შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ნაწილი


გუშინ, 12:27
ავტორი ELOISE
ნანახია 99

ერთი ამოსუნთქვით…



-ეს დღეც დასრულდება, მაგრამ მერე იცოდე, რომ… სულ სხვა სამყაროს ნაწილები გავხდებით.
მის წყლიან თვალებს კიდევ ერთხელ შეხედა და ხარბად მოქაჩა სიგარეტი, ათრთოლებულ თითებში მოქცეული, ასე რომ გაყინვოდა.
თავი ვეღარ შეიკავა გოგომ მის შემყურე და ურცხვ ცრემლებს გასაქანი მისცა.
ბოლო იყო ეს… აღარ იტირებდა მეორედ მის გამო… ბოლო იყო და იცოდა, ამის გააზრება უფრო ამძიმებდა, სულს უწიოკებდა.
თვალები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს. სიმწრისგან ღრიალი უნდოდა.
მარგალიტის ცრემლები წამწამებზე ჩამოჰკიდებოდა.
სულს ტკენდა მისი უემოციო სახე და სურვილს უორმაგებდა იმწამსვე გასკდომოდა მიწა და შიგ ჩაეტანა.
რატომ აეწყო ასე ყველაფერი?

რატომ უწევდა ისევ მას დაეთმო?
დაეთმო სიყვარულიც…
ბიჭი, რომელიც ასე სჭირდებოდა…
რატომ იყო სამყარო ასეთი სასტიკი?

რატომ აყენებდა სულ არჩევანის წინაშე?

რატომ… რატომ, რატომ, რატომ!
ენაზე მწარედ იკბინა.
გამოფხიზლდა, თავი დააღწია ფიქრებს,ასე რომ შემოხვეოდნენ მარწუხებივით.
არადა სულ მათი ბრალი იყო რომ იტანჯებოდა.
ცრემლები უხეშად მოიშორა მუშტად შეკრული ხელებით, ძალიან რომ გასწითლებოდა და სიცივისგან გაყინვოდა.
მკაცრად, არაფრის მომცემი, ცარიელი თვალებით ახედა ბიჭს და ერთხანს დააკვირდა, თითქოს საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებას ცდილობდა.
ამჯერად არ უნდა შემცდარიყო.
არ უნდოდა ისევ შეცდომა დაეშვა,უკვე აღარც იცოდა მერამდენედ.
მაგრამ აღარ… ამას აღარ დაუშვებდა.
მორჩა!
ბიჭი ზედაც არ უყურებდა. ღერს ღერზე ეწეოდა და ნერვიულად ისვამდა ხელს თავზე.
ო, როგორ უყვარდა ეს ხელები… როგორ უყვარდა ყოველ საღამოს, მის კალთაში რომ დებდა თავს, და ისიც მთელი სინაზით უცურებდა ხელს, აუჩქარებლად, ისევე ნაზად ეთამაშებოდა მის ქერებს.
ნუთუ,რამდენი ღამე გაუტარებიათ ასე?
ერთმანეთზე ჩახუტებულებს…
ისევ… ისევ ფიქრები არ აძლევდნენ მოსვენებას და ურცხვად იჭრებოდნენ მის გონებაში.
თავი დახარა,ახლა ამის დრო არ არისო გაიფიქრა და მისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა.
მეტიც აღარ დასჭირვებია,წამში აიტაცეს ხელში მისმა ძლიერმა მკლავებმა, ასე რომ მოენატრება ძალიან მალე…
ფეხები წელზე შემოხვია და ბოლომდე მიეტმასნა სხეულზე.
ბოლომდე შეიგრძნო მისი ტუჩების გემო და უკანასკნელად შეისუნთქა მისი სურნელი,გაცნობის დღიდან რომ აგიჟებდა და უფორიაქებდა სულს.
თავი მის კისერში ჩარგო და ცრემლებით დაუსველა თეთრი პერანგი.
ჯანდაბა!
ვერ შეელევა… ამ სუნს ვერასდროს ამოიშლის გონებიდან,გადარევს!
ძლიერად მოეხვია, ისე, როგორც არასდროს, და სულში შეუძვრა, როგორც ამას სულ აკეთებდა ნებით თუ უნებლიედ.
იგრძნო მისი თითები, როგორ სწავლობდნენ უკვე მეათასჯერ მის სხეულს, როგორ იმახსოვრებდნენ… მის ტუჩებს, ნაკვთებს, უთბილეს კანს. ამან კიდევ უფრო აატირა.
თმაზე დაუსვა აკანკალებული ხელი და საფეთქელზე აკოცა.
არ შეუძლია… არა!
მას ვერ დაივიწყებს სამუდამოდ… ეს მის ძალებს აღემატება!
აიწია, ყურზე აკოცა და ძალიან ნაზად, როგორც ჩვევია ან უფრო მეტადაც… სულის შემძვრელი ტკივილით ჩასჩურჩულა
-უშენოდ მგონი მოვკვდები



მადლობა ყურადღებისთვის<3



№1 სტუმარი სტუმარი მარი

ვისაც რა მოუვა თავში ყველა აქ წერს, აბა ეხლა ესს რა არის? თუ არ შეგიძლიათ განა აუცილებრლია რაც თავში აზრად მოგივათ ყვრლაფეტი წეროთ. პატივი ეცით მკითხველს

 


№2  offline წევრი ELOISE

სტუმარი მარი
ვისაც რა მოუვა თავში ყველა აქ წერს, აბა ეხლა ესს რა არის? თუ არ შეგიძლიათ განა აუცილებრლია რაც თავში აზრად მოგივათ ყვრლაფეტი წეროთ. პატივი ეცით მკითხველს

მადლობა მარი თქვენი აზრის გაზიარებისთვის,მაგრამ ვგონებ არავის შეუწუხებიხართ პატარა ჩანახატის წაკითხვით, რომელიც ჩემთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent