გავა დრო და მიხვდები…
და ბოლოს მაინც ჩემი ბრალია. ჩემი ბრალია რომ ბოლომდე მოგენდე. გაგიზიარე ყველა ის უფიქრებელი ფიქრი რასაც ჩემს თავთანაც კი ვერ ვიძახდი ხმამაღლა. გაპატიე უამრავი შეცდომა რომელსაც უახლოესი მეგობარი არუნდა უშვებდეს. ჩემს თავს ვეუბნებოდი, თუ ბოდიშს მომიხდის ვაპატიებ და ისევ იგივე მეგობრობას გავაგრძელებთქო. მაგრამ კიარ ვუკვირდებოდი ეს ბოდიში საიდან მოდიოდა. ფესვები გულში ჰქონდა თუ უბრალოდ პირიდან გადმოგდებული ბოდიშები იყო, რომლის პატრონსაც არ აინტერესებდა მომავალში იგივეს გაიმეორებდა თუ არა. რომ ვიშლებოდით საბოლოოდ გითხარი, გავა დრო და მიხვდებითქო. გავა დრო და გაიგებ როგორ გიმაგრებდი ზურგს ისე რომ ეს შენ არც იცოდი. გაიგებ რამდენად წყაროს წყალივით კამკამა გულით ვიყავი შენს მიმართ. რას ვერ გაიგებ? ჩემგან ნათქვამ რაიმე ცუდს შენი მისამართით. ვისაც არუნდა მოუყვე ყველა გეტყვის თუ როგორ გადიდებდი სხვებთან მაშინაც კი როდესაც შენი საქციელებით მტეხდი. არ მგონია რომ ჩვენი დაშორება შეცვლის ჩემს სიყვარულს შენს მიმართ. ყოველთვის მეყვარები, მაგრამ არასდროს დამავიწყდება. შენკი გავა დრო და მიხვდები…
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



