შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბროლი (სრულიად)


17-07-2025, 01:12
ავტორი Sapovnela
ნანახია 41

მე არ ვიცი, როგორ უნდა შემზიზღდეს ადამიანი რომელიც ერთ დროს
მიყვარდა.
იმას რომ თვალად სინათლე ჩაუქვრებოდა მეც ერთიანად ვქრებოდი.
ისე, თითქოს ჩემი სხეული
მისი ტკივილის სარკე იყო.
მიტოვებული, ბროლის ჭიქას ვემსგავსები და ათას ნაწილად ვიშლები.
ჩემთვის, ჩუმად, ღამის სიჩუმეში თბილი ცრემლით ვასველებ ბალიშებს.
ვერც სარკეში ვპოულობ საკუთარ თავს.
მერე ვეჩვევი.
და როცა ცოტათი ვიცვლები,
ცოტათი ვთბები,
ცოტათი ვსუნთქავ,
მაშინ, ვხვდები რომ არ ვიცი
როგორ უნდა შევიყვარო ხელახლა ის,
ვინც ერთხელ უკვე მიყვარდა.
მერე,
ნელა, ძალიან ფრთხილად
ვაგროვებ ნამსხვრევებს.
და როცა უკან ვიყურები,
იმ ადგილს ვხედავ,
სადაც ძლივს გადავრჩი.
ფიქრებს ვთხოვ, არ მიმაბრუნონ იქ
სადაც მარტო მტკიოდა.
მერე,
დამშვიდებული,
ოცნებას ისევ ვბედავ.
სადღაც შიგნიდან მოდის სიმშვიდე,
და თითქოს
ყველაფერი თავის ადგილს პოულობს.
მოულოდნელად რომ ბრუნდება
ბევრი გაქვს სათქმელი,
და სიტყვები
უთქმელად გეჩხირებიან ყელში.
წამიერად ნაწყვეტივით გივლის
გონებაში ის დღეები,
სადაც მარტო გადარჩი,
სადაც ტკივილში სუნთქვა ისწავლე.
მე ვხვდები —
დაბრუნდა იმიტომ,
რომ ვერსად ნახა ის სიყვარული,
რაც მხოლოდ მე შემეძლო,
უმუნათოდ,
უანგაროდ.
და მერე…
ვემსგავსები საკუთარ სულს
მარტოსულს,
სევდით დაბინდულს,
ჩუმს და ოდნავ ჩამქრალს.
მიყვარდა.
მართლა მიყვარდა.
მაგრამ,
მის გვერდით ყოფნა აღარ მინდოდა.
იმ სიყვარულმა ამოწურა, ჩემი ტკივილიც და ლოცვაც.
და მერე
ხომ შეიძლება,
ვეღარასდროს შეხვდე…?
ვერც ჩახედო თვალებში,
ვერც გაიგო
როგორ მიდის დრო, მის გარეშე.
და შენ იცი
ხანდახან,
წარსულსაც შეუძლია
დაგიტოვოს რაღაც ისეთი,
რაც აღარ გტკენს.
გარდასული სიყვარული
მაინც რჩება,
სულში, ყველაზე ფაქიზ ადგილას.
;)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent