შენ ჩემი გაზაფხული ხარ
მახსოვს ბავშვობაში ყველაზე მეტად ეს პერიოდი მიყვარდა, ჰაერში გაჟღენთილი იმ გაზაფხულის სუნი რომელსაც ასე გულმოდგინედ ველოდებოდი, ცივი ზამთრის შემდეგ. ახლაც ზუსტად ეგ პერიოდია, გამოფენილი ფერადი სარეცხი, ხმაურიანი ეზო , მორბენალი ბავშვები და შეგრძნება თითქოს რაღაც ახალი იწყება. შეგრძნება თითქოს ყველაფერს შეძლებ, თითქოს შეგიძლია მთები გადადგა. ამ წლების განმავლობაში შეიცვალა ყველაფერი. შეიცვალა გარემო, ადამიანები, მეც კი მაგრამ გაზაფხულს ეს მაგიური სიცოცხლის და ცხოვრების მასტიმულირებელი თვისება არ დაუკარგავს, არ შეცვლილა. ახლაც იმედებით ვარ სავსე, ვფიქრობ რომ ყოველი მზიანი დილა ჩემი სურვილების ახდენის საწინდარია. ვზივარ კუთხეში ირგვლივ უამრავი ხმა ირევა, ვცდილობ რომ სადღაც ჩემი შინაგანი ხმა რომელიც ძალიან ხმადაბლა ბუტბუტებს წინა პლანზე წამოვწიო. ვჩერდები და ვეკითხები ჩემს თავს: რა გინდა? დუმილი. არსაიდან ხმა არსაიდან ძახილი. ვაგრძელებ წერას , თითქოს აზრები ასოებთან ერთად აირია და ოთახში შეღებული ფანჯრიდან გაიპარა გაზაფხულთან. ნუთუ არ ვიცი? როგორ შეიძლება არ იცოდე რა გინდა? ნუთუ ასეთი ძნელია უბრალოდ ადგე და თქვა რომ უბრალოდ ერთადერთი რამ რაც გინდა არის ის რომ იყო ბედნიერი. ნუთუ ბედნიერება ასეთი რთულია? ან საერთოდაც ვიცი კი რა არის ბედნიერება? წიგნებში ამოკითხული ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად თუ რაღაც სხვა?! კითხვები აშკარად უფრო მეტია , პასუხები კი ისევ არსაიდან არ ჩანს. ჩამობნელდა და აგრილდა. მზიანი დღის შემდეგ ყოველთივს მოდის ბნელი და სუსხიანი ღამე, ასეა ყოველთვის. მაგრამ მთავარია გვახსოვდეს რომ დილით როცა მზე ისევ გამოჩნდება ჩვენს ცაზე გვეძლევა ახალი შანსი, შესაძლებლობა რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ბედნიერებისთვის. და მაინც რა შეიძლება იყოს ამაზე კარგი და თბილი როცა გეუბნებიან " შენ ჩემი გაზაფხული ხარ". |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.