შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არის ხოლმე...


19-09-2024, 18:39
ავტორი Tako_elizbarashvili
ნანახია 369

არის ხოლმე , სიცარიელე შემოგიძვრება სულში და ისე გიყინავს მთელს შიგნეულს, სიცივისაგან გამოწვეული ტკივილი , სულიდან სხეულში გაიჟღინთება და ვეღარ შველი... საკუთარ თავში, ფიქრებში, ემოციებსა და გრძნობებში იკარგები...მერე დგახარ და იმ გზას ეძებ რომელიც იმ ძველ მესთან მიგიყვანს, როცა თითქოს არაფერი გადარდებდა, შედარებით მშვიდი და ბედნიერი იყავი.
არის ხოლმე , გადახედავ წარსულს და ვეღარც მაგ სიმშვიდეს იხსენებ და ვეღარც ბედნიერებას. სინანული გიპყრობს რომ , ვერ დააფასე წამები , რომლებიც შენში რაღაც ნაპერწკალს აღვიძებდა, ზოგჯერ ბედნიერებას დაარქმევ ამ ნაპერკალს, ზოგჯერ კი სიხარულს.
არის ხოლმე ... ამ ნაპერწკალს ჩაუღრმავდები , და იქვე სადღაც სულის კუნჭულებში დაინახავ სიცარიელეს , რომელიც გეტყვის რომ არც ეგ წამები და წუთები იყო სრულად ბედნიერებით გაჟღენთილი.
საკუთარ თავს კითხავ , რა გინდა , რა გინდოდა ან მომავლისგან რას ელი და გაგიკვირდება რომ ამ კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი.
სასწორის ორ დაფაზე შემოდებ შენი ცხოვრების ყველა ალტერნატივას და დაიწყებ აწონ-დაწონვას , რა ჯობდა შენთვის.თუმცა ვერც ეს გზა მიგიყვანს შენი კითხვის პასუხამდე, რადგან ყოველთვის ის კი არ სურს ადამიანს რაც მისთვის უკეთესია , არამედ ის , რაც მასში იმ ნაპერკლებს გააღვიძებს , რომელსაც სახელს ვერ დაარქმევს , თუმცა სახეზე გულწრფელ ღიმილს მაინც აჩუქებს , და გულში სასიამოვნო ჰანგებს აუჟღარუნებს.
არის ხოლმე , კითხვები ბაბუაწვერასავით გაიფანტებიან სამყაროში და ვეღარ ეწევი , ვეღარ ხედავ , ვეღარ იხსენებ ან უბრალოდ პასუხს ვერ აწევ კითხვებს , რომელიც ახლა ასე ღრმად არის ჩაძირული შენში.
მიხვდები რომ დაიღალე ...
მიხვდები რომ აღარ გიხარია ის რაც ადრე სიამოვნებას განიჭებდა.
მიხვდები რომ ყველაფერი ამაოა.
მიხვდები რომ ბედნიერი არასდროს ყოფილხარ .
და მერე ?
მერე იწყებ ფიქრს ამ სამყაროზე , მის დასასრულზე.
არის ხოლმე, მიხვდები რომ ეს სამყაროც და მისი დასასრულიც შენ ხარ.
და მერე ?
არის ხოლმე , ამ მერეს პასუხი სიკვდილია.
და როცა ფიქრები , თუნდაც ერთხელ სიკვდილამდე მივლენ , რთულია დაივიწყო , თუნდაც ერთხელ ამაოდ გაფიქრებული, შენი არარსებობის თეორია.
და რისთვის გინდა სიცოცხლე თუ მაინც არ ხარ ბედნიერი, თუ მაინც მხოლოდ სხვებისთვის არსებობ.
ამ ფიქრებში ჩაიძირები , მაგრამ რაღაც არ გიშვებს , რაღაც გბოჭავს.
და მე ?
მე მივედი უკვე ამ ფიქრებამდე , როცა მომავლის იმედი კვდება , კვდები შენც.
და როცა კვდები, ყველაფერი იმდენად უფერულდება რომ ჩნდება ნაცრისფერი სუიციდი.

სიცარიელე = სუიციდს...
ნურასდროს მიიყვანთ ადამიანს , სიცარიელემდე...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent