ეს ხაფანგია პატარავ..! #2
მთხრობელი სიბნელეს მხოლოდ მანქანის ანთებული ფარები არღვევს, ხოლო სიჩუმეს ყურისწამღები შეძახილები რომელიც ორი მრბოლელისკენაა მიმართული...ისინი მიხვეულ-მოხვეულ გზებზე ბრუნს აკეთებენ და ასპარეზზე შავი პრიალა მერსედესი გადის რომელსაც მეორე მანქანა ვერ ეწევა და ის წარმოუდგენელი ტრიუკით აგვირგვინებს ამ სანახაობას...გამარჯვებულ მანქანიდან გადმოდის და იქ მყოფთ თავისი ულამაზესი ტანის ფორმებით თავბრუს ახვევს...ხოლო დამარცხებულს კუპრივით შავი თვალებით უმზერს და ცბიერად უღიმის... უკვე მერამდენედ დამარცხებული დამიანე მზერას უსწორებს მომხიბლავ ქალს და მის შავ თვალებში იკარგება...მას ეს თვალები იზიდავს მაგრამ ამ თვალებში ასევე ხედავს ადამიანის სულს, რომელიც მას მიახლოების საშუალებას არ მისცემს და ისიც არანაკლებ კუპრივით შავ თვალებს აშორებს ქალს... ხალხი გამარჯვებული ქალისკენ მიიწევს და ალბათ უკვე მეათიათასჯერ სთხოვენ მოიშოროს ის ნიღაბი რომელიც მის სახეს ფარავს მაგრამ ეს იდუმალებით მოცული არსება კვლავ იშორებს მათ... -ძალიან იდუმალი ხარ...-ბრბოს გამოეყო ერთერთი ადამიანი და ქალს წინ დაუდგა რომელმაც წინ გამოსულს დამცინავი მზერა ესროლა და ხავერდოვანი ხმით საუბარი დაიწყო...ის ნელა და დინჯად საუბრობდა... -მართლა?!-კითხულობს და იღიმის-არ ვიცოდი...-ამბობს და და კარგამოღებულ მანქანაში ჯდება -რატომ არ გვანახებ სახეს? სახელი მაინც გვითხარი...იქნებ პოლიციელი ხარ...არ უნდა ვიცოდეთ?-ახლა სხვა გამოდის ხალხის ჯგუფიდან ქალი საუბარს არ ჩქარობს და ცდილობს კარგად დამალოს საკუთარი დაბნეულობა და სახელი რაც შეიძლება მალე მოიფიქროს... -მე...-პაუზას აკეთებს ქალი-ელეონორი დამიძახეთ...-ამბობს, მანქანის კარებს კეტავს და ამ ადგილს ისე წყდება დამიანე იმის გარჩევასაც ვერ ახერხებს საით წავიდა... სტასია გუშინდელი ღამისაგან დაქანცულს დილით ძლივს მეღვიძება და სამზარეულოში გავდივარ სადაც მიკა ყავას ამზადებს -მიკა მეც გა...-მიკა ჩემკენ ტრიალდება და სიტყვას მაწყვეტინებს -ვიცი გიკეთებ-ამბობს და ჩაწითლებულ თვალებს მანათებს -რა დაგემართა?-ვეკითხები და მასთან ახლოს მივდივარ -ადამიანო როდესმე დამიჯერებ?! რამდენჯერ გაგაფრგხილე რომ ნუ მიდიხარ იმ საზიზღარ რბოლებზე ჰაა?-მელაპარაკება და ლამისაა ტირილი დაიწყოს -კარგი რა მიკა რა გჭირს?-ვეუბნები და მაგიდასთან ვჯდები -რამე რომ დაგემართოს? მეშინია არ გესმის? ჩემი ერთადერთი მეგობარი ხარ და რამე რომ დაგემართოს მე რავქნა?! ხომ გავგიჟდები არა?-მეუბნება და ცხვირს სახელოთი იმშრალებს...ამ მომენტში ისეთი საყვარელია რომ სიცილი მიტყდება... -რა გაცინებს ერთი? -არაფერი უბრალოდ ისეთი საყვარელი იყავი-ამბობს და უკვე გაავებულ მიკას შეშინებული სახით უყურებს-კარგი ხო მაპატიე... -არა იცი რა?! შენ მე ერთხელ გულს გამიხეთქავ და ეგრე დასრულდება ჩი სიცოცხლე...ქვეყანა ასე ახალგაზრდას და ნორჩს დამკარგავს-ამბობს და შუბლზე ხელს თეატრალურად იდებს -ეჰ რა მსახიობი დაკარგა თეატრმა-ვამბობ დანანებით და ორივეს სიცილი გვიტყდება მიკა სერიოზულდება და საუბარს იწყებს -გუშინ რა ქენი? -გავიმარჯვე რათქმაუნდა-ვეუბნები ვიღიმი -ოჰ ამას უყურე რა... კაი იმ ადგილზე იყავი რო დაჭრეს ის ქალი? -კი-ვამბობ და სახეს ვმანჭავ -რა იყო? -არაფერი უბრალოდ დავიღალე ამდენი ცუდი ამბით...სიკვდილი ძალადობა და ასე შემდეგ-ვამბობ და ვდგები-წავიდეთ თორემ ახალი ბოსი არ გვაცოცხლებს დაგვიანებისთვის...-ვამთავრებ წინადადებას და რატომღაც ჩუმად მეღიმება, იმ კაცზე რომელმაც სამსახურში, პირველივე დღე სექსით დაიწყო... სსახურში მისული იმწამსვე ჩემი კაბინეტისკენ წავედი დასკვნის დასაწერად... საღამოს ფურცლებზე ჩამძინებია და დამიანეს ხმა მაღვიძებს... -ფულს ძილში გიხდიან დადიანი?-თავზე დამძახის ის და ირონიულად იღიმის როდესაც წელში ვიშლებ... -ვაი დედა-ჩავიბურტყუნე და საბუთებს დავაკვირდი ამდროს კი უფროსი ჩემ მაგიდაზე ჩამოჯდა და ყურება დამიწყო -აი საბუთები-ვამბობ და საბუთებს ხელში ვაჩეჩებ მერე კიდე ტანზე ვიხედები იმის დასაზუსტებლად რამე ხომარ მისვია და ჯანდაბას საროჩკა მკერდთან ჩახსნილი მაქვს და საკმაოდ დიდზე, ისე რომ ჩემი მკერდის დანახვაც კი შეიძლება... -ვაიმე-ვბუტბუტებ და ღილებს ვკრავ ამის შემდეგ კი თვალებში ჭინკაათამაშებულ უფროსს ვუყურებ რომელიც დგება, ხელებს ჩემი სკამის სახელურებს აწყობს და ჩემკენ იხრება... პ.ს ესეც ახალი თავი... ვიცი პატარაა მაგრამ ვეცდები მომდევნო დიდი დავდო... მადლობა თქვენ ვინც კითხულობთ...♡♡♡ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.