შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მან საკუთარ თავს გადააბიჯა... (ნაწილი XII)


15-04-2015, 20:36
ავტორი Skellington
ნანახია 2 034

დიდი დარბაზიდან გასული ოთხეული (სემი, ფრედი, ჯორჯი და ჰარი) ჯურღმულებისკენ წავიდა. დღეს შხამ-წამლების გაერთიანებული გაკვეთილი ჰქონდათ, ისევე როგორც სლიზერინელებს. თითოეული ნაბიჯი ექოს გამოსცემდა და კორიდორის მიწისქვეშეთის სიღრმისაკენ ვრცელდებოდა, თითქოს წინ გაუძღვოდა და ეუბნებოდა, მომყევითო. ამ დროს ჰარიმ სემს, ხელი მხარზე მოხვია და წიგნში რაღაცა უჩვენა. გოგონამ უცნაურად დამახინჯებული სურათის დანახვისას სიცილი ძლივს შეიკავა, მაგრამ ამის სურვილი მაშინ გაუქრა, როცა შხამ-წამლების კაბინეტს მიუახლოვდა. კაბინეტის კართან მალფოი იდგა თავისი პატარა, ერთგული არმიითურთ.
- მოკლედ, ჩვენ წავედით. მაკგონაგელი გვიბარებს, სნეიპი გაფრთხილებულია და იცის, - მზრუნველი ხმით თქვა რომელიღაცა ტყუპისცალმა და ძმებმა სემს ლოყებზე აკოცეს, - შემოგივლით.
- კარგი, - გაუღიმა სემმა და ბიჭები მზერით გააცილა.
შეცბუნებული მალფოი ხან ტყუპებს უყურებდა, ხანაც სემს, მაგრამ როგორც კი ტყუპები თვალს მოეფარნენ, მხოლოდ სემის თვალებით ბურღვას შეუდგა. შიგადაშიგ გამგმირავ მზერას გამხიარულებულ ჰარისაც ესროდა, რომელიც სემს რაღაცას უყვებოდა.
- გამარჯობა, - თითქოს ძალიან უდარდელად მიესალმა სემი დრაკოს და პასუხს არც დალოდებია, ისე შევიდა ჰარისთან ერთად კაბინეტში. ჰარიმ კი გაიკვირვა, მაგრამ ხელი ჩაიქნია, ალბათ მომეყურაო და თავისუფალ მერხს მიუსხდნენ.
მათ წინ მალფოი და პარკინსონი მოკალათდნენ. სემს დიდი სურვილი გაუჩნდა, პარკინსონის მხრებზე ჩამოყრილი შავი თმები ღერა-ღერა დაეცალა, ბოღმით სავსე ბნელი თვალები კი - ბოლომდე ამოეთხარა. პარკინსონი შიგადაშიგ მათკენ ბრუნდებოდა და მოკლე ქედმაღლურ მზერას ასობდა.
- რადგანაც წინაზე, - კლასში სნეიპი შევიდა, - ვერავინ ვერ შეძელით ამორტენტიის მოხარშვა, დღესაც სიყვარულის ელექსი/რს მოვამზადებთ. ვინ მეტყვის სხაპასხუპით, რა ელექსი/რია ეს? ეჭვი მეპარება, გახსოვდეთ, ისეთი ჭკუათხელები ხართ... - თვალი გრიფინდორელების უმეტეს ნაწილს მოავლო.
ჰაერში ჰერმიონის ხელი აიჭრა.
სემი გაუნძრევლად იჯდა, როგორც ქვის ქანდაკება.
- იქნებ თქვენ მიპასუხოთ, მისტერ ლონგბოტომ? - მოულოდნელად წარმოთქვა პროფესორმა და მუქი თვალები ნევილს მიაპყრო. ასეთი მზერისგან ბიჭი ადგილზე წაბორძიკდა და წყლით ნახევრადსავსე ქვაბი ლამის გადაატრიალა, - დასანანია, ძალიან დასანანია.
მიწისქვეშა ნესტიან კაბინეტში სლიზერინელების კმაყოფილი ფრუტუნი გაისმა.
"არასოდეს არ მიყვარდა გველები..." - გაიფიქრა სემმა და როცა გაახსენდა, რომ ზუსტადაც რომ, მაგ ქმნილების ყელსაბამი ეკიდა კისერზე, სნეიპმა თითქოს მისი აზრები წაიკითხაო და გოგონას შეხედა.
- მის, - ცოტახანი გაჩუმდა, როგორც სჩვევია ხოლმე და დაასრულდა: - პეის?
- რა თქმა უნდა, პროფესორო, - როცა გოგონა ადგა, იმდგაცრუებულმა ჰერმიონმა ხელი დაუშვა, - სიყვარულის ელექსი/რი - ამორტენტია, ეს მართლაც არაჩვეულებრივი მაგიაა. მაგრამ მას ნამდვილი სიყვარულის შექმნა არ შეუძლია. ხანგრძლივობა თითო მიღებაზე მაქსიმუმ ოცდაოთხ საათამდეა. ეს დამოკიდებულია ბიჭის წონაზე და გოგონას მომხიბვლელობაზე...
- ...რომელიც შენ არ გაგაჩნია, - ბოროტად გადაუჩურჩულა პარკინსონმა.
- ...რაც უფრო დიდ ხანს ინახება, - ნესტოები დაებერა სემს სიბრაზისგან, - მით უფრო...
- ...მაგრამ დიდი ხნით შენახვაც არ გიშველის, ისეთი მახინჯი ხარ!.. - აგრძელებდა აზარტში შესული პარკინსონი სემის დაგესვლას.
- ...ძლიერმოქმედი ხდება იგი და ახლა, - გაცეცხლდა სემი და ხელი მერხს დაჰკრა, - ვიღაცას ენას ამოვაძრობ! - და ისე დახედა პარკინსონს, თითქოს თვალებიდან დენით დამუხტული ელვა პირდაპირ სახეში უთავაზაო.
- ისწავლეთ, მისტერ ლონგბოტომ, - ჩაიქირქილა პროფესორმა და სემის ბოლო სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, რაზეც პარკინსონმა ისე შეხედა თავისი კლუბის ხელმძღვანელს, თითქოს შეურაცხყოფა მიეყენებინოს მისთვის, - ასეთი მოუხერხებელი ცალტვინა რომ არ ყოფილიყავით ან თავდაპირველად ჯერ ლაპარაკი გესწავლათ, არ იქნებოდით თქვენი კლუბის სირცხვილი.
საბრალო ნევილი უფრო მოიკუნტა და ნერვიულობისგან კბილების კრაჭუნს მოჰყვა.
პროფესორმა კლასი დიდი ყურადღებით მოათვალიერა და გააგრძელა:
- გადაშალეთ სახელმძღვანელოები ას ოთხმოცდამესამე გვერდზე და დაიწყეთ. ორმოც წუთში დავბრუნდები, - გაფრთხილება გასცა მან და კლასიდან გავიდა.
ბავშვები წამოდგნენ და საქმეს შეუდგნენ. ამორტენტიის რეცეპტი სემმა ზეპირად იცოდა და წიგნში არც ჩაუხედავს.
- გაიგე? პოტერს შეყვარებული ჰყავს, - ექიდნურად წაიმღერა პარკინსონმა.
- ვისზე ამბობ? - ვერ მიუხვდა მალფოი.
- მეორე ჰერმიონ გრეინჯერზე, - აუხსნა მან და ცალი თვალი სემისკენ გააპარა. დრაკოს სახე დაეძაბა.
- არა, - მეტისმეტი თავდაჯერებულობით უპასუხა მან, - მას წითურები უფრო მოსწონს.
- რა იყო, ხომ არ ეჭვიანობ, ქერავ? - სემმა მარცხენა წარბი ასწია და ქვაბში მთვარის ფხვნილის მწიკვი ჩაყარა. სითხე აბუყბუყდა და ნაზი მოცისფრო ფერი მიიღო. პარკინსონი სიბრაზისგან წამოჭარხლდა, - ნუ ღელავ, ჩემს გემოვნებაში სულ არ ჯდები.
- ვითომ რატო? - აენთო მალფოი, მაგრამ მაშინვე უინტერესობის ნიღაბი აიფარა.
- ვფიქრობ, რომ წითელი შენი ფერის არ არის, - ნამიოკით უთხრა მან.
გრიფინდორელებს სიცილის შეტევა დაემართათ, სემმა კი აწითლებულ სლიზერინელ წყვილს თვალი მოსწყვიტა და კვლავ ქვაბს მიუბრუნდა.
- საინტერესოა, რა არ დავამატეთ? - ნიკაპი მოიფხანა დაფიქრებულმა პენსიმ, რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა მათი სითხე ღია-იასამნისფერი გახდა.
- ეი, სნეიპ, არ იცი, რა გამოგვრჩა? - მიუბრუნდა მალფოი სემს.
- მას რატომ ეკითხები? - იკივლა პენსიმ, მანტიაში სწვდა და მაგიდისკენ მიაბრუნა, - თვითონაც კარგად გავერკვევით.
- ჰოო? - ირონიით გადაამოწმა მან, - და როგორ?
- თვითონ გამოვასწორებ დაშვებულ შეცდომას, - ამაყად უპასუხა პენსიმ, სერიოზული სახე დაიჭირა და მანდრაგორის ფესვის დაჭრას შეეცადა, - არ ღირს დახმარება მუქსისხლიანებს სთხოვო.
- რაო, რა თქვი? - მშვიდად მიმართა სემმა, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზი გარეთ გამოსვლას ლამობდა.
- რაც გაიგე, შე ბინძური მუქსისხლიანო! - სახეში მიახალა პარკინსონმა.
- მშვიდად, სნეიპ, - ცინიზმნარევი ხმით დააწყნარა დრაკომ სემი, - შენ კი, - გადაიტანა მზერა თავის დაქალზე, - გაჩუმდი, გაიგე? - სხვების გაუგონრად ოდნავ ხმამაღლა გადასჩურჩულა პარკინსონს, თუმცა ეს სემის არ გამოპარვია.
- რა? - უარესად აპილპილდა გოგონა, - შენ რა, იცავ?
პენსიმ მალფოის ნაცრისფერ თვალებში ჩახედა. თვალებში, რომელშიც სიჯიუტე, ნერვიულობა და ბრაზი იკითხებოდა. ეს სამი გრძნობა ერთმანეთში ქაოსურად ირეოდა და იწეწებოდა, თუმცა პარკინსონი მიხვდა, რომ მალფოის ეს მზრუნველობა მას არ ეკუთვნოდა. ბიჭი სხვაზე დარდობდა...
პენსიმ, ხელში რაც კი ინგრედიენტები ეჭირა, ქვაბში გადაუძახა და კაბინეტიდან გავარდა. დრაკოს გოგონა არ შეუჩერებია, რითაც კიდევ ერთხელ გააოცა.
რამდენიმე წუთში სნეიპი გამოცხადდა და ქვაბებს ჩამოუარა. უცბად მისი მზერა მალფოის ქვაბზე შეჩერდა, რომელშიც სითხის მაგივრად ჭაობი ყოფილიყო და რომელსაც ბაყაყებიღა აკლდა.
- მისტერ მალფოი, იქნებ ამიხსნათ ეს ფენომენი, - სნეიპმა მრავლისმეტყველად შეხედა დრაკოს, - ეს რა არის?
- ამორტენტია, - მოკლედ გასცა პასუხი.
- და ვის უნდა დაალევინოთ ეს? - საფიქრალს მიეცა სნეიპი.
მალფოი სემს გამოესარჩლა, ესეიგი სემიც იგივეს გააკეთებს.
- უკაცრავად, პროფესორო, - ფრთხილად დაიწყო სემმა, - მისტერ მალფოის მე გავუფუჭე ელექსი/რი.
მალფოის წვრილი თვალები გაუფართოვდა.
- სნეიპ, რას აკეთებ? - ტუჩების მოძრაობით წაიჩურჩულა მალფოიმ.
სემმა თავი ისე დაიჭირა, ვითომ ვერ გაიგო.
- კონკრეტულად რაში ხართ დამნაშავე, მის პეის? - ჩაეძია პროფესორი.
- ისა... - გაუბედავად გაწელა მან, - უბრალოდ მე გავუფუჭე. არასაჭირო ინგრედიენტები ჩავუყარე.
- ძალიან ცუდი. მინუს ათი ქულა გრიფინდორის, - უკმაყოფილოდ გაიქნია თავი სნეიპმა. დაჯარიმებას გრიფინდორელების წუწუნი და ბუტბუტი მოჰყვა, მაგრამ პროფესორმა ყური არ ათხოვა და მალფოის მიუბრუნდა, - იმედი მაქვს, შემდეგში ყველას მოგვეცემა საშუალება, თქვენი ხელოვნებით დავტკბეთ, მისტერ მალფოი.
- რა თქმა უნდა, პროფესორო, - ძალდატანებით გამოსცრა მალფოიმ.
როცა გაკვეთილი დამთავრდა და ბავშვები დამწყვდეულებივით გავარდნენ ისედაც ჩახუთული კაბინეტიდან (რომელშიც ახლა ყველაფერთან ერთად, ჭაობის სუნიც იგრძნობდა), სემი ვიღაცის ძლიერმა ხელმა დაიჭირა.
- ეს რატომ გააკეთე?! - წამოდუღდა მალფოი.
- რა გავაკეთე? - ვერ გაუგო სემმა. ასეთმა რეაქციამ ძალიან გააკვირვა.
- სნეიპ, უკვე ძალიან მომაბეზრე თავი. არ დაგავიწყდეს, რომ პრეფექტი და ინსპექციის წევრი ვარ, - დაემუქრა იგი.
- ჩემი შეშინება გინდა? - გაიოცა სემმა.
- ასეთ სიტუაციაში რატომ ჩამაყენე? - წაუყრუა მან.
- ეს ასე გაინტერესებს, მისტერ პარანოია? - დამცინავად დასძინა სემმა, - ვიცი, რასაც ფიქრობ და ასეთი თავდაჯერებულიც ნუ იქნები, უბრალოდ მინდოდა...
- არ მჯერა, - სიტყვა გააწყვეტინა ბიჭმა.
- მაშინ დაჯექი და იმ ხალხის სია ჩამოწერე, ვისიც გჯერა, - დაგესლა გოგონამ, - ორ სახელზე მეტი არა მგონია ჩაწერო.
სემი პასუხს აღარ დალოდებია და კიბეებისკენ წავიდა, სადაც უკვე ტყუპები ელოდებოდნენ. მალფოიმ, მზერით მათი ფერფლად ქცევა სცადა.
- რა სჭირს მალფოის? - ჯორჯის თვალს არ გამოპარვია მისი მზერა.
- რაზე ამბობ?
- შუბლზე აწერია: "ნუ მოუახლოვდებით - მოგკლავთ".
- ნდობის საკითხთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს, - წყენით წაიბუტბუტა სემმა, - ისე, სკოლის ფსიქოლოგი რატომ არ გვყავს?
- ვინ? - უნისონში იკითხეს ტყუპებმა და სემს გული შეეკუმშა. ერთხელ, როდესაც სემმა ფსიქოლოგია ახსენა, სედრიკმაც ვერ გაიგო და ახსნა მოსთხოვა.
- არაფერი... - წაილუღლუღა ცხვირჩამოშვებულმა სემმა.
- ვფიქრობ, აქ პრობლემა მაინც ხასიათშია, - გაეღიმა ფრედს.
- არც ისეთი ცუდი ადამიანია, - გამოესარჩლა გოგონა დრაკოს.
- ჰოო? - თვალები მოწკურა ჯორჯმა და ეჭვიანობისგან ლოყები შეეფაკლა.
- ახლა ერთი და იგივე ადამიანზე ვლაპარაკობთ? - ყოველი შემთხვევისთვის გადაამოწმა ფრედმა.
სემს აღარ უპასუხია. რატომ ელაპარაკა ასე უხეშად? ეჭვიანობს?.. ეჭვიანობს. მაგრამ რატომ უბრძანა დრაკომ თავის შეყვარებულს, გაჩუმდიო? რატომ არ გაეკიდა, როცა პარკინსონი კაბინეტიდან გავარდი აცრემლებული თვალებით? ნუთუ მალფოი ასეთი უგულოა? თუ მიზეზი სხვა რამეშია?
ასე თუ ისე, სემმა ერთი რამ დანამდვილებით კი იცოდა... მას ჯერ კიდევ არ გადაუხდია მადლობა ბიჭისთვის. მაგრამ თუ სემი ამ საკითხზე ჩამოუგდებს ლაპარაკს, იქნებ მიხვდეს, რით დაიმსახურა მისგან ასეთი პატივი?



№1  offline წევრი mariamii))

ძაან მაგარია მარა ცოტა პატარაა :(( იმედია მალე დადებ <3

 


№2  offline წევრი Skellington

mariamii))
ძაან მაგარია მარა ცოტა პატარაა :(( იმედია მალე დადებ <3

Vapirebdi didis daweras, magram savaraudod xval davdebdi. Rom ar gecadat amdeni xani, rac mqonda dawerili, is davde. :D

 


№3  offline წევრი Mkitxveli

რააა კაიააა,იმ მიმართულებით (მგონი) მიდიხარ,მე რომ მინდა. ♥ მალფოი და სემი.

 


№4  offline წევრი mariamii))

როდისღა დეებ ორი დღე გავიდდა უკვეეეეეეეეეეე >_<

 


№5  offline წევრი მოვლენა :-)

მალე დადე რაა სამი დღეა გელოდები:(

 


№6  offline წევრი Skellington

mariamii))
როდისღა დეებ ორი დღე გავიდდა უკვეეეეეეეეეეე >_<

მოვლენა :-)
მალე დადე რაა სამი დღეა გელოდები:(

დღეს ვდებ, ჩემო საყვარლებო. ^^ ♥

 


№7  offline წევრი mariamii))

მალე დადეეეეეეეეე

აბა დღეს ვდებოოო? :(( რატო არ დებბბ დავიტანჯეეეეე >_< :'(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent