არასწორი ოცნებები
არასწორი ოცნებები ჩემი ცოლი ლამაზი ქალია. დიდი უძირო და სევდიანი, მწვანე თვალებით. როცა თვალებში ვუყურებ სხვას ვეღარაფერს ვამჩნევ. ჩემი ცოლი დღესაც ისეთივე აღფრთოვანებას იწვევს ჩემში, როგორსაც მაშინ, როცა ის პირველად დავინახე. მაგრამ დღეს მის თვალებს სულ უფრო იშვიათად ვხედავ. ის გამუდმებით ცას უყურებს, მე აღარ. ვამჩნევ თვალს მარიდებს, ისე მესაუბრება, რომ თვალებს მიწას არ აშორებს, ან ჩემ უკან ჰორიზონტს, ან ღილს ჩემს პერანგზე, მაგრამ მე არასდროს მისწორებს მზერას. ხასიათიც უცნაურად შეეცვალა. ადრე სულ იცინოდა, ბედნიერებას ასხივებდა, მაცოცხლებდა მისი სიცილი, ახლა.... ახლაც იღიმის, მაგრამ ასე მგონია ახლა მხოლოდ თავის ოცნებას და წარმოსახვას უღიმის. სულ უფრო ხშირად ზის გარინდებით, ყურსასმენებში მუსიკას რთავს. ამბობს, რომ დაიღალა სამყაროს ხმაურით, და ასე ყველაფერს აჩუმებს. ამბობს რომ მუსიკა ტკივილებს უყუჩებს მაგრამ რა ტკივა არასდროს ამხელს. ზის იმ თავისი სევდით სავსე ჭაობებით, რაღაც ჩემთვის უცხო ოცნებებს ხედავს და იღიმის. ხან მინდა იმ ლამაზ თავში ჩავუძვრე და გავიგო რას ფიქრობს. კითხვებზე გაოცებით მიყურებს, მაგრამ არაფერს ამბობს. თითქოს არ იცის რას ველოდები მისგან. არასდროს არაფერს ითხოვს. მე კი მსურს ის ვიყო, ვინც მის ოცნებებს აასრულებს, მაგრამ ის უბრალოდ დუმს .... მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ამ მწვანეთვალება ქალისთვის სამყაროს „ჩემი ცოლი“ დაერქმია. მე ახლაც ყველაფერს გავაკეთებ მისთვის, მაგრამ მას ეს არ სურს. ხან ვფიქრობ, იქნებ გავუშვა?! იქნებ მივცე თავისუფლად სუნთქვის უფლება?! მაგრამ.... ის არც ამას მთხოვს. ის კვლავ დუმს და საკუთარ ოცნებებს უღიმის. ხან მინდა მხრებში ხელი ჩავავლო და შევაჯანჯღარო. ვატკინო მინდა, თუნდაც იტიროს, ოღონდ ჩემ გამო, მაგრამ მეშინია, რომ მხოლოდ სხეულს მომიგდებს და ისე გაფრინდება, როგორც ოცნების ჩიტი. მე მუდამ ვიცოდი, ის მე არ მგავდა. ის ჩემი არასწორი ოცნება იყო, მაგრამ მეგონა, რომ მხოლოდ ჩემი სურვილი კმაროდა, რომ მხოლოდ ჩემი სიყვარული საკმარისი იქნებოდა... ის დაღამებას ელის, განთიადს ელის, მზეს ელის, შემდეგ თოვლს... ის სულ რაღაცას ელის, თითქოს ერთ დღესაც რაღაც მისთვისაც მოხდება.... ვხედავ, როგორი სურვილით ჩასცქერის ხიდიდან მდინარეს. ვამჩნევ, როგორ ნაზად ეფერება საკუთარ მაჯას.... ვიცი, ისიც რაღაც არასწორ ოცნებებს მისდევს.... ჩემი ცოლი ლამაზი ქალია.... ლამაზი, უგულო, ეგოისტი და თავნება მონსტრი.... ჩემს ცოლს უძირო, სევდებით სავსე ჭაობისფერი თვალები აქვს და მე ვიხრჩობი ამ დარდების უფსკრულებში... ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.