შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნახევრად


27-11-2024, 04:29
ავტორი mokvdavi
ნანახია 185

დილით ისე რომ გაიღვიძებ თითქოს 18 წელი კი არა საუკუნე გიცხოვრია დაღლილი, ნახევრად განადგურებული ,თითქოს ძილი დაგაკლდა მხოლოდ . არადა უფრო მეტი , უფრო მძაფრი ,უფრო საშინელი ,რაღაც ამოუხსნელი დანაკლისი გაქვს. ერთი შეხედვით შეუცნობელი და შეუვსებელი. მაინც წამოდგები გამთბარი საწოლიდან , რომელიც დაწოლას გთხოვს და ისევ გაიმეორებ დაზეპირებულ,ჩვევაში გადასულ მონოტონურ მოქმედებას.ბევრისთვის უბრალოდ სარკის წინ ტრიალი , საყვარელი ყავის ჭიქით ხელში მაკიაჟის გაკეთება და ერთი საათი ტანსაცმლის არჩევა სხეულში სიამოვნების ძაფებს ავლებს. ნახევრად დასვენებული , მთელი დღისთვის ენერგია ავსებული სახლიდან გადიხარ. ქუჩაში მეტად იმატებს სიამოვნება ,სიხალისე. მოსაწყენი საცობი,რომელიც გამოწერილი წამალივითაა ყოველ დღე , უამრავი უცხო ხალხი საკუთარი ისტორიითა და ემოციებით აფერადებს დღის დასაწყის . დაუჯერებლად ჟღერს ,როგორ შეიძლება შუქნიშანშე გაჩერებულს,როდესაც მიგეჩქარება, დაგეუფლოს ბედნიერება და მომძლავრებული ენერგია იგრძნო . მაგრად დაფიქრით ,სწორედ ესა ის დრო და ადგილი სადაც თუნდაც წამით შეგიძლია მოადუნო გონება, დააკვირდე გარემოს, შეიცნო ადამიანები და უამრავი ,შენივე ფანტაზიით გამოგინილი ამბავი შეთხზა მათზე. შემდეგ ყველაზე საყვარელი ,მარავალფეროვანი და საინტერესო ადგილის ჯერი დგება, მეტრო. კიბეზე მორბენალი , ჩანთებ მოკიდებული ხალხი. ვინ იცის იქნებ რომელიმე მათგანი ჩემსავით ნახევრად დასვენებული, ნახევრად ენერგიით ავსებული და ნახევრად განადგურებულია.რთული დღის, სწავლის შემდეგ ,რომელიც ნახევრად დაძალებული , ნახევრად ნებითი და ნახევრად სახალისოა , ვბრუნდები სახლსი . სახლში ,სადაც მუდამ დამხვდება თბილი საჭმელი ,თბილი ოთახი და საყვარელი ყავის ჭიქით მდგარი დედა. მთელი დღის დაღლა, გონებაში შეთითხნილი ამბები და ათასგვარი ემოცია თითქოს კარის ზღურბლთან რჩება .მაგარამ მაინც საღამოს , დაძინებამდე მაშინ, როცა მთელი ცხოვრების განვლილი და გასავლელი გზა ერთად იბურდება გონებაში , მის გახსნაში დაღლილს ნახევრად მშვიდად მეძინება ან უფრო ვითიშები , გონება იღლება იქ არსებული არეულობით და წყვეტს დალაგებას. მეორე დღე კი ისევ ნახევრად იწყება და დაიწყება კიდევ ბევრჯერ ,კიდევ მრავალი დღე იქნება სანახევრო სანამ ჩემს თავს არ ვიპობი ჩემსავე გონებაში აბურდულ გორგალში და არ გამოვიხსნი. მაშინ კი ყველაფერი გახდება ნახევრად სავსე და არა ნახევრად ცარიელი ან ვინ იცის იქნებ სავსეც კი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent