შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანარეკლი


2-07-2026, 15:12
ავტორი Nini Phoenix
ნანახია 6

ღამდება..შუქი არ არის..ვზივარ ძლივს განათებულ ოთახში, რომელსაც მალე მზის უკანასკნელი სხივიც დაემშვიდობება.
კარები მივხურე და ძველებური ლამფა ავანთე, უნებურად გამეღიმა..
დაჟინებით ვუყურებ ლამფის მოლიცლიცე ალს და თითქოს ცხადი გამხდარაო, თვალწინ მეშლება ღრმა ბავშვობის მოგონებები..
ვიღიმი..ვერ ვაცნობიერებ ისე ღრმად ვიღიმი..
გვერდიდან ვინმე რომ მხედავდეს ახლა, უსათუოდ დამცინებდა.

💭ახლა გვიკვირს თორემ…ადრე, ჩემს ბავშვობაში, ხშირად ვრჩებოდით უშუქოდ. ზამთრის პერიოდში დღეები, კვირები ვისხედით ლამფის ან სანთლის პირას, ბნელ ღამეში თოვლით განათებული ეზოს იმედად.
უჰ…თან როგორი უხვი თოვლი იცოდა ადრე…

მთელი დღის ნაშრომ რძლებს განტვირთვა რომ მოუნდებოდათ, “საღამოს რიტუალი” იწყებოდა.
ფრთხილი ნაბიჯებით დოდო ბიცოლა შემოაღებდა კარს, დედაჩემი ღიმილით შეეგებებოდა.
მე კი დროს ვიხელთებდი და მთელი მონდომებით გადავრბოდი პაპუნასთან. ჩამოვუსკუპდებოდი საწოლზე, ფეხების მხარეს და დროს არ ვკარგავდი ისე, ათასი კითხვით ვესხმოდი თავს.
ის კი, მისი ჩვეული სიბრძნითა და ძმური სიმშვიდით მპასუხობდა რიგრიგობით დასმულ არაამქვეყნიურ შეკითხვებზე.

ძილის დროც მოდის. თავზე საბანს წამოვიხურავ და ცოტა ხნით ღამის ფიქრებში ვერევი.
გარეთ შეუჩერებლად თოვს..
“ვახ, ანუ ხვალაც არ გვექნება შუქი…
“ისე, მერე რა?..ზამთრის სუსხი კი არის, მაგრამ მთავარია, რომ ჩემს სულში რაღაც უცნაურად თბილა. პატარა ვარ და ვერ ვხვდები, რა მათბობს.
ახლა დავიძინებ..
ხვალ გათენდება.
შუქი ხვალაც არ იქნება..
მერე რა?..მე, დედიკო და მამიკო ხომ ვიქნებით?
პაპუნაც იქნება..
დოდო ბიცოლაც დააცხობს ცხელ, შიშხინა მჭადს..
რუდო ბიძია ღიმილით გადამიტეხს შუაზე მჭადს და მეც ისე მადიანად შევექცევი, თითქოს მსოფლიოს მოწინავე დელიკატესს მივირთმევდე. ცივა..
ჩემს სულში თბილა..
ლამფის შუქი სულ უფრო სუსტად ბჟუტავს..
მეძინება..”

💭თვალს ვახელ.
ჩემს თავს შევხედე…არა,7 წლის აშკარად აღარ ვარ.
ლამფის შუქი უკვე 27 წლის ზრდასრულ გოგონას უნათებს სახეს.
ის პატარა, კულულა ბავშვი სადღაც შორიდან მიღიმის..ისევ ისეთი, ბავშვური ღიმილით.

…..მეც ვიღიმი..ვერ ვაცნობიერებ ისე ღრმად, ისე ძლიერად ვიღიმი..

/ანარეკლი/
/ #ფენიქსი /




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent