წითელი
დღეს პირველი პაემანი მქონდა. ან იქნებ, პირველი მას შემდეგ, რაც შენგან, წავედი. მის მანქანაში ვიჯექით, ვიცინოდით. გულწრფელად. მოულოდნელად მოიხარა ჩემს მუხლებთან, და რაღაცა ამოიღო წინა სათავსოდან. უნებლიედ შევკრთი. გაშეშებულმა შემომხედა, იმ თვალებით, როგორებიც იმ დამტვრეულ ჭიქას უყურებენ, რომელიც, იატაკზე დააგდე და იცი, ვეღარ შეკეთდება. მახსოვს, პირველად რომ დამარტყი წითელ ლოყას დიდხანს, ვიზელდი. გაშეშებული ვიჯექი, და იმ კარს მივჩერებოდი, წამების წინ, მოუხედავად რომ გაიხურე. მამაჩემი გამახსენდა. ვერასდროს ვხდებოდი, დედა, მასში რომელ კარგ თვისებას ხედავდა. რომ უყვარდა, რომ პატიობდა. საკუთარ თავს რომ ვერ შველოდა. წითელი ჩემოდანი, სწრაფად შევხსენი, ხელისმოსმით ჩავყარე არეული ტანსაცმელი, სწრაფად შევკარი და წითელი, რკინის კარი, იქამდე გამოვხურე, სანამ, საკუთარ თავში, ამ საქციელს გამართლებას ვუპოვნიდი. იქამდე სანამ დედაჩემს დავემსგავსებოდი. ;) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.