შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოლო წვეთები


13-02-2025, 23:26
ნანახია 123

როდესაც ღმერთი წაგაქცევს, წიხლს დაგაჭერს და ბოლომდე გაგწირავს, შენში იმედი, როგორც ნისლი, ნელ-ნელა გაქრება და იგრძნობ, რომ სამყაროსგან შემოდგომის უკანასკნელი ფოთოლივით მოწყვეტილი ხარ, ხარ შენთვის ჩაკეტილი ვიწრო და დაბალ ოთახში, სადაც გარედან შეიძლება ისმოდეს ცხოვრების ხმაური, მაგრამ გარეთ შენი ხმას ვეღარავინ გაიგებს. შენი ყოფის ყოველი მომდევნო დღე ტკივილით აღსავსე იქნება, რომელიც თანდათანობით მოხვეტს სიხარულის ნარჩენებს და სანაგვეში გადაყრის. თუმცა, საბოლოოდ აღარ იგრძნობ არც ტკივილს, არც ბრაზს, არც იმედგაცურებას და მითუმეტესს, არც სიხარულს, ერთადერთი რაც შენს გულში დარჩება იქნება სიცარიელე, რომელიც სხეულის თითოეულ ნაწილს აავსებს და შემდეგ სულშიც გადაიღვრება, სულში, სადაც ადრე ოცნებები, მიზნები, სურვილები, იმედი ცოცხლობდა. ამ მოგონებებით გამოწვეული ხმაური კი თანდათან გაილევა სანამ, სტაბილურ, მარადიულ სიჩუმედ არ გადაიქცევა. ეს სიცარიელე და სრული აპათია იქნება უძირო ღრმული, რომელიც ამოვსებას აღარ დაექვემდებარება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent