***
სიყვარული მგონია, როცა სალაპარაკო გამოგელევა და მაინც არ თიშავ ტელეფონს, რათა მისი სუნთქვა გესმოდეს. სიყვარულია, როცა გაბრაზებულიც კი მასზე ზრუნავ და მიუხედავად ყველაფრისა წერ, რომ თბილად ჩაიცვას. სიყვარული მგონია როცა სახლში მისულს აღარაფრის თავი გაქვს და მაინც უსმენ მის ლაპარაკს, რაც არ უნდა უინტერესო იყოს. სიყვარულია, როცა ორი წუთის წინ წასულს წერ რომ მოგენატრა. სიყვარულია, როცა მაშინაც მოდის შენს სანახავად როცა საშინლად ცუდად არის და არავის და არაფრის ნახვა არ უნდა. სიყვარული მგონია ერთი გაღიმება, ერთი ჩახუტება, ერთი თვალის ჩაკვა, ერთი ხელის დაქნევა დამშვიდობებისას. სიყვარული მგონია თბილი თითები და ცრემლიანი თვალები, ბედნიერებისგან გაბრწყინებული. სიყვარულია როცა უსმენს და ასრულებს შენს ყველა ახირებას, შუაღამისას წვიმაში ცეკვავს შენთან ერთად და არ ადარდებს რომ მეორე დილით სამსახურში ვერ წავა რადგან ფილტვების ანთება დაემართება. სიყვარულია როცა შენს ნაწერებს გულისყურით უსმენს და გულწრფელად გაფასებს. ამბობს რომ უყვარხარ შენი ნაწერებიანად, ყველა სიტყვიანად, ყველა ამოსუნთქვით და ხელების კანკალით ლექსის წაკითხვისას რომ გეწყება. სიყვარულია, როცა ყველა დილა ერთად იწყება, ყველა ღამე ერთად მთავრდება და ერთი სუნთქვა, ერთი სული, ერთი ფიქრი და ერთი გული ძგერს ორ მკერდში. სიყვარულია, როცა შენი ნაოჭები უყვარს და გეუბნება რომ დრომ უფრო გაგალამაზა. აი ესაა სიყვარული. საყვარელი ადამიანისგან ნათქვამი ერთი სიტყვა, ერთი გაღიმება, ერთი ლოყაზე კოცნაა დამშვიდობებისას, აი ესაა სიყვარული რომელიც გაახალგაზრდავებს, წლების მატების მიუხედავად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.