შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმპატიური უფროსი (5)


15-04-2015, 21:19
ავტორი mariam-mariam
ნანახია 5 163

ამ ამბის შემდეგ 1 თვე გავიდა და ზუკა ჯერაც არ ჩანდა...
მე??
მე არ ვიცი..... ცოცხალ მკვდარი ვარ... არც საჭმლს ვჭამ და არც უნივერსიტეტში დავდივარ.... სამსახურზე ლაპარაკი ზედმეტია.... ეკა და თოკო ამაოდ ცდილობენ ჩემ მობრუნებას ცხოვრებისკენ....
ჩვეულად ფანჯარაზე ვიჯექი და გავყურებდი წვიმიან თბილისს.. თითქის ამინდიც ჩემ გვერდზე იყო...
-დროზე ადექი!!.
კარები შემოგლიჯა ეკამ და სველი ქოლგა იქვე კუთხეში მიაგდო... უემოციო სახით გავხედე, ტუჩი შეუმჩნევლად ჩავტეხე და ისევ ფანჯარას მივუბრუნდი..
-სალომე!!
-.....
-დიდხანს უნდა იყო ესე???
-......
-შენ ის სალომე აღარ ხარ... სიცოხლით სავსე გოგო, რომელსაც ყველაფრი უხაროდა და ყველაფერზე იცინოდა.... სულ სხვა სალომეს ვიცნობდი... სიცოცხლით სავსეს...
-შევიცვალე ეკა!!!! მე მართლა არ ვარ ის სალომე... ცხოვრებამ შემცვალა.. შეუძლებელია!.. მე იმ სალომეს აღარ დავუბრუნდები...
მდგომარეობიდან გამოსულმა ბოლო ხმაზე ვიყვირე და რაც ხელში მომხვდა ყველაფერი დავლეწე...
-სალომე დაწყნარდი!... სარკეში ჩაიხედე? რას გავხარ იცი??? ცოცხალ-მკვდარი ხარ..... გიორგიზე და ლიაკოზე არ ფიქრიბ? ბექა? ბექა რა დღეშია იცი??? ბიჭი ყოველ დღე ტირის შენ გამო..... სალომე გთხოვ.... ზუკა? ზუკა რომ იყოს აქ რას იზამდა წარმოგიდგენია შენ რომ ამ მდგომარეობაში ენახე.... ან რატომ წავიდა არ დაინტეტესებულხარ?
ზუკას ხსენებაზე მუხლები მომეკვეთა და ცრებლები თავისით წამოვიდა...
-სალომე დაფიქრდი გთხოვ... ნომერი იცი, დამირეკე თუ რამე გადაწყვიტე...
ქოლგა აიღი და ოთახიდან გავიდა.. სარკეში ჩავიხედე და საკუთარი თავი შემზიზღდა... ძვლებზე გადაკრული ტყავი ვიყავი... ტირილს უფრი ვუმატე, კარები გამოვაღე და ქვევით ჩავვარდი... ჩემდა საბედნიეროდ ეკა ჯერ წასული არ იყო...
-ეკა....
ტირილის ფონზე, რაც შემეძლო ხმამაღლა დავიძახე და ჩავეხუტე...
-ეკა გთხოვ შენ მაინც ნუ დამტოვებ... მჭირდები....
-კაი ჩუ სალო... დაწყნარდი, წამოდი ზევით აგიყვან და დაისვენე...
-ჩემთან ხომ დარჩები?
-კი სალო მთელი დღე შენთან ვიქნები... დაწექი წამოდი....
-ეკა.. თოკო??
-თოკო მოვა სალო, შენ დაიძინე და მოვა...
მეტი არაფერი მახსოვს, რომ გავიღვიძე ეკაც, თოკოც და ბექაც ჩემ საწოლთან იყვნენ და რაღაცაზე, ომახიანად იცინოდნენ...
- ოჰ გაიღვიძე?
პირველი ბექა მოვიდა და ისე ჩამეხუტა ძვლება ტკაცუნი დაიწყო...
-აუ ბექა მეტკინა ნელა...
-ბოდიში ბოდიში.... მომენატრე სალო....
-მშია....
ამ ხნის განმავლობაში პირველად ვთქვი სიტყვა "მშია" ერთმანეთს გაკვირვებულმა გადახედეს და ტუჩები სასიამოვნო ღიმილმა გაუპო... რამდენხანს ვჭამე და რამდენი ვჭამე ვერ გეტყვით...
-შვილო სალომე, როგორ მიხარია, რომ დაგვიბრუნდი...
-კარგი ლიაკო დაწყნარდი, ნუ დამტირი თავზე.... ცოცხალი ვარ არ მოვმკვდარვარ...
-რაებს ამბობ გოგო ხო არ გაგიჟდო ღმერთმა დაგიფაროს....
ჩვეულად აქოთქოთდა ლიაკო და საჭმელს მიუბრუნდა..
-აბა რას დამტირი თავზე კარგად ვარ......
ყველას გაეცინა ჩვენს ამ დიალოგზე....დიხანს ვიცინეთ კიდევ და ბოლოს მე და ეკა ჩემ ოთახში ავედით და დიდხანს ვილაპარაკეთ იმ საკითხებზე რაც მე გამოვტოვე...
-იმის მერე არ გამოჩენილა?
საუბარი კვლავ ზუკაზდ გადავიტანე, რომელიც ჩემ ტკივილად რჩებოდა...
-ერთხელ იყო მოსული უნდოდა შენი ამბავი გაეგო, მაგრამ არაფერი მითქვამს... ძალიან ცუდად გამოიყურებოდა.. თვალები დიდ მწუხარებას მეუბნებოდა.... შავებში იყო და წვერი მოეშვა.... დალაპრაკება არ გინდა??
ისედაც დამძიმებული გული უარესად დამიმძიმდა, ეკას მონაყოლიდან... ვინ იცის რამდენჯერ მიფიქრია დარეკვა და აკრეფილი ნომერი რამდენჯერ წავშალე... უბრალოდ არ შემეძლო..
რატო??
არ ვიცი... ალბათ მეშინოდა...
რისი??
ალბათ იმის, რომ ზუკას ხმის გაგებისთანავე უარესად ცუდად გავხდებოდი და სიტყვასაც ვეღარ ვეტყოდი..
-სალომე... სალომე გამიფხიზლდი სალომე!!!
-ეკა... არ შემიძლია... მიყვარს გესმის მიყვარს უუმისობა არ შემიძლია....
მწარე ტირილი ამივარდა... ვერ ვჩერდებოდი.. ეკა ამაოდ ცდილობდა ჩემ დაწყნარებას...
-დაწყნარდი... დაწყნარდი.. ჩაიცვი მიდი და გავიდეთ სუფთა ჰაერზე, ცოტა გულს გადააყოლებ...
წინააღმდეგობის გაწევა არც მიფიქრია, კარადასთან მივედი, სპორტული შავი შარვალი, ნაცრისფერი ზედა და აირმაქსები ჩავიცვი.. ზემოდან ტყავის ქურთუკი შემოვიცვი და გარეთ გავედით.... მესიამოვნა სუფთა ჰაერი... მიუხედავად ეკას მხიარული ხასიათისა, მაინც მოწყენილი დავდიოდი და აოდ ცდილობდა ჩემ გამხიარულებას..
-აუ სალო მოდი რა ხააიათზე..
-არ შემიძლია სალო.. მენატრება.. ცუდად ვარ.. "ლომკა" მჭირს უკვე.. მენატრება სასწაულად.. ეს ერთი თვე საშინელებაა... არ ვიცი როდის მოასწრო ჩემს გულში შემოჭრა არ ვიცი... მაგრამ.. საშინლად რომ მიყვარს ვიცი...
-არ გიფიქრია იმაზე რომ მასაც უყვარხარ?
-რომ ვუყვარდე ხომ არ დამტოვებდა.. ხომ არ გამიმეტებდა ასეთი ტკივილისთვის..
-იქნებ რატომ წავიდა... იქნებ უჭირდა რამე... იქნებ არ შეეძლო უშენობა და მხოლოდ იმიტომ წავიდა, რომ იმ დღეს უსიტყვოდ წახვედი და არც იმის იმედი მიგიცია რომ ნახავდი... დაფიქრდი... გიყვარს??..
-არამქვეყნიურად... სიგიჟემდე..
-კაი წამო სახლში და დავისვენოთ, ბევრი გადაიტანე დღეს... ხვალე უნივერსიტეში წამოხვალ?...
-კი დროა
ძველ ცხოვრებას დავუბრუნდე..
როდია ჩამეძინა არ ვიცი, მაგრამ კარგად მახსოვს ზუკაზე ფიქრში რომ ჩამეძინა.... დილით კი ლიაკოს ხმა მაღვიძებს რაც ჩემთვის გასაკვირია...
-სალო დე ადექი დაგაგვიანდება...
-კაი დე მაგრამ ეკა სადაა???
-ეკამ დარეკა დღეს ვერ მოვდივარო და მარტო წავიდესო...
-კაი ავდგები ეხლავე..
ლიაკო ოთახიდან გავიდა და მეც ავდექი.. აბაზანაში შევედი, მოვწესრიგდი და კარადას მივაშურე.. გამოვიღე შავი მაღალწელიანი კაბა.. თეთრი ტოპი ზედა და შავი ნაქსოვი მუხლამდე ჟაკეტი, ფეხზე ბათინკები ამოვიცვი.... ჩანთა და მანქანის გასაღები ავიღე... ლიაკო დავემშვიდობე და ქვევით დავეშვი.... მანქანასთან მისულს, ერთო თეთრი ვარდი დამხვდა კაპოტზე დადებული, იქვე ბარათიც იდო..
"მაპატიე და მნახე"
ვარდი რადენჯერმე შევათვალიერე ხელში და ბოლოს მანქანის უკანა სავარძელზე გადავდე.... საათს დავხედე ათი სრულდებოდა, მე კი ლექციაზე მაგვიანდებოდა.. შუქნიშანი... ფუ როგორ მეზიზღება... ეხლა ერთი წუთი უნდავიდგე და ველოდო, როდის აინთება მწვანე, რომ ისედაც ცარიელ ქუჩაზე განვაგრძო გზა... ჩემ ფიქრებში ვიყავი, როცა მანქანის მინაზე ვიღაცამ მომიკაკუნა... შუშა ჩამოვწიე და ველოდებოდო, როდოს იტყოდა რამეს, ხელი ამოწია და ერთი თეთრი ვარდი მომცა...
-აპატიე და შეურიგდო... ძალიან კარგი ბიჭია...
მითხრა და გაუჩინარდა... გაშტერებული ვიდექი და ვუყურებდი მიმავალს, ბოლოს თავი გაკვირვების ნიშნად გავაქნიე და გზას გავუდექი...უნივერსიტეტის ეზო ცარიელი იყო რაც გამიკვირდა.. ადრე, როდესაც დაგვიანებით მოვიდოდი, ეზო მაინც სავსე იყო, ეხლაკი? კაცის ჭაჭანება არ იყო... ფრთხილად შევაღე, კარები და აქეთ-იქით თვალიერება დავიწყე, მაგრამ ამაოდ არც აქ იყო ვინვე.. აუდიტორიისკენ წავედი... ერათ-ერთი ოთახიდან გოგო გამოვიდა და თეთრი ვარდი ხელებში მომაჩეჩა
-აპატიე და ნახე...
თითქმის კი არა ყველა ოთახიდან თითო ბავშვი გამოდიოდა და ვარდებს მაძლევდნენ და ერთსა და იმავე ტექსტს იმეორებდნენ
"ა პ ა ტ ი ე დ ა ნ ა ხ ე"
გაკვირვებული დავდიოდი და თავს დებილივით ვატრიალებდი... ბოლოს აუდიტორიისან ეკა გამოვარდა და ხელი ჩამჭიდა..
-წამოდი სალომე... შენი დროა...
-რა ხდება ეკა?
-წამდი და ნახავ... თოკო წამო დამეხვარე...
შენობიდან გამიყვანეს და მანქანაში ჩამავეს...
-სად მივდივართ?
-აუ სალო ნუ ხარ მოუთმენელი მიხვალ და ნახავ.. დაახლოებიყ ნახევარი საათი ვიარეთ... ბოლოს მთაწმინდაზე, რაღაც სამსართულიანი სახლის წინ აღმოვჩნდი...
-სალო შედი და ჩვენც მოვალთ...
- კარები გავაღე და პირი გაოცებიაგან დავაღე... ულამაზესი იყო იქაურობა... გემოვმებით გაწყობილი.. უმაღლესი ხარისხის ავეჯი და ბევრი სხვა რამ...
-მოგწონს??
უკნიდან საკმაოდ ნაცნობო და მონატრებული ხმა მომესმა...
-მეც ძალიან მომწონს... ეს ყველაფერი მამაჩემმა გააკეთა მაშინ როცა
დედაჩემი ცოლად მოიყვანა... ერთმანეათი სიგიჟემდე უყვარდათ, დედაჩემის ოჯახი წინააღმდგი იყო მათი ერთად ყოფნის, მაგრამ დედაჩემმა მაინც თავისი გაიტანა და მამუკას ცოლად გაყვა... ოჯახმა გამორიყა, თუმცა დიდად არ უნაღვლია სიყვარული პირვენ ადგილას დააყენა და არც უდარდია.... არაფერი მოკლებია... ეს სახლიც მათი სიყვარულის სიმტკიცია ნიშნად ააშენეს.....
ამას ყვებოდა და ვხვდებოდი რამხელა სევდა ედგა გულში.. ხმისამოღებას ვერ ვბედავდი და კვლავ ზურგით ვიდექი და ვუსმენდი... მისი მზერა ზურს მწვავდა რომელიც მაზოხისტურად მსიამოვნებდა.... ვგრძნობდი მის ცხელ სუნთქვას კისერში...
-ალბათ გაინტერესებს რატომ მოვყევი ეს ყველაფერი..
მამაჩემი 1 თვის წინ საავადმყოფოში დავაწვინეთ ძლიერი შეტევით.. ექიმმა მხოლოდ 1 კვირა დარჩაო.. თუმცა ცოტა ხანგძლივი სიცოცხლისთვის მაინც წაიყვანეთ საზღვარგარეთო., დედაჩემმაც მაშინვე გერმანიაში გააქანა... სწორედ იმ დღეს როდესაც ბოლოს გნახე.. ზუსტად წასვლიდაბ ერთ კვირაში მამაჩემი გარდაიცვალა... დედაჩემი კი მის გარდაცვალებას გადაყვა და 2 კვირაში დედაც დავკარგე.... გერმანიაში აღარაფერი მესაქმებოდა... თითოეული ადგილი მათ მახსენებდა..
-აქ რა დაგრჩენია???
-შენ სალომე... შენ ხარ ის ერთადერთი ვის გამოც სიცოცხლეს აზრი აქვს.... როცა მშობლები დავკარგე, მეგონა რომ ყველაფერი დამთავრდა.. მაგრამ..... შენ ხარ ის ერთადერთი ვის გამოც სიცოცხლე მიღირს, შენ ხარ ის ერთადერთი რომელიც მაჩერებს ამ ქვეყანაზე და შენ ხარ ის ერთადერთი ვის გამოც საქართველში დავბრუნდი.. მიყვარხარ უსაშველოდ, უსაზღვროდ... სალომე მჭორდები..... მაპატიე გთხოვ რომ ესე მიგექეცი და დაგტოვე...
მუხლებზე დავარდა და ტირილი დაიწყო.. ვერც მე ვეღარ შევიკავე მის წინ მუხლებზე დავდექი და ცხელ სითხეს მივეცი უფლება თავისი გზა გაეკვლიათ..
-ზუკა!!!! ზუკა!!!! გთხოვ ადექი.... ზუკა!!!!
-სალომე მაპატიე გთხოვ...
-დაწყნარდი... ყველაფერი გაპატიე.... მეც მჭირდები... მიყვარხარ უსაზღვროდ და არაამქვეყნიურად.... მიყვარხარ ზუკა.....
თავი აწია და მისი კუპრივით შავი თვალები, რომელიც ეხლა სევდით უფრო იყო სავსე ვიდრე იმ სილაღით, რომელიც ადრე ჰქონდა..



ძალიან დიდი მადლობა იმათ ვინც კითხულობს და მოწონს, ხოლო იმათ ვინც ამბობს რომ გავს "მამაკაცი ბნელი ჩიხიდან" არ შეგეწინაათდეგებით რაღაცით გავს, მაგრამ იქნებ დაუკვირდეთ და გაარკვევთ დიდ განსხვავებას... იმედია მოგეწონებათ ❤️ დააკომენატარეთ ❤️



№1  offline წევრი Niacule

არი კი განსხვავებები თუმცა გავს, არაუშავს მაინც მომწონს<3

 


№2  offline წევრი vighaca

Dzalian magaria

 


№3  offline წევრი -tiko))

Male dade raa
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№4  offline წევრი ninonino7500

მალე დადე რა

 


აუუ მალე დადე რაა
ძაან კაი გოგო ხარრ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent