ფრაქტალები
-ჩუმად რატომ ხარ? ექოსავით გაიჟღერა გეგას ხმამ ოთახში. -ვცდილობ ამ მომენტით დავტკბე, სანამ გათენდება და შენც საბოლოოდ წახვალ... ამოვიჩურჩულე და გვერდით მჯდომს გავხედე. ამ მომენტში ორივეს გვტკიოდა, მაგრამ ხმამაღლა არცერთი ვსაუბრობდით. გეგას სახეზე წლების შემდეგ პირველად ვხედავდი ტკივილს და ეს გულს მიკლავდა. შინაგანად მანადგურებდა იმ ფაქტის გააზრება, რომ მას საბოლოოდ ვკარგავდი. -ანა... მანაც ხმადაბალი ტონით დაიწყო საუბარი, თუმცა გაგრძელება არ ვაცადე. -არ გვინდა, გთხოვ... ახლა ნურაფერზე ვისაუბრებთ. ის სევდაც კმარა, რაც ამ საღამოს თან დაგვყვება. სევდიანად ვუღიმი და თითებს სახეზე ნაზად ვუსვამ,მისი ყოველი ნაკვთის დამახსოვრება მინდოდა, რადგან არცერთმა ვიცით როდის მოგვეცემა კვლავ ერთად ყოფნის შანსი. -მინდა ამ მომენტით ვიცხოვროთ... თან არც თავის მოტყუებას აქვს აზრი. -რას არ დავთმობდი, ოღონდ ამ ტკივილის შენთვის არიდება შემეძლოს... ჩურჩულით მეუბნება. ვგრძნობ, რის ფასად უჯდება ამ ყველაფრის თქმა. გეგას ვიცნობ — ყოველი მისი გამოხედვა ვიცი რას ნიშნავს, ვიცი როდის რა უხარია ან სწყინს. განშორებამ და ამ ტკივილმა საბოლოოდ გატეხა. მისკენ უფრო ახლოს ვიწევი, თავს მხარზე ვადებ და მუსიკას ბოლომდე ვუწევ. გეგა მკლავებს მხვევს და ისე მეხვევა, თითქოს უკანასკნელად ვართ ასე ახლოს... სინამდვილეში კი მართლაც ბოლოჯერ ვგრძნობდით ერთმანეთის სხეულის სითბოს... იმ ღამეს თვალი არცერთს მოგვიხუჭავს. როგორც კი ღამე დღემ ჩაანაცვლა და ცა ოდნავ განათდა, გეგა ფეხზე წამოდგა. წამით გაჩერდა და შემომხედა. რაღაცის თქმა სურდა, ყოყმანი შევატყვე, თუმცა ბოლოს მაინც მითხრა: -არ გემშვიდობები... ხმადაბლა თქვა. საწოლიდან წამოვიწიე და მის წინ დავდექი. ჩვენი ხელები ბოლოჯერ შევაერთე და საყვარელ მამაკაცს დავაკვირდი — თითქოს ერთ ღამეში ათი წლის სიცოცხლე წაართვეს, თვალები ჩასწითლებოდა... ღირდა კი ამდენ ტკივილად ეს განშორება? ცოტახნით ასე ვიდექით. შემდეგ კვლავ გეგამ გააგრძელა: -აუცილებლად დავბრუნდები. არ ვიცი, ეს როდის იქნება — ერთ თვეში, ერთ თუ ორ წელში... მაგრამ იცოდე, რომ ისევ გიპოვი და საბოლოოდ შევძლებთ იმ ცხოვრებით ცხოვრებას, რომელზეც ვოცნებობდით... უბრალოდ დამელოდე. მხოლოდ ამას გთხოვ. მინდა რაღაც ვუთხრა... მინდა იცოდეს, რომ დაველოდები, თუმცა სიტყვას ვერ ვამბობ და უბრალოდ თავს ვუქნევ. შემდეგ ჩემსკენ იწევა და ტუჩებზე პატარა კოცნას მიტოვებს. ბოლოს კი მიდის.ჯერ ოთახიდან გადის, შემდეგ კი სახლსაც ტოვებს. კარის დახურვის ხმა კიდევ დიდხანს ჩამესმოდა, თითქოს იმ ხმასთან ერთად დასრულდა ყველაფერი. სახლში საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა. მარტო დავრჩი იქ სადაც ყოველი კუთხე-კუნჭული მას უკავშირდებოდა... მარტო დავრჩი სახლში, სადაც გეგას სურნელი ყველგან იყო. შეკავებულმა ემოციებმა საბოლოოდ იფეთქა. იქვე, საწოლთან ჩავიკეცე და ტირილი ამივარდა. იმ მომენტში ყველაფერს მივსტიროდი — საყვარელ ადამიანს, იმ ოცნებებს, რომლებსაც ახდენა აღარ ეწერა და ყველაზე მთავარს — სიყვარულს, რომელიც დავკარგე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.




ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.




