის, ყველგან, გვერდში მიდგას.

ვუყურებ…

ბედნიერებას ვგრძნობ გვერდით რო
მყავს და ბრაზს, ბრაზს საკუთარ თავზე. ვერ ვაფასებ…

ვერც ჩემს ძმებს ვაფასებ…

ვერც დედაჩემს ვაფასებ…

ვერც მამაჩემს…
მამაჩემი…

გულში ჩხვლტას ვგრძნობ.

რამდენი ხანია სასაფლაოზე არ ვყოფილვარ?
-მხოლოდ აღდგიმას ვიყავი…

ძალიან გაბრაზებული ვარ ყველაზე - ჩემს ქმარზე, ჩემს ძმებზე, დედაჩემზე,
მამაჩემზე…

მამაჩემზე ყველაზე მეტად ვარ გაბრაზებული.

ფიქრებიდან ხმას გამივყავარ, ჩემი ქმარი, ნიკა, მეუბნება რომ რაღაცებს მომიტანს, რაც შემდეგ დამჭირდება.
თავს ვუქნევ და ვუღიმი, მკოცნის და მეუბნება რომ მალევე დაბრუნდება.

ხუთ წუთშუ ექიმი შემოდის. ჩემს გვარს კითხულობს, მეუბნება რომ წასვლის დროა.

ისევ ვფორიაქობ, ნიკა არ დაბრუნებულა.
არ მინდა ისე გასვლა რომ არ ვნახო. ვერც ჩემი შვილი ვანხე წამოსვლისას, ნიკა აუცილელად უნდ ავნახო, სანამ შევალ.
იქნებ დერეფანში ვნახო, იქნებ იქშემხვდეს.

მივყვები ექიმს, ნიკა არ ჩანს.
შევდივარ საოპერაციოში.
მაწვენენ.
კათეტერს მიყენებენ.
ახალგაზრდა ბიჭი მადგას თავზე, რაღაცებს მეკითხება, მგონი აინტერესებს რას ვსაქმიანობ ან რამდენი წლის ვარ, დიდად ვერ ვგებულობ, არაფეერი არ მესმის. მხოლოდ სწრაფი წრიპინი ეკრანიდან, რომელსაც ვუყურებ…
ჩემი გულის ცემაა…
მეშინია…
არ მინდა ჩემი შვილიც გაბრაზდეს ჩემზე.
არც მამამისზე, არც ბებიამისზე და არც ბიძამისზე.

ექიმს ვეუბნები, რომ თავს უცნაურად ვგრძნობ და მეშინია, ის ხელსმადებს, მგონი მიღიმის კიდევაც , რადგან თვალთან ნაოჭები უჩნდება და მეუბნება, რომ ყვრაფერი წამლის ბრალია, რომელიც გამიკეთეს.

მაძინებენ - ვხვდები რომ წუთი წუთზე ჩამეძინება.

ნეტავ რამდენ ხანში გავიღვიძებ?!


ფეხებში თბილ სასიამივნო სიფაფუკეს ვგრძნობ. გაშეშებული ვდგავარ, მხოლოდ წინ ვიყურები. არ მინდა გამოსახულება გაქრეს, სუფთა, ლურჯ ლამაზ ზღვას ვხედავ. ფეხზე ვიხედები- ქვიშაზე ვდგავარ, თან ფეხშიშველი- წითელი კაბა მაცვია თეთრი პატარა ყვავილებით.

მინდა უსასრულოდ გაგრძელდეს ეს წუთი.
უცბად სუნი ვგრძნობ, ძალიან ნაცნობი და თან უცნობი სუნია.
ზღვის და მთის სუნი ერთდროულად.
ვერ ვხვდბეი საიდან მეცნობა, და თან ვხვდბი.

ღმერთო საიდან მეცნიბა?!
მინდა გვერდზე გავიხედო და იქ ალბათ ვიპოვი ჩემს კითხვაზე პასუხს.

მეშინია…
არ გაქრეს, არ წავიდეს, არ მიმატოვოს, ისევ, როგორც მაშინ.


თავს გვერდით ვატრიალებ, ვუყურებ, თვალებს ვერ ვუჯერებ.

ისეთი ახლაგზრდაა, ისეთი ძლიერია , ისეთი სრულყოფილია, როგორსაც დედაჩემი მიყვებოდა, როცა შეუყვარდა.

ტილოს შარვალი აცვია , ცისფერი პერანგი. ისიც ფეხშიშველი.

მიღიმის…


ვერ ვინძრევი. მინდა ვეჩხუბო, გავებუტო, ჩემი მიტოვებისთვის, ვუთხრა, რომ გული ძალიან მატკინა. ისე როგორც არავინ არასდროს.

