უშენობა
მაისის საღამოა, ლამაზი და ემოციებით დატვირთული,ქუჩაში ხალხი მოძრაობს. ჩემი ფანჯრიდან გავცქერი მომღიმარ წყვილებს და გული შეუცნობელი გრძნობით მევსება, მე? მე მარტო ვარ, არ მეგონა თუ ასე გადამივლიდა უშენობა, ალბათ, უნდა დამეკარგე რომ გამეგო ვინ მყოლია გვერდით. როგორ ჩამომენგრა სულში ყოველივე,დავცარიელდი... თვალებში ყველა სხივი გამიქრა, სიღრმისეულად დამაკლდი ადამიანო!.. ,,მდუმარე" რომელიც ყველა წყენას იტანდა ბავშვივით მანებივრებდა,თავს ხრიდა ყველა ჩემს ახირებაზე, დიახ ეს შენ იყავი. მხოლოდ შენ შეგეძლო ნებისმიერი წამის გალამაზება და მე დღესაც არ მჯერა, რომ არსებობდი, იქნებ ხილვა ხარ. თუ კი რამ სიკეთე გამიკეთებია ამის სანაცვლოდ მერგო შენი თავი თუნდაც ცოტახნით.რა მინდოდა? ან რას ვეძებდი სხვებში როცა ყველაფერი შენ ისედაც გაგაჩნდა. რატომ არასოდეს მომისმენია შენი გულის ძახილისთვის, რატომ ვერ ვხვდებოდი რას ამბობდა შენი თვალები.. რატომ? ეს ფიქრები დაედო ჩემს სულს სასჯელად. დაგკარგე! ჩემი ნებით,თავად გაიძულე წასვლა...მაკლიხარ,შენი მსგავსი აღარასოდეს აღარ მოვა, მაგრამ იცი? მე ბედნიერი ვარ ,რომ არსებობდი ჩემს ცხოვრებაში, წარსულიდან მომავალი ყველა მოგონება რომ დაილექება სულის ფსკერზე, შენ ყველაზე მკაფიოდ დააჩნდები...მაპატიე რომ გატკინე და უჩვენოდ გადის გაზაფხული, მაგრამ მე უფრო მეტად მტკივა... მენატრები, მენატრები ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.