დიაგნოზი დედა
-სანდრო, ცოტა სწრაფად გთხოვ, ძალიან მტკივა!-აღელვებულმა ჩაილაპარაკა ნინომ და ოფლით დაცვარული შუბლი შეკრა მორიგი ტკივილის წამოვლის შემდეგ. -ცოტაც მოითმინე პატარავ, თხუთმეთ წუთში ვიქნებით უკვე სამშობიაროსთან.-აღელვებულმა ჩაილაპარაკა სანდრომ და ეცადა, რომ ხმის კანკალისთვის რამე მოეხერხებინა. -მოდი, საჭესთან მე დავჯდები, თორემ შენ მალე გადაგვჩეხავ ვატყობ.-ლილუმ დაბღვერილმა გახედა ძმას და ნინოს შუბლიდან ოფლი მოსწმინდა. სანდრო მიხვდა, თავისი და მართალი იყო, მანქანა გადააყენა და უკანა სავარძელზე გადაჯდა. -ყველაფერი კარგად იქნება, მალე დავიჭერთ ხელში ჩვენს პრინცესას.-თავზე აკოცა ცოლს და თვითონაც გაისუსა. -ერთი სული მაქვს, ჩვენს ანა-მარიას როდის ავიყვან ხელში.-ბედნიერმა ჩაილაპარაკა ნინომ და მუცელზე ხელი ფრთხილად მოისვა. -კიდევ ძალიან გტკივა? -იმდენად აღარ.-ამოისუნთქა ნინომ.-მაგრამ რომ მახსენდება, ეს პატარა ჭინკა მალე მოევლინება სამყაროს, ყველა ტკივილი მავიწყდება. -პატარა ჭინკაა მართლა,-გაღიმებულმა ჩაილაპარაკა ლილუმ.-აზრზე ხართ? ჯერ არ გაჩენილა და უკვე თავის ნებაზე დაგვატარებს! მამიდას ქალია. სამშობიაროში მალევე მივიდნენ და ნინოს გამზადება დაიწყეს. -ექიმო, სანდროს დასწრება უნდა ვიცი, მაგრამ ძალიან ნერვიულობს ვიცი, მე მაგაზე უარესი პანიკიორი ვარ, ამიტომ ან მაგას წაუვა გული, ან მე და ან ორივეს ერთად.-ნერვიული სიცილი აუტყდა ნინოს.-ამიტომ, ჯობია თუ არ დაესწრება. -ორივეს, ისეთი ფერი გადევთ სახეზე, რომ შენი ქმარი აქ რომ შემოვიყვანო, ალბათ ორივე მოსასულიერებელი გამიხდებით, ამიტომ მართლა ჯობია თავი შევიკავოთ.. კიდევ გექნებათ მსგავსი მომენტები.-გაიცინა ქალმა და აცრემლებულ გოგოს ლოყაზე მოეფერა. სულ რაღაც ნახევარ საათში მოევლინა ქვეყანას პატარა ჭინკა, ანა-მარია გაბისონია დიდი ღაბუა ცისფერი თვალებით და დამატყვევებელი ღიმილით. -მამას სიცოცხლე, როგორ გგავს.-ცრემლიანი თვალებით გახედა სანდრომ ატირებულ ცოლს და ორივე გულში ჩაიკრა.-მგონი ღირს გათენებულ ღამეებად. -ვგრძნობ, ეს გათენებული ღამეები ყველაზე სასიამოვნო პერიოდი იქნება ჩემს ცხოვრებაში.-სიყვარულით დაილაპარაკა ნინომ და მძინარე შვილს თავზე აკოცა. ორი წლის შემდეგ... -დააძინე?-გაბერილ ცოლს მიუახლოვდა სანდრო და მუცელზე აკოცა. -კი, ცოტა ხანია, რაც ჩაეძინა.-დაღლილმა ჩაილაპარაკა ნინომ და ქმარს აეკრო. -ორი წლის წინ რაც თქვი გახსოვს? ისევ იგივე აზრზე თუ ხარ?-გაიცინა სანდრომ მეუღლის მისავათებულ სახეზე. -ჯერ-ჯერობით კი. ანა-მარია იმდენად არ მღლიდა, მთავარია ამ ორმა ონავარმა სისხლი არ გამიშრონ.-გაიცინა, როცა ფეხის დარტყმა იგრძნო. -რას გაუგებ, სულ მამიდამისს გვანან.-გაიცინა სანდრომ და წარბშეკრულ დას გახედა. -დამპალო! -ვაიმე მუცელი!-უცებ დაიკივლა ნინომ და ყველა ერთად გაიქცა სამშობიაროში. სულ ცოტა ხანში პატარა მათე და შაკო გაბისონიების ტირილი ისმოდა... დ ა ს ა ს რ უ ლ ი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.