შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება- მარადიული თუ წამიერი?


17-03-2015, 00:09
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 1 891

ყველაფერი იყო კარგად. ბედნიერები ვიყავით და არაფრის გვეშინოდა. ვიყავით ერთი ჩვეულებრივი ოჯახი მე-ლანა, დედა-თამრო, მამა-ტარია და ჩემი პატარა და-ლინა. ვცხოვრობდით გორის მუნიციპალიტეტში. პატარა სახლი გვქონდა.მამა სასოფლო სავარგულებში მუშაობდა. ვინაიდან, აქ მრავლად იყო სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ბედნიერები ვიყავით და ამით ვტკბებოდით. უბრალოდ ერთმანეთისადმი სიყვარულის გრძნობით ვცოცხლობდით და ცხოვრებით ვტკბებოდით.მართალია, მდიდრები არ ვიყავით,მაგრამ გვქონდა ჩვენთვის სამყოფი და ამითაც დიდად კმაყოფილნი გავუყვებოდით მომავალს. კვირაში ერთხელ მთელი ოჯახი ერთად ვისვენებდით ხოლმე.ეს განსაკუთრებული იყო.გორიჯვარი განსაკუთრებით გვიყვარდა. განსაკუთრებით ზაფხულში ეს ადგილი განსაკუთრებულად ლამაზი იყო, თანაც სასიამოვნო - ზომიერად ნოტიო ჰავით გამოირჩეოდა. 1914 წელი იყო. მე ცამეტი წლის ვიყავი. სოფლის სკოლაში დავდიოდი და ვცხოვრობდი, როგორც დანარჩენი ბავშვები. მეგონა სამყარო ჩემ გარშემო ბრუნავდა და არ მინდოდა სადმე გადავკარგულიყავი.
მაგრამ როგორც ამბობენ ბედნიერება დიდხანს არ გრძელდება. სკოლა ახალი დაწყებული იყო. იყო 16 სექტემბერი. სკოლაში ვიყავი. ჩემ საუკეთესო მეგობართან ნანისთან ვიჯექი. ისტორიის გაკვეთილი გვქონდა.ლეკებზე საუბრობდა მასწავლებელი, როცა რადიომ გამოაცხადა. ფრანგების და გერმანელების არმიებმა დაიწყო ზღვისკენ სვლა. მსოფლიო ომი დაწყებულად გამოცხადდა. ყველანი ერთმანეთს გაკვირვებულები შეჰყურებდნენ. ბავშვებს ძალიან გვიკვირდა ჩვენ ხომ არ ვიცოდით -რა იყო ძალადობა, ტკივილი. ჩვენ უბრალოდ ვიცოდით რა იყო სიხარული, სიხარული და ბედნიერება. ჩვენ სიცოცხლემოყვარული ბავშვები ვიყავით და უბრალოდ ცხოვრებას შევხაროდით. გულში რაღაც ვიგრძენი, ეს იყო შიში- გრძნობა, რომელიც არასდროს განმიცდია. ამის მერე ჩვენი ცხოვრება შეიცვალა, ასოცხმოთი გრადუსით შემობრუნდა.
ცხოვრება გაძნელდა. საჭმელი გაძვირდა. გარშემო მხოლოდ შიში და ტკივილი იყო. ოჯახში სევდამ დაისადგურა. სიხარული და სიყვარული შიშმა და ტკივილმა შეცვალა. ყველას გვეშინოდა. გვეშინოდა ყველასი და ყველაფრის. ცხოვრების გვეშიოდა და სიკვდილისაც. მაგრამ ცხოვრება მაინც გვწყუროდა. შესაძლოა მამა ნებისმიერ წამს გაეწვიათ ომში.ამის გაფიქრებაზე კი შიში ასმაგდებოდა. გავიგეთ რა იყო შიმშილი, შიში , ტკივილი. განა ეს ყველაფერი ზედმეტი არაა ცამეტი წლის გოგოსთვის, რომელიც სულ ახლახანს მოევლინა ამ ქვეყანას, ამ ცხოვრების სასტიკ გზას. რომელმაც ჯერ არ დაბადებულა და უკვე იცის რა არის ომი. თუმცა ჩემი და ხუთი წლისაა და ეს უკვე მანაც იცის. განა ეს არაა უსამართლობა.
ცხოვრებას თითქოს ძველებურად ვაგრძელებდით. მე სკოლაში, მამა-სამუშაოდ მიდიოდა, დედა-სახლს უვლიდა და ჩემი თოჯინებით თამაშობდა.მაგრამ ყველაფერი სულ სხვაგვარდ იყო. ყოვედღე რადიოში აცხადებდნენ ქართველ დაღუპულ მეომრებს, მოსალოდნელ საშიშროებებსა და პროდუქტის კლებას. უკვე საჭმელიც ძლივს იშოვნებოდა. ხშირად ვშიმშილობდით.
მიკვირდა თუ რატომ შეიცვალა ასე ჩვენი ცხოვრება. რატომ გაგვწირა ღმერთმა ასე. მე ხომ მეგონა რომ ცხოვრება სულ ასე გაგრძელდებოდა-ასე ბედნიერად. მაგრამ წუთისოფელი ათასი სიუპრიზითაა სავსე, ოღონდ არა კარგით, არამედ ცუდით.
მდგომარეობა თანდათან კიდევ უფრო მძვინვარდებოდებოდა. ნანის მამის დაღუპვის ამბავი რადიოში გამოაცხადეს.დავინახე ნანის აცრემლებული თვალები. აი, მაშინ ვიგძენი პირველად რა იყო საყვარელი ადამიანის დაკარგვა. რა პატარაა ნანი და უკვე დაკარგა მამა. გული მტკიოდა. მივედი და ნანის მაგრად ჩავეხუტე.ვგრძნობდი როგორ თრთოდა და მისი ცრემლები წვიმასავით მეცემოდა. გული მტკიოდა. ეს საშინელი შეგრძნება იყო.ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უბედური დღე.
მეშინოდა. მეშინოდა..განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემი დის თვალებს ვუყურებდი. ლინა შემომხედავდა და მის თვალებიდან ვკითხულობდი სევდასა და შიშს. განა ეს უსამართლობა არაა. მხოლოდ ხუთი წლისაა ჯერ და ამდენი სევდა, ამდენი შიში...ცხოვრება უსამართლოა.
დრო გადიოდა. ხალხს იწვევდნენ და იწვევნდენ..ბევრიც კვდებოდა.ზოგი ომში და ზოგი ნერვიულობით, დეპრესიითა და უიმედობით.უიმედობა ხომ ყველაზე საშინელი გრძნობაა. ამიტომ იმედი არასდროს დამიკარგავს, არ დავნებებულვარ და იმედი მქონდა, რომ კვლავ ისევ ასე გვაგრძელებდი ცხოვრებას, იმდეით აღსავსე. ზოგი მიდიოდა და ზოგი მოდიოდა..კვდებოდნენ და იბადებოდნენ..ასე გრძელდებოდა..რაც დრო გადიოდა, უფრო ვიცვლებოდი..მხიარული ბავშვი ზრდასრულ და გამოცდილ ქალად. ჩემში სევდა ისადგურებდა და მე მისი დატევა არ შემეძლო..სიხარული და ბედნიერება მთლიანად სევდამ ჩაანაცვლა. უბრალოდ არ შემეძლო..არ შემეძლო ასე ცხოვრება.. გარეგნობითაც შევიცვალე..დავქალდი, გავმაღლდი..უკვე ზრდასრული ქალი ვიყავი..ამდენ გასაჭირ გამოვლილი..თუმცა წინ რა მელოდებოდა არ ვიცოდი..ვცდილობდი, დღევანდელი დღით მეცოცხლა და ხვალინდელზე არ მეფიქრა..მაგრამ, როცა დღე ცუდი იყო პირიქით ვიქცეოდი და დრო ასე გადიოდა...დედა გვამშვიდებდა და თოთქოს ეს ჩემზე მოქმედებდა..არა, არ მოქმედებდა. მე უკვე დამოუკიდებელი ადამიანი ვიყავი, დამოუკიდებლად მოაზროვნე.. რეალისტი ვიყავი და ცხოვრებას პირდაპირ თვალებში ვუყურებდი.. მხოლოდ საკუთარი თვაის მჯეროდა და ვიცოდი, რომ ყველაფერი ცუდად იყო, მაგრამ იმედს არ ვკარგავდი..ვოცნებობდი, რომ ერთ დღეს დასრულდებოდა ყველაფერი და ისევ ძველებურ ცხოვრება დაბრუნდებოდა...ყოველთვის მეშინოდა ჩვენამდე არ მოსულიყვნენ.. ყოველ ღამე ვტიროდი, სახეზე სევდა არ მცილდებოდა...ასე გადიოდა დრო ..ერთი წელი გავიდა..ზუსტად ერთი..ისევ 16 სექტემბერია..ამ ერთ წელში ყველაფერი შეიცვალა..მე აღარ ვარ ისევ ის ლანა..ჩემი და აღარაა ის მხიარული ბავშვი და აღარც თოჯინებით თამაშობს..ახლა ყველა და ყველაფერი ომზე ლაპარაკობს, მის დანაკლისებზე..ნეტავ როგორიი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება ომის გარეშე? არ ვიცი.. არა, არ ვიცი. ნუთუ ესეთი სასტიკია ღმერთი..არ მიყვარს ცხოვრება, მისი მეშინია..ნუთუ ამდენი შიში?! ჩვენ ხომ ადამიანები ვართ, მოკვდავები..როგორ შეუძლია ჩვენ პატარა გულს ამდენი სევდის დატევა?! უკვე ყველაფერი სხვანაირადაა..სოფელი სევდამ მოიცვა, რომელიც კიდევ უფრო მძაფრდება..ემოციები ათმაგდება და ასმაგდება..გული პატარავდება, გრძნობები კი ძლიერდება..მეშინია,მეშინია და კიდევ მეშინია..აქამდე არ მიხსენებია ჩვენი სოფლის სახელი-ვარიანის სოფელი არაშენდა...რომელიც ერთ დროს მშვენიერი იყო..სულ რაღაც ერთი წლის წინ.მას ხომ ბედნიერებით აღსავსე მცხოვრებლები ალამაზებდნენ. მაგრამ ახლა ყველაფერი ნაცრისფერად მეჩვენება..ყველაფერი ნისლისფერია. მაგრამ თავს იმით ვიმშვიდდებდი, რომ ძლიერი ვარ და ამ ყველაფერს გავუმკლავდები..მე ეს შემიძლია-ვიმეორებდი ჩემთვის..ლექსების წერა დავიწყე, ყველაფერი ფურცელზე გადამქონდა და თითქოს ვთავისუფლებოდი ამ ტვირთისგან...ნანისთან დიდ დროს ვატარებდი, ვამშვიდებდი და ვაძლიერებდი..ვეუბნებოდი, რომ ცხოვრებაში კარგი დაენახა, მაგრამ მას ეს არ შეეძლო.მამამისის სიკვდილის შემდეგ მის ოჯახს ძალიან გაუჭირდა.ხშირად ვეხმარებოდით ხოლმე..
სასტიკი იყოცხოვრება..1916 წელი იყო..ომი უკვე ორი წელი დაწყებული..ლინა გაზრდილიყო.ის უკვე მეორე კლასში სწავლობდა და თავის ასაკის გოგონასთან შედარებით დაჯინდებული და სერიოზული იყო.ზოგჯერ ისეთ რაღაცეებს მეკითხებოდა ცხოვრებაზე და ომზე, რომ მეც კი არ მჯეროდა.ვიხსენებდი ჩემ თავს, როცა მისხელა ვიყავი და ლინა მეცოდებოდა..მას ხომ ომმა ბავშვობა წაართვა..რას არ გავირებდი რომ მასაც ჰქონოდა ბედნიერი ბავშვობა..მე ბავშვობა ხომ მაინც მოვასწარი...რას არ დავთმობდი, რომ ძველი დრო დამებრუნებინა....ცხოვრებაარავის ინდობდა.ერთ დღეს, ყველაზე საშინელ დღეს, ჩემთვის საბედისწერო რამ მოხდა-მამა ომში გაიწვიეს.არ მჯეროდა და ეს ყველაფერი სიზმარი მეგობა..ნუთუ, ასე შეიძლება..ნუთუ, შეიძლება ეს მომხდარიყო?! ვტიროდი..ცრემლები მძიმედ მოგორავდა ჩემ სახეზე..უცბათ დედას მოვკარი თვალი.ამ წამებში ის სულ შეცვლილიყო, კიდევ უფრო დაბერებულიყო..თმაში ჭაღარა შეჰმატოტა და ოქროსფრად ულივლივებდა..სახეზე ნაოჭები ჰქონდა..მის შავ კაბასთან ლინა იყო..დედას ფეხებზე შემოჰხვეოდა..ისიც ტიროდა..მამა მოვიდა გვეალერსებოდა და გვპირდებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა,მაგრამ მე მაინც მეშინოდა.მეორე დღეს გამოვემშვიდეობეთ..ცხოვრება კიდევ შეიცვალა..მის გარეშე როგორც სულიერად, ისევე მატერიალურად გაგვიჭირდა..ნანის ოჯახს ვეღარ ვეხმარებოდით, ჩვენ გავხდით დასახმარებლები..თუმცა, დახმარებაც არავის შეეძლო..მთელი სოფელი გაღატაკებულიყო...სოფელში მამაკაცები არ იყვნენ...ქალები, მოხუცები და ბავშვები დარჩენილიყვნენ..სოფელში უკიდურეს სიდუხჭირეს დაესადგურა..ყველას გვეშინოდა, გვიჭირდა და გვტკიოდა..ფიზიკური ტკივილი არაფერია, მაგრამ სულიერი ძალიან ძნელია..სულიერი მარტოოებასა და მონატრებას დაესადგურა..სიცილი აღარავის სახეზე აღარ იყო....საკუთარ თავს დავპირდი, რომ იმედს არასდროს დავკარგავდი.ასეცაა.მხოლოდ ერთი რამით ვანუგეშებდი საკუთარ თავს „ესეც ჩაივლის“...სოლომონ მეფეს ეს სიტყვები თავის დროზე რომ არ მოეფიქრებინა ხალხის სანუგეშოდ, რა მესველებოდა არ ვიცი..ეს სიტყვები ხომ უბედურსა და სევდიან ადამიანს ბედნიერებას ანიწებს. პრობლემა იმაშია და ადამიანის სისუსტე, რომ როცა ბედნიერი ხარ არ გახსოვს ეს ფრაზა, რადგან არ გინდა გახსოვდეს, რომ ყველაფერი წარმავალია და არც ჩვენი ბედნიერება გაგრძელდება მუდმივად...მაგრამ პირობას ვდებ, როცა ეს ყველაფერი დასრულდება და კვლავ ბედნიერი ვიქნები, იმის მიუხედავად, რომ ეს ფრაზა ბედნიერი ადამიანისთვის არც თუ ისე სასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ იგი დამეხმარება დავაფასო და გავუფრთხილდე ჩემი სიხარულის თითოეულ ნამცეცს, ბედნიერების თითოეულ წამს და სანამ დრო და შესაძლებლობა მექნება ვისიამოვნო ამით. სწორედ ესაა ამჯერად ჩემი ცხოვრების სტიმული და იმედი. სწორედ ამ მიზნით ვიღვიძებ ყოველ დილით და ვიძინებ ღამით...ეს რომ არა არ ვიცი ჩემი ცხოვრება როგორ წარიმართებოდა..იქნებ თვითმკვლელობამდეც მივსულიყავი..ეს კი ისაა რისიც ყველაზე მეტად მეშინია..ეს ყველაზე ძლიერი ცოდვაა... თვითმკვლელობის დროს ადამინი უკვდავ სულს უპირისპირებს თავისუფალ ნებას და გონიერებას, რის შედეგადაც სურვილი აქვს, რომ მასში უკვდავება აღმოიფხვრას. მაგრამ ეს წარმოუდგენელია...სწორედ ამიტომ მე ძლიერი ვარ და ვიცი, რომ ამ სასტიკი ბედისწერის მსხვერპლი არასდროს გავხდები და მე ამის მჯერა.
ცხოვრებას ვაგრძელებდი..მე და დედა ცოტაოდენს ვშოულობდით ოჯახისთვის. ვქარგავდით და მერე ვყიდდით. ძალიან გვიჭირდა, როგორც მატერიალურად, ასევე ფიზიკურად, მაგრამ მაინც მივყვებოდით ცხოვრების დინებას.. არ ვნებდებოდით და ვლოცულობდით მამის დაბრუნებისთვის..ღმერთის იმედი გვქონდა და გვჯეროდა, რომ ის არ გაგვწირავდა.
დრო მიდიოდა....დღეებს კვირები მისდევდა, კვირებს-თვეები...მამაჩემის ომში წასვლიდან შვიდი თვე იყო გასული, მაგრამ ამბავი არსაიდან ისმოდა. გვეშინოდა, მაგრამ იმედის ნაპერწკალი არ გამქრალიყო ჩვენს გულებიდან. ლინა ყოველ დღე გვეკითხებოდა, რაც მამა წავიდა, როდის დაბრუნდებაო. ასე გადიოდა დრო და იმედი იწურებოდა.
ერთ დღესაც რადიოთი გამოაცხადეს მისი დაღუპვის ამბავი. დედას გული წაუვიდა, ლინა ტიროდა და დედას არ შორდებოდა. თავს საშინლად ვგრძნობდი.ეს ჩემ ცხოვრებასი ყველაზე უბედური დღე იყო. ვტიროდი და სიმწრისგან ვკიოდი. არ ვიცოდი ამას როგორ გადავიტანდით..იმედი გაქრა...
დრო საშინლად იწელებოდა. 1916 წლის ბოლოსთვის ინგლისელებმა ტანკი გამოიგონეს. შესაბამისად, ომი უფრო გამძაფრდა.შემდეგ 1917 წელი და დრო გადიოდა. დღე დღეს მისდევდა და სევდა ძიმდებოდა, ტკივილი იზრდებოდა და გული მცირდებოდა..ის ამდე ვეღარ იტევდა.ყგყგფყ
ჩემგან აღარაფერი იყო დარჩენილი...მხოლოდ მწუხარება და სევდა..ტკივილი და შიში.ყოველი ეს გრძნობა და ემოცია მაკონტროლებდა. იყო მომენტები როცა იმედს ვკარგავდი, მაგრამ მახსენდებოდა დედა და პატარა და..ვიცოდი,რომ მათ ვჭირდებოდი..ისინი ხომ ჩემს აღარ ყოფნას ვერ გადაიტანდნენ..მე ეს ვიცოდი და ვაგრძელებდი ცხოვრებას..ცხოვრებას, რონელიც ასეთი არასდროს წარმომედგინა..გული ფეთქავდა, ფეთქავდა, მაგრამ არა ისე, როგორც უწინ....დრო კი გადიოდა..
1918..დასრულდა ომი.. ბევრი დაიღუპა..ბევრს დააკლდა გულში სიყვარული და დარჩა მონატრება..მხოლოდ მონატრება და ტკივილი, რომელიც ყოველთვის გაყვებათ..ცხოვრება შეიცვალა, ადამიანებიც შევიცვალეთ.....
ომი გვცვლის... ომი ყველას ცვლის, ჯარისკაცებსაც და ადამიანებს, რომლებიც არ ვიბრძვით..შასაძლოა, არ ვიბრძვით, მაგრამ ჩვენც ვართ მისი მონაწილეები..არასდროს მეგონა თუ ასეთ გავლენას მოახდენდა ომი ჩემზე...
ყევლაფერი დავკარგეთ.. ჩაიარა წამიერმა ბედნიერებამ.. ვაგრძელებთ ცხოვრებას და გვაქვს იმედი, რომ დავიბრუნებღ დაკარგულ ბედნიერებას. ამისთვის კი ადამიანები უნდა შეიცვალონ. უნდა შევიცვალოთ ჩვენ და ნათელი მოვფინოთ იმ სამყაროს, რომლის ნაწილიც ვართ...

პ.ს წლები და ფატები შეუსაბამოდაა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent