შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი თუ არა აბა ვისი უნდა იყო?! (თავი 8)


15-04-2015, 00:40
ავტორი llella
ნანახია 7 207

-მოსალოცად გვქონია საქმე-ისევ ისეთი ტონით წარმოთქვა დემეტრემ და ლექსოს მხარზე ხელი დაკრა.
-აუ იმდენი რაღაც გვაქ დასასველებელი დაგვტბორავს ჩემი...-სერიოზულად თქვა უჩამ რაზეც ყველა 2 წუთი ვფიქრობდით.
-აუ დებილია ეს-წამოიყვირა ბესომ და ლუდს დასწვდა.
ბარიდან გვიან გამოვედით და წავედით პირდაპირ სახლში, ნუ ლექსომ მე და ლელუკა ცოტას გავისეირნებთ სალაპარაკო გვაქვსო, ამიტომ სახლში მხოლოდ მე და ჩემი „ბოროტი“ წავედით. დემეტრემ ბიჭები მათ-მათ სახლებში დატოვა, შემდეგ კი სახლში წავედით. მთლიანად დაღლილი და ძალაგამოცლილი შევაღე სახლის კარი და ავუყევი კიბეებს, დემეტრეს კიდე თავისუფალი ოთახი ვუჩვენე და მე ჩემსაში შევედი, აბაზანიდან გამოსულმა ჩემი მაისურის ძებნა დავიწყე, მთლი ოთახი გადავატრიალე მაგრამ ვერსად ვერ ვიპოვე, ბოლოს კიდე გამახსენდა რომ იმ ოთახში მქონდა სადაც დემეტრე იწვა.
-აუუუუ თამუნა რაარი რააა, ყველა უბედურება შენ როგორ უნდა გემართეოდეს-ამოვიოხრე და დემეტრეს ოთახისკენ წავედი. დავაკაკუნე და როცა წელსზემოთ შიშვემლა არსებამ გამიღო კარები იმ ჩემი ტრაფარეტის არსებობაში დავრწმუნდი.
-აამ… მაისური უნდა ავიღო.
-შემოდი-მითხრა მაგრამ ადგილიდან არ გაქანებულა.
-რომ შემოვიდე უნდა გაიწიო.
-ააა... ხოო-ისიც გაიწია-შემოდი.
მეც შევედი და ჩემი მაისურის ძებნას შევუდექი, მალევე ვიპოვე და გამოსვლას ვაპირებდი როცა დემეტრეს ხმა გავიგონე.
-ის კაბა მეტი აღარ ჩაიცვა-სერიოზულად გამიკვირდა, გავჩერდი და მისკენ მივბრუნდი
-რაა?!
-მეორეჯელ არ ვიმეორებ!!!-ისევ ის ტონი, ღმერთო მინდა რომ ენა ამოვაძრო ეს საზიზღარი ხმა რომ აღარ გავიგონო, ჩემში მხოლოდ შიშს რომ აღვიძებს.
-ხოდა მეც ერთხელ გეტყვი, რასაც მინდა და რამდენჯერც მინდა იმდენჯერ ჩავიცვამ-ამის თქმა და ჩემი კედელზე აკრობა ერთი იყო... რა გალაპარაკებს თამუნა უუფ, რას ებლატავები რომ ებლატავები, არ იცოდე მაინც და შენი თვალით არ გქონდეს ნანახი რისი გამკეთებელია.
-რატო გინდა რომ წყობიდან გამოვიდე?!-სახე ახლოს მომიტანა და მშვიდად დაიწყო საუბარი.
-მე მხოლოდ ამ ოთახიდან გასვლა მინდა მეტი არაფერი-ამოვიჩურჩულე და თვალები დაბლა დავხარე.
-ხოდა გადი მერე, მაგრამ იცოდე ეგ კაბა მეტი არ დავინახო, შენს... სეულზე!-ბოლო სიტყვა გამოკვეთილად წარმოთქვა, ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, წამით მეგონა რომ დავიხრჩობოდი. სწრაფად გამოვედი ოთახიდან , ლოგინში ჩავწექი თუ არა დამეძინა. დილით რომ ავდექი დემეტრე წასული დამხვდა, შაბათ-კვირას არ მინახია ღამის 1 მოდიოდა და დილით ადრე გადიოდა სახლიდან.
აუუუუ ხვალ სკოლაა, როგორ მეზიზღება ორშაბათი დღე ღმერთოოოოო. ადრე ავდექი მოვწესრიგდი ჩავიცვი და დაბლა ჩავედი სადაც ჩემდა გასაკვირად დემეტრე დამხვდა.
-მზად ხარ?!-გამიკვირდა რაზე მეკითხება მზად თუ ხარო
-რისთვის?
-სკოლაში არ მიდიხარ?!
-კი როგორ არ მივდივარ.
-ხოდა მზად ხარ სკოლაში წასასვლელად თქო?!
-კი...-და წყალი მოვსვი.
-გაგიყვან.
-არ მინდა ჩემითაც წავალ.
-მე არ მიკითხავს გინდა თუ არა გაყვანა, მე გითხარი გაგიყვან თქო, მალე ქენი და წავიდეთ-გამომიცხადა.
-არ მინდა თქო ხომ გითხარი-დავუყვირე ის კიდევ ფეხზე გიჟივით წამოვარდა და მაჯაში მწვდა.
-გოგო ხმას დაუწიე-გამიყვირა-მეორეჯერ ეგეთი ტონით კიდევ იტყვი რაღაცას და ...
-შენ ნუ მიყვირი-არც მე ჩმოვრჩი.
-მისმინე... ხმას დაუწიე და გამოდი გარეთ, მე გაგიყვან სკოლაში.
-არ მინ...-წინადადების დამთავრება არ მაცადა ისე დამიყვირა.
-ხმა!!! დროზე ქენი გარეთ გელოდები!-კარებში გავიდა მე კიდე რაც კი სალანღავი სიტყვა ვიცოდი შევამკე ჩემი „ბოროტი“ ერთი ამოვიოხრე და გარეთ გავედი.
გარეთ გასულს დემეტრე ავტომობილზე ამყუდებული დამხვდა, სიგარეტს ეწეოდა, ერთი ხელი ჯიბეში ჰქონდა და გაურკვეველი მიმართულებით იყურებოდა.
-ჩაჯექი-კარები გამიღო, მეც დავიკავე ჩემთვის გამკუთვნილი ადგილი, „ბოროტმა“ მოუარა ავტომობილს და საჭეს მიუჯდა.
გზაში ხმა არცერთს არ ამოგვიღია. ბოლოს კი სიჩუმე მან დაარღვია.
-მკითხე რაც გინდა!-გამომხედა და გაიღიმა. დედააააააა ამან იცის რაარი ღიმილი? ამ ფუნქციას ასრულებს მისი სახე? გამეცინა ჩემივე ფიქრებზე.
-რა გკითხო?!-სერიოზულად გამიკვირდა.
-რავი... რაც გინდა, რაც გაინტერესებს!-ისევ გამომხედა და გამიღიმა.
-არაფერი არ მაინტერესებს-ვუთხარი და საპირისპირო მიმართულებით გავიხედე.
-დავიჯერო საერთოდ არაფერი არ გაინტერესებს?!-ოოჰ ირონიულად გამიღიმა „ბოროტმა“
-და სავალდებულოა მაინტერესებდეს?-არც მე დავაკელი ირონია.
-ჩემი აზრით კი-ისევ გაეცინა და გზას გახედა-მკითხე!-ისევ ბრძანებებზე გადავიდა, ღმერთოოო ამან ჩვეულებრივი საუბარი არ იცის რაა...
-მაშინ მომიყევი ყველაფერი შენ თავზე, რასაც ჩათვლი საჭიროდ-არადა ყველაფერი მაინტერესებდა ამ „ბოროტზე“.
-ხოო... დემეტრე წერეთელი-ისევ გამომხედა-23 წლის-მოიცათ რაა? ეს ღადაობს ხოო?-ჩემი ბიზნესი მაქვს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ეს 2 წელია გერმანიაში ვცოვრობდი ეხლა კიდე დაბრუნება გადავწყვიტე და წასვლას აღარ ვაპირებ-ისევ გამომხედა, მე კიდე ისე ვუსმენდი თითქოს 5 წლის ბავშვი ვყოფილიყავი და ზღაპარს მიყვებოდნენ-ოჯახი გერმანიაშია, ისინი არ აპირებენ ჩამოსვლას, მყავს ძმა, დაჩი წერეთელი ჩემზე დიდია 2 წლით-გადმომხედა და გამიღიმა-იმედია ინფორმაცია საკმარისი იყო.
-სრულიად-გამეცინა. სკოლასთან გააჩერა, გადასვლას ვაპირებდი რომ გამაჩერა და მისკენ მიმაბრუნა.
-სახლშიც მე წაგიყვან.
-არა იყოს... ლელუკასთან ერთად წამოვალ.
-ლექსო უნდა ავიდეს მასთან, მამამისს უნდა დაელაპარაკოს და ამიტო არ იქნება.
-მერე რაა, მაინც არ მიდნა შენი მოკითხვა.
-მე ერთხელ ვთქვი და კიდევ გაგიმეორებ... არავისგან არ ვიღებ ნებართვას და არც არავის ჭკუაზე დავდივარ-ეეეჰ მოკვდა კეთილი დემეტრე და გაიღვიძა „ბოროტმა“-მოგაკითხავ და წაგიყვან სახლში!! ეხლა კიდე წადი, არ დააგვიანო.
-გამიშვი ხელი და წავალ-ხელი შემიშვა მეც გადმოვედი, და მივაძახე-კარგად უჟმურო.
-შეხვედრამდე-გაეცინა და წავიდა.
გაკვეთილები უაზროდ გავიდა, გარეთ გამოვედი კიბეებზე ჩავდიოდი როცა გიორგიმ დამიძახა, XII კლასელია, თანაც ვუყვარვარ.
-როგორახარ თამუ?
-კარგად გიო შენ?
-რავი მეც არამიშავს, თამუ... მისმინე არ გინდა აქვე ახლოს კაფე როა იქ დავჯდეთ?!
-აუ გიო... წავიდე უნდა თან მელოდებიან-დავინახე დემეტრეს ავტომობილი, გადმოვიდა და როცა მე და გიორგი დაგვინახა ჩვენსკენ წამოვიდა.
-მერე და უთხარი ვინც გელოდება იმას, რო აქვე კაფეში მიდიხარ მეგობართან ერთად და წამოდი!
-აუ ეხა ვერა რაა მერე იყოს.
-აუუუ გოგო წამო რაა რას მახვეწნინებ ამდენს, რას გთხოვ ეგეთს, პროსტა კაფეში დავჯდეთ!
-თამუნა წავედით!-დემეტრე მოვიდა და გვერდით ამომიდგა.
-თამუნა ჩემთან ერთად მოდის კაფეში და შენ შეგიძლია წახვიდე, მე მოვაცილებ-წაებლატავა გიორგიმ.
-წავედით!-დემეტრეს გიორგის ნათქვამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ხელზე ხელი მომიჭირა და ავტომობილისკენ წავიდა, წამით მეგონა რომ ჩემი ხელი შემოემტვრეოდა სიბრაზისგან, მაგრამ რაზე ბრაზობდა ვერ გამეგო.
-ბიჯო შენ ვერ გაიგონე რა ვთქვი?!-დაიყვირა გიორგიმ. დემეტრე შეჩერდა, ხელი გამიშვა
-მიდი დაჯექი მანქანაში და მოვალ მეც!!!-მიბრძანა
-დემეტრე არ გინდა რაა დაანებე თავი...
-წადი!!! დროზე!!!-მიბრძანა, მე კიდევ შეპასუხება ვეღარ გავბედე. მანქანაში ჩავჯექი და ბიჭებს გავხედე.

დემეტრეს ნაამბობი:

-წადი!!! დროზე!!!-გაბრაზებულმა ვუთხარი თამუნას და იმ ახ***თან მივედი, რომელიც თამუნასთან აპირებდა მისვლას, რომ მანქნიდან გადმოეყვანა.
-შენ ვაფშე ვინ ხარ?
-დემეტრე წერეთელი.
-აუ დავაი რაა დემეტრე წერეთელი, ვერ გაიგე რა გითხარი თამუნა მიმყავს კაფეში.
-თამუნას ეხლა მიდის სახლში.
-აუუ შენ ძმაო ყრუ ხარ?!-ჩემი მოთმინების ფიალა აივსო და ამ ნაგავს საყელოში ჩავაფრინდი.
-მისმინე შე ახ***რო, ვცდილობ როგორც ცივილიზირებულმა ადამიანმა დაგელაპარაკო, მარა ეგ შენი ჩიტისოდენა ტვინი მაგდენს ვერ ქაჩავს, ამიტომ მოდი შენ ენაზე აგიხსნი-რაც შემეძლო წყნარად ვსაუბრობდი, რაც არც თუ ისე ადვილი იყო-თუ კიდევ ერთხელ დაგინახავ მასთან მისულს, საერთოდ მისი მიმართულებითგახედილს, გაგაქრობ!!! სიტყვას გაძლევ არ გაცოცხლებ!!!-ხელი გავუშვი და ავტომობილისკენ წავედი.


- - - - -
გამარჯობა ბავშვებო. ესეც ახალი თავი. მადლობა ყველას ვინც კითხულობს და ვინც მიზიარებს მის დამოკიდებულებას ისტორიასთან დაკავშირებით. love love



№1  offline მოდერი Kira

exa wavikitxe yvela tavia dzalian kargia momewona ... mixaria rom ase kargad agwer yovel moments .. male dade shemdegi da iqneb cota didic iyos .. velodebi shemdegs :D love :*
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№2  offline წევრი llella

nino-28
Demetresnairi rom myloda rogor gavamwarebdii, amdens ar movutmendi tamunasavit :D
kargia,rogorc yoveltvis <3
ar me :D mara eg tamunaa da ara me an shen :D bevri motxroba maqvs wakitxuli am gverdze da ar minda rom vigacis kopio gamomivides... da amito vcdilob yvelanairad gansxvavebuli gamomivides...

 


№3  offline წევრი vighaca

Dalian momewona velodebi axal tavs

 


№4  offline წევრი -tiko))

Kargi iyoo... me dzma myavs demetre da 7 tvisaa... imedia isic aseti iqnebaaa :3
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№5  offline წევრი llella

-tiko))
Kargi iyoo... me dzma myavs demetre da 7 tvisaa... imedia isic aseti iqnebaaa :3
მიხარია თუ ჩემ პერსონაჟში მისაბაძ თვისებებს ხედავ <3 <3 <3

 


№6  offline წევრი ninonino7500

დზ მაგარია მალე დადე :*

 


№7  offline წევრი lamazmani

ძააან მაგარია მომწონს ველი შემდეგ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent