მე მერიენი ვარ! თავი II
სიბნელეა... გრძელი გვირაბი... და გვირაბის ბოლოს შუქი... აჰაჰაჰაჰა ბანალური გაღვიძება. რა თქმა უნდა მსგავსი რამ არ მინახავს, თუმცა გაღვიძება მაინც მხატვრული მქონდა. წარმოიდგინეთ, თვალები გაქვს დახუჭული უცებ კი სხვი გეფერება სახეზე და ცდილობს თვალები გაგახელინოს. არა, ჩემ ღმერთს წერის ნიჭი ნამდვილად არ მოუცია. მოკლედ, გამომეღვიძა. პირველი რაც ვიგრძენი წყურვილი იყო. არ ვიცი წყურვილი წყლისა თუ წყურვილი ახალი ცხოვრების დაწყების. მაგიდაზე ჭიქა დავინახე. წამოდგომა დავაპირე, მაგრამ... კარგია, როდესაც მიზანს დაისახავ და მის შესასრულებლად იბრძვი, მაგრამ ცუდია როდესაც ამ მიზნის მისაღწევად რესურსები არ გყოფნის. ზოგიერთი კრიტიკოსი მეტყვის, მთავარია მონდომება და მიზანიც მიიღწევაო, მაგრამ მხოლოდ კეთილი სურვილი ანგელოზად ვერ გაქცევს! ტკვილი იმდენად მწარე იყო, რომ ვეღარ გავუძელი და ვიყვირე. მეგონა წელს ქვევით ქვით დამნაყეს-თქო. (რა ცუდი შედარება ვიპოვე). ყვირილზე დედა შეოვარდა: -მერიენ! კარგად ხარ? -კი, კარგად ვარ დედა. უბრალოდ, ესე უცებ.. ცოტათი მოულოდნელი იყო...-პირი უარესად გამიშრა და ავნერვიულდი. -კარგი დამშვიდდი ჩემო პრინცესა. ყველაფერი კარგად იქნება. ცოტა ხნის შემდეგ ჩემი კლასელები მოვიდნენ. არცერთ მათგანს არ გაკვირვებია, რომ მე საავადმყოფოში მოვხვდი, მაგრამ მიზანი მაინც გამაოგნებელი იყო მათთვის. აბა, როგორია გაიგო, რომ შენ კლასელს "ინვალიდობა" სურს და მიზანს აღწევს კიდეც. მაგრამ ჩემს ნამდვილ მიზანს ძალიან ცოტა თუ ჩაწვდება. შენ, ეხლა ვინც ამას კითხულობ არ ვიცი რას ფიქრობ ჩემზე, მაგრამ ვერ დაგიმალავ და გეტყვი, რომ ძალიან მაინტერესებს. ისიც კი მიკვირს აქამდე ჩაკითხვაც, რომ არ დაგეზარა. სახლში, როდესაც ვბრუნდებოდით დედას ვუთხარი მარტო დავეტოვებინე. მარტოს მინდოდა გამევლო ახალი გზა, ახალი შესაძლებლობებით. თავიდან უარზე იყო, მაგრამ... მერიენისთვის შეუძლებელი არაფერია! გაჩერებაზე ვდგავარ, აჰჰაჰა ვდგავარ, ვზივარ და უცებ გვერდით ახალგაზრდა, სავარაუდოდ ჩემი ტოლი ბიჭი მომიდგა. საერთოდ, არ ვეკუთვნი იმ თინეიჯერთა რიცხვს, რომეთაც სწერვობა "კაი ტიპობა" ჰგონიათ. პირიქით, არ მესმის რა არის ცუდი იმაში, რომ თუნდაც უცნობს მიესალმო. -გამარკობა, მე მერიენი ვარ! ცოტათი გაუკვირდა. -გამარჯობა, მე დანილა. -ავტობუს ელოდები? -ხო...-მითხრა და გაკვირვებული სახით შემომხედა. -ჰმ, შენ ალბათ გაინტერესებს მე რას ვაკეთებ აქ?! -ხო... უფროსწორად არა (დაიბნა).. არ მინდოდა ესე მეთქვა. -კაი, რას ნერვიულობ. მეც ველოდები ავტობუს, თუმცა მაში არ ჩავჯდები. შეიძლება ითქვას მთელი ცხვორება ასე მაქვს გატარებული: გვირაბის მეორე მხარეს, რომ მოვხვდე ვირჩევ რაღაც გზას და როდესაც ვახერხებ ამ გზაზე გაწონასწორებულად სიარულს მბეზრდება და სხვა გზის მოძებნას ვიწყებ. დანილას სახე ეცვალა. -ჰაჰაჰა, ალბათ გიჟი გგონივარ. არც ეგაა გამორიცხული. მე უბრალოდ მერიენი ვარ. -და რატომ მერიენი? -რატომ დანილა და არა რამე სხვა? -არ ვიცი -არც გიფიქრია ამაზე. კარგი ფილოსოფიის ხასიათზე არ ვარ. -ეს ის ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც არც კი ვიცი რა ვთქვა... მერიენ მომიყევი რა რამე შენს შესახებ -მე მერიენი ვარ და ამიერიდან ეტლით ვცხოვრობ! სიჩუმე ჩამოვარდა. ალბათ ეგონა გავაგრძელებდი, მაგრამ ეს იყო ერთადერთი რამ რისი თქმაც მისთვის შემეძლო. -და მეტი არაფერი? -მეტი რაღა გინდა?! ამით ყველაფერია ნათქვამი. ცოტა ხნის შემდეგ. -დანილა, ავტობუსი წავიდა. -ცდები, ჩემი ავტობუსი აქ დგას. -რა გინდა ბორბლები კი მაქვს -და ორივემ ხმამაღლა გადავიხარხარეთ. დიდი დრო არ დამჭირვებია, რომ დანილა ჩემი სამყაროსათვის მეზიარებინა. ეტლმა ჩემს ცხოვრებაში ვერფერი ვერ შეცვალა. პირიქით, უფრო აქტიურიც კი გავხდი. მე და დანილა დილით, როცა ყველას ძინავს მთაწმინდაზე ავდიოდით და იქედან ვუყურებდით თუ რა ლამაზი იყო სამყარო ადამიანის გარეშე. მაგრამ მასთან გატარებულ დროს ერთი უარყოფითი მხარეც ჰქონდა. ნაფაზის დარტყმა მასწავლა და მეც ვეღარ შეველიე ნიკოტინს. დედას გაუკვირდა ჩემი ეს ნაბიჯი, მაგრამ ვერფერს რომ ვერ მიშველიდა ეგეც ძალიან კარგად იცოდა. მოკლედ, ჩემთვის და დანილასათვის სიტყვა შეუძლებელი არ არსებობდა. ის არ იყო არც ჩემი შეყვარებული, არც ძმა და არც რაიმე ადამიანური არსება. ჩევნ ცხოველებივით გვიყვარდა ერთმანეთი. მიუხედავად იმისა, რომ განუყრელნი ვიყავით შეგვეძლო ერთმანეთისთვის გვეღალატა და მერე ისევ ერთმანეთს ვავსებდით. ერთხელ დანილას ბათუმში მოუწია წასვლა, თავის დეიდსთან და მაშინ ვიგრძენი, რომ რაღაც დამაკლდა. თითქოს ჩემი მეორე ნაწილი წამართვეს. დღის განმავლობაში დაახლოებით ასჯერ ვურეკავდი. იქედან, რომ ჩამოვიდა მხოლოდ ჩემი დანარეკები ჰქონდა ტელეფონში. სანამ ის აქ არ იყო გადავწყვიტე ჩემი ეტლის ამარა ქალაქში დავმდგარიყავი და ცოტა ფული შემეგროვებინა საყვარელ მეგობნებისათვის. ერთი ქალი მოვა, დამაკვირდა და მეუბნება: -რად გინდა, შვილო, ვითომ ხეიბრის როლის თამაში. ადექი საქმე აკეთე და ფულიც გექნებაო. -გამარჯობა! ასეთ ჭკვიან ქალს არ გეკადრებათ ამხელა შეცდომის დაშვება. გაწითლდა. -არ ვაპირებ შენთვის იმის დამტკიცებას ვარ თუ არა ხეიბარი, ინვალიდი და შემიძლია თუ არა სიარული. ერთ ასეთ, რაღაცს გეტყვი და გული მწყდება, რომ შენნაირი უვიცისთვის მიწევს ენის დაღლა, მაგრამ გული არ მითმენს. რა მნიშვნელობა აქვს ვარ თუ არა ღარიბი, მთავარი ის რომ მე შენ დახმარება გთხოვე. სანამ სხვის ცხოვრებას დაუწყებდეთ ყურებას ჯერ თქვენსას ჩახედეთ. არავის დაუძალებია თქვენთვის გინდა თუ არ გინდა ფული მომეცით მეთქი. ისე მაგ პიჯაკს სანამ ჩაიცვამდით, ჯერ ადამიანური განათლება, რომ მიგეღოთ ურიგო არ იქნებოდა. საწყალს ისე შერცხვა, ვეღარაფერი ვერ მითხრა და ეგრევე გაეცალა იქაურობას. როცა ეს დანილას მოვუყევი იმდენი იცინა, რომ ბოლოს მოსასულიერებელი გამიხდა. -არ მესმის ამაში რა არის სასაცილო-მოსულიერების შემდეგ. -იმ ქალის სახეს, რომ წარმოვიდგენ ცუდად ვხდებიიი -და კვლავ ააბა. ცოტა აკლია. მარა მე ვისი რა მიკვირს?! ________________ მადლობა ყველას ვინც ჩემს ისტორიას კითხულობთ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.