შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევითი ქმარი [თავი 4]


4-04-2015, 23:31
ავტორი grifini
ნანახია 4 826

სახლში შევიდა,თუ არა თვალში დივანზე მძინარე სალომე მოხვდა.ტუჩის კუთხე სასიამოვნოდ ჩატეხა.ფრთხილი ნაბიჯებით წავიდა მისკენ და და ზედ დააშტერდა,მუქი გრძელი თმა მხრებზე ეყარა,თვალები დაეხუჭა და ტუჩები გამოებურცა,თან აცმაცუნებდა.თავი შეიკავა მისი გამობურცული ტუჩები,რომ არ დაეკოცნა.ხელში ნელა აიყვანა ფარატინა სხეული და საძინებელში შეიყვანა.ფრთხილად გახადა ის კაბა და ჟაკეტი,რომელიც მთელი დღის განმავლობაში ეცვა.საბანი გადააფარა,შუბლზე აკოცა და თვითონ ისევ სამზარეულოში გავიდა.
მაცივრიდან ლუდის ბოთლი გამოიღო და პირდაპირ სასულეში გადაუშვა.ახლა არაფერზე ფიქრის თავი არ ჰქონდა,ან რაზე უნდა ეფიქრა.ლუდს,რომ მორჩა სიგარეტი ამოძვრინა ჯიბიდან და ისიც გააბოლა,ერთს მეორე მოჰყვა,მეორეს მესამე და მთელი ყურთი სიგარეტიც აღარ იყო.ყუთი სადღაც მოისროლა თვითონ კი ისევ საძინებელში დაბრუნდა.სალომე უცვლელად იწვა,ისევ ისე გამოებურცა საყვარლად ტუჩები და აცმაცუნებდა.
შარვალი და მაისური გაიძრო და თვითონაც მიუწვა სხეულს.
სალომემ თბილი სხეული,რომ იგრძნო ვერც მიხვდა ისე დაადო თავი მკერდზე და მიეკრო.სანდრო შეკრთა და დაიბნა,მაგრამ ისე ესიამოვნა სალომეს ჩახუტება თვითონ ვერ გაუშვებდა,ამიტომ თვითონაც მოხვია თავისი დიდი ტორები და მაგრად ჩაიკრა გულში.
ვერ მიხვდა,როგორ შემოეპარა ძილი მაგრამ მაინც ჩასთვლიმა.
***
მზის სხივები პირდაპირ სახეზე დაეცა და აუწყა,რომ გათენდა.ქუთუთოები ერთმანეთს ზანტად დააშორა,პირველი თვალში მასზე შემოხვეული ტორები მოხვდა.სახეზე სულ აწითლდა „შენი ქმარი და გეხუტება,რა მოხდა მერე ?“ იმშვიდებდა თავს.
ლოგინში წრიალი დაიწყო,მაინც უხერხულად გრძნობდა თავს და რა ექნა.
-მოისვენე,მეძინება!-უთხრა დაბოხებული ხმით სანდრომ,ისე რომ თვალები არ გაუხელია.
წამით შეჩერდა და სულ აწითლდა,მაგრამ მაინც ვერ მოისვენა და ისევ წრიალი დაიწყო.
-არ ჩერდები ხო?-ზევიდან მოექცა მამაკაცი და თვალებში ჭინკები აუთამაშდა.
-არა...ისა...მე...-სულ დაიბნა და აწითლდა სალომე.
სანდრომ ერთი გადაიხარხარა და ყელში სველი კოცნა დაუტოვა.
-გადადი...-ერთი ამოილაპარაკა სალომემ და თავი გვერძე შეატრიალა,ხელები მკერდზე მიაბჯინა და ცდილობდა გადაეგდო,მაგრამ აბა რას იზამდა ამხელა აყლაყთან ?!
-პომიდორო,-დასცინა სალომეს და საწოლზე დაებერტყა,ამის გაგონებაზე მიქელაძე უფრო აწითლდა.-გაფიცებ,რომელია?-ჰკითხა სანდრომ და ტელეფონს გადასწვდა,-აუუუ,რამ გაგაღვიძა გოგო ასე ადრე შვიდია ჯერ.-დაიწუწუნა ლომიძემ.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.იზიდავდა ეს ქალი და ხვდებოდა,რომ მოსწონდა მაგრამ ეს მოწონება დიდ გრძნობაში არ უნდა გადაზრდილიყო!ისედაც მასზე ფიქრი რამდენიმე დღე არ სცილდებოდა და ვერ ამოეგდო თავიდან მისი სახე.ახლა კი გვერძე უწევს,მისი ცოლის სტატუსით,შეუძლია შეეხოს აკოცოს,მაგრამ რატომღაც არ ჩქარობს.
-სკოლაში არ დააგვიანდეთ.-თქვა სალომემ და საწოლიდან წამოდგა,მხოლოდ ახლაღა გაახსენდა რომ საცვლების ამარა იმყოფებოდა,ასევე ამ საცვლებით ეხუტებოდა წეღან სანდროს.ისევ პომიდორივით აწითლდა და ერთი ამოიხვნეშა-ჩემი ტანსაცმელი სად არის?-„ჯანდაბა სად ვუპოვო ტანსაცმელი,თუმცა ჩემი ძველი ცოლის ტანსაცმელს მივცემ“ კმაყოფილად ჩაიღიმა და კარადისკენ ანიშნა.
-იქ არის.
სალომემაც გამოაღო კარადა და ტანსაცმელის ჩაცმა როგორღაც მოახერხა „კიდევ კარგი ესეც არ დამვიწყებია“ გაიფიქრა გულში და ხელი ჩაიქნია.
-რა ხელებს იქნევ?-ჰკითხა სიცილით სანდრომ,ისევ აწითლდა (ესეც ლუციუსისავით შუქნიშანაა რა).
-არაფერი...-ჩაიდუდღუნა და მისაღებში გავიდა.
ხელზე დამაგრებული რეზინა მოიძრო და თმები კოსოდ შეიკრა.მოწიკწიკე საათს შეხედა რომელიც უჩვენებდა,რომ რვის ნახევარი იყო.სამზარეულოში გავიდა და საუზმე მოამზადა,თვითონაც არ იცის როგორ მაგრამ ისეთი გემრიელი გამოუვიდა ლამის თვითონ შეჭამოს.
მაგიდას აწყობდა,როდესაც სამზარეულოში ორი დაბალი სხეული და ერთი აყლაყი შემოვიდა.
-მმმმ...რა გემრიელი სუნია-შევიდა თუ არა ზუკა პირი დააღო,ისეთი გემრიელი სუნი იდგა.
-მამას კი არ გავს-ენა გამოუყო ცოტნემ ზუკას.
-კარგით ეხლა!-უთხრა მკაცრად სანდრომ და საჭმელს მზერა მოავლო.
სიჩუმეში მიირთვეს,შემდეგ ტყუპები მოემზადდნენ და მარტო დატოვეს ეს ორი ადამიანი.
ორივე ჩუმად იჯდა და არც ერთი აპირებდა ამ მომაბეზრებელი დუმილის დარღვევას.
-სალომე დღეს ვატოს ცოლი მოვა,თავიდან უნდა რომ გაგიცნოს.-უთხრა სანდრომ და უემოციოდ დააშტერდა სახეზე,სალომემ უბრალოდ თავი დაუკრა და ისევ სადღაც შორს გაიხედა.
სანდრო უცბად ფეხზე წამოდგა და სალომეს გვერდზე დაჯდა,ვერც გაიაზრა გოგონამ ისე ჩაიკრა გულში მამაკაცმა.წამით სუნთქვა შეეკრა ორივეს,არა იმას ნაღდად ვერ იტყვიან ერთმანეთს არ ვიზიდავთო,რადგან ფაქტი სახეზეა.
***
უკვე სამი ხდებოდა და ტელევიზორს უყურებდნენ ჩახუტებულები,არც ერთს მოსვლია თავში რომ ერთმანეთს დაშორებულიყვნენ.პირიქით უფრო მაგრად უჭერდა ხელებს სანდრო.სალომე კი ცოტა უხერხულად იყო,მაგრამ ასეთ სიამოვნებას თავს ვერ მოაკლებდა.
-მოიცა მე გავაღებ.-უთხრა სანდრომ და მოზარუნე კარებისკენ წავიდა.-მოდი,მოდი.-უთხრა სიცილით ბავშვით ხელში ნანოს.
-ხო,მოვდივარ.ვატო გელოდება გარეთ.-უთხრა და პატარა სანდრო ძირს დასვა.
-კარგი,-უთხრა სიცილით სანდრომ,სალომეს შუბლზე აკოცა და ვატოსთან გავიდა.
-აბა შენ არ გემახსოვრები,მე ნანო ვარ.-უთხრა თბილი ღიმილით გოგონას.
-ხო,ჩემი სახელი უკვე იცი.-სალომემაც თბილად გაუღიმა და მხოხავ პატარაზე გადაიტანა ყურადღება.
-ეს ჩემი შვილია,შენი ქმრის მოსახელეა.სანდრო,დე მოდი,-თბილად დაუძახა და მოსული პატარა ხელში აიყვანა.
-რამდენისაა?-ჰკითხა ღიმილით სალომემ.
-ორი ხდება ივნისში.
სულ სხვა და სხვა რაღაცეებზე ლაპარაკობდნენ,ხან რაზე ხან რაზე.დაუმეგობრდნენ კიდევაც ერთმანეთს,საუკეთესო მეგობრები ჯერ არ იყვნენ,მაგრამ აუცილებლად გახდებოდნენ!
***
სამი კვირა,ოთხი დღე და ორი საათი იყო გასული რაც სალომე ამ ოჯახში ცხოვრობდა და ისევ არაფერი არ ახსოვდა.
თვითონაც ვერ მიხვდა ისე ჩაიდგა სანდრომ ფესვები მის გულში,ისე აანთო იმ ცივ გულში დიდი სითბო და ცეცხლი.თავდავიწყებით შეუყვარდა და ფიქრობდა,რომ უკვე როგორც ადრე ისე უყვარდა,აბა რა იცოდა ამ პატარა გოგომ რომ ატყუებდა.ნუ რაღა გოგომ მაგრამ მაინც!
სანდროსაც შეუყვარდა,რისიც ეშინოდა ზუსტად ის მოხდა.სალომემაც დაიდგა მის გულში ფესვები.ამდენი ხნის განმავლობაში პირველად უჩქარდებოდა პულსი ვიღაცის დანახვისას,აი ისე როგორც ადრე პირველად ტყუპების დედაზე რომ იგრძნო,ზუსტად ასე ემართებოდა მაგრამ ახლა უფრო ძლიერად.ახლა უფრო უყვარდა,ან შეიძლება მაშინ არც უყვარდა ის ქალი,მაგრამ ახლა უყვარს მართლა უყვარს.მთელი მისი გრძნობები სალომემ შეიწირა,მისი მონა გახადა ამხელა კაცი.აღმერთებდა სალომეს მაგრამ აბა ამას როგორ აღიარებდა ?! მხოლოდ მისთვის,ჩუმად,გულში უყვარდა.
ყოველ ღამეს ელოდებოდა ორივე,რომ ერთმანეთში აეხლართათ ის ხელები.ელოდებოდნენ როდის ჩაეხუტებოდნენ ერთმანეთს,როდის შემოჰხვევდნენ ერთმანეთს ხელებს და როდის დაუვლიდათ მთელს სხეულშ ის თბილი ჟრუანტელი,სიყვარულით სავსე ჟრუანტელი,რომელიც ორივეს სიკვდილამდე სიამოვნებდათ.ორივეს პულსი იმატებდა,შეიძლება გიჟად ჩამთვალოთ მაგრამ მაინც ვიტყვი,რომ მათი ჟრუანტელი სულ სხვანაირი იყო,აი იცით როგორი?ვერ ავღწერ,შეიძლება ყველას აქვს დავლილი სხეულში ჟრუანტელი მაგრამ არა! მათი მაინც სხვა იყო,იცით რატომ? იმიტომ,რომ მათი იყო...
აი,ახლაც შემოუხვევია სანდროს ხელები სალომეზე,სალომეს კი მის მკერდზე ედო თავი და ტკბილად ეძინა.სანდრო კი ვერ იძინებდა,მასზე ფიქრობდა.როგორ უნდოდა ეხლა შეხებოდა იმ გამობურცულ ტუჩებს,თითქოს მისთვის აქვს ასეო.თითქოს ეს ტუჩები ეძახის მოდი მაკოცეო,ეს ვარდისფერი დიდი ტუჩები,რომლებსაც დრო და დრო აცმაცუნებს.
აი იცით როგორი მომენტი იყო? წინ გიდევს გახსნილი ალპენ გოლდი და უბრალოდ ხელის აწევა გეზარება,რომ შეჭამო.ზუსტად ასეთი მომენტი ჰქონდა მასაც.
ბოლოს გულმა ვეღარ გაუძლო და ის გახსნილი ალპენ გოლდი შეჭამა,აბა როგორია მთელი სამი კვირა უყურებდე ალპენ გოლდს,უფლება გქონდეს შეჭამო,მაგრამ არ ჭამდე.არა,ბოლოს გულმა ვეღარ გაუძლო და მოწყურებულივით დაეწაფა მის ვარდისფერ გემრილ ტუჩებს.



არც დავაგვიანე და მგონი პატარაც არ არის :D და ხო რაც შეეხება იმას,რომ ფილმის სიუჟეტზეა.გეტყვით რომ ასეთი სიუჟეტის ფილმი არ მინახავს :D და ჩემი ჭკუით ვწერ :D და იმასაც გეტყვით ბარემ რომ დღეს შუა დღიდან ამას ვწერ ! :D



№1  offline წევრი Just give me a Hand . . .

ძაან მომწონს love კარგი ხარ love

 


№2  offline წევრი გურანდა

kargiiaa momwonss.. imedia simartles ro gaigebs salome ardashordebian ertmanets torremm daviwvebi mere magat sacodaobit
--------------------
გურანდა ჩხიკვაძე

 


№3  offline წევრი lamazmani

ძაან კარგია მაგაროა მომწონს მალე დადე ახალი თავი

 


№4  offline წევრი ninonino7500

დზ მაგარია :* მალე დადე რა : : *

 


№5  offline წევრი Just give me a Hand . . .

მალე დადეე რაა შემდეგი recourse

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent