მავნე ჩვევები
მავნე ჩვევები თავი 1 ჩვენ სიგარეტსაც ვეწეოდით ისე ლამაზად, რომ მავნე ჩვევა, სულ არ ერქვა იმ წუთას ამას და აივანზე მუდამ გვედგა ქაღალდის ჭიქა, ყვავილებს შორის დამალული საფერფლის ნაცვლად... მე ვწერდი, შენ კი მიმღეროდი ლექსებს სევდიანს და ვიცინოდით მათ სევდაზე ტირილის მსგავსად. და ქარს ვატანდით იმას, რასაც ვეძახდით გრძნობებს....... ......... თავი 2 ქაღალდებისგან თვითმფრინავებს ცაში ვაფრენდით. გამეორდება რითმა ვიცი, მაგრამ ასეა, თვითმფრინავებზე უფრო მეტად თავად ვაფრენდით. მავნე ჩვევებზე ვსაუბრობდით ისე თამამად. ქალაქის ჭორებს მოაჯირის მიღმა ვაგდებდით და წარმოსახვით, გამოგონილ ლამაზ ამბებში ვბოდიალობდით ბარგის ნაცვლად ჩვენი დარდებით. მე და შენ მხოლოდ ომი გვქონდა ისე ლამაზი, რომ ყველა ომებს უდრიდა და მეტიც ამაზე. თუნდაც სიგარეტს ვეწეოდით ისე ლამაზად, რომ მთვარეს შურდა, ოცნებობდა სულ ერთ ნაფაზზე.... თავი 3 ღვინოც გვიყვარდა, თუმც სიმთვარლე არ ერქვა ამას. უფრო ხასიათს ძერწავდა და ფიქრებს ართობდა. მე და შენ ისე სასაცილოდ ვითვლიდით ამას, ერთი ... ორი და ... თენდებოდა. ასეც გვაწყობდა..... თავი 4 ხო, ჩვენ სიგარეტს ვეწეოდით ისე ლამაზად, რომ მავნე ჩვევა, სულ არ ერქვა იმ წუთას ამას და აივანზე მუდამ გვედგა ქაღალდის ჭიქა, ყვავილებს შორის დამალული საფერფლის ნაცვლად..... დასასრული ???? ???? ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.





თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.