დე, მაპატიე…
დე ბოდიში უნდა მოგიხადო ყველაფრისთვის. მაპატიე, რომ შენს შვილად გავჩნდი და მე გასწავლე შვილის სიყვარული. მაინც რამდენნაირია სიყვარული და შვლის მიმართ დედის სიყვარული ყველაზე მჭიდროა, ურყევი, ყველა გადაულახავ და გადალახულ პრობლემას გადაწონის შვილის სიყვარული დედისთვის და გთხოვ, მაპატიე რომ ეს სიყვარული მე გასწავლე. მაპატიე, რომ შენს სხვა შვილებს არ ვგავარ და მე ყველაზე უფრო ეგოისტი ვარ, ყველაზე უფრო ეჭვიანი, ყველაზე უფრო გულუბრყვილო და მეამიტი, მაპატიე რომ ჩემი წყენა ძალიან მარტივია და ხშირად ერთი სიტყვაც კი მწყინს თუ სწორად ვერ გავიგე, შებ ხომ იცი მარტივად მწყინს და უფრო მარტივად მიხარია ყველაფერი. შენთვის გადაშლილი წიგნივით ვიქნები ყოველთვის, როგორიც არ უნდა ვიყო და მაპატიე რომ ჩემი წაკითხვა ყოველ ჯერზე ახლიდან გიწევს, რადგან სქელტანიანი დაუმთავრებელი წიგნივით ვარ, რომელსაც ჯერ არც დასაწყისი და არც დასასრული აქვს დაწერილი. დე მაპატიე, რომ დარდად გაგიჩნდი, მაპატიე თმაში ჭაღარასავით, რომ გამოგიერიე და აგერ უკვე ამდენი წელია მითმენ. ბოდიში, რომ დარდი გასწავლე და დღე ჩემზე ფიქრით იწყება და ღამე, როცა მშვიდად უნდა გეძინოს ჩემზე დარდში ათენებ, რადგან არ ვგავარ შენს სხვა შვილებს და ეს ცალკე ტკივილია შენთვის. დე მაპატიებ შენს შვილად დაბადებას? ამდენი ტკივილის, დარდის, იმედგაცურების, გულგატეხილობის სწავლას შენთვის, მაპატიებ? ხომ იცი, როგორი ეგოისტი ვარ, როგორი ეჭვიანი და მშიშარა… ასე მგონია, შენს სხვა შვილებს რომ არ ვგავარ… არა, შენ ხომ დედა ხარ, ყველაზე კეთილი, ყველაზე მოსიყვარულე, ყველაზე თბილი და ტკბილი. შენ საუკეთესო დედა ხარ! ბოდიში, რომ გაიძულე ჩემთვის გმირი გამხდარიყავი იმ ყველაფრის მოთმენით და ატანით რაც მე გაიძულე… დე მაპატიე, ჩემი, შენი შვილის ასეთად ატანა, რომ გიწევს. დე, გთხოვ მაპატიე, შვილის სიყვარული გასწავლე და დარდად გაგიჩნდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.