მე მერიენი ვარ! თავი I
ერთხელ, როდესაც ისტორიის გაკვეთილიდან სახლში ვბრუნდებოდი მეტროთი, ჩემს გვერდით სკამზე დავინახე დაყრილი ფურცლები. შეიძლება ყურადღებაც კი არ მიმექცია, რომ არა ფოტოსურათი, რომელიც ფურცლებს შორის მოჩანდა. ვეღარ გადამეწყვიტა რა მექნა, რადგან ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ყოფილიყო მისი პატრონი, მაგრამ როცა ირგვლივ მიმოვიხედე მივხვდი, რომ ის არცერთ მათაგნს არ ეკუთვნოდა. სანამ ფოტოს ვნახავდი თვალები წარწერებისკენ "გამექცა". აი, რა ეწერა ფურცელზე: " როგორი იქნებოდა სამყარო მე, რომ დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი დაქვეითებული მქონოდა? არ ვიცი, ალბათ გაცილებით უინტერესო ან პირიქით, ძალზედ საინტერესო. მაგრამ ფაქტია, რომ სიარული შემიძლია. ვგიჟდები ექსპერიმენტებზე, ხოდა ეს იქნება ჩემი "გიჟური" ცხოვრების ახალი გამოწვევა. რატომ ჩავსვი "გიჟური" ბრჭა....ბში? მიზეზი მარტივია. ის არც თუ ისე განსხვავებული და აქტიურია, როგორც ეს სიტყვა გამოხატავს. მე არავის არ ვგავარ. ეს სრულიად თამამად შემიძლია ვთქვა. რატომ? თუნდაც იმიტომ, რომ მე მერიენი ვარ! ჩემი პირველი "გიჟური" ნაბიჯი სკოლაში შესვლა იყო, მაგრამ ის ძალიან მალე გამოვასწორე. ძალიან კარგია, როდესაც შეცდომებს უშვებ და შემდეგ მათით სწავლობ ცხოვრებას. თქვენ გაგიკივრდებათ, თუ როგორ შეიძლება გამოსაწოროს ექვსი წლის ბავშვმა ეს შეცდომა, მაშინ როდესაც სკოლაში შესვლა სულაც არაა შეცდომა. მაგრამ მალე გამიცნობთ და მიხვდებით, რომ მერიენისთვის ყველაფერია შესაძლებელი, მაგრამ მერიენი ღმერთი არ არის ის ადამიანია, შესაბამისად მასაც ისევე უძგერს გული, როგორც ყველას. მაგრამ ამ ძგერის მოტივი მისთვის სულ სხვაა. ერთხელ გადავწყვიტე წელამდე თმა ნულზე გადამეპარსა. დავინახე ქუჩაში, როგორ მიდიოდა ბავშვი, რომელსაც თმა არ ჰქონდა. როცა მიზეზი გავიგე მომინდა მისთვის სოლიდარობა გამომეცხადებინა, მიუხედავად იმისა, რომ ის ბავშვი იმ დღის შემდეგ საერთოდ არც კი მინახავს. ბევრჯერ ვმჯდარვარ "მათხოვრებთან"(როგოც თქვენ ეძახით მათ) ერთად და რაც ფული შემიგროვებია მათთვის მიმიცია. ხან რა ვიყავი და ხან რა. მეცვა "all star"-ები და ვიყავი "nightwish"-ზე უზომოდ შეყვარებული ბავშვი. ისეთი კიარა თავს როკის მოყვარულებად, რომ აცხადებენ და ელემენტარული საყვარელი ჯგუფის ჩამოყალიბების ისტორიაც კი არ იციან. ამ ჯგუფის ისტორია ტაბულასავით მქონდა დაზეპირებული. დედაჩემმა ანასტასია დამარქვა, თუმცა მგონი ამ სახელის გარდა ყველა სახელს ვატარებდი. მერქვა აგატა, პოლო, სისი და ა.შ. ეს ბოლო გაჩერებაა. მომწონს მერიენი. სულ სხვანაირად ჟღერს. ვაღიარებ, დედისერთა ნაგლი და დამპალი, ამასთან ეგოისტი ბავშვი ვარ, რომელიც რასაც უნდა მხოლოდ იმას აკეთებს, მაგრამ არამგონია მეორედ დავიბადო ჩემი სურვილების ასახდენად. მაქსიმალურად ვიყენებ ცხოვრებას. ახლა კი გადავწყვიტე არც მეტი და არც ნაკლები ფეხები მოვიკვეთო. გიკივირთ?! ცოტათი მეც ... მაინტერესებს როგორია ცხოვრება ეტლიდან. ჩემი მიზანი არ არის ამ წერილით თავი შეგაყვაროთ. პირიქით, მე მინდა დაგანახოთ თუ სადამდე მიხვალთ, როდესაც მხოლოდ საკუთარ გულის ხმას მოუსმენთ და მხოლოდ საკუთარი აზით იმოქმედებთ. არ გეგონოთ, რომ რამეს ვნანობ ან კიდე რამეზე გული მწყდება. არა პირიქით! რომ შემეძლოს თავიდან დაწყება უარესებს გავაკეთებდი. მოკლედ, ისე რომ ოჯახისთვის არაფერი არ მითქვამს წავედი კლინიკაში. ექიმებს ყბა ჩამოუვარდათ, როდესაც ჩემი გადაწყვეტილება მოისმინეს. თავიდან უარზეც კი იყვნენ, მაგრამ მერიენი რის მერიენია თუ თავისას არ გაიტანს?! დამუქრება ისეთი ვიცი, რომ ეშმაკსაც კი შევაცვლევინებ თავის ზრახვებს. მასზე ერთი დღით ადრე დაბადებული ვარ. ამიტომ იქედან ზუსტად ერთ კვირაში პალატაში ვიწექი და ველოდებოდი, როდის დაიწყებოდა ოპერაცია. რა მემღერებოდა აზზე არ ვარ, მაგრამ ვღიღინებდი და უცებ დედა შემოვიდა. საწოლზე ჩამოჯდა და იატაკს დააშტერდა. -დეე, შემომხედე- ვთხოვე და დიდი, შავი თვალები მივანათე. -არ ვიცი რაში დაგჭირდა ეს ყველაფერი. რისთვის იბრძვი მაგის გაგებაც კ მიჭირს. თავიდან ყველაფერს ვაბრალებდი იმას, რომ მარტო იყავი და მეგონა დროსთან ერთად შენი "სულელური" გამოვლინებები გაქრებოდა. მაგრამ შევცდი. მერე ვიფიქრე სურს თავისი თავისუფლება დაამტკიცოს-თქო, მაგრამ იმას რასაც შენ აკეთებ ხოლმე ეგ თავისუფლება კიარა მაზოხიზმია. მერიენ, ერთხელ მაინც დაფიქრებულხარ რა უნდა გამოხვიდე? -ცისარტყელა, დეე- მეგონა გაცოფდებოდა, მაგრამ შევცდი -და მაგისთვის ინვალიდობაა საჭირო? -ცაზე მინდა დავწვე და ამისთვის ფეხები საერთოდ არ მჭირდება. -და ცამდე რითი აპირებ ასვლას ძალიან მაინტერესებს. -მე ცაში ვარ უკვე... მეტიც კოსმოს ვცდები. -გიჟი ხარ და მეტი არაფერი. -მეტი არაფერი? -მაქსიმუმ "mcdonalds"-ის ჰამბურგერი. -აი, მაგიტომ მიყვარხარ.-გავუღიმე და ჩავეხუტე. ამის შემდეგ, მხოლოდ ის მახსოვს თუ როგორ გავყავდი ექიმებს პალატიდან. მეუბნებოდნენ ათამდე დამეთვალა და დამეძინებოდა. მე კიდე ექიმს ვეღადავებოდი. -აბა, ენა გადმოაგდე -მერიენ! -მიდი რაა, ერთხელ, გთხოვ! ექიმი ენას აგდებს. -არა რაა, აინშტაინი განუმეორებელი იყო ამ საქმეში. რომ არ დავეძინებინე, ალბათ ოპერაციის ჩატარებას ვერც კი იგრძნობდნენ. მაგრამ დამაძინეს... იცით, როგორი შეგრძნებაა აი, რაზეც გულით ოცნებობ სწორედ ის გიდგებათ თვალწინ. მე ცისარტყელა გადმომეჭიმა, არადა დედასთვის ის გულწრფელად არ მითქვამს. ერთი ორჯერ ჟირაფიც დავინახე... თავი "skittles"-ის რეკლამაში მეგონა... ________________________ მინდა რო მერიენისეული გაგრძელება ჰქონდეს და ღირს საერთოდ გაგრძელება? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.