შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავხედებო, მოგესაჯათ ერთად ყოფნა! 4


15-04-2015, 20:57
ავტორი ნათი_
ნანახია 3 202

ბატონმა გიორგიმ ჩაიცინა და თავისი მონოლოგი განაგრძო
-ჰმ, ეს მაგალითი იყოს. გეგმების დაწყობაში დროს ნუ დახარჯავთ. არც თქვენთვის ჩვეულ ხერხს გირჩევდით, ხანძარს ვგულისხმობ. ჩვენ ყველაფერი გავითვალისწინეთ, აი კუთხეებში იმ მოწყობილობას ხომ ხედავთ?-მიგვითითა ოთახის კუთხეზე, სადაც პატარა თეთრი აპარატი იყო დამაგრებული და წითლად ციმციმებდა-ისინი ყველგანაა დამონტაჟებული, კვამლის გაჩენის შემთხვევაში სიგნალს გვაწვდის, ასე რომ... აღარ გამოგივათ. კამერებზე აღარაფერს ვამბობ. რაც შეეხება სწავლას, თქვენ უკვე ნახეთ საკლასო ოთახები. თქვენ ისწავლით სამართალს. უფრო მარტივად რომ გითხრათ, ჩათვალეთ, რომ ყველამ დაამთავრეთ სკოლა და ჩააბარეთ იურიდიულზე. მოკლედ ნელ-ნელა ყველაფერს გაიგებთ, ახლა კი უხმაუროდ, ზედმეტი კითხვების გარეშე ადით თქვენს საძინებელ ოთახებში. ალბათ კარებზე შეამჩნიეთ რიცხვები, ის თქვენი სამაჯურის რიცხვს შეესაბამება, ასე რომ მიგნება არ გაგიჭირდებათ.-გვითხრა და თავისი კაბინეტისკენ წავიდა, ნელიც უკან გაყვა. ჩვენ მარტო დავრჩით შესასვლელში.
გიორგი სასწრაფოდ კარისკენ გაექანა და დაეჯაჯგურა, თუმცა ჩვენ ხომ ვიცოდით, რომ ჩაკეტილი იქნებოდა. ყოველი შემთხვევისთვის ფანჯრებიც შეამოწმა და უკმაყოფილოდ დაუბრუნდა თავის ადგილს.
-აუ, რა ჯანდაბა ხდება?-ამჯერად ეს ზურამ იკითხა-რა უნდა ვქნათ?
-რამე უნდა მოვიფიქროთ!-დაასკვნა ლექსომ
-მაგრამ ეხლა ავიდეთ ჩვენ ოთახებში, დავისვენოთ, დავწყნარდეთ და მერე მოვიფიქროთ.-თქვა მარიამმა, ამას ნამდვილად ვეთანხმებოდი
-ხო რაა, მასე ჯობია-დაადასტურა გოგამ და დავიშალეთ.
ჩვენი იქ ყოფნა შეგვიძლია პერიოდებად დავყოთ. პირველი "გაურკვევლობის პერიოდი" იყო, შედარებით მშვიდი პერიოდი, რომელიც პირველი ორი კვირა გაგრძელდა. ჩვენ ვცდილობდით პასუხების პოვნას და სიტუაციში გარკვევას. ერთ-ერთ დღეს ბუფეტში ვსაუზმობდით და თან ერთმანეთს ვუზიარებდით გაგონილ იმფორმაციას
-ბავშვებო გუშინ მადონას ველაპარაკე-წამოიწყო მარიამმა
-აუფ, ეს რა გვითხარი-მოჩვენებით გაიოცა ლექსომ-მადონას ჩვენც ველაპარაკებით კვირაში ორჯერ
-ვიცი ლექსო მარა, მე სხვა რამეს ვგულისხმობ
-მერე, მერე, რაო მადონამ?-ჩაერთო გოგა, ამ დიალოგის შეწყვეტის მიზნით
-რაო დაა, ამ დირექტორს საზოგადოებისთვის მეტად საშიშ თინეიჯერებად მივაჩნივართ, ამიტომ გამოგვკეტა ყველასგან მოშორებით და ჩვენი გამოსწორება გადაწყვიტა. თურმე ფიქრობს, რომ ნორმალური მოზარდი ასეთ სისასტიკეს ვერ ჩაიდენდა და ჩვენ ფსიქიკური პრობლემები გვაქვს და ამიტომ ფსიქოლოგის დახმარება გვჭირდება.
-ამაზე უარეს სისასტიკეებს არ აკეთებენ მოზარდები? რაღა ჩვენ გამოგვკეტა ამ გადაქვესკნელებურ შენობაში?-უკვირდა ზურას
-და რა გონია, აქედან ფრთიანი ანგელოზები გავალთ?-დაუმატა გოგამ
-ხო რავი, აი სამართალსაც იმიტომ გვასწავლიან, აქედან რომ გავალთ, ჩვენი პროფესია გვექნება, ფსიქოლოგი დაგვეხმარება ჩვენი პიროვნების ჩამოყალიბებაში, მშვიდი ნერვიული სისტებით ხალხისთვის საშიშებიც აღარ ვიქნებით და გავხდებით საზოგადოების სრულყოფილი და აქტიური წევრები-ჩამოაყალიბა ნინამ
ამაზე ზოგი გაოცებას ვერ მალავდა, ზოგი სიცილს ვერ იკავებდა, ზოგიც ჩაიფრებული იჯდა და ზოგმაც ერთმანეთში დაიწყეს გაგებულის განხილვა, ბუფეტში ხმაური ატყდა.
მე ადამინებთან ურთიერთობა დიდად არ გამომდიოდა, არც ვცდილობდი რომ გამომსვლოდა. ყოველთვის ჩემთვის ვიყავი ხოლმე, ჩემ სამყაროში. თუ იქ არა, მაშინ ჩემ რამდენიმე მეგობართან ერთად, რომლებსაც წლების განმავლობაში მოუხერხებიათ ჩემი მეტნაკლებად გაცნობა, ეს მოკლე ჩართვა იმისთვის რომ ზოგადი წარმოდგენა შეგექმნათ ჩემს პიროვნებაზე. მოკლედ როგორც გითხარით ადამიანებთან დამეგობრება არ მეხერხებოდა ამიტომ პირველ ხანებში მადონა საშინლად მაღიზიანებდა და გავურბოდი ხოლმე მასთან ლაპარაკს, ის ხან შეპარვით, ხანაც პირდაპირ ცდილობდა ჩემს სამყაროში შეღწევას და ამ გზით ჩემს გაცნობას, მე კი ამას ასე ადვილად ვერ დავუშვებდი. მოკლედ ჩვენს მდგომარეობაზე იმფორმაციას ჩემი კლასელებისგან ვიგებდი, მე კი მხოლოდ იმის გარკვევა მოვახერხე, რომ ამ შენობაში ხუთი წელი მაინც მოგვიხდებოდა ყოფნა და ამის საიდუმლოდ შენახვას არ ვაპირებდი
-მე გავარკვიე, რომ აქ ყოფნა დაახლოებით ხუთი წელი მოგვიწევს-ვთქვი მაგრამ იმედი არ მქონდა რომ ამას ვინმე გაიგებდა, ბუფეტში საშინელი ხმაური იყო
-მოიცა, მოიცა, ჩუ, რა თქვი?-მომიბრუნდა გოგა და იქ მყოფთა გაჩუმება სცადა- დაწყნარდით!- დაიღრიალა და ხელით ჩემზე მიუნიშნა
მაშინ უკვე სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა და ყველა მე მომაშტერდა
-მე გავარკვიე, რომ აქ ყოფნა დაახლოებით ხუთი წელი მოგვიწევს-გავიმეორე სიტყვა-სიტყვით
-რაა?-ეს რამდენიბე ბავშვს ერთად აღმოხდათ
-საიდან იცი? მადონამ გითხრა?-ლექსო დაზუსტებას ცდილობდა
-მოიცა ეხლა რა გამოდის?-წამოხტა მათე, ის ამ დროის გამნავლობაში ჩუმად იჯდა და ცნობისმოყვარე თვალებით უყურებდა მას ვინც რამე ახალს იტყოდა, ასე იქცეოდა ხოლმე მაშინ როცა რაღაცაში გაურკვეველი იყო და სიტუაციის დადგენას ცდილობდა, ერჩივნა ჩუმად მჯდარიყო და მოესმინა ბოლოს კი წამოდგებოდა (წამოხტებოდა) და თავის აზრს აფიქსირებდა (და რაღაც გონივრულს, საოცრებას ან საშინელებას დააბრეხვებდა)-რა გამოდის, რო მთელი ხუთი წელი მარტო თქვენ სახეებს უნდა ვუყურო?!-იყვირა და სკამი რომელზეც წამის წინ იჯდა, ფანჯარას მოუღერა, თითქოს ჩაამტვრევდა, გისოსებსაც გაგლეჯდა და გადახტებოდა :დ ამ დროს დაცვა შემოვარდა და სიტუაცია განმუხტა (ხოხ, კამერები შესაშურად მუშაობდნენ)

შემდგომ პერიოდს შეგვიძლია "ამბოხების პერიოდი" ვუწოდოთ. ჩვენ, ასე თუ ისე, მივიღეთ პასუხები ჩვენს კითხვებზე, გავერკვიეთ სიტუაციაში და მივხვდით, რომ ეს სიტუაცია აუტანელი იყო.



№1  offline წევრი tatiko:)

DZaliAn kargiaa <3<3

 


№2  offline წევრი prettygirl

Momwons dzalian <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent