შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული ნაწიბურებზე ძლიერი აღმოჩნდა


გუშინ, 15:20
ავტორი kimmvioletta
ნანახია 241

გოგონა მეცხრე სართულიდან გადმოვარდა და მარცხენა ხელი დაკარგა. ჯერ კიდევ ცხადად ახსოვს ის დღე. ახსოვს რა უნდოდა მისი კლასელი ნიკას სახლში, რას აკეთებდნენ, როგორ და სად შეეხო  პირველად, ისიც ახსოვს რა უნდოდა აივანზე და როგორ გადმოვარდა. ჰაერში რამდენიმე წამი გაატარა და ხეს დაეცა. მიწაზე როცა დავარდა უამრავი მოტეხილობა, დაბეჟილობა და სისხლჩაქცევა ქონდა. მარცხენა მკლავიდან სისხლი სდიოდა. იქვე მყოფმა შუახნის ქალმა დაინახა, რომ დაეცა და სასწრაფოში დარეკა. მას მხოლოდ ხალხის ყვირილი ესმოდა და შემდეგ გული წაუვიდა.
სამი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გაიღვიძა ლილიამ. კომაში იყო მთელი ეს დრო. ექიმებმა ხელის შენარჩუნება ვერ შეძლეს და მისი ამპუტაცია გახდა საჭირო. როცა გაიაზრა რა მდგომარეობაში იყო საშინელი ისტერიკა დაეწყო, დედ-მამა ვერ აჩერებდა ამიტომ ექთანმა დამამშვიდებელი გაუკეთა და დააძინა. რამდენიმე დღე სულ ასეთი ისტერიკები ემართებოდა. მერე შეეჩვია ამ მდგომარეობას და უბრალოდ იჯდა. ხმას არ იღებდა, არც ჭამდა, არც სვამდა. მხოლოდ ფანჯარაში იყურებოდა. მის სანახავად მისულ ხალხს ზედაც არ უყურებდა. ზოგჯერ თავს აჩვენებდა, რომ ეძინა, ისინიც მიდიოდნენ. დეპრესია ჰქონდა. ფსიქოლოგი მიდიოდა მასთან, მაგრამ არც მას ელაპარაკებოდა. თვალები გასიებული და გაწითლებული ჰქონდა. ტუჩები გამომშრალი და გაუხეშებული. თმა აჩეჩილი.
ფსიქოლოგის რეკომენდაციით ერთ საღამოს დედამ იგი საავადმყოფოს გარეთ გაიყვანა. ფსიქოლოგმა თქვა, რომ ქუჩაში თუ გაივლიდა და გარემოს დააკვირდებოდა  ეს დაეხმარებოდა ყველაფრის დაძლევაში. მაგრამ ლილია ეტლში იჯდა და თავს კი არა, თვალსაც კი არ სწევდა მაღლა. მის ხელს დაჰყურებდა. არ აინტერესებდა რომ გამვლელები უყურბდნენ. არც ის აინტერესებდა რას ფიქრობდნენ. მხოლოდ სიკვდილი უნდოდა და მასზე ფიქრობდა.
მოულოდნელად რაღაც ძალამ იგი ფეხზე დააყენა. ეტლიდან ადგა. დედამის, მაიას, ეს გაუკვირდა და შვილს გაოცებული სახით წინ დაუდგა. ვიღაც იფიქრებდა ფეხზე მდგარ ლილიას პირველად ხედავსო.
- დედა, - უთხრა ლილიამ. ხმა ჩახლეჩილი ჰქონდა ამდენი ტირილისგან.
- გისმენ, ჩემო ლამაზო, - უთხრა მაიამ და სახიდან თმა გადაუწია. ცრემლს ძლივს იკავებდა.
- სიკვდილი მინდა, - ეს რომ თქვა, მაიას გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა.
- რატომ შვილო? რატომ ჩემო სიხარულო? - უთხრა და სახეზე ფერება დაუწყო.
- დე, არ შემიძლია. ასე ვერ ვიცხოვრებ, - ტუჩებაკანკალებულს ცრემლები გადმოსცვივდა.
- შეგიძლია. ჩემი ცხოვრება ხარ ხომ იცი? შენ რომ არა მე რა მეშველება? მასეთი რამე აღარ თქვა მეორედ კარგი? - მაიამ ცრემლები მოსწმინდა შვილს, - დაჯექი, საავადმყოფოში დავბრუნდეთ.
- არა. არ შემიძლია. მძულს იქაურობა. ყველა მძულს. ყველა და ყველაფერი, - ლილიას ლოყები ცრემლების ახალმა ნაკადმა დაასველა.
- ლილია, შვილო, გთხოვ, - ქალმა ორივე ხელის ხელზე მოკიდება სცადა, მაგრამ გოგომ არ აცადა.
- არა, დე. გამიშვი, - უთხრა და გზისკენ გაიხედა. მერე კი არც დაფიქრებულა ისე წავიდა იქით საითაც უამრავი მანქანა მოძრაობდა. პატარა და ნელი ნაბიჯებით მიდიოდა. მაია უკან გაჰყვა და გააჩერა.
- გაჩერდი! ერთ ნაბიჯს კიდევ თუ გადადგამ იცოდე თავს მოვიკლავ! - უღრიალა.
- მაგას ნუ მეუბნები! არ შემიძლია სიცოცხლე და ეს იცი!
- შეგიძლია! - უთხრა კატეგორიულად მაიამ.
- არა დე! - უთხრა და გვერდი აუარა.
გზაზე გადასვლას აპრებდა, მაგრამ მაია არ უშვებდა, ხელზე ეკიდებოდა ქალი. ხელი აიქნია და დედა ინერციით უკან გადავარდა, ქალმა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და დაეცა. ლილია მის შეძახილებს ყურადღებას არ აქცევდა. თვალები დახუჭა და ნაბიჯი გადადგა.
ამ დროს ერთი ბიჭი მიდიოდა ტროტუარზე. როცა დედა-შვილი შენიშნა ნაბიჯი შეანელა და დააკვირდა. დაინახა როგორ დაეცა ქალი ტროტუარზე და როგორ გადადგა გოგომ ნაბიჯი გზაზე სადაც უამრავი მანქანა მოძრაობდა. არც კი დაფიქრებულა ისე მივიდა გოგონასთან, ჩააფრინდა მაჯაში და ტროტუარზე გადმოიყვანა.
- სულ გაგიჟდი?! რომ ვერ მომესწრო მანქანა გაგიტანდა! - უღრიალა ბიჭმა.
- შემეშვი, - უთხრა მშვიდად ლილიამ და კვლავ გზისკენ გაიწია. ამჯერად მკლავში ჩაავლო ხელი ბიჭმა და მისკენ მიწია.
- არ გესმის?! მოკვდები იქ თუ გადახვალ!
- მერე შენ რა?! რატომ მაჩერებ?! - უღრიალა ლილიამ. ბრაზობდა, ოღონდ რატომ თავადაც ვერ გაეგო.
- მერე მე რა? ის რომ არ მინდა ერთ ჩემთვის მშვიდ დღეს დავინახო ვიღაც თავს როგორ იკლავს! გარდა ამისა, შენი თავი თუ არა ეს ქალი მაინც შეიცოდე! ვერ ხედავ რა დღეშია?! - ჯერ კიდევ მიწაზე მჯდომ მაიაზე მიუთითა, რომელიც ცხარე ცრემლით ტიროდა.
- შენ არაფერი არ იცი! არ მიცნობ! არ იცი ვინ ვარ და რა გადამხდა! - უთხრა ტირილით ლილიამ და ხელი მხარზე დაარტყა.
- არ ვიცი და არ გიცნობ, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ სიკვდილის უფლება უნდა მოგცე! სულ თუ არაფერი მხოლოდ შენს ცხოვრებას კი არ ანგრევ ამით!
- ჩემი ცხოვრება უკვე დაინგრა! ამ ხელს ხედავ? ასე ცხოვრება როგორღა გავაგრძელო?! - უთხრა გატეხილი ხმით და ცხარედ ატირდა.
- შეიძლება ეს ყველაფრის დასაწყისია, - უთხრა მშვიდად ბიჭმა და ხელი წელზე მოჰკიდა, რომ არ დაცემულიყო, - შეიძლება იმისთვის დაიბადე, რომ ღმერთს ეს ჰქონდა შენთვის მომზადებული, რათა მომავალში უკეთ და ბედნიერად იცხოვრო.
- არ მინდა, - თავს იქნევდა და ბიჭს მისი ხმა ძლივს ესმოდა რადგან ტიროდა, - არ მინდა ასეთი ცხოვრება!
- მაგრამ უნდა იცხოვრო. შენი მომავლისთვის და იმ ქალისთვის ახლა მიწაზე რომ ზის და ცხარე ცრემლით ტირის. შეძლებ. ვიცი, რომ შეძლებ.
ლილია ოდნავ მოშორდა მას. ბიჭმაც მისი წელიდან ხელები აიღო. ახლა მხოლოდ ერთმანეთს უყურებდნენ. სხვა სიტუაციაში და სხვა დროს რომ შეხვედროდნენ, ერთმანეთს ლილია მოხიბლული იქნებოდა ბიჭით. მაგრამ ახლა მხოლოდ თვალებში უყურებდა მას. ცისფერ, ულამაზეს თვალებში.
რამდენიმე წამის შემდეგ ბიჭის თვალების ნაცვლად სიბნელეს ხედავდა. გული წაუვიდა.
როცა გაიღვიძა კვლავ საავადმყოფოში იყო. ისევ იმ პალატაში, ისევ იმ საწოლზე იწვა. სანამ მაია დაელაპარაკებოდა ეგონა რაც ნახა ყველაფერი დაესიზმრა. მაია თავზე ედგა მთელი ამ დროის მანძილზე და არ მოშორებია. მისი ხელი ეჭირა, ისე თითქოს ვიღაც წაართმევდა მის ქალიშვილს.
- ასე აღარ შემაშინო! - უთხრა მაიამ და ჩაეხუტა როცა ლილია წამოდგა. დედა-შვილი ერთად ატირდა. ერთმანეთს ეხუტებოდნენ და ერთად ტიროდნენ.
- დაისვენე ახლა, - უთხრა მაიამ და ცრემლები მასაც შეუმშრალა და თავადაც მოიწმინდა, - ჰო, მართლა. იმ ბიჭმა მთხოვა ეს მომეცა შენთვის, - უთხრა და ტუმბოდან კონვერტი აიღო.
- იმ ბიჭმა? - ჰკითხა გაკვირვებული თვალებით ლილიამ.
- ჰო. ნახე რა არის და მერე დაისვენე. მე ამასობაში საჭმელს მოგიტან და ექიმს ვეტყვი, რომ გაიღვიძე, - შუბლზე აკოცა და პალატიდან გავიდა.
ლილია მარტო დარჩა უცნობის მიერ დატოვებულ კონვერტთან ერთად. რამდენიმე წუთი უყურა და ფიქრობდა,  გაეხსნა თუ არა. ბოლოს გულმა ვეღარ მოუთმინდა და გახსნა. წერილი და სამაჯური იდო კონვერტში. წერილის კითხვას შეუდგა.
"სალამი. ალბათ უკვე იცი ვინც ვარ, მაგრამ მაინც გეტყვი. მე ის ბიჭი ვარ შენი რომ სჯერა და იცის, რომ მომავალში რაღაც კარგი აუცილებლად გელოდება. ერთი რამის თქმა ვერ მოვახერხე შენთვის. იმედი! ყოველთვის უნდა გქონდეს რაღაცის იმედი. რაღაც კარგის. ხომ იცი, ცისარტყელა მხოლოდ წვიმის შემდეგ ჩანს ცაზე. ასეა ცხოვრებაშიც, ცუდ დღეებს კარგი მოსდევს. ესაა ცხოვრება. ამიტომ არ უნდა შეწყვიტო სუნთქვა და არ უნდა ჩაიგდო თავი საფრთხეში. მჯერა ფეხზე დადგები და იმაზე ბევრად უკეთესი ადამიანი და პიროვნება დადგები ვიდრე იყავი. ეცადე არ დაეცე, მაგრამ თუ დაეცემი ადგომაც უნდა ისწავლო. ან სხვას სთხოვო დახმარება.
რაც შეეხება სამაჯურს. ეგ სამაჯური წლებია მაქვს. ალბათ შენიშნავდი წარწერას Viva La Vida. იცი ეს რას ნიშნავს? "იცხოვრე ხანგრძლივი ცხოვრებით". გახსოვდეს ეს და იცხოვრე ხანგრძლივი ცხოვრებით.
პს. იცოდე მომავალში თუ სადმე შეგხვდი, აუცილებლად შევამოწმებ სამაჯურს, ამიტომ გირჩევნია მოუფრთხილდე და თან გქონდეს!
პატივისცემით, ვინმე დაჩი. "

***

იმ დღის შემდეგ ექვსი წელი გავიდა. ამასობაში ლილია გაიზარდა და მეოთხეკურსელი გახდა.
იმ დღის შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა. დაჩის სიტყვებმა სიცოცხლის სურვილი დაუბრუნა. უამრავი რამ გამოიარა იმისთვის რომ იქ ყოფილიყო სადაც ახლაა.
დაჩისგან მხოლოდ ის წერილი და სამაჯური დარჩა. მისი სახე არ ახსოვდა. ახსოვდა მხოლოდ მისი ცისფერი თვალები. არ იცოდა ვინ იყო, რამდენი წლის, საიდან, რას საქმიანობდა. მაგრამ ფაქტია ის მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი პიროვნება გახდა. ყოველ ღამე ძილის წინ მისი ცისფერი თვალები უდგას თვალწინ. ყოველ დილით მის სამაჯურს უყურებს და ეს აძლევს სიცოცხლის ხალისს. ამდენი წლის მანძილზე სწორედ დაჩი იყო ადამიანი რომელიც მას ყველაფრის გადატანაში დაეხმარა, იმის და მიუხედავად, რომ მის გვერდით არ ყოფილა და მას შემდეგ არ უნახავს.
ფსიქოლოგიის მეოთხე კურსზე სწავლობდა ლილია და კურსზე საუკეთესო იყო. უნივერსიტეტში სწავლის ოთხი წლის მანძილზე უამრავი მეგობარი შეიძინა. მაგრამ უმეტსად დროს ანამარიასთან ერთად ატარებდა. სკოლიდან და კლასიდან აღარავისთან აღარ ჰქონდა ურთიერთობა, რადგან იმ დღის შემდეგ მის სანახავად არავინ არ მისულა, არავის არ მოუკითხავს და არავინ არ დაინტერესებულა რა დაემართა. ლილიასაც არ შეუწუხებია თავი მათთან შეხვედრით.
სწავლის პირველივე დღეს ანამარიამ ჰკითხა:
- საღამოს ხომ წამოხვალ? კურსელები მივდივართ კლუბში.
- წამოვალ.
- მშვენიერი. მე და ლუკა გამოგივლით.
- კარგი.
ლუკა ანამარიას შეყვარებული იყო. ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნეს. ერთსა და იმავე კურსზე, ერთსა და იმავე ფაკულტეტზე არიან და ერთმანეთს თავიდანვე კარგად გაუგეს.
ლექციების შემდეგ ლილია ანამარიას დაემშვიდობა და გზად მის საყვარელ ლიტერატურულ კაფეში გაიარა. კაფეს "წიგნის ჭია" ერქვა. ეს ადგილი მაშინ აღმოაჩინა როცა ეროვნულებისთვის ემზადებოდა და მას შემდეგ ხშირად სტუმრობს. კუთხეში, ფანჯარასთან დაჯდება და ხან მეცადინეობს, ხან წიგნს კითხულობს, ხანაც იმაზე ფიქრობს თუ რა ხდება მის ცხოვრებაში. ეს კაფე მისთვის ყველაზე მშვიდი და მყუდრო ადგილია დედამიწაზე. კაფის მეპატრონე მაიას ასაკის ქალია, ნანიკო. იგი სულ გაღიმებული ხვდება ლილიას.
- როგორ ხარ ნანიკო? - ჰკითხა ლილიამ როცა კაფეში შევოდა.
- კარგად ლილია, შენ როგორ ხარ? - ღიმილით უპასუხა ქალმა.
- კარგად. უნივერსიტეტი დამეწყო დღეს და შესაძლოა ხშირად ვეღარ შემოგიარო.
- არაუშავს, შვილო. შენ იყავი კარგად და თუ გინდა სულ ნუ მოხვალ. მთავარია, არ დამივიწყო! - უთხრა სიცილით და ხელზე მოეფერა.
- არა, რას ამბობ? - თითქოს ეწყინა მისი ნათქვამი, - ყველა დღე რომ დაკავებული მქონდეს, მაინც შემოგირბენ და გნახავ ხოლმე! - უთხრა კატეგორიულად და გაუღიმა.
- კარგი, კარგი. რას ინებებ? - ჰკითხა სიცილით ნანიკომ.
- შენი გამომცხვარი პონჩიკი მომენატრა, - უთხრა, თვალი ჩაუკრა და მისი საყვარელი ადგილისკენ წავიდა.
- მაგ ადგილს ვერავინ ვერ მოგაშორებს, ხო? - სიცილით გასძახა ნანიკომ და პონჩიკების თეფშსზე დალაგება დაიწყო.
- რა თქმა უნდა. ჩემი საყვარელი ადგილია.
- იცი, მაგაში კონკურენტი გყავს, - აცნობა სიცილით.
- ვინ? - თვალები ჭყიტა.
- ერთი ბიჭია. ხშირად მოდის ხოლმე და ზუსტად მანდ ჯდება სადაც შენ, - უთხრა და თან პონჩიკებიანი თეფშით მიუახლოვდა.
- მე კიდევ განსაკუთრებული ადგილი მეგონა, - თქვა თითქოს და იმედგაცრუებულმა, მაგრამ ორივეს გაეცინა.
კაფიდან როცა გამოვიდა სახლში მივიდა და ცოტა ხანს დაისვენა. მაია სამსახურიდან უკვე დაბრუნებულიყო. მაია ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია.
- როგორ ჩაიარა პირველმა დღემ? - ჰკითხა შვილს ქალმა.
- როგორც ყოველთვის. მშვენივრად. სანამ სახლში მოვიდოდი "წიგნის ჭიაში" შევიარე და ნანიკო ვნახე. გავაფრთხილე, შეიძლება ხშირად ვეღარ შემოგიარო ხოლმე-მეთქი და შენ იყავი კარგადო, - გაეცინა მის გახსენებაზე, - საღამოს კურსელები კლუბში მივდივართ. შენთან როგორ ჩაიარა პირველმა დღემ?
- როგორც ყოველთვის. ახალი კლასი ავიყვანე, მეხუთე და ისეთი ცელქები არიან დამტანჯეს, - თქვა დაღლილი ხმით, მაგრამ ორივეს გაეცინა.
ლილიას მამა, ავთო, მათთან აღარ ცხოვრობს. ის და მაია განქორწინდნენ, მაშინ როცა ლილიას ყველაზე რთული პერიოდი ჰქონდა მის ცხოვრებაში. ავთომ მათ "ვეღარ გაუძლო" ცოლ-შვილი მიატოვა და სხვა ქალი მოიყვანა ცოლად. დედა-შვილი მას არ ახსენებს ხოლმე.
- მერე? - ჰკითხა მაიამ.
- რა მერე? - ლილია დაიბნა.
- რას იცვამ?
- არ ვიცი. რამეს ვნახავ.
შემდეგ ისადილეს. მაიას მოსწავლეები მოუვიდნენ და ამიტომ ლილია თავის ოთახში შევიდა. აარჩია რაც ჩაეცვა და საღამოსთვის მოწესრიგდა.
ლურჯი ჯინსის კაბა-შორტი და ყვითელი ზედა ჩაიცვა. ფეხზე შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. ოდნავ მაკიაჟიც გაიკეთა. თმა ჩამოივარცხნა. ამ ზაფხულს წინამო შეიჭრა და ძალიან უხდებოდა.
- დე, მე გავედი. ანამარია და ლუკა მელოდებიან ქვემოთ, - უთხრა ქალს და სახლიდან გავიდა.
- სალამი ლუკ, - მიესალმა ლილია დაქალის შეყვარებულს.
- პრივეტ ლილ.
- რა ლამაზი ხარ ქალბატონო, - მიუბრუნდა ანამარია.
- მადლობა, შენც ულამაზესი ხარ.
ანამარიას შავი წელში გამოყვანილი კაბა და ამავე ფერის მაღალკუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა.
კლუბში მისვლამდე საუბრობდნენ. იქ მისულები გარეთ კურსელებს შეხვდნენ და კლუბში ერთად შევიდნენ. იქაურობა დამაყრუებელ მუსიკას მოეცვა. ხალხი ყველგან იყო, საცეკვაო მოედნებზე, მაგიდებზე, დივნებზე, სკამებზე. ერთი გოგო ვიღაც ბიჭმა ბარის მაგიდიდან ძლივს ჩამოიყვანა.
- ლილ დალევ? - ჰკითხა ანამარიამ.
- ცოტას.
ერთი ჭიქა დალია და შემდეგ ანამარიასთან და მის კურსელ ლიზისთან ერთად საცეკვაოდ გავიდა. ბევრი რომ იცეკვეს კიდევ ერთი ჭიქა დალია.
რამდენიმე საათის შემდეგ როცა ძალიან დაიღალა და თან ალკოჰოლიც მოეკიდა ყველას დაემშვიდობა.
- ჩვენ წაგიყვანთ ლილ, - უთხრა ანამარიამ.
- დავიღალე და მირჩევნია ახლა წავიდე. აბა, გაკოცეთ! - ხელი დაუქნია ყველას და კლუბიდან ნელი ნაბიჯებით გავიდა.
კლუბის კიბეებზე ჩადიოდა როცა ჩანთა ხელიდან გაუვარდა და კიბეზე დაეცა. დაიხარა, რომ აეღო და ამ დროს იქვე კიბეზე მჯდომი ბიჭი დაინახა, სიგარეტს ეწეოდა. მათი მზერა გადაიკვეთა. ლილიამ თითქოს იცნო ბიჭი, მაგრამ თან ვერ იხსენებდა საიდან ეცნობოდა. ნასვამი გოგონა გაუაზრებლად კიბის იმავე საფეხურე ჩამოჯდა სადაც ბიჭი იჯდა, მაგრამ მოშორებით.
- მომაწევინებ? - ჰკითხა ასევე გაუაზრებლად.
- არა, - ბიჭმა ისე უპასუხა, რომ გაკვირვება საერთოდ არ ემჩნეოდა.
- რატომ? - აი, ლილიას კი ნამდვილად გაუკვირდა ბიჭის ნათქვამი.
- არაა კარგი ჯანმრთელობისთვის, - უთხრა და კვამლი ამოუშვა.
- მაშ, რაღატომ ეწევი?
- გადაღლილობის გამო, - სიგარეტის ნამწვავი წინ ისროლა და იგი კიბის დასაწყისში ასფალტზე დაეცა.
- იცი? მეცნობი, საიდან არ ვიცი, - უთხრა ლილიამ.
- მეც, მაგრამ მე ვიცი საიდანაც მეცნობი, - უთხრა ბიჭმა და ახლაღა მიატრიალა თავი მისკენ.
- საიდან? - ჰკითხა თვალებდაჭყეტილმა.
- რომ გითხრა არ გემახსოვრება.
- მითხარი რა, - პატარა ბავშვივით გამოუწია ყელი ორი თითით და შეეხვეწა. ბიჭს გაეცინა და უთხრა:
- წამოდი, სახლში წაგიყვან, - ფეხზე ადგა და მისი პიჯაკი აიღო, აქამდე რომ გვერდით ედო.
ლილიაც დაუფიქრებლად ადგა ფეხზე. კიბეებიდან როცა ჩამოვიდნენ და ფეხი ასფალტზე დადგა კუსლიანი ფეხსაცმელი გაიხადა და ფეხშიშველმა განაგრძო სიარული.
- რატომ გაიხადე? - ჰკითხა ბიჭმა.
- ქუსლები მეტკინა.
- აქ სულ შუშის ნამსხვრევები ყრია. ფეხს გაიჭრი.
- არ გავიჭრი, - უთხრა და წინ გადადგა ერთი ნაბიჯი, მაგრამ ბიჭმა ხელში აიყვანა და ტომარასავით გადაიკიდა მხარზე.
- რას აკეთებ? - ჰკითხა გაკვირვებულმა.
- სად ცხოვრობ? მისამართი მითხარი, რომ მიგიყვანო.
ლილიამაც უთხრა მისამართი. ფხიზელი რომ ყოფილიყო უცხოს მანქანაში არ ჩაუჯდებოდა, მაგრამ ნასვამზე ვერ აზროვნებდა. პლიუს თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ორჭიქიანია.
ბიჭმა ის მანქანაში ჩასვა და სანამ საჭეს მიუჯდებოდა ლილიას უკვე ჩასძინებოდა.
- ვიცოდი, რომ დაგეძინებოდა, - ჩაეცინა და მანქანა დაქოქა.
ლილიას მთელი გზა ეძინა. ვერ გაიგო, როგორ მიიყვანა უცნობმა ბიჭმა სახლამდე, როგორ აიყვანა მის კორპუსში და რა რეაქცია ჰქონდა დედამისს.
დილით როცა გაიღვიძა მხოლოდ ის ახსოვდა რომ გასულ საღამოს დალია. ცოტა ხანს იგორავა საწოლში და შემდეგ ადგა რამე გაზიანის დასალევად.
- დედა! - დაიძახა სამზარეულოში შესვლამდე.
- რა იყო? - გამოსძახა მაიამ.
- თავი მისკდება! - სამზარეულოში შესული სკამზე ჩამოჯდა და თავი მაგიდაზე დადო.
- რამ დაგალევინა იმდენი?! - უსაყვედურა ქალმა.
- ორი ჭიქა დავლიე, მართლა.
- მერე, მალე რომ თვრები რაღას სვამ? - არ ჩერდებოდა ქალი და თან ცომს აბრტყელებდა.
- როგორ მოვედი სახლში? არ მახსოვს.
- მოხვედი კი არა მოგიტანეს! რანაირად გემახსოვრება გათიშული იყავი!
- მომიტანეს? ვინ?
- არ ვიცი. ვიღაც ბიჭი იყო, ძალიან მეცნობოდა. ხელში აყვანილი მოგიყვანა და საწოლშიც კი ჩაგაწვინა.
- საწოლში ჩამაწვინა? აქ იყო? - თვალები ჭყიტა ამის გაგონებაზე.
- ხო. ისეთი გალეშილი იყავი ფეხზე ვერ იდექი და ხელში აყვანილი როგორც ამოგიყვანა აქამდე ისე ჩაგაწვინა საწოლში. დაილოცოს იმისი დედ-მამა ასეთი კარგი ბიჭი რომ გაზარდეს! - თქვა და ისევ ცომს მიუბრუნდა.
- რას აკეთებ? - ჰკითხა ლილიამ.
- პიცა უნდა გამოვაცხო.
- დაგეხმარები, - უთხრა და წამოდგა.
- არ მინდა. იყავი, - უთხრა ქალმა და ახლოს მისვლის საშუალება არ მისცა.
- ოო. მაშინ წავალ და დავწვები ისევ. რომ გამოცხვება დამიძახე. თავი მისკდება, - თქვა და ოთახში შევიდა.
***
კვირა შუადღეს ლილია ანამარიასთან ავიდა. გოგოებმა ყავა დალიეს, იჭორავეს და ამასობაში მოსაღამოვდა.
- მე წავალ თორე დედაჩემი მოკვდება ნერვიულობით, - უთხრა სიცილით ლილიამ.
- დარჩი, მარტო ვარ დღეს, - შესთავაზა ანამარიამ.
- არა გოგო, ხვალინდელი ლექციისთვის რაღაცები მაქვს მოსამზადებელი.
დაქალს დაემშვიდობა და წავიდა. საღამო იყო და ქალაქში ბევრი მანქანა მოძრაობდა. გზად გადაწყვიტა "წიგნის ჭიაში" შეევლო და ნანიკო მოენახულა. ქალთან საუბარით ისე გაერთო რომ დროის გაპარვა ვერც შენიშნა. ათი საათი ხდებოდა ნანიკოს რომ დაემშვიდობდა და კაფე დატოვა. იმდენად დაღლილი იყო, რომ ფეხით სახლამდე მისვლა დაეზარა და ტაქსის გაჩერება გადაწყვიტა. ტროტუარზე დადგა და გზას გახედა. ერთი ტაქსი მოდიოდა, ხელი დაუქნია, მაგრამ არ გაუჩერა. რამდენიმე ასეთი უშედეგო მცდელობის შემდეგ დანებდა და გადაწყვიტა ფეხით წასულიყო. სწორედ ამ დროს გვერდით მანქანამ შეანელა და მიუსიგნალა, რათა მისი ყურადღება მიებყრო შიგნით მჯდომს. ლილია გაკვირვებული დაიხარა. "იქნებ ვინმე ნაცნობია და ახალი მანქანა ყავს" გაიფიქრა როცა მანქანა ვერ იცნო. შავი მერსედესის კარი გაიღო და იქიდან კლასიკურ შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილი ბიჭი გადმოვიდა.
- სალამი, - უთხრა ბიჭმა ხელის აწევით, - ისევ შევხვდით!
- აქამდეც შევხვედრივართ? - ლილია გაკვირვებას ვერ მალავდა.
- კი. ორჯერ. ბოლოს გუშინ წინ კლუბთან შეგხვდი და სახლში მიგიყვანე, - უთხრა თამამად და ტროტუარზე მის წინ დადგა.
- აა, ის ბიჭი თქვენ ხართ სახლში რომ მიმიყვანა? მადლობა რომ მიმიყვანეთ და ბოდიში რომ შეგაწუხეთ, - უთხრა დამნაშავესავით თავჩახრილმა.
- რის მადლობა. მძინარე ლამაზმანის კლუბის კიბეებთან დატოვებას ღმერთი არ მაპატიებდა, - გაიცინა მან. ლილიას კი ლოყები აუწითლდა, - სახლში მიდიხარ? შემიძლია წაგიყვანო, - შესთავაზა.
- კი, მაგრამ თქვენი შეწუხება არ მინდა. წინაზეც თქვენ მიმიყვანეთ. ტაქსს გავაჩერებ.
- ვხედავდი რომ ვერ აჩერებდი და მაგიტომ მოვედი, - გაიცინა ბიჭმა.
- მითვალთბალებთ? - გაუკვირდა ლილიას და უკან გადადგა ერთი ნაბიჯი.
- არა, არა. არაფერი მასეთი. ნუ გეშინია, - კვლავ გაეცინა, - იქვე მაღაზიასთან ვიდექი და დაგინახე როგორ ცდილობდი ტაქსის გაჩერებას უშედეგოდ.
- ჰო, რატომღაც არავინ არ გამიჩერა, - თითქოს დარცხვენილმა უპასუხა.
- წამოდი, წაგიყვან, - უთხრა და მანქანის კარი გაუღო, მძღოლის გვერდით.
ლილიას აღარაფერი უთქვამს. ნელი ნაბიჯებით წავიდა და ჩაჯდა მანქანაში. ბიჭმა ლილია სახლამდე ისე მიიყვანა, რომ ხმა არცერთს არ ამოუღია.
- რაღაც მინდა გკითხოთ, - უთხრა ლილიამ როცა ბიჭმა მანქანა მის კორპუსთან გააჩერა.
- გისმენ და გთხოვ თქვენობით ნუ მელაპარაკები. რამდენი წლის გგონივარ? - გაიცინა.
- კარგი. რაღაც მინდა გკითხო, - გაიმეორა იმავე წინადადება ოღონდ ამჯერად ფორმალურობის გარეშე.
- გისმენ.
- წეღან თქვი, რომ აქამდე ორჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს. ერთხელ გუშინ კლუბთან და მეორედ? მეცნობი, მაგრამ ვერ გიხსენებ, - უთხრა თითქოს ცოტა დარცხვენილმა.
- პირველად წლების წინ შევხვდით ერთმანეთს. ალბათ ექვსი წლის წინ. საავადმყოფოსთან ახლოს. დედაშენთან ერთად იყავი, - უთხრა და ღიმილით შეხედა თვალებში.
აი, ამ მომენტში ლილია თითქოს რაღაცას მიხვდა და რაღაც გაახსენდა. მის თვალებს კარგად დააკვირდა. მიხვდა, რომ იმ ადამიანს უყურებდა თვალებში რომელმაც სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა, რომელიც მის გვერდით იყო უკანასკნელი ექვსი წლის მანძილზე, ოღონდ არა ფიზიკურად. უკანასკნელი ექვსი წლის მანძილზე ეს ადამიანი აძლევდა სიცოცხლის ძალას, იმის და მიუხედავად რომ მისი სახე არ ახსოვდა. მხოლოდ თვალები. თვალები რომლებიც მხოლოდ მაშინ იცნო როცა დაჟინებით უყურებდნენ.
- შენ... დაჩი ხარ? - ჰკითხა გაოცებულმა და თან თვალებში დაჟინებით ჩააცქერდა.
- გახლავარ, - უპასუხა თავმომწონე ღიმილით ბიჭმა და თავი დაუქნია.
ლილია აკვირდებოდა ბიჭის ყველა ნაკვთს და იმახსოვრებდა მათ, რათა კვლავ არ დავიწყებოდა. მოულოდნელად თვალები აუცრემლიანდა და ისე რომ ვერც კი გაიაზრა, მისკენ გადაიხარა და მჭიდროდ ჩაეხუტა. ჩუმად ასლუკუნდა მის კისერში თავჩარგული. დაჩი ლილიას მოულოდნელმა ქმედებამ გააკვირვა და რამდენიმე წამი გაშეშებული იყო. შემდეგ თავადაც მოხვია ხელები წელზე და ზურგზე მოეფერა.
წლების შემდეგ პირველად გრძნობდა ლილია ასი პროცენტით კომფორტულად და უსაფრთხოდ კაცთან რომელსაც ფაქტიურად არ იცნობდა.
- მადლობა... უღრმესი მადლობა, - ამოთქვა ქვითინით დაჩის კისრიდან, - შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს რამხელა ძალას მაძლევდი ამ წლების მანძილზე, იმის და მიუხედავად, რომ ჩემს გვერდით არ იდექი.
- მიხარია, რომ ასეა, - დაჩის გაეღიმა.
ლილია მოშორდა მას და თვალებში ჩააცქერდა.
- მხოლოდ შენი თვალები მახსოვდა და ვცდილობდი, რომ ისინიც არ დამვიწყებოდა.
- როგორც ჩანს ისეთი მომხიბლავი თვალები მაქვს, რომ ერთი დანახვით ამახსოვრდება უცნობს, - თქვა თავმომწონე ღიმილით და ნამტირალევ სახეზე შეხედა. თმა ყურს უკან გადაუწია და მისი სახე ხელისგულებში მოიქცია. ცერა თითებით ცრემლები მოწმინდა და შუბლზე აკოცა, - მიხარია ამდენი წელი ძალას მე თუ გაძლევდი.
- იმაზე მეტს ნიშნავ ჩემთვის ვიდრე წარმოგიდგენია.
- მოდი ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ. რას იტყვი? - უთხრა მოულოდნელად დაჩიმ. ლილიამ თავი დაუქნია, - ხვალ შევხვდეთ? თუ თანახმა ხარ.
- ხვალ? - თქვა და გონებაში მომდევნო დღის გეგმებს გადაავლო თვალი, - რომელ საათზე?
- როცა გინდა.
- სად?
- მოგაკითხავ.
- კარგი. ხვალ ოთხის მერე თავისუფალი ვარ.
- ხუთზე მოგაკითხავ, - უთხრა ღიმილით.
- კარგი. მე წავალ. ძალიან მეძინება. ნახვამდის.
- კარგად. ტკბილი ძილი! - მიაძახა დაჩიმ ლილიას სანამ მანქანიდან გადავიდოდა.
მანქანიდან კორპუსამდე სიბნელე იყო და არაფერი არ ჩანდა, ამიტომ დაჩიმ მანქანის ფარები აანთო და გზა გაუნათა. სანამ ლილია თვალს არ მიეფარა ადგილიდან არ დაძრულა. ლილია უკანმოუხედავად შევიდა კორპუსში და კიბეებიც უკანმოუხედავად აიარა. დაჩის კი უთხრა მეძინებაო, მაგრამ მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა.
დილით როცა ადგა სამზარეულოში გავიდა. მაია უკვე ამდგარიყო და პურზე კარაქს უსვამდა.
- დილამშვიდობის.
- დილამშვიდობის. გუშინ ვერც გავიგე როდის მოხვედი, ისე დამეძინა, - უთხრა ქალმა და კარაქიანი პური თეფშზე დაუდო.
- ხო, გვიან მოვედი, - კარაქიანი პური ჩაკბიჩა.
- სად იყავი?
- ნანიკოსთან შევიარე და მერე ტაქსის გაჩერებაში დრო გავიდა.
შემდეგ დედას უამბო რაც მოხდა და როგორ შეხვდა დაჩის.
- დღეს უნდა შევხვდე ისევ.
- დაპატიჟე ჩვენთან. მაშინდელისთვის წესიერად ვერ გადავუხადე მადლობა, - უთხრა მაიამ ღიმილით.
- ვეტყვი.
უნივერსიტეტში წასვლამდე ლილიამ დაჩისგან შეტყობინება მიიღო.
From დაჩი to ლილია.
"ხუთზე მოგაკითხავ. "
მისმა ერთმა შეტყობინებამ ძალიან კარგ ხასიათზე დააყენა და პატარა ბავშვივით გახარებული წავიდა უნივერსიტეტში.
- დღეს ძალიან ბედნიერი ხარ, - აღნიშნა ანამარიამ როცა ერთმანეთს შეხვდნენ, - რამ გაგვაბედნიერა? - ჰკითხა ღიმილით და მეგობარს ხელკავი გამოსდო.
ლილიამ ყველაფერი უამბო.
- ანუ, დღეს უნდა ნახო? - ჰკითხა ანამარიამ.
- კი. ხუთზე მოგაკითხავო.
- მოგაკითხავო? არაა ეგ ბიჭი ხელიდან გასაშვები, - უთხრა და ყავა მოსვა.
ლილიას არაფერი უთქვამს უბრალოდ გაიცინა მის ამ ნათქვამზე. ლექციები რომ დაიწყო კონცენტრაცია სწავლაზე გადაიტანა, მაგრამ პერიოდულად ახსენდებოდა დაჩი და მისით ინტერესდებოდა. აინტერესებდა, რამდენი წლის იყო, სად სწავლობდა, რა პროფესია აქვს და ა. შ.
უნივერსიტეტი როგორც კი დაუმთავრდა სახლში გაიქცა. ხუთის ოცი წუთი იყო სახლში რომ მივიდა. მაიას მოსწავლეები ჰყავდა და დახმარებას ვერ სთხოვდა. დახმარება კი იმაში სჭირდებოდა თუ რა ჩაეცვა. ანამარიასაც ვერ ჰკითხა, რადგან ტელეფონს არ პასუხობდა. დარჩა ისევ თავისი თავის იმედზე.
ბევრი ფიქრის და ჩაცმა-გახდის შემდეგ არჩევანი ლურჯ მოკლემკლავიან მაისურზე და ცისფერ ჯინსის შარვალზე შეაჩერა. ფეხზე უცებ ამოიცვა შინდისფერი ბალეტკები. სუნამო უნდა დაესხა მისი ტელეფონის ეკრანი რომ განათდა.
From დაჩი to ლილია.
"ქვემოთ ვარ. არ იჩქარო. "
სუნამო მიისხა და სახლიდან გავიდა.
დაჩი მანქანას აყუდებულიყო და ისე ელოდა. მასაც ცისფერი ჯინსის შარვალი და ლურჯი მაისური ეცვა, რომელიც ტანზე ეკვროდა და ნავარჯიშებ სხეულს ძალიან მიმზიდველს ხდიდა. ვინმე იფიქრებდა, რომ განზრახ ჩაიცვეს ასე.
- გამარჯობა, - მიესალმა ლილია და ოდნავ გაუღიმა.
- სალამი. წავედით?
ლილიამ თავი დაუქნია. დაჩიმ მანქანის კარი გაუღო და როცა ლილია მოთავსდა მიხურა. შემდეგ საჭეს მიუჯდა და მანქანა დაძრა.
- სად მივდივართ?
- მოდი ჯერ რადგან არ ცივა გავისეირნოთ და მერე ერთ ადგილას წავიდეთ. გაწყობს?
- კარგი, - უთხრა და ცდილობდა დაემალა მოუთმენლობა, მაგრამ არ გამოსდიოდა რადგან ერთ ადგილას ცქმუტავდა.
დედაენის ბაღში მივიდნენ.
სეირნობისას ბევრი ისაუბრეს. აი, რა გაიგო ლილიამ დაჩიზე:
1. 24 წლისაა და მშობლებთან და უმცროს დასთან ერთად ცხოვრობს, რადგან მისი ბინა რემონტდება.
2. გასულ წელს დაამთავრა არქიტექტურის ფაკულტეტი კერძო უნივერსიტეტში.
3. ამჟამად ერთ-ერთ ფირმაში მუშაობს მთავარ არქიტექტორად.
ამასობაში დედაენის ბაღს რამდენიმე წრე დაარტყეს და მათთან ვიღაც პატარა ბიჭი მივიდა. ხელში ერთი ცალი წითელი ვარდი ეკავა. დაჩის უთხრა:
- გამარჯობა ბიძია.
- გამარჯობა, - უთხრა დაჩიმ და მის სიმაღლეზე დაიხარა.
- უყიდე ბიძია, დეიდას ყვავილი. ეს ერთიღა დამრჩა, - უთხრა და გაუწოდა. ბიჭი შვიდი-რვა წლის იქნებოდა. დაჩიმ ლილიას ახედა რომელიც მომღიმარი სახით უყურებდა ბიჭს.
- რა საყვარელია, - თქვა და მოეფერა, - რა გქვია?
- ნიკას მეძახიან, მაგრამ მე ნიკოლოზი უფრო მომწონს.
ლილიასა და დაჩის ამის მოსმენაზე გაეღიმათ.
- რა ღირს ვარდი, ნიკოლოზ? - ჰკითხა და წამოდგა, რომ ჯიბიდან საფულე ამოეღო.
- შვიდი ლარი, ბიძია!
- აი, გამომართვი, - უთხრა და ორმოცდაათლარიანი მიაწოდა.
- ხურდა არა მაქვს, ბიძია.
- შენთვის დაიტოვე ხურდა და რამე იყიდე, - თმა აუჩეჩა.
- მადლობა, ბიძია, - უთხრა და ფული გამოართვა, - ნახვამდის, - ვარდი მიაწოდა დაჩის, ლილიას ხელი დაუქნია და წავიდა.
- გამომართვი, დეიდა, - სიცილით გაუწოდა ვარდი დაჩიმ ლილიას. მანაც სიცილით გამოართვა.
- მადლობა, ბიძია.
- წამო წავიდეთ. არ გაცივდე დეიდა, თორე უნივერსიტეტს გააცდენ და ეგ ცუდ შედეგს გამოიღებს, - უთხრა სიცილით გული როცა იჯერეს.
მანქანაში ჩაჯდნენ და ათიოდე წუთში დაჩიმ მანქანა ერთ-ერთი რესტორნის წინ გააჩერა. სანამ მანქანიდან გადავიდნენ და რესტორანში შევიდნენ გაიყინნენ, მაგრამ რესტორნის თბილმა ტემპერატურამ მალევე გაათბო ორივე.
- მაგიდა დაჯავშნილი გვაქვს, - უთხრა დაჩიმ მიმღებში მდგომ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილ ჰალსტუხიან მამაკაცს.
- აქეთ, მობრძანდით, - უთხრა ღიმილით კაცმა და ხელით ანიშნა დარბაზისკენ. ლილიამ შენიშნა, რომ კაცს თეთრი ხელთათმანები ეცვა.
ორივე გაჰყვა მას და დაჩის დაჯავშნილ მაგიდასთან მივიდნენ.
- რას შეუკვეთავთ? - ჰკითხა კაცმა და ჯიბიდან პატარა ბლოკნოტი და კალამი ამოაძვრინა.
დაჩიმ შეკვეთა მისცა და კაცმაც მალე იქნებაო და წავიდა.
ლილიამ რესტორანს თვალი მოავლო. მათ გარდა მხოლოდ რამდენიმე წყვილი იყო. დიდი და თვალისმომჭრელი განათებები არ იყო, არამედ პირიქით, პატარა და ნაზი.
გაღიმებულმა გოგომ რესტორანი მთლიანად რომ დაათვალიერა დაჩის შეხედა, რომელიც მთელი ეს დრო აკვირდებოდა.
- ვხედავ ჩემი სამაჯური კვლავ თან გაქვს, - ანიშნა რამდენიმეწამიანი თვალის კონტაქტის შემდეგ. ლილიამ ინსტინქტურად სამაჯურს დახედა და გაეღიმა.
- ჰო. არასდროს არ მომიხსნია. თითქოს ჩემი ნაწილი გახდა, - თქვა ღიმილით, მაგრამ ამ ღიმილს უკან უდიდესი სევდა იმალებოდა, - მაგრამ მგონი დროა დაგიბრუნო, - თქვა და სამაჯურის მოხსნა დააპირა, მაგრამ დაჩის ხელებმა გააჩერა. ბიჭს შეხედა, რომელიც სევდიანი თვალებით უყურებდა მას.
- არა, დაიტოვე. შენ გქონდეს.
- რატომ? ხომ თქვი, რომ თუ კიდევ შევხვდებით დამიბრუნეო?
- ხო, მაგრამ არ მინდა ის წაგართვა რაც შენთვის ამდენს ნიშნავს, ამიტომ დაიტოვე და არ იდარდო იმაზე რომ შეიძლება წაგართვა, - უთხრა ღიმილით და ხელი ჩასჭიდა.
- რატომ არ მეკითხები? - ეს კითხვა მოულოდნელად დასცდა პირიდან.
- რას? - დაჩი ცოტა დაიბნა.
- ამას, - მის არარსებულ ხელს შეხედა.
- გინდა რომ გკითხო? - ახლა ლილია დააბნია მისმა კითხვამ.
- პირველი ადამიანი ხარ რომელსაც არაფერი უკითხავს. თანაც შენ დამინახე ექვსი წლის წინ. რატომ?
- იმიტომ, რომ მინდა მაშინ მიამბო როცა ამისთვის მზად იქნები და გენდომება, - უთხრა ღიმილით.
მიმტანმა სტეიკი მიუტანა. დაჩი მაშინვე სტეიკის დაჭრას შეუდგა და როცა დაასრულა ლილიას ხელუხლებელი თეფში აიღო და მისი დაჭრილი სტეიკის თეფში დაუდო.
- მადლობა, - ჩურჩულივით გაისმა ლილიას ბგერები, მაგრამ დაჩიმ გაიგო და ოდნავ გაეღიმა.
რესტორნის ნაზი მუსიკის ფონზე ივახშმეს.
- მადლობა დღევანდელი დღისთვის, - უთხრა დაჩიმ, როცა მანქანა ლილიას კორპუსთან გააჩერა.
- მადლობა შენ დღევანდელი დღისთვისაც და ყველაფრისთვისაც, - უპასუხა ლილიამ და ფეხს ითრევდა რადგან წასვლას აპირებდა, - აბა, ნახვამდის! - უთხრა და თავის ჩანთასთან და წითელ ვარდთან ერთად მანქანიდან გადავიდა.
- ნახვამდის, მადმუაზელ! - უთხრა დაჩიმ და მანქანის ფარებით გზა გაუნათა გოგოს.
როცა დაინახა, რომ კორპუსის მესამე სართულზე ერთ-ერთ ოთახში შუქი აინთო მერე კი დაძრა მანქანა და სახლში წავიდა.
სახლში მალევე მივიდა.
- სად იყავი? - ჰკითხა დათუნიას პიჟამაში გამოწყობილმა გოგომ როცა სახლის კარი მიხურა.
- მეგობართან ერთად ვიყავი, რა მოხდა?
- არაფერი. ათ საათზე სულ სახლში ხარ ხოლმე და რომ გადააცილე გამიკვირდა, - მხრები აიჩეჩა მან და ძმას მისაღებში შეჰყვა, - ვისთან ერთად იყავი? - ჰკითხა როცა დივანზე დაჯდა. თავადაც მიუჯდა.
- მეგობართან-მეთქი ხომ გითხარი?
- ვინ მეგობართან? შემთხვევით გოგო ხომ არაა ეგ შენი მეგობარი? - ეშმაკურად აუთამაშა წარბები.
- ნინიკო გეყოფა მაიმუნობა და შედი დაიძინე, - უთხრა ვითომ მკაცრი ძმის მსგავსად.
- არ გამოგდის სიმკაცრე ძმაო, - სიცილით თქვა და თავი მხარზე დაადო, - მომიყევი მასზე. როგორია?
- ლამაზი, - უპასუხა ლილიაზე ჩაფიქრებულმა დაჩიმ.
- კარგი ერთი! ყველა ქალი ლამაზია! სხვა?
- ის სხვანაირია. სხვანაირად ლამაზია. ნაზი. სათუთი. მაგრამ თან გამბედავი, მომთმენი და დამოუკიდებელი, - მასზე ფიქრისას ეღიმებოდა რაც ნინიკოს არ გამოჰპარვია.
- იღიმი? ღმერთო რას მოვესწარი, დაჩი ქართველიშვილი შეყვარებულია? - გაოცებულმა თავი წამოსწია.
- ადექი და წადი დაიძინე, - უთხრა მან და თავად წამოდგა და ოთახისკენ წავიდა, - იცოდე ამაზე მეორედ აღარ მელაპარაკო, - გასძახა სანამ ოთახში შევიდოდა.
- უნდა გამაცნო! - გამოსძახა ნინიკომაც საპასუხოდ და შემდეგ თავის ოთახში შევიდა.
დაჩის მშობლები ექიმები არიან და საკუთარი კლინიკა აქვთ, შესაბამისად სახლში იშვიათად არიან.
დაჩის ოთახი მუდამ მუქ ფერებში იყო გაფორმებული. საწოლზე ისე წამოწვა, გულაღმა რომ შუქის ანთებით თავიც კი არ შეუწუხებია. სახეზე მთვარის სინათლე ეცემოდა. ხელები თავქვეშ ამოიდო და ჭერზე ერთ წერტილს დააკვირდა. რამდენიმე წუთით ასე იყო და ფიქრობდა დღევანდელ დღეზე და ლილიაზე. შემდეგ საწოლში დაწვა და დაიძინა.
აი, ლილიას კი დაძინება ძალიან გაუჭირდა. დაჩიზე და მასთან გატარებულ მომენტებზე ფიქრობდა და უნებურად ეღიმებოდა. ის ერთადერთი წითელი ვარდი საწოლის თავთან ტუმბოზე, ტელეფონის გვერდით, დადო.
***
დილით როცა ადგა და ვარდს დახედა, გასული საღამო გაახსენდა და თავისთავად ძალიან კარგ ხასიათზე დადგა. ოთახიდან ისე გავიდა პიჟამოები არ გამოუცვლია.
- დილამშვიდობის, დე, - მიესალმა მაიას.
- დილამშვიდობის. როგორ ჩაიარა გასულმა საღამომ? გვიან მოხვედი?
- ძალიან კარგი იყო. თერთმეტს წუთები აკლდა სახლში რომ მოვედი.
მაიამ ყველაფერი დეტალებში გამოკითხა ლილიას. მანაც უამბო. ისინი სულ ასე იყვნენ. ლილიას მუდამ ყავდა საუკეთესო მეგობარი მაიას სახით, მაიას კი პატარა დაქალი ჰყავდა ლილიას სახით. მათი ურთიერთობა დედაშვილობაზე მეტია, ამაში კი ექვსი წლის წინ დარწმუნდა ორივე.
- თხოვე, როცა მოიცლის მოვიდეს ვახშამზე. გემრიელობებს გავაკეთებ, ნამცხვრებს გამოვაცხობ და რამე, - უთრა მაიამ.
- კარგი. ტელეფონი ოთახში მაქვს.
ოთახში შევიდა და საწოლზე გადაწვა.
From ლილია to დაჩი.
"დილამშვიდობის. საღამოს გცალია?"
დაჩიმ პასუხი ორიოდე წუთით დაუგვიანა.
From დაჩი to ლილია.
"დილამშვიდობის. მცალია. რატომ?"
From ლილია to დაჩი.
"საღამოს ვახშამზე გეპატიჟებით ჩემთან. დედას შენი გაცნობა და მაშინდელისთვის მადლობის გადახდა უნდა. "
From დაჩი to ლილია.
"სიამოვნებით გეახლებით."
From ლილია to დაჩი.
"კარგი. საღამოს გელოდებით. "
დაჩიმ ბოლო მესიჯი უბრალოდ დაუგულა. გაბრწყინებული და გახარებული ლილია კი ფეხზე წამოხტა და უნივერსიტეტისთვის მზადებას შეუდგა.
პრეზენტაცია წარმატებით წარადგინა აუდიტორიის წინაშე და წამოსვლამდე ანამარიას უთხრა, რომ საღამოს მასთან დაჩი აპირებს მისვლას.
- მართლა? უკვე ასე სერიოზულად მიდის საქმე? რა მაგარია, - აღტაცება ვერ დამალა ანამარიამ.
- არა, რა სერიოზულად. უბრალოდ დედას უნდოდა გაეცნო და მადლობა გადაეხადა.
- ოჰ, დედას უნდოდა, - გამოაჯავრა ანამარიამ დაქალს, - მაგრამ აღიარე, სიხარულისგან გული ამოვარდნას გაქვს!
- შენ და ლუკაც ხომ არ მოხვალთ? - თემის გადატანა სცადა.
- მე და ლუკას რა გვინდა?
- რა ვიცი, - მხრები აიჩეჩა, - მარტო ერთი ბიჭი ხომ არ იქნება. თან გაიცნობ შენც მას.
- კარგი. ვეტყვი ლუკას და საღამოს მოვალთ.
ლილია სახლში რომ დაბრუნდა მაია სახლის მილაგებით იყო დაკავებული. სტუმარს "არეულ" სახლს ხომ არ დაახვედრებდა. არადა მათი სახლი არეული არც არასდროს არ ყოფილა. ლილია დედას მიეხმარა სახლის მილაგებაში და შემდეგ საჭმელიც ერთად მოამზადეს.
- მიდი გაემზადე, მალე მოვა ის ბიჭი, - უთხრა მაიამ შვილს როცა სუფრის გაშლა უნდა დაეწყოთ.
ლილია ოთახში შევიდა და თეთრი ბრეტელებიანი კაბა ჩაიცვა, შავი კოპლებით. სუნამო მიისხა და თმა დაივარცხნა.
ოთახიდან რომ გავიდა ზარის ხმა გაისმა. ანამარია და ლუკა იყვნენ.
- მოვიდა? - ჰკითხა ანამარიამ ლილიას.
- ჯერ არა.
- ანამარია, ლუკა! როგორ ხართ ბავშვებო? - ჰკითხა მაიამ მათ და ორივე გადაკოცნა.
- კარგად, მაია დეიდა. თქვენ როგორ ბრძანდებით? - ჰკითხა ღიმილით ანამარიამ.
- კარგად, შვილო. რა იყო, რას დამივიწყეთ? - უსაყვედურასავით წყვილს.
- ბოდიში, მაია დეიდა, საქმეები გვაქვს, - მოუბოდიშა ლუკამ სიცილით.
- საქმეები, - გააჯავრა, - შენც არ მყავდე პარლამენტის წევრი! - თქვა ბუზღუნით და მისაღებში შევიდა, თან ლილიას მიაძახა, მანდ რას ააყუდე, შემოიპატიჟეო.
ქალის ნათქვამზე მათ გაეცინათ და მისაღებში შევიდნენ.
- მაია დეიდა, როგორ მომენატრა შენი მომზადებული საჭმელები ვერ წარმოიდგენ!
- ხო? ხოდა აგერ არის გენაცვალე და მალე შეჭამ, - უპასუხა ღიმილით, - ლილია, სად არის ის ბიჭი ამდენი ხანი?
- არ ვიცი. მივწერ, - ტელეფონი უნდა აეღო როცა ზარის ხმა კვლავ გაისმა.
- მოვიდა! მიდი გახედე, - უთხრა ანამარიამ.
ლილია კარისკენ წავიდა და როგორც კი გააღო დაჩი დაინახა, ხელში ვარდების თაიგული ეჭირა და ლილიას დანახვაზე გაეღიმა. კლასიკური შარვალი და შავი პიჯაკი ეცვა.
- საღამომშვიდობის, მადმუაზელ! - მიესალმა ლილიას თავისი მომაჯადოებელი ღიმილით.
- საღამომშვიდობის! - სიცილით უპასუხა ლილიამ, - მობრძანდით!
დაჩიმ ლილიას სახლში ფეხი შედგა და გოგონას უკან გაჰყვა. მისაღებში შევიდნენ. ბიჭმა იქ მისთვის ნაცნობი შუახნის ქალი და ორი ახალგაზრდა დაინახა.
- გამარჯობა, - მიესალმა ყველას ღიმილით.
- გამარჯობა, - უთხრა მაიამ და მასთან ახლოს მივიდა ხელის ჩამოსართმევად. დაჩიმაც მაშინვე ჩამოართვა.
- ეს დედაჩემია, მაია, - უთხრა ლილიამ.
- ამ ქალბატონს ადრეც შევხვედრივარ. ეს თქვენთვისაა, - უთხრა და თაიგული მიაწოდა.
- ვაიმე, რატომ შეწუხდი შვილო?
- რა შეწუხებაა. პირიქით.
მაიამ ვარდების თაიგული ხელში აიღო.
- ეს ანამარიაა, ეს კი ლუკა. ჩემი მეგობრები, - გააცნო ლილიამ ის ორი ახალგაზრდა, - ეს დაჩია.
- სასიამოვნოა, - უთხრა ლუკამ და ხელი გაუწოდა.
- ჩემთვისაც, - მანაც ჩამოართვა.
- ჰე, აბა, მიუჯექით ახლა სუფრას, ამდენი რამ ტყუილად ხომ არ მოვამზადე? - თქვა მაიამ და ანამარიასა და ლილიას სუფრისკენ ანიშნა.
ყველანი სუფრას მიუჯდნენ. მაია თავში დაჯდა. დაჩი და ლილია გვერდი-გვერდ, ისევე როგორც ანამარია და ლუკა.
- ამდენი რატომ იწვალეთ? არ იყო საჭირო, - უთხრა დაჩიმ მაიას.
- როგორ არ იყო! ეს კიდევ მცირედია, იმას თუ გავითვალისწინებთ შენ რაც ჩვენთვის გააკეთე! - უთხრა და ლილიას გახედა ღიმილით.
- მე არაფერი გამიკეთებია, ის თავად მიხვდა რა იქნებოდა სწორი და რა არა, - უპასუხა დაჩიმ და მანაც ლილიას გახედა მომღიმარი სახით.
- ცდები. ის ვერ მიხვდებოდა სწორს და არასწორს შენ რომ არ გამოჩენილიყავი, - უთხრა ქალმა და თვალები აუცრემლიანდა.
- დედა, კარგი რა!
- კარგი, კარგი. არ ვიტირებ. მიირთვით, - უთხრა ახალგაზრდებს.
- მაია დეიდა, თქვენი გამომცხვარი ხაჭაპური როგორ მომნატრებია, - უთხრა ანამარიამ.
რამდენიმე ჭიქა ღვინოც დალიეს და ბევრი ისაუბრეს. მაიამ ბიჭს ყველაფერი გამოკითხა რაც აინტერესებდა. რა უყვარს, რა აინტერესებს, რას საქმიანობს, მისი მშობლები ვინ არიან, რამდენი წლისაა და კიდევ უამრავი რამ. როცა ბიჭი ესაუბრებოდა მაია ბევრ პარალელს ავლებდა მასა და ლილიას შორის და ამბობდა: "ლილიაც მასე იყო პატარაობაში..."
- კიდევ მიირთვი, - სთხოვდა მაია.
- არა, გმადლობთ. ყველაფერი უგემრიელესია, მაგრამ მეტს ვეღარ შევჭამ, - უთხრა თავაზიანი ღიმილით.
მაიას კიდევ უნდა ეთქვა რაღაც, მაგრამ გაჩუმდა ლილიას დაქაჩული თვალები რომ დაინახა.
დაჩი ცოტა ნასვამი იყო და მის ორგანიზმში ტემპერატურამ ცოტა აიწია და დასცხა. ამიტომაც პერანგის რამდენიმე ღილი შეხსნილი ჰქონდა.
მაიამ ხაჭაპურის თეფში აიღო დავამატებო და გავიდა.
- დაჩი, დაგისხა კიდევ? - ჰკითხა ლუკამ და ღვინის ტოლჩა ხელში აიღო.
- ერთიც და მეყოფა, - უთხრა და ჭიქა გაუწოდა.
- მანქანით არ ხარ? - ჰკითხა ლილიამ.
- ვარ.
- მერე? არ გაგაჩერონ!
- არ გამაჩერებენ.
- რა დარწმუნებული ხარ?
- არ ვარ, - უთხრა და ხელი ლილიას სკამის საზურგეზე გადადო. გოგოს აღარაფერი უთქვამს.
მალევე მაია გამოვიდა ერთ ხელში ტელეფონი ეკავა, მეორეში ხაჭაპურის თეფში.
- ანამარია, ეს დადე რა მანდ, - სთხოვა და თეფში მიაწოდა, - ლილია, მე გუჯასთან უნდა გავიდე, წნევა ჰქონია და ცუდადაა. მაკა არაა სახლში.
- უი, რას ამბობ? მიდი და გამაგებინე როგორაა.
- ხომ არ წაგიყვანოთ? - ჰკითხა დაჩიმ.
- არა შვილო, მადლობა. გვერდით კორპუსში უნდა ავიდე. ბოდიში, ასე წასვლა რომ მიწევს.
- არა, არაფერია. ნუ მებოდიშებით, - გაუღიმა.
- ღმერთმა დაგლოცოს შვილო! აბა, დროებით! - უთხრა და წავიდა.
- გუჯა ვინაა? - იკითხა ლუკამ.
- ბიძაჩემი. დედას ძმა.
- მათე არაა სახლში მაია დეიდას რომ დაურეკა? - ჰკითხა ანამარიამ.
- მათე საფრანგეთში გულაობს, - გაიცინა, - შეყვარებულთან ერთადაა წასული და მგონი ხელი უნდა სთხოვოს.
- ანუ, მალე ქორწილი იქნება? - სიცილით ჰკითხა ანამარიამ.
- როგორც ჩანს. იმედია ქორწილები და არა ქორწილი, - ჩაუნამიოკა მის წინ მჯდომ წყვილს და ლუკას თვალი ჩაუკრა.
ოთხივეს გაეცინა.
ლუკა მოსაწევად აივანზე გავიდა. ანამარია თან გაჰყვა შეყვარებულს. რეალურად მას იმიტომ გაჰყვა, რომ ლილია და დაჩი ცოტა ხანს მარტო დარჩენილიყვნენ.
- შენ არ ეწევი?
- ვეწევი.
- მერე?
- ახლა არ მინდა.
- რატომ?
- მირჩევნია შენს გვერდით ვიჯდე, თუნდაც სიჩუმეში, - უთხრა და თმა ყურს უკან გადაუწია. მის ამ ნათქვამზე და ქმედებაზე ლილია ჭარხალივით გაწითლდა. დაჩის გაეცინა და ლოყაზე უჩქმიტა.
- როგორ მოგწონს ჩემი სახლი? - ჰკითხა გაუაზრებლად რათა თემა სხვა რამეზე გადაეტანა.
- ლამაზი და მყუდროა. ზუსტად ისეთი როგორიც წარმომედგინა.
- ხო? და ასეთი რატომ წარმოგედგინა? - ჰკითხა ეშმაკურად.
- იმიტომ რომ შენ ასეთი ხარ. ლამაზი და მყუდრო.
- ეს კომპლიმენტი იყო? - გაიცინა.
- შეიძლება.
აივნიდან ანამარია და ლუკა შემოვიდნენ.
- ლილ, ჩვენ წავიდეთ უნდა, - უთხრა ანამარიამ.
- კაი რა, ცოტა ხანს დარჩით.
- გვიანია უკვე, დედამ გვიანობამდე ნუ დარჩებიო.
- მაშ, კარგი.
ლილიამ ანამარია და ლუკა გააცილა. წასვლამდე ორივე დაემშვიდობა დაჩის და უთხრეს, რომ მისი გაცნობა სასიამოვნო იყო.
- მადლობა რომ დღეს მოხვედი, - უთხრა ღიმილით ლილიამ დაჩის, როცა ორივე შუა მისაღებში ერთმანეთთან ახლოს იდგნენ.
- მადლობა რომ დამპატიჟე, - უპასუხა მანაც ღიმილით.
- დედას მადლობის გადახდა უნდოდა, მაგრამ წასვლა მოუწია, - გაეცინა.
- არაუშავს. ისე, მითქვამს, რომ ულამაზესი ღიმილი გაქვს? - ჰკითხა და ხელები ნაზად მოხვია წელზე.
- ვიცეკვოთ? - სიცილით ჰკითხა და როდესაც ბიჭი დასთანხმდა ტელევიზორში ნაზი მელოდია ჩართო.
დაჩის ხელი მხარზე დაადო. მან კი წელზე მოხვია ორივე ხელი და ახლოს მიიზიდა.
- იცი? ადრე მოცეკვავე ვიყავი, - უთხრა ლილიამ და თვალებიდან მზერა არ მოუშორებია.
- სიამოვნებით ვნახავდი ლილიას როგორც მოცეკვავეს, - უთხრა.
- ვეღარ ვიცეკვებ, მაგრამ შემიძლია ვიდეოები და ფოტოები გაჩვენო წარსულიდან.
- სიამოვნებით ვნახავ.
- შენ? შენ რამეზე არ დადიოდი ბავშვობაში?
- დავდიოდი. ფეხბურთზე. ცურვაზეც.
- ცურვაზე? მშურს. მე ცურვა არასდროს გამომდიოდა.
- რატომ?
- არ ვიცი. მგონი მეშინოდა ჩაძირვის და სიკვდილის. ერთხელ... - და სიტყვა დაჩის ტუჩებმა გააწყვეტინა, რომელიც ისე უცებ მიუახლოვდა ვერ იგრძნო. ისიც აყვა კოცნაში. ეს არ იყო უხეში კოცნა. ეს იყო ნაზი და წმინდა, ისეთი როგორიც მათი ურთიერთობაა.
ერთმანეთის ტუჩებს რომ მოსცილდნენ თვალებში უყურებდა ერთი მეორეს და იმ წუთს მომხდარს ხარშავდა გონებაში.
- ვერ გავძელი მეცქირა ამ ტუჩებისთვის და არ შევხებოდი. მაპატიე, თავი თუ არაკომფორტულად გაგრძნობინე, - უთხრა დაჩიმ და ხელები მოაშორა.
- მომეწონა.
- რა? - გაკვირვებით შეხედა ბიჭმა.
- კოცნა. მომეწონა. ამიტომ ნუ მებოდიშები, - უთხრა ღიმილით და ნაბიჯი მისკენ გადადგა.
ხელი წელზე მოხვია და სხეულზე აეკრო. თავი მის გულ-მკერდზე მყუდროდ დადო და ღრმად ამოისუნთქა. ბიჭმაც მოხვია ხელები. მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა და თავზე აკოცა.
მოგვიანებით დაჩი ლილიას მაგიდის ალაგებაში დაეხმარა, იმის და მიუხედავად, რომ გოგომ სთხოვა არ შეწუხებულიყო და მერე აალაგებდა. მან კი თავი გაიგიჟა, დაგეხმარები და მერე წავალო.
ასეც მოიქცა. როგორც კი მაგიდის ალაგება დაასრულეს ლილიას დაემშვიდობა და წავიდა. გოგომ წასვლამდე უთხრა:
- ფრთხილად იარე და სახლში რომ მიხვალ მომწერე!
დაჩიც ასე მოიქცა. სახლში როდესაც მივიდა ლილიას შეტყობინება გაუგზავნა.
From დაჩი to ლილია.
"სახლში ვარ. ძილინებისა მადმუაზელ!"
From ლილია to დაჩი.
"ძილინებისა!"
ორივეს ერთმანეთზე ფიქრში ჩაეძინა.
***
დილით როდესაც დაჩის გაეღვიძა და მისაღებში გავიდა, დივანზე მჯდომი მისი მშობლები და ნინიკო დაინახა.
- დილამშვიდობისა ჩემო ბიჭო! - უთხრა ნაირამ და შვილს თბილად გაუღიმა.
- დილამშვიდობის. როდის დაბრუნდით?
- წუხელ. შენ არ იყავი სახლში, - უპასუხა თამაზმა.
- ჰო მართლა, სად იყავი?
- მეგობართან, - უთხრა და დივანზე ჩამოჯდა.
- მე ვიცი ეგ მეგობარი. გუშინწინაც გვიან მოვიდა და იმ გოგოზე ლაპარაკობდა, ყრებამდე იღიმოდა დაჩი ქართველიშვილი! - კისკისით თქვა ნინიკომ.
- მართლა დაჩი? - სიხარულით აღმოხდა ნაირას, - შეყვარებული გყავს?
- არა დედა, რა შეყვარებული. ადრე რაღაცაში დავეხმარე და მადლობის ნიშნად სახლში დამპატიჟა დედამისმა თან ჩემი გაცნობა უნდოდა.
- ჩვენც დავპატიჟოთ, - თქვა ნაირამ.
- რატომ?
- გვინდა, რომ გავიცნოთ. რა? არ შეიძლება? - ჰკითხა თამაზმა.
- შეიძლება, მაგრამ არ ვიცი როდის ეცლება.
- როცა ეცლება მოვიდეს.
- მამა, მასე სერიოზულად რომ იქნება საქმე მერე გაგაცნობთ მას. კარგი? - თქვა და წამოდგა, - ნინიკო, შენ სკოლაში არ მიდიხარ?
- დაჩი მეთორმეტე კლასში სკოლაში ვინღა დადის?!
- მე წავედი! - გასძახა სახლიდან გასვლამდე.
- სად?
- ოფისში. აბა, დროებით.
მანქანაში რომ ჩაჯდა და დაქოქა ლილიას მისწერა.
From დაჩი to ლილია.
"უნივერსიტეტში მიდიხარ?"
მანაც მალევე უპასუხა.
From ლილია to დაჩი.
"ახლა ვაპირებ სახლიდან გასვლას."
From დაჩი to ლილია.
"დამელოდე. გამოგივლი."
ლილიას სახლისკენ წავიდა და იქ მისულმა კორპუსის წინ მდგომი შავ ჯინსის შარვალსა და თეთრ ზედაში გამოწყობილი ლილია დაინახა. თმა ვარდისფერი აბადოკით გადაეწია. მხარზე ჩანთა ჰქონდა მოკიდებული და მომლოდინე სახით უმზერდა მისკენ მიმავალ დაჩის მანქანას.
- მოგესალმებით მადმუაზელ! - უთხრა დაჩიმ მანქანიდან გადასვლისას და გოგონა გადაკოცნა.
- დილამშვიდობისა. წუხელ სახლში მშვიდობით მიხვედი ხომ?
- კი. ნუ ნერვიულობ. აბა, წავიდეთ?
გოგონას მანქანის კარი გაუღო. ისიც ჩაჯდა. თავად კი საჭეს მიუჯდა.
- ლექციები ყოველთვის ამ დროს გეწყება?
- უმეტესად კი, დღეს ცოტა ადრე წასვლა ვარჩიე, რომ ბიბლიოთეკაში კურსელებთან ერთად გადამეორება და განხილვა მინდა პრეზენტაციის.
- გასაგებია.
- შენ სად მიდიხარ?
- ოფისში. გუშინ ახალი პროექტი ავიღე.
- გილოცავ, - უთხრა ღიმილით და კიდევ უფრო გაეღიმა როცა წარმოიდგინა როგორი მიმზიდველი იქნებოდა დაჩი მუშაობისას.
- მადლობა. ლექცია რამდენ ხანში გაქვს?
- საათ ნახევარში.
- მაშინ წამო ჩემთან ოფისში ავიდეთ, იქ გადაიმეორე ეგ შენი პრეზენტაცია და მერე მე წაგიყვან უნივერსიტეტში. კარგი?
- კარგი, მაგრამ ოფისში ვინმე ხომ იქნება?
- არავინ არ იქნება. სიმშვიდეში ვიქნებით.
- მაშ, კარგი.
ოფისში როდესაც მივიდნენ ლილიამ იქაურობის დათვალიერება დაიწყო. ისეთი იყო როგორიც წარმოედგინა. სადა, უამრავი მაგიდით, სახაზავით, ფურცლებით და ყველაფრით რაც კი არქიტექტორს სჭირდება.
მართლაც, არავინ არ იყო იქ მათ გარდა.
- რატომ არაა არავინ? - ჰკითხა დაჩის.
- იმიტომ, რომ სიმშვიდეში მუშაობა მიყვარს და სხვები ამ სართულს არ იყენებენ. შენ შეგიძლია მანდ დაჯდე, - უთრა და დივანზე მიუთითა. ლილიაც იქ დაჯდა და წინ პატარა მაგიდაზე თავისი ჩანთა დადო, საიდანაც ლეპტოპი, რვეული და კალამი ამოიღო. დაჩი თავის მაგიდასთან მივიდა და ფურცლებს დახედა, შემდეგ კი საქმეს შეუდგა.
ლილია პერიოდულად თვალს მისკენ აპარებდა და აკვირდებოდა. დაჩი მართლაც რომ მიმზიდველად გამოიყურებოდა იმ თეთრ პერანგში, რომლის სახელოებიც იდაყვამდე ჰქონდა აწეული და სათვალე ეკეთა. გოგომ ყველაფერი რომ გადაიმეორა და დარწმუნდა, რომ პრეზენტაცია კარგად აქვს მომზადებული ფეხზე წამოდგა და დაჩისკენ ნელი ნაბიჯებით მივიდა. ისე დგამდა, ნაბიჯებს რომ დაჩიმ მათი ხმაც ვერ გაიგო, სანამ თავზე არ წამოადგა გოგო. ლილია დააკვირდა რას აკეთებდა ფეხზე მდგომი დაჩი და დააკვირდა მის ნამუშევარს. ვერაფერი გაიგო და ეს სახეზეც შეეტყო.
- ვერ მიხვდი, ხომ რა არის? - სიცილით ჰკითხა დაჩიმ.
- ვერ.
დაჩიმ ლოყაზე უჩქმიტა.
- რომელი საათია? - იკითხა და ტელეფონის ეკრანს დახედა, - ნახევარი საათი კიდევ დრო გვაქვს. ყავა ხომ არ დავლიოთ? აქვე ძალიან კარგი კაფეა.
- ყავა არ მიყვარს, მაგრამ შენ თუ გინდა წავიდეთ, - პატარა ღიმილით ახედა.
- ყავა არა, მაგრამ სხვა რაღაცებიც აქვთ იქ და ისინი აუცილებლად გეყვარება. წავიდეთ.
ლილიამ თავისი ჩანთა აიღო და დაჩის გაჰყვა.
კაფეში შესულებმა დაჩიმ თავისთვის ყავა შეუკვეთა, ლილიასთვის კი კრუასანი და ფორთოხლის წვენი.
- გემრიელია? - ჰკითხა დაჩიმ როდესაც დაინახა როგორ გაუბრწყინდა ლილიას თვალები კრუასანის ჩაკბეჩისას.
- ძალიან, - ტუჩებზე შოკოლადი ესვა, რაზეც ბიჭს გაეცინა, - რა იყო? - ლილია ვერ მიხვდა რა იყო სასაცილო.
- საყვარელი ხარ, - მისკენ გადაიხარა და ტუჩიდან შოკოლადი ცერა თითით მოაშორა.
კაფიდან გამოსვლის შემდეგ დაჩიმ ლილია უნივერსიტეტში წაიყვანა.
- როცა ლექციები დაგიმთავრდება მომწერე და მოგაკითხავ, - უთრა სანამ გოგო მანქანიდან გადავიდოდა.
- მგონი პირადი მძღოლი მყავს და არ ვიცი, - სიცილით თქვა ლილიამ.
- მუდამ თქვენს სამსახურში მიგულეთ მადმუაზელ! - ხელი გულზე მიიდო და თავი დაუკრა.
ლილიამ კი მომენტით ისარგებლა და ლოყაზე მოწყვეტით აკოცა. შემდეგ მანქანიდან გადავიდა. ოღონდ გადასვლამდე მიაძახა დროებითო.
ლექციის დაწყებამდე ხუთი წუთი იყო დარჩენილი და ამიტომ პირდაპირ აუდიტორიაში შევიდა.
პრეზენტაცია წარმატებით წარადგინდა. ლექციები როგორც კი დაუმთავრდა დაჩის მიწერა. მანაც უთხრა მოვდივარო.
ლილია დაჩის გარეთ ელოდა როდესაც გზის მეორე მხარეს მისთვის ძალიან ნაცნობი და ამავდროულად ყველაზე არასასიამოვნო სახე დაინახა. მამუკა. ბიჭი რომელიც ექვსი წლის წინ იმ შენობაში, იმ ოთახში, იმ ადგილას იყო სადაც ლილია. ბიჭი რომლის ერთმა ქმედებამ ლილიას ცხოვრება თავდაყირა დააყენა.
მამუკა უყურებდა ლილიას და თვალს არ აშორებდა აკანკალებულ გოგონას. რამდენიმე წამში კი იკადრა და მისკენ წავიდა. რაც უფრო უახლოვდებოდა ლილიას მით უფრო ეკუმშებოდა მას გული. სანამ მიუახლოვდებოდა ლოცულობდა დაჩი მასთან მალე მისულიყო და დახმარებოდა ამ სიტუაციიდან თავის დაძვრენაში.
მაგრამ მამუკა უკვე მის წინ იდგა. ისევ ისე გამოიყურებოდა როგორც ექვსი წლის წინ. ისევ ბრენდული სამოსი და ძვირადღირებული სუნამო ესხა.
- ლილია, გამარჯობა, - მისი ხმის ამოღება და ლილიას ნაბიჯის უკან გადადგმა ერთი იყო, - გთხოვ, მაპატიე. არასწორად მოვიქეცი მაშინ. არ უნდა გამეკეთებინა ის რაც გავაკეთე. მაპატიე. მართლა ძალიან ვნანობ, - მხარზე ხელის შეხება სცადა, მაგრამ ლილია დენდარტყმულივით გაეცალა.
- არა! არ მომეკარო. არ შემეხო, - სცადა ხმაში სიმკაცრე შეერია.
- ლილია კარგი რა. ორივემ ვიცით, მაშინ რომ არ გაჯიუტებულიყავი ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, - უთხრა ირონიულად.
- არაკაცო! ბედავ და ამას მეუბნები? შენ რომ არა და ის შენი ბავშვური ახირება რომ არა ექვსი წლის წინ იმ რთულ პერიოდს არ გავივლიდი რაც გავიარე და ახლა ორივე ხელი მექნებოდა! - უთხრა თვალებაცრემლიანებულმა და ხელი კრა.
- ზემდეტი არ მოივიდეს! - გააფრთხილა მკაცრად.
- უსირცხვილო! ამდენი ხნის შემდეგ გამომეცხადე და მეუბნები რომ ყველაფერს ნანობ. თუ ნანობდი აქამდე სად იყავი? - რამდენიმე ცრემლი ჩამოუგორდა ლოყებზე, - სად იყავი მაშინ როდესაც ყველა ჩემს კომიდან გაღვიძებას ელოდა რათა გაეგოთ რა მოხდა იმ ღამეს?! ლაჩარივით დაიმალე და გაჩუმდი. მაშინ როცა მე აქ შენს მიერ მოყენებულ დიდ ტკივილს ვებრძოდი, შენ სიცილიაზე ისვენებდი ურცხვად! ! - თქვა და ხელი კიდევ კრა.
- ზედმეტი არ მოგივიდეს-მეთქი! - უყვირა და ხელი აღმართა დასარტყმელად, მაგრამ არსაიდან მოსულმა დაჩიმ გააჩერა და სახეში მუშტი უთავაზა.
- გოგოზე ხელი როგორ აწიე? - უღრიალა და აკანკალებილ ლილიასთან მივიდა რომელიც ჩაცუცქულიყო და ცხარე ცრემლით ტიროდა, - კარგად ხარ? რამე ხომ არ დაგიშავა? - მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში დააკვირდა, - ჩშ, ნუ ტირი! შენთან ვარ, ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს! - უთხრა და მიიხუტა, - მოდი მანქანაში ჩავჯდეთ,  კარგი?
ლილიამ თავი დაუქნია და ისე რომ ხელი არ გაუშვია დაჩისთვის მას გაჰყვა. მამუკა გეგონება მიწამ ჩაყლაპაო, იქ აღარ იყო. მანქანაში ჩაჯდნენ ორივენი და დაჩიმ მანქანა დაძრა. საჭეს ცალი ხელით მართავდა და მეორით ლილიას ხელი ეჭირა. ლილია მთელი გზა ჩემად ტიროდა. რამდენიმე წუთში მყუდრო ადგილას მივიდნენ.
- ლილია, პატარავ, - უთხრა დაჩიმ და მარტივი მოძრაობით თავი მისკენ მიაბრუნებინა, - მითხარი, რა მოხდა?
- ის იყო. ექვსი წლის წინ მის გამო მოხდა ყველაფერი, - დაიწყო სლუკუნით, - ექვსი წლის წინ იმ დღეს ჩემი კლასელის დაბადების დღეზე ვიყავით. მაშინ პირველად დავლიე ალკოჰოლი. ისიც იქ იყო. რაღაც მომენტში ცუდად გავხდი და აივანზე გავედი სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად. ის გამომყვა. ისარგებლა იმით რომ ნასვამი ვიყავი და ერთ-ერთ ოთახში შემათრია. ჩემი... - აქ სიტყვა გაუწყდა, მაგრამ განაგრძო, - ჩემზე ძალადობა უნდოდა. მეხებოდა და როდესაც გავიაზრე რას აკეთებდა რაღაცნაირად მოვიშორე. აივანზე გავვარდი, რადგან ნასვამმა მხოლოდ იქით დავინახე გასავლელი. ჩემი ხმა არავის არ ესმოდა, რადგან კერძო სახლი იყო და მუსიკები ბოლო ხმაზე იყო ჩართული. ისიც გამომყვა და წინააღმდეგობას როცა ვუწევდი ამ დროს აივნიდან გადავვარდი. მახსოვს ის რამდენიმე წამი რაც ჰაერში გავატარე და ის ტკივილი რომელიც მკლავის არეში ვიგრძენი. ხეზე დავეცი და მკლავი ასე დავიზიანე. იმ ხემ თან გადამარჩინა და თან მკლავი წამართვა. სამი კვირა კომაში ვიყავი. ამასობაში ის სიცილიაზე ერთობოდა და არ აინტერესებდა მე რა ბედი მეწია. იმ წვეულებაზე მყოფებსაც არაფერი არ უთქვამთ. ყველამ თქვა, რომ არაფერი არ იცოდნენ. მას შემდეგ ისინი არ შემხმიანებიან. დღეს კი ის გამომცხადა და დამიწყო იმის მტკიცება თუ რამდენად ნანობს ყველაფერს და როგორ წუხს, - თქვა და ცრემლების ახალი ნაკადი გადმოუშვა.
დაჩი მას უსმენდა და თვალებში სევდა გამოესახა. ვერ წარმოედგინა ასეთი რამე ლილიას თუ გადახდებოდა. მის წინ ატირებული გოგოს დანახვისას კი ორი რამ იგრძნო. პირველი - ბრაზი. გაბრაზდა იმ ადამიანზე რომელმაც ლილიას ასე ატკინა. გაბრაზდა ყველა მათგანზე ვინც იმ დღეს იქ იყო და არაფერი არ უთქვამს. მეორე გრძნობა კი სიბრალული გახლდათ. შეებრალა გოგო რომელიც ახლა მის წინ გულამოსკვნილი ტიროდა და მას არ შეეძლო ყველაფრის გამოსწორება. მხოლოდ მისი ჩახუტება და მის გვერდით ყოფნა შეეძლო. ასეც მოიქცა. ლილიას ხელი მოხვია და ძლიერ ჩაიხუტა.
- მე შენთან ვარ, - უთხრა. ამის გაგონებაზე კი გოგონა უარესად ატირდა მის მკლავებში და ხელი მოხვია, - არავის მივცემ უფლებას რომ გატკინოს, გპირდები.
დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ დაჩიმ მანქანა დაძრა. ცალი ხელი ლილიას ხელისთვის ჰქონდა ჩაკიდებული და ცერა თითით ხელის ზურგზე ეფერებოდა. გოგონას თვალები ჩაწითლებული, პირი კი გამომშრალი ჰქონდა. გული წეღანდელივით სწრაფად აღარ უცემდა. ხმას არ იღებდა და ფანჯრიდან იყურებოდა.
- ლილია გთხოვ, - უთხრა დაჩიმ როცა რამდენიმე წუთიანი მგზავრობის შემდეგ შუქნიშანთან გაჩერდნენ და ლილიამაც მას შეხედა, - ნუ იფიქრებ წარსულზე და მასზე. დაივიწყე. ახლა ხომ მე გყავარ, არა? გაიღიმე გთხოვ.
გოგონამ საცოდავად გაიღიმა, მაგრამ დაჩისთვის ეს ჯერჯერობით საკმარისი აღმოჩნდა. მისკენ გადაიწია და ლოყაზე აკოცა.
- არ გაინტერესებს სად მიმყავხარ? - ჰკითხა როცა შუქნიშანზე მწვანე აინთო და მანქანა წინ წავიდა.
- მაინც არ მეტყვი, - ახლა კი გულწრფელად გაეღიმა.
- რა დარწმუნებული ხარ? - ჰკითხა დამაბნევლად.
- მაშინ, სად მივდივართ?
- იქ, სადაც ყველაზე მყუდრო და მშვიდი გარემოა, სადაც მაშინ მივდივარ როცა ჩემს გარშემო ბევრი რამ ხდება და განტვირთვა მჭირდება.
- მასეთი ადგილი მეც მაქვს.
- ჰო? იცოდე იქ აუცილებლად უნდა წამიყვანო! - უთხრა მოჩვენებითი სიმკაცრით.
- კარგი. გპრდები, აუცილებლად წაგიყვან, - უთხრა სიცილით.
დაჩიმ მალევე მანქანა გააჩერა და როდესაც გადმოვიდნენ და ლილიამ "წიგნის ჭია" დაინახა სახე გაუბრწყინდა.
- საიდან იცოდი? - ჰკითხა ბიჭს.
- რა? - ჰკითხა გაკვირვებით.
- რომ "წიგნის ჭია" ჩემი საყვარელი ადგილია!
- მართლა? არ ვიცოდი. აქ ხშირად დავდივარ, როგორც უკვე გითხარი.
- მეც.
- მაშინ, აქ თავი უკეთ უნდა იგრძნო, - უთხრა და ხელი ჩაკიდა, - შევიდეთ.
ხელჩაკიდებულები შევიდნენ კაფეში. მათ დანახვაზე ნანიკო გაბრწყინებული თვალებით შეხვდა ორივეს.
- ჩემი ორი მუდმივი სტუმარი ერთად მოვიდა, თანაც ხელჩაკიდებული! როგორი ლამაზები ხართ! - უთხრა სანამ მიუახლოვდებოდა.
- გამარჯობა ნანიკო! როგორ ხარ? - ჰკითხა ლილიამ ფართო ღიმილით.
- კარგად შენ როგორა ხარ? რას დამივიწყე ქალბატონო?! - უსაყვედურა ქალმა და ძლიერ ჩაიკრა გულში, ჯერ ერთი, მერე მეორე, - შენ კი დადიხარ, მაგრამ შენც მოუკელი ჩემთან სიარულს! - უსაყვედურა დაჩისაც.
- რა ვქნა ნანიკო? არქიტექტორი კაცი ვარ, ხომ იცი? თანაც სხვა საქმეებიც მაქვს, - უთხრა ღიმილით დაჩიმ და მათ ჩაკიდებულ ხელებზე ანიშნა.
- მგონი ბევრი რამ გაქვთ მოსაყოლი! მიდით, დაჯექით თქვენს საყვარელ ადგილას და ჩაის და ნამცხვარს მოგიტანთ! - უთხრა და სამზარეულოში შევიდა.
- შენი საყვარელი ადგილი რომელია? - ჰკითხა ლილიამ.
- აი, იქ, - უთხრა და იქით გაიშვირა ხელი საითაც ლილია ჯდება ხოლმე.
- მართლა? ჩემიც! ანუ, რა გამოდის? შენ ხარ ის მუდმივი მომხმარებელი რომელზეც ნანიკო მიყვებოდა? - ჰკითხა სიცილით და იმ ადგილისკენ წავიდა.
- როგორც ჩანს!
ერთმანეთის პირისპირ ჩამოჯდნენ. ხელებს ერთმანეთს არ უშვებდნენ. თითქოს თუ ხელს გაუშვებდნენ რაღაცას დაკარგავდნენ, რაღაც ისეთს რისი დაკარგვაც არ უნდოდათ.
ნანიკომ მისი საფირმო ნამცხვარი მიუტანა ჩაისთან ერთად, რომლებიც ორივემ დიდი სიამოვნებით მიირთვა. ნანიკოს უამბეს რომ ერთმანეთს შეხვდნენ წლების წინ და ახლა შემთხვევით ისევ გადაიკვეთა მათი გზები.
ნანიკოსთან ერთად კიდევ უამრავ რამეზე ისაუბრეს და როდესაც დაემშვიდობნენ დაპირდნენ, რომ კიდევ მივიდოდნენ მის სანახავად.
- ჩემებს შენი გაცნობა უნდათ, - უთხრა დაჩიმ როცა მანქანაში ჩაჯდნენ.
- მათ ჩემზე უთხარი? - გაუკვირდა ლილიას.
- ჩემს დას ვუთხარი, მან კი ენა ვერ დაიმოკლა და მშობლებს უთხრა. მათ კი შენი გაცნობა უნდათ და მითხრეს, რომ ჩვენთან დაგპატიჟო.
- კარგი. როდის?
როცა დროზე შეთანხმდნენ დაჩიმ ლილია სახლში მიიყვანა და დამშვიდობების წინ აკოცა.
- ნახვამდის! - უთხრა ლოყებ აწითლებულმა გოგომ მანქანიდან გადასვლამდე.
- ნახვამდის, მადმუაზელ! - მიაძახა და მანქანა მას შემდეგ დაძრა რაც დაინახა როგორ აინთო ლილიას ოთახში სინათლე და ლილიამ როგორ გადმოიხედა ფანჯრიდან.
***
- ნერვიულობ? - ჰკითხა დაჩიმ.
- ძალიან.
- რატომ? - ისე იკითხა თითქოს გულწრფელად უკვირდა.
- "რატომ?" - გაიმეორა დაჩის კითხვა და მწვავე მზერით გახედა, - რომ არ მოვეწონო?
- მოეწონები! შენნაირი ლამაზი გოგო რატომ არ უნდა მოეწონოთ! რომც არ მოეწონო მე მომწონხარ და ესეც საკმარისია, არა? - ჰკითხა და ხელის ზურგზე აკოცა.
გოგოს ხმა აღარ ამოუღია. დაჩის სიტყვებმა თითქოს დაამშვიდა.
დაჩის სახლის წინ იდგნენ და ლილია ცდილობდა დამშვიდებულიყო. თმას ისწორებდა. შავი წელში გამოყვანილი მოკლე კაბა ტანს უმშვენებდა. ფეხზე შავი ქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. მხარზე ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული და ხელში სასაჩუქრე პარკი ეკავა.
- მაინც ვერ ვხვდები ეგ საჩუქარი რად გინდოდა, - უთხრა დაჩიმ და კარის სახელურისკენ წაიღო ხელი, მაგრამ ლილიამ გააჩერა.
- მოიცადე! აბა, როგორ გამოვიყურები? - ორი პატარა ნაბიჯი გადადგა უკან რათა ბიჭს კარგად შეეხედა.
- ულამაზესი ხარ, - უპასუხა და შუბლზე აკოცა, - შევიდეთ?
როცა ლილიასგან თანხმობა მიიღო კარის სახელური ჩამოწია და ხელჩაკიდებული მასთან ერთად სახლში შევიდა.
კარის გაღებისა და დაკეტვის ხმა რომ გაიგეს, ნაირა, ნინიკო და თამაზი მაშინვე შესასვლელში გაჩნდნენ.
- გაიცანით ეს ლილიაა, - ოჯახს წარუდგინა გოგო რომელიც გვერდს უმშვენებდა.
- გამარჯობა, - მიესალმა ლილია და თბილად გაუღიმა. თან ცდილობდა დაძაბულობა არ შეემჩნია.
ნაირამ პირველმა გადადგა ნაბიჯი გოგოსკენ.
- გამარჯობა ლილია, მე ნაირა ვარ, დაჩის დედა, - უთხრა ღიმილით და ხელი გაუწოდა.
- სასიამოვნოა, - უთხრა გოგომ და ხელი ჩამოართვა, - არ ვიცოდი რა გაგიხარდებოდათ, მაგრამ იმედია მოგეწონებათ, - უთხრა და საჩუქარი გადასცა.
- ვაიმე, რატომ შეწუხდი? არ იყო საჭირო! მადლობა დიდი, - ქალმა საჩუქარი გამოართვა, - შეიძლება ჩაგეხუტო? - უთხრა და ხელები გაშალა. ლილიას თანხმობის შემდეგ კი ძლიერ მოეხვია მას.
- დედა ჩვენც მიგვიშვი მასთან! - გაისმა ნაირას ზურგს უკან მდგომი ნინიკოს წუწუნი. ნაირა გოგოს მოშორდა და გზა ქალიშვილს დაუთმო.
- გამარჯობა, მე ნინიკო ვარ, დაჩის და! მიხარია, რომ ჩვენთან მოხვედი! - უთხრა ფართო ღიმილით და მანაც ხელი გაუწოდა.
- სასიამოვნოა. მადლობა რომ დამპატიჟეთ! - მანაც ღიმილით უპასუხა და მზერა მისკენ მიმავალი თამაზისკენ გადაიტანა.
- სალამი შვილო! მე თამაზი ვარ, დაჩის მამა. გაგვიხარდა, რომ მოხვედი, - მანაც ხელი ჩამოართვა.
ლილიამ მასაც თავაზიანი პასუხი გასცა.
- კარგით, რადგან ყველამ გაიცანით ახლა შიგნით შევიდეთ, - თქვა დაჩიმ რომელიც ამ ხნის მანძილზე ჩუმად იდგა კუთხეში, დამკვირვებელივით. ნაირამ ლილია მისაღებში შეიპატიჟა. ნინიკომ კი მის გვერდით დასვა დივანზე.
- ლილია, რამდენი წლის ხარ? - ჰკითხა დიალოგის დასაწყებად.
- 23-ის, შენ?
- მე ჯერ 17-ის.
- მეთორმეტე კლასში ხარ? - გულწრფელად გაიკვირვა ლილიამ, რადგან ნინიკოს ასაკთან შედარებით დიდი შეხედულება ჰქონდა.
- კი. აბიტურიენტი ვარ, - თქვა და ამ ორ სიტყვაში გადმოცა ის ტვირთი რაც აბიტურიენტობას ახლავს თან.
- რაზე აბარებ?
- სამედიცინო.
- დედ-მამის გზას მიჰყვება, - ჩაურთო დაჩიმ.
- ჩვენს ოჯახში დაჩის გარდა ყველამ სამედიცინოზე ისწავლა და ექიმი გახდა. ეს მურმანის ეკალია, - ანიშნა დაჩიზე, რაზეც ლილიას გაეცინა.
- აბა, რა მექნა? არ მქონდა და არ მაქვს კიდევ თორმეტი წელი სწავლის ნერვები, ამიტომ ავირჩიე არქიტექტურა, - თავი იმართლასავით ბიჭმა.
- ლილია, შენ რაზე სწავლობდი?
- ფსიქოლოგიაზე. მეოთხე კურსზე ვარ.
ნინიკომ კიდევ უამრავი კითხვა დაუსვა და ბევრიც იხალისეს სანამ ნაირამ არ მიიპატიჟა ლილია სუფრასთან. სამივე წამოდგა დივნიდან. დაჩიმ ლილიას სკამი გამოუწია და ანიშნა ჩემს გვერდით დაჯექიო. მასაც ეს არ უნდოდა? მის გვერდით მოკალათდა.
- ლილია, დედას ლობიანი გასინჯე, საოცრებაა! - გადაუჩურჩულა მის წინ მჯდომმა ნინიკომ.
ლილიამაც მისი რჩევა გაითვალისწინა და ლობიანი გასინჯა. სახეზე დაეტყო რამდენად გემრიელი იყო ლობიანი და რამდენად მოეწონა.
- აბა, როგორია? - ჰკითხა დაჩიმ რომელიც ლილიას აკვირდებოდა.
- ძალიან გემრიელია.
თითქოს მთელი ოჯახი ამ სიტყვებს ელოდნენ რათა ჭამა დაეწყოთო, მაშინვე სიცილით გადაიღო ზოგმა რა, ზოგმა რა. ნაირა და თამაზი თან რაღაცებს ეკითხებოდნენ ლილიას.
- სხვათა შორის, მე მაგ კლინიკაში დავდიოდი, - უთხრა ლილიამ როცა გაიგო, რომ თამაზსა და ნაირას საკუთარი კლინიკა აქვთ.
- მართლა? - გაუკვირდა დაჩის რადგან ამას პირველად ისმენდა.
- კი. წლების წინ. ჩემი ექიმი ქალბატონი ნანული იყო.
- ნანული ბებია! - წამოიყვირა ნინიკომ.
- ნანული დედაჩემია. ეგ კლინიკა მან და მამაჩემმა დააარსეს, მაგრამ ხუთი წლის წინ პენსიაზე გავიდნენ და მე და ჩემ მეუღლეს დაგვიტოვეს, - აუხსნა თამაზმა.
- ძალიან კარგი ქალი იყო. საყვარელი. მას შემდეგ არ შევხვედრივარ.
- კახეთშია მას შემდეგ რაც პენსიაზე გავიდნენ, - უთხრა ნაირამ.
- ლილია, კახეთში ხარ ნამყოფი? - ჰკითხა ნინიკომ.
- არა.
- ხოდა ერთხელ ჩვენთან ერთად აუცილებლად უნდა წამოხვიდე! დაჩი, ხომ წამოიყვან?
- რა თქმა უნდა! - უთხრა დაჩიმ რომელსაც ხელი ლილიას სკამის საზურგეზე ედო.
მათთან ერთად ლილიამ დრო ძალიან კარგად გაატარა. თავი ოდნავაც კი არ უგრძვნია ცუდად ან არაკომფორტულად. მოგვიანებით ნინიკომ მისი ოთახიც კი დაათვალიერებინა. ნინიკო მართლა ძალიან საყვარელი იყო, მხიარული და ფარფატა, ფერიასავით.
- ლილია ეს გამომართვი, მადლობა რომ მოხვედი! - უთხრა ნაირამ წასვლის წინ და პატარა სასაჩუქრე ყუთი გადასცა.
- არ იყო საჭირო, ქალბატონო ნაირა. რატომ შეწუხდით? - უხერხულობა იგრძნო ლილიამ როცა თავად იყო სტუმარი, მაგრამ მასპინძელი საჩუქარს აქეთ ატანდა.
- არ შევწუხებულვარ შვილო და ქალბატონი ნაირა აღარ დამიძახო, თორემ თავი სამსახურში მგონია! - უთხრა სიცილით, - თანაც, პირველად ხარ ჩემს ოჯახში და ხელცარიელს ხომ ვერ გაგიშვებ?
- პლიუს, პირველი გოგო ხარ ვინც ჩემმა ძმამ მოიყვანა! - უთხრა სიცილით ნინიკომ, - მიდი ნახე რა, მაინტერესებს როგორ მოგეწონება, თანაც მე ავარჩიე! - ანიშნა საჩუქარზე.
საჩუქრის გახსნაში დაჩი დაეხმარა. ყუთს თავი როგორც კი ახადა ყელსაბამი დაინახა რომელსაც პატარა უსასრულობის სიმბოლო ჰქონდა ჩამოკიდებული. ყელსაბამის დანახვაზე ლილიას გაეღიმა.
- ძალიან ლამაზია, - თქვა ღიმილიანი სახით და ხელით შეეხო, - უღრმესი მადლობა!
- გაგიკეთებ, - უთხრა დაჩიმ და ყელსაბამი გაუკეთა, - გიხდება, - უთხრა ღიმილით და ხელი ჩაჰკიდა. გოგომ გაუღიმა და ბიჭის ოჯახის წევრებს მიუბრუნდა.
- მადლობა საჩუქრისთვისაც და დღევანდელი საღამოსთვისაც!
- მადლობა შენ რომ მოხვედი და გაგვახარე! - უთხრა თამაზმა.
- კიდევ შემოგვიარე ხოლმე, - უთხრა ნინიკომ.
- კარგი, წავედით ჩვენ! - უთხრა დაჩიმ მათ.
ნინიკო ბოლოჯერ ჩაეხუტა ლილიას და შემდეგ ერთმანეთს დაემშვიდობნენ.
- ძალიან საყვარლები არიან, ყველანი! - უთხრა დაჩიმ როცა ლიფტიდან გამოვიდნენ.
- ხომ გითხარი რომ ტყუილად ნერვიულობდი? - ნიშნისმოგებით შეხედა.
- რა მექნა, რომ არ მოვწონებოდი?
- ხომ ხედავ მოეწონე. თან მგონი ჩემზე მეტად, - უთხრა და შუბლზე აკოცა.
მანქანაში სიცილ-კისკისით ჩაჯდნენ და ასე გაბრწყინებულები მივიდნენ ლილიას სახლამდე.
- ჰო, მართლა! - თქვა ლილიამ მანქანიდან გადასვლამდე, - გამაგებინე შენებს საჩუქრები როგორ მოეწონებათ თორე ამაღამ მაგაზე ფიქრში და ნერვიულობაში გავათენებ!
- კარგი, კარგი, მოგწერ, - უთხრა სიცილით, - მიდი, აირბინე, ცივა და არ გაცივდე!
ლილია ამჯერად თავად გადაიხარა დაჩისკენ და თავად აკოცა. შემდეგ ერთმანეთს დაემშვიდობნენ და გოგო კორპუსში ავიდა.
საწოლში რომ ჩაწვა დაჩისგან შეტყობინება მიიღო.
From დაჩი to ლილია.
"საჩუქრები ყველას მოეწონა, განსაკუთრებით მამას რომელმაც თქვა ამ სუნამოს წლებია ვეძებ და ვერსად ვერ ვნახეო :)"
From ლილია to დაჩი.
"მაშ, მშვენიერი თუ მოეწონათ."
From დაჩი to ლილია.
"დაიძინე, გვიანია."
From ლილია to დაჩი.
"შენ არ იძინებ?"
From დაჩი to ლილია.
"როგორ არა. ღამურა კი არ ვარ :)"
"ძილინებისა მადმუაზელ!"
From ლილია to დაჩი.
"ძილინებისა!"
***
ლილია და დაჩი დროს ერთად ატარებდნენ. ხელჩაკიდებულები დადიოდნენ, ერთმანეთს უღიმოდნენ და როცა ერთმანეთს ვერ ნახულობნენ გვიანობამდე მესიჯობდნენ.
ერთ დილას ლილია უნივერდიტეტში მიდიოდა როცა მის კორპუსთან დაჩის მანქანა დაინახა. გაეღიმა და მისკენ წავიდა. ბიჭი ზოგჯერ ასე იქცეოდა, კორპუსთან ელოდებოდა გაუფრთხილებლად.
- რომ მცოდნოდა მელოდი უფრო მალე ჩამოვიდოდი, - უთხრა ლილიამ როცა მანქანაში ჩაჯდა და აკოცა.
- იჩქარებდი და რამე დაგავიწყდებოდა, - უთხრა და ლოყაზე უჩქმიტა, - წავედით მადმუაზელ?
- დიახ! - თქვა და ღვედი გაიკეთა.
გზაში ნაზ მელოდიას უსმენდნენ. ორივეს მოსწონდა ეს ყველაფერი. მათ საკუთარი playlist-იც კი ჰქონდათ მგზავრობისთვის.
- ჩემი ბინის რემონტი დასრულდა. საღამოს წავიდეთ და ვნახოთ არ გინდა? - ჰკითხა ბიჭმა.
- კარგი. ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება! - უთხრა გახარებულმა.
რა იცოდა დაჩის გეგმაში ბინის რემონტის დათვალიერების გარდა სხვა რამეც რომ ჰქონდა.
უნივერსიტეტში რომ მივიდნენ ერთმანეთს წარმატებები უსურვეს და დროებით დაემშვიდობნენ.
***
- ლამაზია, - თქვა დაჩის ბინის სილამაზით აღფრთოვანებულმა გოგომ.
- პირველი ადამიანი ხარ ვინც აქაურობა დასრულებილი ნახა.
- რამხელა პატივია! - გაიცინა და ოთახებში სიარული დაიწყო.
დაჩი უხსნისა: "ეს სამზარეულოა", "ეს საძინებელი", "აქ ოფისი მექნება" და ა. შ.
- დამიჭირე! - უთხრა ლილიამ და გაიქცა.
დაჩიც გაეკიდა. სიცილ-კისკისით მოიარეს ოთახები და პატარა ბავშვებივით დაჭერობანას თამაშობდნენ.
დაჩიმ ლილია დაიჭირა, ხელში აიტაცა და დააბზრიალა. შემდეგ დასვა და ძლიერ აკოცა.
- იცი? ამ ექვსი წლის განმავლობაში რამდენჯერმე დაგინახე. ყოველ ჯერზე ახალი პიროვნება იყავი. ახლა რომ გიყურებ კი ვამაყობ შენით, ვამაყობ რადგან ამდენს გაუძელი და ამდენი გადაიტანე.
- შენ რომ არა ვერაფერს ვერ გადავიტანდი.
- შენთვის აქამდე არ მითქვამს ერთი რამ. არ მითქვამს თუ რამდენად მიყვარხარ. იმდენად მიყვარხარ რომ მზად ვარ შენს გამო ყველაფერი დავთმო რამდენად ძვირფასიც არ უნდა იყოს ჩემთვის, მთავარია შენ არ დაგკარგო, - ეს რომ თქვა ლილია ოდნავ დაიძაბა.
- დაჩი, საით მიგყავს საუბარი?
- მინდა მთელი ცხოვრება ერთად გავატაროთ, - ხელი ჯიბეში ჩაიყო და იქიდან პატარა ყუთი ამოაძვრინა. გოგოს ამ ყუთის დანახვისას სუნთქვა შეეკრა და გაფართოებული თვალებით ჯერ ყუთს შემდეგ კი დაჩის შეხედა რომელიც მისი თანდასწრებით ცალ მუხლს იატაკზე დებდა. მან დაიჩოქა, - ამისთვის კი უნდა გკითხო, გამომყვები ცოლად? - ჰკითხა და ყუთი გახსნა, საიდანაც სინათლეზე თვალისმომჭრელად გაიელვა ბრილიანტის ბეჭედმა.
ლილია ოდნავ აკანკალდა. სიტყვის თქმა არ შეეძლო, მისი გონება რამდენიმე წუთით გაიყინა და მხოლოდ თავის დაქნება მოახერხა. შემდეგ კი ძლივს ამოღერღა:
- კი, კი.
დაჩი ფეხზე წამოდგა და ძლიერ ჩაიკრა გულში საყვარელი ქალი. ძლიერ აკოცა და შემდეგ ბეჭედი გაუკეთა.
- დღეიდან ჩემი ცოლი ხარ, - უთხრა და კვლავ აკოცა.
ლილიას კი უბრალოდ გაეცინა და ბეჭედს დააცქერდა. ვერ იაზრებდა რაც ახლახან მოხდა.
- მოგწონს? - ჰკითხა დაჩიმ.
- კი, ძალიან! მადლობა! - უთხრა და ჩაეხუტა.
ამ დროს დაჩის ტელეფონი აზუზუნდა. ნინიკო იყო.
- რა ქენი? დაგთანხმდა? მული გავხდი? - შეჰყვირა ძმას კითხვები როგორც კი მან ზარს უპასუხა. მისი ხმა ლილიამაც გაიგო და მასაც და დაჩისაც გაეცინათ.
- კი, ნინიკო. ხელს რომ მოვაწერთ მერე ოფიციალურად მული იქნები! - უთხრა სიცილით დაჩიმ და ტელეფონს მიღმა ნინიკოს კივილი გაისმა კიდევ ერთხელ.
- თანახმაა! დედა, მამა, ლილია დათანხმდა დაჩის! ღმერთო ჩემო! - შემდეგ კარის მიხურვის ხმა გაისმა და ნინიკოს ხმა ახლა შორიდანღა ისმოდა. როგორც ჩანს ტელეფონის ოთახიდან გატანა დაავიწყდა. დაჩიმ სიცილით გათიშა ყურმილი და თვალებგაბრწყინებულ ლილიას შეხედა.
- მიყვარხარ, ცამდე და მის იქით!
- მეც მიყვარხარ, ცამდე და მის იქით!
იქ, სადაც ტკივილი მთავრდება ხელახლა იბადება იმედი. მაშინ როდესაც ლილიას აღარაფრის და აღარავის იმედი აღარ ჰქონდა გამოჩნდა ბიჭი, რომელმაც იგი გადაარჩინა. მან მას დაუბრუნა სიცოცხლის ხალისი, იმედი, აპოვნინა დაკარგული ფრთები და ფრენა ხელახლა ასწავლა. მასთან ერთმა რამდენიმე წუთიანმა შეხვედრამ ყველაფერი შეცვალა. და ბოლოს, სიყვარული ნაწიბურებზე ძლიერი აღმოჩნდა.

The end. 🌟




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent