შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაღაც ნაცნობი


დღეს, 01:24
ავტორი CinemonGirl
ნანახია 0

მე მას სახეში არ ვუყურებდი — ან იქნებ უბრალოდ არ მახსოვს. მაგრამ მახსოვს მისი თითები. ისეთი ლამაზი და მშვიდი, რომ ახლა, როცა ვიხსენებ, გული მიჩერდება. თითქოს თითებში ცხოვრობდა ის, რაც სხვების თვალებშია — სიხარული, სევდა, და ის ჩუმი სიყვარული, რომელსაც სიტყვები ვერ იტევს.
ეს იყო სიზმარი. მაგრამ მისი შეგრძნება რეალობას არ ჰგავდა, მეტად რეალური იყო ვიდრე თავად რეალობა. ეს იყო უფრო მკვეთრი, ვიდრე გაღვიძება.

ჩვენ არ ვსაუბრობდით. არც გვესმოდა ერთმანეთის ხმა. მაგრამ ერთმაენთს თითებზე ვეთამაშებოდით. ჩუმად, თითქოს დანაშაულის შეგრძნებით,ისეთი სიფაქიზით, სულების ენით ვეხმიანებოდით. მისი თითები ჩემსას ეძებდნენ, თითქოს კარგავდნენ და ისევ პოულობდნენ. ყოველი შეხება — პატარა აღიარება იყო: „აქ ვარ.“
მგონი სწორედ ამ დროს მივხვდი, რომ ის, რასაც ვეძებდი, არა სიტყვებში, არამედ სხეულის მეხსიერებაში იყო დაცული.

მისი თმა მუქი იყო, რბილი და ბუნებრივი, თითქოს განზრახ არ ცდილობდა გამოეჩინა თავი. ის მთლიანად “ჩრდილის ფიგურა” იყო — სიყვარული, რომელის არც უფლება მქონდა და არც დრო.
და მაინც, მთელი არსებით იქ იყო. მე მასთან თითქოს ყველაზე ნამდვილი ვიყავი. არა ის "მე", რომელიც ყოველდღე სხვებისთვის არსებობს, არამედ ის, ვინც მხოლოდ ღამით გამოდის — გაშიშვლებული გულით და დაუცველი თვალებით.

თითქოს, მასთან ყოფნა არ შეიძლებოდა.
საკუთარი პრინციპები მქონდა. და ის ადგილი, სადაც ჩვენ ვიყავით, თითქოს ისეთ კანონებს ემორჩილებოდა, სადაც ასეთი შეხება არც უნდა არსებობდეს. მაგრამ არსებობდა.
შეიძლება მხოლოდ სიზმარში, მაგრამ მაინც.

ეს შეხება არ იყო ვნებითი. არც სულ ახლოს და არც შორს — არამედ ისე, თითქოს სადღაც იმ შუაში, სადაც სიჩუმეს ადამიანი ენდობა.

მისი აღიარების საპასუხოდმეც საპასუხოდ, მეც ყოველ ჯერზე ვანიშნებდი, რომ “აქ ვარ”. და რომ არსად არ ვაპირებდი წასვლას.

მაგრამ მაინც მივდიოდი.
ყოველ ჯერზე, როცა თვალებში ვერ ვუყურებდი და მხოლოდ თითებით ვეხებოდი, ვიცოდი, რომ ეს დროებითი იყო. რაღაც ამ ჯერ კიდევ მაჩერებდა. იქნებ საკუთარი შიში. იქნებ პატივისცემა იმისა, რომ ეს კავშირი შეუმჩნეველი უნდა დარჩენილიყო. ან იქნებ უბრალოდ იმიტომ, რომ სიზმარში ვიყავი — და ყველაფერი, რაც იქ მოხდებოდა, დილით მაინც გაქრებოდა.

გაღვიძებისას ყველაფერი გაქრა, გარდა გონებაში ჩარჩენილი თითებისა. მთელი დღე ისე დავდიოდი, თითქოს ხელებზე მისი სითბო ისევ მქონდა. მისი ფრთხილი შეხება, უსიტყვო თანხმობა, და ის უხმო ფიცი — „არაფერს არ მოვითხოვ, მაგრამ შენთან ვრჩები.“

მთელი დღე ვფიქრობდი იმ გამოთქმაზე: "თვალები სულის სარკეაო", და უცებ ვიგრძენი — ჩემთვის ეს ასე არ არის.
ჩემთვის ხელებია სულის სარკე.
იმიტომ რომ მისი სული, მისი სიყვარული, მისი არსებობა — თითებით მელაპარაკა.

მთვარის შუქი ეცემოდა ფანჯარას. ციოდა.
ხელები წინ გამიშვირე და ვუყურებდი საკუთარ თითებს.
ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემს ხელებს მისი ხელი ეხებოდა. თითქოს ის ისევ იქ იყო — იმ ხიდზე, სადაც ჩვენ ერთმანეთის ვუახლოვდებოდით, მაგრამ ბოლომდე ვერ.

თითქოს რაღაც დავკარგე. რაღაც ისეთი, რასაც არც სახელი ჰქონდა და არც წარსული.
და ახლა, როცა არ არის, ჩემში სიცარიელეა.
მინდა ტირილი. არა მისი დაკარგვის გამო — არამედ იმიტომ, რომ ასე იყო, ოდესღაც, თუნდაც სიზმარში.
და რადგან ასე იყო, მინდა დავიტირო, რომ წავიდა.

მგონი ამით მივხვდი —
სიყვარული ზოგჯერ უბრალოდ კავშირის შესაძლებლობაა.
თითებზე შეხება, რომელიც გულამდე მიდის.
სიჩუმე, სადაც ყველაფერი ნათქვამია.
ვიღაც, ვისთანაც თავს არ იცავ.
და როცა ყველაფერი ქრება — ერთადერთი, რაც გრჩება, არის მეხსიერება იმ შეხების, რომელმაც შენს სულს საკუთარი ენა გაახსენა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent