ბაგრატის ღამე
ეძინა ქალაქის თითქმის ნახევარ მოსახლეობას გარდა შვიდი ახალგაზრდისა, რომლებიც გრილ ღამეს ბაგრატზე ატარებდნენ, ვარსკვალებით მოჭედილი ცის ქვეშ მინდორზე ისხდნენ და სხვადასხვა საკითხებს განიხილავდნენ , აქა იქ მათი ხითხითის ხმასაც გაგინოებდით. უეცრად ერთ-ერთმა მათგანმა გიტარა აიღო და გვერდით მჯდომ გოგონას გაუწოდა. -დიდი ხანია ჩვენთვის არაფერი შეგისრულებია. ხოდა ვფიქრობ ამ ლამაზ საღამოს მოუხდებოდა რაიმე სასიამოვნო._ღიმილით მიუგო და ინსტრუმენტი გაუწოდა, გოგონამ მკრთალად გაუღიმა და გიტარა გამოართვა ცოტახანს უბრალოდ გაუნძრევლად იჯდა და ხელებში მოქცეული ინსტრუმენტს დაჰყურებდა შემდეგ აიღო და პირველი აკორდის ხმაც გაისმა, ამას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და საბოლოოდ ჩარკვიანის ერთ-ერთი და მისთვის მეტად საყვარელი მუსიკა "ნუ უსმენ დროს " დაუკრა, სიჩუმეში მხოლოდ ანას მშვიდი მეტად სასიამოვნო ხმა ისმოდა, ყველა სიტყვაში თავის გრძნობებს აქსოვდა, დანარჩენები კი განაბულები უსმენდნენ სიმღერას. იჯდა უკრავდა, მღეროდა და თან მასზე ფიქრობდა,ადამიანზე რომელიც მთელ გალაქტიკას ერჩივნა, რას არ დათმობდა ახლა ისიც იქ ყოფილიყო, მის გვერდით... ასე ბევრად ლამაზი იქნებოდა იმ მუსიკის შესრულება, რომელიც მხოლოდ ამ ორის იყო, მუსიკის, რომელიც მათი სიყვარულის ყველაზე დიდ ისტორიას დაატარებდა. ბოლო აკორდიც გაისმა და გოგონას ხელი უსულოდ დაეშვა ძირს, ამას მეგობრების შეძახილი მოჰყვა, მაგრამ გოგონა ისე იყო ფიქრებში გართული მათი ნათქვამიდან კარგად ვერაფერს იგებდა. -საოცრება იყო აღფრთოვანებას ვერ მალავდა თამო და ნიკოს უფრო მეტად აეკრო. მკრთლად გაეღიმა შეყვარებული წყვილის დანახვაზე გიტარა გვერდით გადადო და თოკოსკენ მიბრუნდა. -ერთი ღერი მომე რა. ბიჭმაც სიტყვის უთქმელად გაუწოდა სიგარეტი და ასანთი გოგონას. ახსნა არ სჭირდებოდა, ხვდებოდა მიზეზს და ამიტომაც აძლევდა ახლა ამის უფლებას, სხვა შემთხვევაში დიდი ხნის ჯიკავის შემდეგ მაინც გადააფიქრებინებდა მამაიდაშვილს მოწევას. ანამ მაშინვე გამოართვა სიგარეტის ღერი და ექვსი წყვილი თვალი უკან მოიტოვა. -კარგად არის? ჩუმად იკითხა ტატომ. თორნიკემ ამოიხვნეშა და იქეთ გაიხედა სადაც ანა ეგულებოდა. -მონატრება, თანაც ადამიანის ვინც ყველაზე მეტად გიყვარს ემოციურად განადგურებს, მაგრამ კარგად იქნება . -იქნებ და ვუთხრათ ცოდოა გოგო ცოტაც და იტირებდა სიმღერის დროს. ნიკას ნათქვამი და თამოსგან მუჯლუგუნი ერთი იყო. - ხმა, კრინტი არ დაძრათ_სწრაფათ წამოისროლა თამომ_ თორემ ვერ გადამირჩები, გეგას, რომ არ ეთხოვა მე თქმას ვინ დამასწრებდით ახლა კი მოაცილეთ ეგ თემა აქედან. ჩურჩულით, მაგრამ გაბრაზებით უთხრა ყველას და გვერდით დადებული წვენი მოსვა, შემდეგ კი ვითომც არაფერი ნიკას მიეკრო. ანა კი ისევ იქ იდგა და მის წინ გადაშლილ სილამაზეს გაჰყურებდა, წარმოუდგენლად ლამაზი იყო ბაგრატიდან დანახული განათებული ქალაქი, უყვარდა ეს ხედი და ხშირად ამბობდა, რომ ამაზე ლამაზი არც არაფერი ენახა, მის შემდეგ. მშვიდად და აუჩქარებლად ეწეოდა და ქალაქს გაჰყურებდა ისევ ნატრობდა, რომ ისიც გვერდით ჰყოლოდა და სხეულზე გრილი ნიავის მაგიერ მისი მკლავები ეგრძნო. ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა არადა უთხრა, რომ სულ რაღაც ორი კვირა და მასთან იქნებოდა, მაგრამ ის ჯერაც არ იყო აქ, ბოლოჯერ მოავლო ქალაქს თვალი სიგარეტი ჩააქრო და მეგობრებთან დაბრუნდა. შორიდანვე დაინახა მათი მომღიმარი სახეები. თამოს და თორნიკეს უაზრო ჩხუბი, და-ძმას რამდენადაც უყვარდათ ერთმანეთი, იმდენად ეზიზღებოდათ, მაგრამ ეს ჩხუბიც მათი ნაწილი იყო და ნიკა, რომელიც სიცილით უყურებდა მათ კამათს და ცდილობდა შეყვარებული დაეწყნარებინა, არანაკლებ გიჟდებოდა გეგას ძმაკაცებზე და ყველაზე მეტად მათ მიერ დაძახებული "რძალო" უყვარდა, ვითომ ბრაზობდა, მაგრამ არაფერი აბედნიერებდა ამაზე მეტად. საბოლოოდ ხომ მანაც იპოვა თავისი წილი ბედნიერება. ყველა იქ იყო სრული შემადგენლობისთვის მხოლოდ ერთი ადამიანი აკლდათ, ისევ მონატრებამ შემოუტია გოგონას და ისევ ინატრა მისი გვერდით ყოფნა. თითქოს გეგას გარეშე ყველაფერი ნაცრისფერი იყო. მეგობრებს მიუახლოვდა და თავისი ადგილი დაიკავა. -როცა დაბრუნდება გეფიცები აღარსად გავუშვებთ, საერთოდაც სადაც წავა ყველაგან შენ თავს გავაყოლებთ. მტკიცე ხმით ამბობ სანდრო და დანარჩენებიც მხარს უბამენ, მათ ბავშურობაზე გულიანად ეცინება. -კარგით ეს მერე განვიხილოთ ახლა რა უნდა გავაკეთოთ. ხელები ერთმანეთს შემოკრა გოგონამ და მთელი ყურადღება მეგობრებს მიაპყრო, შემდეგ ის-ის იყო უნდა ეთქვა კარტი ვითამაშოთო, როცა დემემ არსაიდან მოსული უცნობის არსებობაზე ამცნო მეგობრებს. -მგონი უკან ვიღაც არის ეშმაკური ღიმილით თქვა და თან ანასგან შეუმჩნევლად ყველას ტუჩებით ანიშნა. ,, უკვე მოვიდაო" ყველამ იმ მიმართულებით გაიხედა სადაც დემეტრეს თქმით ვიღაც იყო, ანასთვის ვიღაც, მაგრამ ყველამ კარგად იცოდა ვინ იდგა მათ უკან. ყველა გაჰყურებდა სიბნელეში მდგომ სილუეტს, რომლის სხეულსაც პატარა ლამპიონების შუქი ძლივს ანათებდა, მხოლოდ ანა იყო გაკვირვებული და ჯერ კიდევ ვერ გაერჩია ვინ იდგა იქ. თითქოს გეგას მიამგვანა, მაგრამ თან ახსენდებოდა, რომ ბიჭი აქ არი იყო. გეგამ მკრთალად გაუღიმა დაბნეულ შეყვარებულს და სიბნელიდან გამოვიდა, მაგრამ გოგონა მაინც გაკვირვებული გაჰყურებდა ფიქრობდა ცხადი იყო ეს ყოველივე თუ ტვინი ეთამაშებოდა, მაგრამ, როცა კიდევ ერთხელ გაუღიმა და მათკენ დაიძრა, მაშინვე გამოფხიზლდა, წამსვე წამოფრინდა ფეხზე და იმ ადამიანისკენ გაიქცა, ვისზე ფიქრიც არაფრით ასვენებდა და ვისი მონატრებისგანაც ლამის სული დალია. გეგამ მაშინვე ხელში აიტაცა საყვარელი სხეული, ისიც ძლიერად მოეხვია საყვარელ მამაკაცს, როგორ ენატრებოდა ანას ჩახუტება, სურნელი და თავდ ის. ანა კი ისე უჭერდაა ხელს აქაო და გეგა სადღაც გაიქცეოდა. -ძალინ, ძალიან მომენატრე. ჩურჩულით უთხრა და ხელები ძლიერად მოხვია. -მეც საშინლად მომენატრე. ეს ორი კვირა სრული ტანჯვა იყო უშენოდ, თითქოს დრო საშინლად გაიწელა. მონატრებულ სახეს დააცქერდა და ნაზად ჩამოუსვა ხელი ლოყაზე. -მათ იცოდნენ ხომ? თავით მეგობრებისკენ ანიშნა -სიურპრიზიი_ გაეღიმა და ტუჩებზე პატარა კოცნა დაუტოვა. იმ მომენტში მათთვის აღარავინ არსებობდა, დავიწყებოდათ უკან მყოფი მეგობრები, რომლებიც თვალმოუშორებლად აკვირდებოდნენ ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებულ წყვილს.მათ გარშემო დრო გაჩერდა და დარჩნენ მხოლოდ ორნი. ერთმანეთში დაკარგული წყვილი თირნიკეს ეშმაკურმა ნათქვამმა გამოარკვია. -კიდევ ერთი კოცნა და მკვდარი ხარ გეგეშიძე. მუქარით სავსე ტონით უთხრა და იქვე დადებული ქილა, რომელიც სხვათაშორის ალუმინის იყო ხელში დაიკავა და გეგასკენ გამოსწია. -შენი ჭირიმე, ორი კვირაა არ მინახია და კოცნაც დამიშალე სიცილით გასძახა მეგობარს. ყველას ეცინებოდა მათ სულელურ დიალოგზე, თამომ წყვილს ადგილი გაუთავისუფლა, დემეტრე კვლავ თავის სტიქიაში იყო და ახალ ახალ ხუმრობებს იგინებდა მეგობრების გასართობად. ყველა ღიმილით იხსენებდა იმ ყოველივეს რაც ამ ორი კვირის მანძილზე მოხდა, ანა კი გეგას მკალვებში ჩაფლული ღიმილით აკვირდებოდა, მისთვის ძვირფას ადამიანებს. საბოლოოდ კი ყველაფერი კვლავ თავის ადგილას დაბრუნდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


