შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ომგამოვლილები (თავი 11)


16-04-2015, 00:42
ნანახია 3 015

ეცადა შეუმჩნევლად გასულიყო. გახევებული იდგა რესტორნის კართან ჯიქია.
პირველად ხედავდა ასეთს დემეტრეს, ბრაზისგან დაბრმავებულს, უგონოდ მთვრალს მოუწესრიგებელს. ორ კვირაში საგრძნობლად მოეკლო, დასუსტებულიყო წვერიც შესამჩნევად დაგრძელებოდ. იმ ძლიერი მამაკაცისგან, რომელიც კატოს უყვარდააღარაფერი დარჩენილიყო. ვერაფერს ამბობდა ანდრონიკაშვილი, თითქოს ერთ ადგილს მიეყინა. იმ თვალებში, რომლებიც ცოტა ხნის წინ სითბოთი უყურებდა მას, ეხლა სევდას დაედო ბინა.
-მეგონა გეყოფოდა სითავხედე და მომიწვევდი.-ირონიული იყო ის.
სიჩუმე.
-ბედნიერი ხარ არა ?-ხმამაღლა გაეცინა.
ისევ სიჩუმე...
-თქვი რამე თორე მოვკლავ ინ ნაგავს!
ისევ სიჩუმე. მხოლოდ მისი ხმამაღალი ტონისას შეტოკდებოდა კატო.
იქვე მოაჯირზე ჩამოჯდა, თავი ხელებში ჩარგო და ატირდა. წარმოგიდგენიათ, როგორ უმძიმდა ? კატოს ყველა ნერვი დაეძაბა, საკუთარი თავის დამშვიდების უნარიც აღარ შესწევდა.
-ამის დედაც!-ის ბოთლი,რომელიც ხელში ეჭირა ასფალტზე დაალეწა.
წამით დასერიოზულდა, აცრემლებული და დასიებული ჰქონდა თვალები. მას მიუახლოვდა. სანტიმეტრები აშორებდათ.
-ყველაზე ლამახი ხარ საქორწილო კაბაში, მაგრამ სხვისი ცოლი გქვია...
ამდენი ხნის შემდეგ საკუთარ თავში იპოვა სიძლიერე და რამდენიმე სიტყვა უთხრა.
-ეხლა წადი დემეტრე...
-შევეგუო ბედს ?
-დამივიწყე...
შემოტრიალდა და სწრაფი ნაბიჯებით მიაღწია კარამდე. საპირფარეშოს კარი ჩაკეტა და ტირილით გული იჯერა. არასდროს ენახა კაცის ცრემლები, დემეტრე კი ტიროდა , ალბათ მასზე მეტად შეუძლებელია ვინმეს ვუყვარდე გაიფიქრა და კაბის შრიალით ჩაირა სადღესასწაულოდ მორთული მაგიდების რიგი. თეიმურაზმა საცეკვაოდ გაიწვია, კატომ მის მხარზე დადო თავი და ამ წუთებში ის ყველაზე დაცულად გრძნობდა თავს. არ უნდოდა მუსიკა დასრულებულიყო.
სანდრო კი შორიდან უყურებდა და საკუთარ თავს ჯვარზე აკრავდა. "ყველაზე ძვირფასი წავართვი ოჯახი და სიყვარული".
***

სანდროს შეკრების გამო სამოგზაუროდ წასვლა დროებით გადაიდო. დაღლილები დაბრუნდნენ სახლში.
კატო სასტუმრო ოთახში სავარძელზე მიესვენა და მინის ფართე ფანჯრიდან ღამის თბილისს გახედა.
-მგონი გეძინება.
-კი ძალიან დავიღალე.
-წამო...
ხელი გაუწოდა სანდრომ მას.
-ვიცი ჩემთან ერთად დაძინება არ გინდა, მე მისაღებში ვიქნები.
არაფერი უთქვამს, თუმცა გულის სიღრმეში ემადლიერებოდა მას.
-თუ შეუძლოდ იგრძნო თავი დამიძახე.
თავი დაუქნია და მოწყვეტით დაეშვა საწოლზე.
იმ დღის შემდეგ ოთახი სრულიად შეეცვალა სანდროს, ისევ და ისევ კატოს გამო, ზრუნავდა, რომ კიდევ უფრო არ სტკენოდა, თუმცა ტკივილს, აქვს კი საზომი ? სანდროს იმდენად სურდა ის დღე გაექრო მათი ცხოვრებიდან, რომ ყველა დეტალი ძირფესვიანად შეეცვალა ოთახში. კატოს მალევე ჩაეძინა და ფიქრად ერისთავი გაჰყვა.
***
ერთმანეთისთვის დახურულ წიგნებს ჰგავდნენ, არცერთი აპირებდა გახსნას. მოკლე საუბრები, ისიც სიტუაციიდან გამომდინარე მათ ჩვეულებად იქცა.
მშვიდად ცხოვრობდნენ. თავიანთ საქმეს და კარიერას იწყობდნენ. მეორე დღესვე წავიდა ერითავი ვარჯიშზე კატოც უნივერსიტეტში გავიდა. ახალი ჭორების აგორებისთვის წამები დასჭირდათ მის თანაკურსელებს.
***
რამდენიმე დღე იყო მათი ერთობლივი თანაცხოვრებიდან გასული, სანდრომ ვეღარ დაიტია გულის ტკივილი და ნიკოლოზს დაურეკა.
-ნიკო სად ხარ ?
-ბარნოვზე კაფეში.
-ოც წუთში მანდ ვიქნები.
-ვაა დაოჯახებულ სანდრიკას მოვენატრე?
-სალაპარაკო მაქვს...
-რაღაც სერიოზულია უკვე სუნი მცემს...
მხიარული იყო უმცროსი ერისთავი, თუმცა როცა მებრძოლი ს სახეს შეხედა მალევე დასერიოზულდა.
-რა ხდება ?
-ეე ნიკო რა არ ხდება ის თქვი...
-კატო ჰო ?
-გვიჭირს ერთად ცხოვრება, საღამო სრული ქაოსია.
-სამი დღეა, რაც ერთად ცხოვრობთ თანდათან შეეჩვევი.
-ერთად ცხოვრებას კი, არა კატოს ვერ ვეჩვევი მასთან დამნაშავედ უკანასკნელ ნაძირალად ვგრძნობ თავს...
-ეე ბიჭო თვითგვემა და დეპრესია მაკლია ეხლა შენი.
-მარიამს ვადარებ...
-ესე არაფერი გამოვა, ეცადე მისი ნდობა მოიპოვო, წვრილმანები აბედნიერებს მას. შენც გააბედნიერე და დამიჯერე ყველაფერი შეიცვლება..
-წარსული ?
-წარსული დავიწყებას მიეცი.
-რთულია.
-ცხოვრებაა რთული სანდრიკ, სიმარტივე არ უხდება.
-ის კიდევ ძალიან ბავშვურია ამ სირთულეებისთვის.
-ჰოდა შენც მასთან ერთად მოერევი ყველაფერს დამიჯერე.
-ყველას ვაუბედურებ.
-ისევ თვითგვემა.
-რას ვაკეთებ ღმერთო რამდენი მივქარე.
-მიქარე კი არა მალე მამა გახდები და ეცადე შეიყვარო შენი ცხოვრება, თორემ კიდევ უფრო გართულდება ყველაფერი . დრო შეგაჩვევს ყველაფერს.
-უსიყვარულობასაც.
-სიყვარულს გასწავლის, ვიცი ასე იქნება.
-ყავაზე იმკითხავე ?
-არა, მუცლითმეზღაპრეობა და ეგეთები ჰო იცი არაა ჩემი თემა. ვიცი ზემოთ იქ ასე უნდათ.-ხელი ჭერისკენ წაიღო ნიკოლოზმა, ამით კი უზენაესს გულისხმობდა.


აბა რას იტყვით ?



№1  offline წევრი etia

მმ მომწონს ბატონი ნიკოლოზიი love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent