შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოლო გაღიმება (თავი 2)


14-04-2015, 18:18
ავტორი AnnMadridista
ნანახია 1 978

***
-ან ხუთ წუთში შენთან ვართ და ყავა გავიკეთე რა..
-კაი კაი გელოდებით მალე.
მართლაც ხუთ წუთში კარებზე ზარის ხმა გაისმა.
-რას შვები გოგოო, სად დაიკარგე მთელი კვირა? საყვედურებით დაიწყო შეხვედრა ელემ.
-გამარჯობა ელენე. თითქოს კითხვა ვერ გაიგო ანამ და მეგობრებს გულთბილად გაუღიმა. რას დგახართ კარში შემოდით.
- გამარჯობა ლალი დეიდა როგორ ბრძანდებით? მიესალმნენ გოგონები ანას დედას.
- ოხ დაქალები მესტუმრნენ თქვა ლალიმ და გოგონები სათითაოდ გადაკოცნა. რავიცი როგორ ვიქნები თქვენი მეგობრის ხელში, გარეთ გამოსვლა მაგას არ უნდა, ჭკუიდან გადამიყვანს ალბათ.
-მოუვლითმაგას ჩვენ არ ინერვიულოთ, თქვა ელემ და მეგობარს ალმაცერად გახედა.
-კარგით ბავშვებო რადგან მოხვედით მე მაღაზიაში ჩავალ რაღაცეები მაქვს საყიდი, არ მოიწყინოთ... ლალიმ ჟაკეტი შემოიცვა და კარსი გავიდა.
-აბა როგორ ხართ გოგოეებო? დალიეთ ყავა ტყუილად ხომ არ გავაკეთე.
-ჩვენ რა გვიჭირს, მაგრამ ჩენ ახალი ამბავი იცი?
-რა ამბავი? ინტერესით შეხედა ანამ მეგობარს.
-ჯობია გითხრა მაინც გაიგებ.. ძმები „მაკედონელები“ დაბრუნდნენ, გუშინ ალექსი ვნახე თანსაცმლის მაღაზიაში, როგორ გაზრდილაა და გასიმპატიურებულაა, ფილიპეც ჩამოვიდა აქ აპირებენ ცხოვრებას. მონოლოგი დაამთავრა მაგდამ და მეგობაარს შეხედა.
-ხო მაგრამ ეგ მე უკვე აღარ მეხება. თქვა ანამ და მეგობრებისკენ ზურგით შებრუნდა.
- რავიცი მე მაინც გითხარი.
-აუ გოგოებო თუ კიდე ნახავთ ჩემს ავადმყოფობაზე არაფერი უთხრათ რა, არ მინდა რომელიმეს და მითუმეტეს ფილიპეს ვეცოდებოდე, ხომ გესმით არა?
-კარგი ან როგორც გადაწყვეთ, ისე გინდა რომ ნახო? გამომცდელი თვალებით მიაშტერდა ელენა მეგობარს.
-არვიცი არ მინდა მაზე ფიქრი.
„ძმები მაკედონელები“ , ასე გოგონების პარალელურ კლასელებს ეძახდნენ რომლებსაც ფილიპე და ალექსანდრე ერქვათ. მათთანაც გამორჩეული მეგობრომა აკავშირებდათ ბავშვებს, თუმცა ანას და ფილიპეს ურთიერთბა არ იყო მხოლოდ უბრალო მეგობრობა. ყველა ხვდებოდა რომ მათ ერთმანეთთან სულ სხვა გრძნობა აკავშირებდათ. მესამე კლასში მათ ერთმანეთს ხელი ჩაკიდეს და წლების განმავლობაში და ერთმანეთს დაპირდნენ რომ მუდამ ასე იქნებოდა მაგრამ... ზემოთ ავღნიშნე რომ ცხოვრება ბედნიერებას დიდხან არავის დააცდის, მათ შორის არც პარატა შეყვარებულ წყვლს , რომლებსაც გულით სჯეროდათ რომ მუდამ ასე ერთად იქნებოდნენ. მეთერთმეტე კლასში იყვნენ ბავშვები როდესაც ფილიპეს მამა ავტო კატასტროფაში დაიღუპა... ეს მძიმე დარტყმა აღმოჩნდა ბიჭისთვის რომელსაც სწორედ ამ ასაკში სჭირდება მამა ყველაზე მეტდად. ოჯახს მატერიალურად ძალიან გაუჭირდა ამიტომ გადაწყვიტეს გერმანიაში გადასულიყვნენ საცხოვრებლად. იქ ბავშვების ბიძა ცხოვრობდა რომელიც ბიჭებს კარგ სკოლას, ხოლო მათ დედას გარანტირებულ სამსახურს დაახვედრებდა. ფილიპეს ძალიან უჭირდა წასვლა, არ უბდოდა საყვარელი ქალაქის და ადამიანების დატოვება, განსაკუთრებით ანასთან განშორება უჭირდაა, ის ხომ ორ უძვირფასესს ადამიან აქ საქართველოში სტოვებდა; დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად გადაწყდა რომ ჰამბურგში ყველანი ერთად მიემგზავრებოდნენ, ფილიპემ, თუმცა კი ამის გაკეთება ძალიან უჭირდა მაგარმ გადაწყვიტა ნაასთან დაუმშვიდობებლად წასულიყო, რადგან იცოდა რომ ეს ორივესთვის ძალიან მძიმე გადასატანი იქნებოდა. ბიჭი კარგად ხვდებოდა რომ ანას გულს ძალიან დაწყვეტდა და შეიძლება მას მისი ეს საქციელი ვერასდროს ეპატიებია მაგრამ მაშინ მიჩნდა რომ სწორ გადაწყვეტილებას იღებდა და გოგონა დროთა განმავლობაში გაუგებდა.
ღამის თორმეტი საათი იყო როდესაც ახალგაზრდა ბიჭმა ხუთი სართულის კიბეები ჩქარ ჩქარა აირბინა და თეთრ კარებზე ზარი დარეკა.
-ფილიპე? აქ რას აკეთებ ამ დროს? გაკვირვება ვერ დამალა მაგდას დედამ.
-ნანა დეიდა პეპიტოს გამოახედე რა საქმე მაქვს.
-სძინაავს შვილო გავაღვიძო?
-კი რა თუ არ შეწუხდებით, მართლა ერიოზული საქმე მაქვს, ქოშინით ლაპარაკობდა ბიჭი.
-კარგი შემოდი დაელოდე, მიუგო ნანამ და ფილიპეს სახლში შეუძღვა.
დაახლოვებით ხუთი წუთის შემდეგ მისაღებ ოთახშიი ვარდისფერ ხალათში გახვეული გოგონა გამოჩნდა, რომელით თვალების სრესით უახლოვდებოდა სტუმარს.
-რა ხდებაა ფილიპე? ხომ მშვიდობაა? ერთბაშად დააყარა კითხვები გოგონამ და დივანზე ჩამოჯდა.
-მივდივარ მაგდა. ფრენა ღამის სამ საათზეა.
-რაა? თვალები ცრემლებით აევსო მაგდას.
-ხოო მიჭირს მაგრამ რა ვქნა.
-რატომ არ გვითხარი? გაგაცილებდით მაინც.
-აი სწორედ ამ ტემაზე სალაპარაკოდ მოვედი. არ შემიძლია მაგდაა! ანას ვერ დავემშვიდობები, შენ და ელემ ხომ მაინც იცით როგორ მიყვარს, წასვლის წინ თვალებში ვერ ჩავხედავ, მამაჩემის მერე ამხელა ტკივლის ვერ გადავიტან, ვიცი ის გაბრაზდება მაგრამ შენ მაინც გამიგე რა. მირჩევნია ასე ჩუმად წავიდე და მთელი ცხოვრება ჩემზე ბრაზობდეს ვიდრე დავემშვიდობო და მისი ცრემლები წავიყოლო.
მაგდა ბიჭის ამ მონოლოგს ყურადღებით უსმენდა და გული ტკიოდა.. უნდოდა იმ წამს მეგობარს მოხვეოდა და გულიანად ეტირა მაგრამ თავს ამის უფლებას ვერაფროთ მისცემდა. საშინლად ენანებოდა ორივე ცალ-ცალკე სატანჯად და მისი ნება რომ ყოფილიყო ყველაფერს გააკეთებდა რომ ისინი ერთმანეთს არ დაშორებოდნენ, ,აგრამ სამწუხაროდ რამის გაკეტება შეუძლებელი იყო.
-მესმის შენი.! მძიმე ფიქრებიდან ძლივს გამოერკვა მაგდა.
-შენი დახმარება მჭირდება პეპ, ანასთვის წერილი მაქვს და ჩემი წასვლის შემდეგ გადაეცი რა, ხომ შემისრულებ ამ თხოვნას?
-არ გცხვნია ფილიპე? ნაძალადევი ღიმილით მიუგო გოგონამ.
-კარგი მაშინ მე წავედი მაგვიანდება, ელენეს ბოდიში მოუხადე და ჩემს მაგივრად მაგრად ჩაეხუტე, ანაას კიი... ეს წერილიც ეყოფა. თქვა ბიჭა, გოგონას წერილი გადასცა და ისე მაგრად ჩაეხუტა რომ მაგდამ წამით თავისი ძვლების ხმაც კი იგრძნო.
-ვიტირებ ახლა!
-არც გაბედო და შენი ცრემლი არ დამანახო...
ამ დიალოგიდან ერთი კვირის შემდეგ მაგდამ მეგობარს წერილი გადასცა, სადაც ფილიპე ანას უხსნიდა თუ რატომ წავიდა დაუმშვიდობებლად. იდიოტი, კრეტინი, მძულს... ბოლო ხმაზე ყვიროდა გოგონა და თან ცხარე ცრემლებს იმშრალებდა თვალებზე, ელე და მაგდაც რა თქმა უნდა ყველანაირად ცდილობდნენ მის დამშვიდებას მაგგრამ ყველანაირი მცდელობა უშედეგო იყო. გოგონას დეპრესიამ რამდენიმე თვეს გასტანა, შემდეგ კი უბრალოდ გადაწყვიტა დაევიწყებინდა თავისი პირველი სიყვარული. თავიდანვე იცოდა რომ ეს ადვილი საქმე არ იქნებოდა მაგრამ თავს უფლებას ვერ მისცემდა მასზე ეფიქრა; დროთა განმავლობაში თითქოს ეს გამოუვიდა კიდეც, უფრო გახალისდა, ცხოვრბის ნორმალურ ტემპს დაუბრუნდა; ორი ადამიანის გარდა ყველამ დაიჯერა გოგონას ის აღარ უყვარდა.
***
-ზღვა გიყვარს?
-კი!
-მთა?
-მთა უფრო.
-დიდები რომ გავიზრდებით სულ ყველა მთა და ზღვა მოვიაროთ ერთად.
-სულ ყველა?
-ხო სულ ყველა.
-მარტო ჩვენ?
-არ გინდა ჩემთან ერთად წამოსვლა?
-კი მინდა.
-კიდე რა გიყვარს ყველაზე მეტად?
-შემოდგომა... და შენ.
-მე მხოლოდ შენ! ყოველ შემოდგომას შენს გვერდით ვიქნები.
-მარტო შემოდგომას?
-არა სულელო სულლ... სულ.. სულლ...

პ.ს მოგესალმებით ბავშვებო :** მე ანი ვარრ... ჩემგან დიდი მწერალი არ დადგება მაგრამ მინდოდა რომ ეს ისტორია შეძლებისდაგავარად თვენთვის მომეყოლა .. იმედია ვინმე მაინც კითხულობს და სულ ტყუილად არ მიწევს წვალება. (წინა თავის ნახვების და კომენტარების მიხედვით ამაშე ეჭვიმეპარება) მიყვარხართ ..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent