შემთხვევითი ქმარი [ალტერნატივი]
ყოველ ღამეს ელოდებოდა ორივე,რომ ერთმანეთში აეხლართათ ის ხელები.ელოდებოდნენ როდის ჩაეხუტებოდნენ ერთმანეთს,როდის შემოჰხვევდნენ ერთმანეთს ხელებს და როდის დაუვლიდათ მთელს სხეულშ ის თბილი ჟრუანტელი,სიყვარულით სავსე ჟრუანტელი,რომელიც ორივეს სიკვდილამდე სიამოვნებდათ.ორივეს პულსი იმატებდა,შეიძლება გიჟად ჩამთვალოთ მაგრამ მაინც ვიტყვი,რომ მათი ჟრუანტელი სულ სხვანაირი იყო,აი იცით როგორი?ვერ ავღწერ,შეიძლება ყველას აქვს დავლილი სხეულში ჟრუანტელი მაგრამ არა! მათი მაინც სხვა იყო,იცით რატომ? იმიტომ,რომ მათი იყო... აი,ახლაც შემოუხვევია სანდროს ხელები სალომეზე,სალომეს კი მის მკერდზე ედო თავი და ტკბილად ეძინა.სანდრო კი ვერ იძინებდა,მასზე ფიქრობდა.როგორ უნდოდა ეხლა შეხებოდა იმ გამობურცულ ტუჩებს,თითქოს მისთვის აქვს ასეო.თითქოს ეს ტუჩები ეძახის მოდი მაკოცეო,ეს ვარდისფერი დიდი ტუჩები,რომლებსაც დრო და დრო აცმაცუნებს. აი იცით როგორი მომენტი იყო? წინ გიდევს გახსნილი ალპენ გოლდი და უბრალოდ ხელის აწევა გეზარება,რომ შეჭამო.ზუსტად ასეთი მომენტი ჰქონდა მასაც. ბოლოს გულმა ვეღარ გაუძლო და ის გახსნილი ალპენ გოლდი შეჭამა,აბა როგორია მთელი სამი კვირა უყურებდე ალპენ გოლდს,უფლება გქონდეს შეჭამო,მაგრამ არ ჭამდე.არა,ბოლოს გულმა ვეღარ გაუძლო და მოწყურებულივით დაეწაფა მის ვარდისფერ გემრილ ტუჩებს. თავიდან ვერაფერი გაიაზრა.თვალები ისევ დახუჭული ჰქონდა,ეგონა ეძინა.თანდათან ქუთუთოები ერთმანეთს დააშორა და დაინახა მასზე აკრული თვალებ დახუჭული სანდრო.ხელები და ფეხები ააფართხალა,იმის ნიშნად რომ გაეშვა მაგრამ სანდრო პირიქით უფრო და უფრო იკრავდა გულზე და არაფრის ძალით არ უშვებდა,თითქოს დაკარგავდა.თითქოს არ უნდოდა გაეშვა. სალომემაც გრძნობების ქარიშხალს ვერ გაუძლო და გონება დაკარგა. მიხვდა სანდრო,რომ უკვე ძალიან შეტოპა და ხელები ფრთხილად გაუშვა,მაგრამ ბოლომდეც არა.თვალები გაახილა და პულსი ვეღარ იგრძნო,გულში რაღაცამ გაკენწლა.სწრაფად დააწვინა სუსტი სხეული საწოლზე. -სალომე...სალომე ამოიღე ხმა ნუ მაშინებ!..სალომე...-ეძახდა ტყუილ უბრალოდ მაგრამ თვითონაც ხვდებოდა,რომ სალომეს აღარ ეძინა.-ფუი ამის.... სწრაფად აიყვანა ფარატინა სხეული ხელში და ჟაკეტი მოაცვა,თვითონაც გადაიცვა მაისური და შარვალი ამოიცვა.მანქანისკენ სწრაფად გააქცუნა,ტელეფონი ნერვიულად აათამაშა ხელში და მხოლოდ ახლა გაახსენდა ტყუპები. -ჯანდაბა!-დაიყვირა მთელ ხმაზე და ტელეფონზე ვატოს ნომერი აკრიფა. -ალო...-გაისმა მძინარე ხმა. -ტყუპებთან მიდი,მერე აგიხსნი.-ჩაჰყვირა ტელეფონშ და სავარძელზე გადააგდო ისევ. ნერვიულად ათამაშებდა ხელებს საჭეზე და რაც შეეძლო ჩქარა მიდიოდა. -დროზე დამეხმარეთ!-დაიყვირა და სალომეს სხეული მანქანიდან გადმოიყვანა.სწრაფად გამოცვივდნენ ექიმები და ექთნები,საკაცეზე დააწვინეს და პალატისკენ წაიყვანეს. ნერვიულად დადიოდა დერეფანში და ხელებს მუჭავდა.რა მოხდა? რა დაემართა? რატომ გახდა ცუდად? ვერა,ვერ ხვდებოდა. გამოვიდა თუ არა პალატიდან ექიმი მას მივარდა. -რა სჭირს? კარგადაა? -კი,კარგად არის.თქვენს ცოლს ამნეზია,რომ ჰქონდა.ახლა ყველაფერი ახსოვს.-უთხრა ექიმმა და ეჭვის თვალით გამოიხედა სათვალიდან. მთელს სხეულში უსიამოვნო ელექტრო დენმა დაუარა,ანუ მორჩა?ყველაფერი გათავდა? -შეიძლება შევიდე?-ჰკითხა ისეთი ხმით თვითონვე,რომ ძლივს გაიგო. -კი,შეგიძლიათ.არ ანერვიულოთ დასვენება სჭირდება.-უთხრა ექიმმა და მაშინვე გაეცალა. ჩქარი ნაბიჯებით მივიდა პალატასთან და კარებს აეყუდა,თითქოს რცხვენოდა რომ შესულიყო.თითქოს... კარები ფრთხილად გააღო და დარცხვენილი ბავშვივით დადგა სალომეს წინ. -ანუ სალომე თოდუა არა?-ჰკითხა ძველებული ცივი ხმით,ისე რომ სანდროს ტანში გააჟრჟიალა.ხმას ვერ იღებდა ან რა უნდა ეთქვა?-კარგით,გასაგებია.-უთხრა სალომემ და მის მოპიდაპირე კედელს მიაშტერდა.-ტელეფონი მჭირდება.-უთხრა ცივი ხმით,ისე რომ ზედაც არ შეუხედავს. -სახლში მივალთ და მოგცემ აქ არ მაქვს.-სანდრომაც ცივი ხმით უთხრა და წამოდგომაში დაეხმარა. -ხელები გამიშვი!-შეუღრინა სალომემ. მანქანაში უხმოდ ჩაჯდნენ.სანდრომ სწრაფად დამალა ტელეფონი,რომ სალომეს არ დაენახა. მთელი სისწრაფით მიაქროლებდა,არა! ვერ წავიდოდა,ვერა.უყვარდა ! მართლა უყვარდა და ახლა უნდა წასულიყო? მოკვდებოდა! კიდევ ერთხელ ვერ გაუძლებდა ასეთ ტკივილს,კიდევ ერთხელ ვერ დაარტყამდნენ გულზე.მოკვდებოდა,მართლა მოკვდებოდა!საფლავს თავისი ხელით გაითხრიდა,სალომეც რომ წასულიყო.ტყუპების დედისავით ვერ მიატოვებდა,ვერ გაუშვებდა.ვერა! იცით როგორი გრძნობაა როდესაც საყვარელ ადამიანს გართმევენ? არ აქვს მნიშვნელობა ქალი ხარ თუ კაცი,გართმევენ და გტკივა მთელი სული გული ყველაფერი გტკივა.მის გარეშე,რომ წამიც არ გინდა.არ გეგულება სახლში მომლოდინე.არა ვერ გაუძლებდა,კიდევ ერთხელ გეტყვით რომ მოკვდებოდა! -ფრთხილ...-სიტყვის თქმა ვეღარ დასძალდა ისე შეასკდნენ სატვირთოს.სანდრომ მხოლოდ ერთხელღა შეავლო საყვარელ ქალს თვალი და ხელი,როგორც შეეძლო ისე მაგრად ჩაჰკიდა. -მიყვარხარ!..-ამოიჩურჩულა და გონება დაკარგა,თვითონაც გადაეშვა მორფეოსის სასუფეველში. *** ქუთუთოები ერთმანეთს ძლივძლივობით დააცილა.თავი,რომ გადაეტრიალებინა მაგის ძალაც კი არ შეჩენოდა.მთლიანად გამოფიტული იყო.ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს სული ამოაცალესო.მაინც გაიგო ჩურჩულით ნათქვამი რამოდენიმე სიტყვა,მაინც მისწვდა მის ყურს ის სიტყვები. -შენ ხო ჩემი ახალი დედა ხარ? არ დამტოვო კარგი?-სლუკუნით ამბობდა ნაცნობი ხმა,-შენ...ხო შემპირდი არ დაგტოვებთო?..-სლუკუნებდა ცოტნე და ხელს მაგრად უჭერდა,სალომეს მარჯვენას. თვალები ნელ-ნელა დაეხუჭა.ბოლომდე ცდილობდა,რომ არ დასძინებოდა მაგრამ წამალმა მაინც თავიისი გასტანა.მაინც გაიგო ის ორი სიტყვა სანამ დაიძინებდა,ბუნდოვნად მაგრამ მაინც! -დე მიყვარხარ...-მერე ყველაფერი ისევ გაშავდა,სიბნელემ შთქანთქა. *** -არ დამტოვო რა...შენც არ დამტოვო რა...მიყვარხარ სალო,უშენოდ რა უნდა გავაკეთო?!.მეც მოვკვდები!..არ დამტოვო რა... ესმოდა ყურში მისი საყვარელი მამაკაცის ბარიტონი,მაგრამ ხმის ამოღება მაინც არ შეეძლო...მის ამოღება კი არა,განძრევაც კი არ შეეძლო.უბრალოდ,რომ შეეხედა,ერთხელ მაინც შეევლო თვალი.სულ რაღაც ერთხელ.მაგრამ ისევ სიბნელე.შავი.მეტი არაფერი. *** თვალები გაახილა და თეთრ ჭერს მიაშტერდა.პირში სიმშრალეს გრძნობდა.დიდი მილი აღარ ედო.როგორღაც შეძლო და თავი გვერძე მიატრიალა.მძინარე სანდროს დანახვსას გულში სითბო ჩაეღვარა.ყველაფერი ახსოვდა,მისი ოჯახიდან დაწყებული ნიკას საქციელამდე დამთავრებული.არ აპირებდა სანდროს და ტყუპების ხელიდან გაშვებას,არ წავიდოდა! მათთან დარჩებოდა,ყველა მათი სიტყვა გონებაში აღბეჭდილიყო.თვალები ორჯერ დაახამხამა. -ს...ა...-ასოებს ვერ აბამდა თავს,არამც თუ სიტყვებს.სანდრომ ამ ორი ასოს გაგონებისთანავე წამოჰყო თავი. -სალო...სალ...ჩემო...-სიტყვებს ვერ აბამდა თავს სიხარულისგან,-რამე ხო არ გინდა?-სალომემ თავი დაუქნია და ტკივილი თავის არეში დააიგნორა,-მოიცა ექიმს დავუძახებ და მოვალ. „ჯანდაბა! თავი მისკდება“ წიკვინებდა მისი გონება და ცდილობდა,რომ ეს აუტანელი ტკივილი დაეიგნორებინა. ორი წუთიც არ იყო გასული,რომ ექიმი შემოვიდა სანდროსთან ერთად. გასინჯა,წამლები დაუწერა და უთხრა,რომ იქ კიდევ ათი დღე მოუწევდა ყოფნა და დატოვა. სრული სიჩუმე იყო,არც ერთი აპირებდა ამ სიჩუმის დარღვევას.ორივეს გული ამოხტომას იყო ისე სწრაფად ძგერდნენ,მაგრამ მაინც იყო მათ შორის რაღაც კედელი. -სალომე ოდესმე მაპატიებ?-ჰკითხა სანდრომ და ქვევიდან ახედა. სალომე ჭერს მიაშტერდა,მისი გონება გამალებით მუშაობდა.ბოლოს ერთ დასკვნამდე მივიდა. -გაპატიე...-ამოიხირხლა ძლივძლივობით და მას შეხედა.სანდრო სწრაფად წამოხტა სკამიდან და მის ტუჩებს უმალ დაეწაფა. ***3 წლის შემდეგ*** -გიორგი ნუ დარბიხარ!-დაუყვირა პატარა ორი წლის გიორგის რომელიც ბაღში დარბოდა,მერე ისევ ცოტნეს მიუბრუნდა,-ე.ი. დე ამ იქსს გადავიტანთ აქეთ და ამ რიცხვებს აქეთ,გაიგე?-ჰკითხა და თვალებში ჩააშტერდა,ცოტნემ თავი დაუქნია და დავალების წერა განაგრძნო. -დე,-ახლა ზუკა გამოვარდა,-ბებიამ დარეკა დღეს გამომიარეთო. -კაი დე,წავიდეთ მერე. -მოდი,-უთხრა სანდრომ და დივანზე ხელი ორჯერ დაატყაპუნა,სალომეც უმალ მასთან გაჩნდა.-რა მეშველებოდა ჰა უშენოდ?!-ხელი გადახვია და შუბლზე აკოცა. -არც არაფერი,-თავი მხარზე დაადო და გაისუსა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.