ეძიე შენი სიმშვიდე!
დარწმუნებული ვარ ცხოვრებაში ყველას გვიფიქრია იმაზე თუ რა არის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი, ყველას ინდივიდიუალური არსი აქვს ცხოვრებაში, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ხშირად ადამიანების ინტერესები, მიზნები ერთმანეთს ემთხვევა და დავდივართ იმ აზრამდე, რომ ადამიანები ერთმანეთს ძალიან ვგავართ იმდენად, რომ ჩვენი გონება ერთმანეთთან ილუზიურ კავშირშია, ამ ყოველივეს მიზეზების პოვნა კი რთულია, შეუძლებელიც კი, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ამ პროცეს. მეც ხშირად მიფიქრია თუ რა არის მთავარი ცხოვრებაში, ერთხანს ვფიქრობდი, რომ ეს იყო სიყვარული, არა მხოლოდ ქალ-ვაჟური სიყვარული, არამედ სიყვარული, როგორც მამოძრავებელი ძალა, ესაა სამყაროს, ოჯახის, ჩვენი საქმის, პარტნიორის სიყვარული. შემდგომ ამ ფიქრებში იმ აზრამდე მივედი, რომ მთავარი, მოძრაობაა გაუჩერებელი მოძრაობა, რათა ეძიო შენი საბოლოო გზა, რომელიც მიგიყვანს ჭეშმარიტებამდე. მაგრამ ფიქრების შედეგად მივხვდი, რომ ცხოვრებაში უმთავრეში სიმშვიდეა, არა მხოლოდ საზოგადო სიმშვიდე და წესრიგი გარემოში, არამედ შინაგანი სიმშვიდე, შეიძლება ადამიანებს სიყვარულიც კი სიმშვიდისთვის სჭირდებათ, ასევე მოძრაობაც, რათა არ დაიტანჭოს ამ წუთისოფელში არ ჰქონდეს მუდმივი შფოთვა და დარდი, როგორც საკუთარი თავისა, ასევე ოჯახის წევრებისა. მინდა, რომ ყველამ ვეძიოთ ის რაც მიგვიყვანს სიმშვიდებდე, უფლის კარებამდე. მაშინ მტერიც კი ვერ შეგვაშინებს, მაშინ შევძლებთ შევიყვაროთ სხვები, მაშინ შევძლებთ, ვაკეთოთ ჩვენი საქმე გააზრებულად და რაც მთავარია შევძლებთ, რომ შევიყვაროთ საკუთარი თავები. P.S ბედნიერი წელი ყოფილიყოს ყველა თქვენთაგანისთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.