ნეტა იცოდე რამდენი ღამე გავათენე შენზე ფიქრში, ტირილში, დარდში.


ნეტა იცოდე რამდენს ნიშნავ ჩემთბის.

ნეტა იცოდე რამდენი რამე მოხდა ჩემს ცხოვრებაში.

ნეტა იცოდე როგორო მჭირდები მამა, ისე როგორ ბავშვობაში, მიუხედავად იმისა რომ უკვე ძალიან დიდი ვარ.

ნეტა იცოდე რა ლამაზი შვილიშვილი გყავს.

ნეტა იცოდე როგორ მენატრები მამა…

ნეტა იცოდე როგორ მიყვარხარ მამა…

ნეტა იცოდე როგორ მინდა ჩაგეხუტო…

რატომ არ დამემშვიდობე მამა…

მაპატიე რომ გიბრაზდებოდი…

-წერილებს რატო აღარ მიწერ? მეკითხება;

გულში ჩხვლეტას ვგრძნობ, ისევ.
მცხვენია.

-ეს ჩემი სახლია, სადაც გავიზარდე-მეუბნება.
არ მეგონა თუ კიდევ ვნახავდი - აგრძელებს ის.
მინდა თქვენც ნახოთ - უკან ტყისკენ იხედება- იქ ზემოთ ჩენს სახლში, ჩემმა შვილიშვილმა, შენმა პატარა გოგონამ ირბინოს.

თვალები წყლით მევსება.

ჩემი შვილი …

ხო შენი შვილი…

ვიცი როგორც გატკინე გული…

ვიცი რამდენი ღამე გაატარე ტირილში, დარდში, ჩემს ნატვრაში.

ვიცი როგორც გჭირდები.

ვიცი რასაც ვნიშნავ შენთვის.

ვიცი როგორი ლამაზი, და ჭკვიანი შვილიშვილი მყავს.

ვიცი როგორი კარგი დედა ხარ, კარგი ცოლი, კარგი და, კარგი შვილი…

ნეტა იცოდე როგორ მიყვარხარ ჩემო პატარა გოგო…

სულ შენთან ვარ


მიღიმის…

ვტირივარ….
და თან ვუღიმი…
მინდა ხელი მოვკიდო და სახლში წავიყვანო, ჩემს ძმებთან, დედაჩემთან, ჩემს შვილთან.

ჩემი შვილი…

ჩემი შვილი

პირში სიმშრაოეს ვგრძნობ.
ვიღაც თავს გვერდით მიბრუნებს.
წვრილი გამაღიზიანებელი ხმით მეკითხება - შვილი გყავს?

მაფხიზლებს, მე არ მინდა.
ვთხოვ, რომ ცოტა ხანი მაცადოს. ვცდილობ უკან დავბუნდე.

მაფხიზლებს, თან პალატისკენ მივყავარ.

ვერ ვხდები რა ხდება, სად ვარ.

ფიქრებში ისევ ზღვაზე ვარ, მგონი აფხაზეთში, ხო სადაც მამაჩემი გაიზარდა.
სუნს სუსტად ვგრძნობ, წამლების და კლინის სუნი აჭარბებს.
პალატაში შემიყვანა. ვხედავ ნიკას, მელოდება, საწოლზე გადმოვყავარ. მეკითხება როგორ ვარ.
ხმას ვერ ვიღებ.
მეტირება, მამშვიდებს.

შვილი მოენატრა - ეუბნება ექთანი.
მიღიმის - მალე ნახავ - მეუბნება ნიკა;
ხმას არ ვიღებ. მეც ვუღიმი.

წერილი მამას:

შენი გარდაცვალების დღეს, სიზმარი გნახე მამა, ზუსტად იმ დროს როცა გარდაიცვალე, მე სიზმარში განხე.
ჩვენს ეზოში ბევრი ხალხი გეხვია გარს, არ ვიცი შეიძლება სასახლეშიც იწექი, ბუნდივანი გამოსახუკება იყო. თითქოს ცოცხალი იყავი და თან მიცვალებულიც. მხოლოდ ერთი გამოსახულება მახსოვს მკვთრად, როგორ ეძებდი ვიღაცას ამდენ კაცში. მე თითქოს ზემოდან გაკვირდბეკდი. მერე დავინახე გია ბიძიაც, ვისაც შენ ასე ეძებდი, ამდენ ხალხში.
ისიც ახალგაზრდა იყო, და თან ფეხზე იდგა.


მიყვარხარ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent