თავხედებო, მოგესაჯათ ერთად ყოფნა! 3
აქ უკვე ისე ვიყავით "მუღამში" შესულები რომ ნერვიულობის ნაპერწკალიც აღარსად ჩანდა. სწრაფად გადავნაწილდით, გოგა, მათე და მარიამი სხვადასხვა კაბინეტებისკენ წავიდნენ, მე კი ისეთი ადგილი შევარჩიე, რომ სამივესთ ადვილად მიმეწვდინა ხმა. ტელეფონი არ რეკავდა, ეს კარგის ნიშანი იყო, ჯგუფი სწრაფან მოქმედებდა, მალე ვიგრძენი რომ სკოლის კედლები ნელნელა ცეცხლში ეხვეოდა. პირველად, კიბეებზე გოგა გამოჩნდა -ხო არ დაურეკავთ? -არა, სიმშვიდეა- ვუპასუხე, უკნიდან მარიამის ხმაც ჩაგვერდთო -აბა რას ვშვრებით? წავედით? -ხო აი მათეც მოდის..-ვუთხარი და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი გასასვლელი დერეფნისკენ, იქ გაჩერება უკვე შეუძლებელი ხდებოდა, დაცხა და კვამლი მოედო ყველაფერს-აუ მოიცა, მოიცა, მერე რა თუ ვერსად ვერ გამოვაჩენ :დ ჩემთვის დავიტოვებ სამახსოვროდ :დ -ვთქვი და ტელეფონი მოვიმარჯვე, როცა შევამჩნიე რომ გაკვირვებული სახეებით მიყურებდნენ, დავამატე-ერთი სელფი რაა .მეგონა რამეს მესროდნენ თავში, მაგრამ აბა სელფიო და ყველა კადრში გაჩნდა. რა ცუდები ვიყავით, მაგრამ რა მშვენიერი ფოტოები გამოვიდა. ალბათ კიდევ დიდხანს გავაგრძელებდით რომ არა ტელეფონის ზარი. ლაშა იყო, სასწრაფო ვუპასუხე -ხო ლაშა, რა ხდება? -გოგო დროზე გამოდით, ბიჭებმა დარეკეს, ძაღლობა აქეთ მოდის -რაა? ჯანდაბა! ახლოს არიან? მოვდივართ -მალე მოვლენ, დროზე! ახსნა-განმარტება არავის სჭირდებოდა, ყველა მიხვდა რაც ხდებოდა და სასწრაფოდ, გასასვლელისკენ გავიქეცით. დიდი მანძილი არ იყო მაგრამ ნერვიულობისგან მეგონა მთელი ერთი საათი მოვრბოდით. გარეთ გავვარდით, ლაშა და გიგა უკვე გასაქცევათ იყვნენ მზად. -ჩქარა, ჩქარა-დაბალი ხმით მოგვაძახეს და კედელზე აცოცება დაიწყეს. ჩვენც უკან მივყევით. გადავძვერით, პატარა მანძილი გავირბინეთ და ბნელ ქუჩაში აღმოვჩნდით, იქ სადაც ლანა და ელენე გაუჩინარდნენ. პოლიციის სირენები ხმა წამოგვეწია, შეშისგან მაჟრჟოლებდა, ნაცნობ სადარბაზოში შევვარდით, იქ სიჩქარეს მოვუკელით და კიბეებს ჩუმად ავუყევით. მთელი ამ დროის განმავლობაში ციმციმებდნენ ტელეფონები მაგრამ პასუხის გასაცემი დრო მხოლოდ მაშინ გამოჩნდა როდესაც სახურავზე ავაღწიეთ. ლაშა და გიგა მზვერავებს ატყობინებდნენ, რომ სახლში წასვლის დრო იყო. ამასობაში ჩვენ შავი ტანსაცმელები მოვიშორეთ და ელენეს გადავაბარეთ, მათი მოშორება მას ევალებოდა. ამის შემდეგ, სასწრაფოდ დავტოვეთ სახურავი და გრძელი, საიმედო გზებით სახლებისკენ წავედით. სახლში სიმშვიდე იყო, კიდევ კარგი, ვერავინ შენიშნა ჩემი არყოფნა. ცარიელი ზურგჩანთა სავარძლის ქვეშ შევაგდე, ტელეფონი გავთიშე და მე საწოლში შევძვერი, ემოციების ბუმი ტრიალებდა ჩემს თავში, ფილმის კადრივით მიტრიალებდა თვალებში ცოტახნის წინ ჩადენილი საქციელი. მეგონა დაძინებას ისევ ვერ შევძლებდი მაგრამ დაღლილობამ მძლია, ფიზიკურად და ემოციურად დაქანცული ვიყავი. ფერადი კადრები ნელნელა გაუფერულდა და ბოლოს ნისლში გაუჩინარდა. მეორე დღეს ისეთი შეგრძნებით გავიღვიძე, თითქოს ყველამ ყველაფერი იცოდა. ძალა მოვიკრიბე და ჩვეულებრივად დავიწყე მომზადება, სკოლაში ვიყავი წასასვლელი, მე ხომ იმ დღეს გამოცდა მქონდა. თავში ისევ იგივე კადრები მიტრიალებდა. საერთოდ ვერ ვაზროვნებდი, ამას მაშინ მივხვდი როცა დედას ძახილმა გამომაფხიზლა -თეკლა სად დაფრინავ? მერამდენედ გეძახი უკვე -ჰა? ხო, აქ ვარ-დავიბენი -კარგია საყვარელო, ახლა იქნებ მორჩე ცარიელი თეფშიდან ჭამას და სკოლისთვის მომზადება გააგრძელო? -ხო, ხო-საფეთქლები მოვისრისე და წამოვდექი -მშვენიერი შემართებაა, ასე შედი გამოცდაზე და უეჭველად ჩააბულბულებ-მითხრა და ტელევიზორისკენ წავიდა ამ კომენტარისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ჩემს ოთახში გავედი და ტელეფონის ძებნა დავიწყე, ამ დროს დედის კივილი შემომესმა -თეკლაა! ჩქარა მოდი აქ. აქ მგონი იმფაქტი გადავიტანე. ფეხების კანკალით წავედი დედასკენ, რა ვიცი რას ველოდი მაგრამ, კარგს არაფერს. -ამას შეხედე!-ტელევიზორისკენ მიმითითა ჟურნალისტი სკოლის დაწვის შესახებ გადმოგვცემდა. " ხანძრის გაჩენის მიზეზებს გამოძიება დაადგენს". ეს მოსალოდნელი იყო. სარკესთან წინასწარ დამუღამებული გაოცებული და შეძრწუნებული სახე მივიღე და დედას შევხედე -როგორ გაჩნდა ცეცხლი ნეტა?-დედა გაოცებული იყო იქ გაჩერება აღარ შემეძლო, მხრები ავიჩეჩე და ოთახში დავბრუნდი. ტელეფონს ვეცი, ჩავრთე, ლილეს გამოტოვებული ზარი დამხვდა, გადავურეკე -გოგო რას შვრები? -ვაიმეე თეკლა ეხლა შენც ის გრძნობა გაქ, ყველამ ყველაფერი რო იცის? -ხო ეს საშინელი გრძნობა -ვერ აღგიწერ ჩემი მშობლების რეაქციას, ტელევიზორი რო ჩავრთე-დედას ნაბიჯების ხმა მომესმა -ხოო, ჩვენც ეხლა ვნახეთ, საშინელებაა... კაი გოგო წავედი ეხლა -კაი მიდი, დაგირეკავ მერე -ოკ.. -ვინ იყო?-დედა უკვე ოთახში იყო -ლილე -რაო მერე? -რავიი, ჩვენც ეხლა ვნახეთო -საშინელებაა, რა იქნება ეხლა.. ის დღე წყნარად გავიდა, მაგრამ ფარული მოუსვენრობა არ მშორდებოდა, დამრიგებელმაც დამირეკა, გამაფრთხილა მომხდარის შესახებ და მითხრა, რომ გამოცდები ჯერჯერობით ვერ ჩატარდებოდა. ჩვენც ხომ ეს გვინდოდა მაგრამ სანამ ამ საქმეში პოლიცია ტრიალებდა, სიხარული ნაადრევად მიმაჩნდა, თუმცა სოციალურ ქსელებში კლასელები ერთმანეთს მაინც ვულოცავდით ოპერაციის წარმატებით დასრულებას, შეფარული ტექსტებით. მართალი არმოვჩნდი. ის დღე არაფერი და ხანძრიდან მესამე დღეს ჯერ კარზე დააკაკუნეს, მერე უცნაური ხმაური მომესმა, ცოტახანში კი ჩემს ოთახში ორი ფოლიციის თანამშრომელი შემოვიდა ტექსტით "თქვენ დაპატიმრებული ხართ" მეგონა მოვკვდებო, ეს სიტყვები რამდენჯერ გამივლია გონებაში მაგრამ იმ წამს მივხვდი რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ რეალურადაც მომიწევდა მათი მოსმენა. -რისთვიის?-ამოვიგმინე, მაგრამ მე ხომ ეს კარგად ვიცოდი, თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხარო, ერთ-ერთმა მითხრა -აბა რა გეგონა, სკოლის დაწვისთვის ტაშს დაგიკრავდნენ?-რა ჯანდაბაა, ფილმებში სხვანაირად, არის ხოლმე, აქ წესით მიზეზი უნდა ეთქვათ და ჩემი უფლებების შესახებ მოეწოდებინათ ინფორმაცია. ხელები ბორკილებში გამიბლანდეს და განყოფილებაში გამაქანეს. თვალებიდან არ ამომდიოდა ჩემი მშობლების სახეები, ერთდროულად მრისხანებას, იმედგაცრუებას და ტკივილს გამოხატავდნენ მათი თვალები. ალბათ არასდროს მაპატიებდნენ. განყოფილებაში მთელი შემადგენლობით აღმოვჩნდით. ლელე თვალცრემლიანი შემომყურებდა. უმეტესობა ფიქრებში იყო წასული და ნაღვლიანი მისჩერებოდა ერთ წერტილს. ზოგს სინანული ეტყობოდა სახეზე. ალექსი პოლიციელებს ეკამათებოდა, რომ დარეკვის უფლება ჰქონდა, მაგრამ არავინ უსმენდა. ამ ყველაფრის შემყურეს ყელში ბურთი მეჩხირებოდა, ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. ვაცნობიერებდი, რომ ყველაფერი დამთავრდა. რამდენჯერ მქონდა წარმოდგენილი ეს პროცესი მაგრამ რეალურად წარმოუდგენლად საშინელი და რთული ყოფილა. ვხვდებოდი შემდეგ რა მოხდებოდა: დაკითხვები, სასამართლო, კოლონია... მაგრამ რაც მოხდა, დარწმუნებული ვარ არც ერთ ჩცენგანს არ წარმოედგინა არასდროს. არავითარი ზემოთ ჩამოთვლილი პროცესი არ ყოფილა, უბრალოდ შეგვიყვანეს დიდ დარბაზში და მარტო დაგვტოვეს -რას გვიკეთბენ ტოო-გაურკვევლად ამოილაპარაკა გოგამ -რავიი, სად გავიჩითეთ? რა ხდება საერთოდ-მათე გამოეხმაურა გოგას კომენტარს. -მაგარი დაგვერხა!-დაასკვნა ალექსიმ და დაბლა დაეშვა აზრზე მოსვლა არც გვაცალეს, კარი გაიღო და ერთი 50-55 წლის კაცი შემოვიდა დაცვის თანხლებით. საშინლად მკაცრი გარეგნობა ჰქონდა, სავარაუდოდ ხასიათის შესაფერისი. დადებითი თვისება რომელიც მაშინვე შევამჩნიეთ ის იყო, რომ აშკარად არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი, მოკლედ მოგვახსენა: -თქვე თავხედო, პარაზიტებო, არ ვაპირებ ახსნა-განმარტებების მოცემას, ამის ხირსებიც კი არ ხართ. უბრალოდ გეტყვით რომ თქვენთვის კოლონიაში ყოფნა ბაირამობაა და მე არ დავუშვებ ასე ადვილად გამოძვრეთ. თქვენ პასუხს აგებთ ჩადენილის გამო! ერთმანეთს თავად გამოასწორებთ! სკოლა არ გინდოდათ ხო? მოგანატრებთ იმ სკოლას!-დაასრულა და სიბრაზისგან სახეაწითლებული გავიდა დარბაზიდან. ერთმანეთს შევყურებდით პასუხების მოლოდინში. მაგრამ მხოლოდ ბიჭების გინება ისმოდა. მისი ნათქვამი ვერც კი გავიაზრეთ, რომ დარბაზში შეიარაღებული პოლიციელები შემოცვივდნენ ხელმეორედ დაგვაკავეს და იქიდან გარეთ გაგვიყვანეს, უკვე დაღამებულიყო. გასასვლელი კარის გაღებისთანავე ჩასაფრებული ჟურნალისტები წამოიშალნენ და კითხვები დააყარეს ოფიცერს რომელიც ჩვენს გადაყვანას უზრუნველყოფდა -სად მიგყავთ დამნაშავეები? რა ბედი ეწევა მათ? როგორი იქნება მათი სასჯელი? შეიძლება მათ გავესაუბროთ? რა კომენტარს გააკეთებთ?... ეს კითხვები მეც მაწუხებდა მაგრამ პასუხები არსად ჩანდა. რამდენიმე პოლიციელი გამოგვეყო და გზა ჟურნალისტებისგან გაანთავისუფლა. ჩვენ უცნაური ფორმის ტრანსფორტში აგვიყვანეს და იქაურობას მოგვაშორეს.. მგზავრობა მთელ ღამეს გაგრძელდა, დილით საშინელმა ყვირილმა გამომაღვიძა : -ადეექიიით დროზეე! წამოვხტი და სანამ პოლიციელი ნჯღრევით ჩამათრევდა, იქამდე ჩემით ჩავედი ფურგონიდან. იქაურობას თვალი მოვავლე, უცნაური ადგილი იყო. ტრიალ მინდორზე, მხოლოდ ერთი სამსართულიანი შენობა იდგა. სკოლას გავდა, ოღონდა ფანჯრები გისოსებით ჰქონდა დაფაული, მის უკან კი დიდი ტყე მოჩანდა. დიდხანს არ მოგვცეს ამ საშინელი ადგილით ტკბობის უფლება, შენობაში შეგვათრიეს. კარში თითოეულ ჩვენგანს სამაჯურს უკეთებდნენ, რომელზეც რაღაც რიცხვი იყო მითითებული. შესასვლელ დარბაზში ისევ ის კაცი დაგვხვდა -კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, თქვენს ახალ საცხოვრებელში, თავხედო პარაზიტებო! "ეს სულელური სახელწოდება რამ მოაფიქრა" აქ ლექსოს ნერვებმა უმტყუნა: -ეხლა უკვე ნერვები მეშლება! ბოლოსდაბოლოს გაგვარკვიე რა ხდება? სად ჯანდაბაში ვართ? აქ რა გვინდა -ამას უყურე რა დღეშია! -გაღიზიანდა მოხუცი- უსირცხვილო მონსტრებო! შენობა გადაწვით, კაცი გაწირეთ თქვენი ბინძური კაპრიზების გამო და კიდევ გრძელი ენა გაქვთ?! -ვინ კაცი გავწირეთ? თქვენ ხო არ უბერავთ?-ლექსოს გოგაც აყვა -ვინ კაცი არაა? ვინ და ვახტანგი. განა არ იცოდით რომ ვახტანგი შენობაში იყო? -ვახო ბიძია შენობში იყო?-იკითხა მარიამმა-ჩვენ იქ არავინ გვინახავს, იქ რო ყოფილიყო დავინახავდით- ამოვღერღე მე -სკოლის დარაჯი აბა სად უნდა ყოფილიყო-ყვირილით გააგრძელა მოხუცმა- იქნებ შეწყვიტოთ ეს თვალთმაქცობა, თითქოს არაფერი იცოდით! აქ ისევ ლექსო აენთო -არავინ არ თვალთმაქცობს! არავინ არაფერი არ იცოდა და მორჩა, არ ვაპირებ ახსნა-განმარტება ჩაგაბარო! საერთოდ, რა უფლებით გვაჩერებთ აქ?! ამაზე მოხუცი სულ გადაირია, პიჯაკის გულის ჯიბიდან რაღაც ქაღალდი ამოიღო და ლექსოს ცხვირწინ აუფრიალა. -აი ეს საბუთი მაძლევს ამის უფლებას!-ლექსოს სახე შეეცვალა, მაგრამ ადვილად დანებება არ სჩვეოდა -ადვოკატის ჰოლის უფლება მაქ! -შენ არაფრის უფლება არ გაქვს! ვახტანგს კი ჰქონდა სიცოცხლის უფლება, მაგრამ თქვნ წაართვით ის!-ამოიღრიალა -ვახო ბიძია დაიღუპა?- ნინის ხმა იყო -შეწყვიტეთ თვალთმაქცობა, ის თქვენ მოკალით და პასუხს აგებთ ამის გამო.-თქვა შედარებით მშვიდი ხმით, ღრმად ჩაისუნთქა და ვიღაც ქალს, სავარაუდოდ თავის მოადგილეს, მიუბრუნდა-ამათ აჩვენეთ სად რა არის და თავიაანთ ოთახებში დააბინავე, მე ჩემს კაბინეტში ვიქნები. "მოადგილემ" თავი დაუქნია და ჩვენ მოგვიბრუნდა. -გამარჯობათ მე ნელი მქვია, ბატონი გიორგის მოადგილე ვარ, ის ამ დაწესებულების დირექტორია.-პატარა პაუზის შემდეგ დაამატა-მომყევით. შემოსასვლელის პირდაპირ სასტუმრო ოთახის კარი იყო(აქ თავიდან მხოლოდ პატარა მაგიდა, დივანი და სავარძლები იდგა, მოგვიანებით კი ტელევიზორიც შეემატა), მარჯვნივ და მარცხნივ კი დერეფნები, მარჯვენა დერეფანში პირველი კარი სამზარეულოსი (ბუფეტის) იყო. მას მოსდევდა ორი ოთახი რომელთაც სათავსოს ფუნქცია ჰქონდა, აქ მოტანილ პროდუქტს და ჩვენთვის განკუთვნილ ნივთებს ინახავდნენ, გამოყენებამდე. ამ ოთახების პირდაპირ დარბაზი იყო, აქ ტრენაჟორები დაედგათ და პატარა მოედანიც გამოეყოთ სათამაშოდ, მაგრამ ბურთი არსად ჩანდა.(ალბათ უნდა დაგვემსახურებინა :დ) მარცხენა დერეფანი დირექტორის კაბინეტით იწყებოდა, მას მოსდევდა, მისი მოადგილეს კაბინეტი და ექიმის კაბინეტი, აქ თაროები მედიკამენტებით აევსოთ, პაციენტისთვის განკუთვნილი რბილი ტახტის გვერდით კი გრძელი, თეთრსადენებმიერთებული აპარატი იდგა. როდესაც ნელიმ კარი შეაღო, დაბალი, მოსხო ქალი მაგიდას მოშორდა და ჩვენსკენ წამოვიდა -გამარჯობათ, მე ნინო ექიმი ვარ, ესენი ჩემი დამხმარეები არიან, ეკა და ლიზა-მიგვითითა მაგიდასთან მჯდარ ორ ახალგაზრდა გოგოზე რომლებიც საბუთებს ჩაჰყურებდნენ და თან დროდადრო რაღაცას ინიშნავდნენ, ისინი უხმოდ, თავის დაკვრით მოგვესალმნენ და ჩვენი შეთვალიერება დაიწყეს. სხვა შემთხვევაში ამას ბიჭები ურეაქციოდ არ დატოვებდნენ მაგრამ ახლა იმდენად გაურკვეველ მდგომაეობაში ვიყავით რომ არავის მიუქცევია ყურადღება. -თუ რაიმე შეგაწუხებთ, მე მომმართეთ-დაასრულა ნინომ თავისი გამოსვლა. ამის შემდეგ ექიმის კაბინეტის წინ მდებარე ოთახში გადავინაცვლეთ, იქ მადონა გავიცანით. კარგი ქალი ჩანდა, როგორც ხასიათით, ისე გარეგნობით: მაღალი და გამხდარი იყო, ქერა თმა მაღლა აეწია, ზღვისფერი თვალები ჰქონდა და სახეზე კეთილი მაგრამ სევდიანი ღიმილი გადაჰფენოდა. ის ფსიქოლოგი იყო, ნელიმ განგვიმარტა, რომ დღეები გადანაწილდებოდა და თითოეული ჩვენგანი კვირაში ორჯელ ივლიდა მადონასთან, ამ განცხადებას წესით უკმაყოფილება უნდა გამოიწვია ჩვენში, მაგრამ ისევ ვინარჩუნებდით სიმშვიდეს, თითქოს ბოლოს ვაპირებდიტ აფეთქებას. ექსკურსია გაგრძელდა. დერეფნის ბოლოს კიბე იყო რომელიც ზედა სართულებს მიუყვებოდა, მის მარჯვნინ კი კიდევ ერთი მიხვეულ-მოხვეული დერეფანი, დასაწყისში დიდი ბიბლიოთეკა იყო, მას კი საკლასო ოთახები მოჰყვებოდა, თითოეულ საგანს თავისი კლასი ჰქონდა, საკლასო ოთხების დასასრულს, რატომღაც, ჩაბნელებული კუთხე იყო, თავისი რამდენიმე კარით, თუმცა მათზე განმარტება არვის მოუცია. ზედა სართულებს დავუბრუნდეთ, პირველი და მეორე საერთულები ჩვენს საძინებლებს მოიცავდა, მესამე სართული კი აქ მყოფი პერსონალის საძინელებისთვის იყო განკუთვნილი. ექსკურსია დასრულდა, ჩვენ ისევ შესასვლელში დავბრუნდით, იქ ბატონი გიორგი გველოდა -აბა როგორ მოგწონთ თქვენი ახალი საცხოვრებელი?-როდესაც მიხვდა რომ ყველა სიჩუმეს ამჯობინებდა, თავად განაგრძო- აქედან გაქცევაზე ფიქრში დრო არ დაკარგოთ, ეს შეუძლებელია. ამაზე კინაღამ სიცილი წამსკდა, "ეს ჩვეულებრივი სკოლაა, ცოტა-ცოტა მაიმუნოები და როგორ ვერ გავაღწევთ"-ამას ვფიქრობდი როცა ყველას ყურადღება ჩვენს უკან ამტყდარმა ხმაურმა მიიქცია. ორი შავებში ამოწყობილი ახმახი მათეს და ლაშას მოათრევდა. მათი იქარყოფნა მხოლოდ მაშინ შევნიშნეთ, გაოცებულები ვუყურებდით. გათავისუფლებას ცდილობდნენ -გამიშვი ბიჭო, ეე ხელი გაწიე! -წყნარად!-უნრძანა "მგონი დაცვამ"-გაქცევის მცდელობა იყო!-განუმარტა მან დირექტორს. იმედია კიდევ შემორჩით ამ ისტორიის მკითხველები . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.