პასუხი მერიემს
პასუხი ძვირფას მერიემს პასუხად გიბრუნებ ხევსურეთის მთებში ჩამალული სევდიანი ხმით და ფიქრებით გაავკაცებული ჩაძირული ხევსური. შენ კარგად იცი რომ ხევსურებს არ გვჩვევია სიტყვების სროლა და საუბარი ჩვენ ჩვენს ფიქრებში ვართ და საკუთარ ქვეცნობიერთან გაუთავებელი ბძოლა ბასი გვაქვს გაჩაღებული არ ვიცი ამ წერილს შენამდე როგორ მოვიტან ან სად წაიკითხავ მაგრამ ვწერ წერილს ხევსური ცხოვრებისგან და მისი სირთულეებიდან გადაგვარებული ცხოვრების გზამ ისე მომისროლა და ისე დამაგდო რომ არცერთ თვისება აღარ შემრჩა ცოცხალი ეხლა მხოლოდ წარსულით და ფიქრებში ცხოვრობს ის ძველი ამაყი ხევსური მთების სურნელს რომ ყველგან გძნობდა მისი სიტყვები და ტრადიციები მხოლოდ მის სიძლიერეს ამბობდა ეხლა კი სულ სხვა ადამიანად იქცა საკუთარ თავს ებძვის თუ რა და ვინ იყო და ვინ გახდა როგორ მიცა ცხოვრებას უფლება რომ დაემარცხებინა ეჰ ძვირფასო მერიემ ნერავც ბადაგი არ დამელია და სევდიანი არ მივყოლოდი ამ ცხხოვრებას ძვირფასო მერიემ ეხლა ვზივარ ჩემი სოფლის ეზოში და იმ მთებს გავცქერი რომლებსაც ჩვენი გძნობები უნდა ეტარებია მხრებით ამ ტყის პირას უნდა გვესეირნა და წყაროს წყარი პეშვით გვესვა ეხლა გავსცქერი ამ მთებს კოშკებს და მხოლოდ ის წამები მიდგას თვალწინ ჩვენ რომ ვნატრულობდით ჟიპიტაურს უნდა გვესვა და ჩვენი ნაყოფი გველოცა. ეხლა კი მიტოვებული კაცობრიობისგან ნელ ნელა ფიქრებიც მტოვებენ და მახსოვრობაც სადღაც მიდის დღეს დღისობი ვცხოვრობ ერთი დღის რადგან ჩემი ფიქრებს ვეღარ იტევს ტვინი ალბათ ისიც გადავღალე ისევ როგორც ადრე ვღლიდი ყველას შენს წერილში ღალატი ახსენე და ხევსურთან რა მოსატანია ღალატი ან რამ გაფიქრებინა და ესე ხმამაღლა გათქმევინა ხევსურის გვერძე ეგ სიტვები მაგ სიტყვებით შენ სიცოცხლეს ესროლე ტყვია ყოველ გავლილ წამს ძვირფასო მერიემ ეს ყველაფერი შორს წასულ ფიქრებს გავს ზვავში მოყოლილ სიტყვებს რომელიც თავს არწმუნებს აბრალებს ეჭიდება ხავს რომ ეს ამ ყველაფრის ბრალია და არა იმ შეცდომების რაც ერთად დავუშვით ეჰ წუთით მაინც დაბუნდებოდეს ის დღეები რომ სწორი გზა აგვერჩია და არა ბრალები ერთურთ. ეხლა ვზივარ თუთის ძირას ჟიპიტაურს ვსვამ დილაუთენია და განვიცდი თუ სად წავიდა ის ცხოვრება რავ ბარში გავლიე ეხლა ყოველ დილით ვხედავ კოშკებს და იმ ტრადიციებს რის აზეც არ ვყოფილვარ მაგრამ ამ ყველაფერმა დაკარგა ფერი პოეზიასაც აღარ ვკითხულობ მტვერი დაედო ჩემ საყვარელ პოეზიის წიგნებს უწინ დავჭექავდი პოეზიის ჰანგებს ეხლა სიტყვებსაც ვეღარ ვიხსენებ ძვირფასო მერიემ ეხლა ვიცი დიდი დრო და ჟამი გავიდა მაგრამ ყოველთვის მჯერა რომ გულის სიღრმეში ისევ სადღაც არის ფიქრები ჩემზე და ჩვენზე მიტოვებული და გადასხვაგვარებული ჩუმად დავცქერი საკუთარ ნაწერს და ვეღარ ვხვდები სად წავიდა აზრებთა წყობა მოჩვენება გავხდი საკუთარ სხეულში საკუთარ ფიქრებში გზა აბნეული მივემართები და არც კი ვიცი სად მიმიყვანს ეს გზა აქ ყველაფერი სხვა გვარდა აქ დრო თითქმის ჩერდება მოსაღამოვდა და ცაზე ისე განლაგდნენ ვარსკვლავები ისე კაშკაშებენ გეგონება დაგცინიან უბატონო ხევსურს ჭინკები დაებატონენ ღამე უფრო რთულია ფიქრებთან ომი ბრძოლა დაუნდობელი ეხლა სრულად ვგრძნობ რას გრძნობდა გალაქტიონი საღამოობით მანაც წააგო ომი საკუთარ თავთან შორი ახლო მგლების ხროვის ხმა ისმის როგორ ყმუიან მთის ექოში გაალებული ალბათ მათაც ეშინიათ ღამის სიბნელის აქ მარტოობას განიცდის ყველა დილა თენდება მარტოობით გაწაფე ბული შენ მიტოვებული მე კი მარტოობისთვის ვარ განწირული და შევეგუე ცხოვრებისგან ესე დაცემული მივემართები ყოველ დილით წყაროსკენ რომ ცივმა წყალმა ჩემში ჩააქროს ის ცეცხლის ნაღველი რაც დამიტოვა ცხოვრებამ მწარემ ჩემში დარჩა მხოლოდ სურნელი და აზროვნების რაღაც ნაწილი მე შევიცვალე დაავადმყოფდი მოკვდა ჩემში სიცოცხლის სურნელიც მხოლოდ ის დამრჩა ჩემს ჩუმ მთებში კვლავ ბოდიალი და დალოდება ცხვრებისგან უკანასკნელი დარტყმის. და თუ გაიგე რომ განისვენებს ხევსურეთში უცხო ხევსური და ე შეძარი მთები ჩუმი აახმაურე მწარე ტკივილით რადგან გახსოვდეს როგორიც იყო ბარში ხევსური მთებს მოუყევი ის რაც მე ვერ შევძელი მომეყოლა მათვის ბოლო წერილში არ მწყენია ძახილი მოღალატის შენ კარგად იცი ეს წამოძახილია გულის ტკივილის შენ შეამცირე ტკივილი ჩემზე სადღაც შორს არის შენი ფიქრები ჩემზე არ მწყენია მონატრებაზე ძახილი ჩემი ესეც ბოლო წერილია ჩემი ჩუმი ხევსური აღარ არის ის ვინც შენ გახსოვს . პატივისცემით ჩუმი ხევსური |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


