შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნატალი


17-04-2015, 01:09
ავტორი Tay194
ნანახია 9 619

-აეე ბიჯოო გაიქეცით მალე მიწისძვრაა!!

ოთახში დენდარტყმული დიტო შემოვარდა, რომელიც საშინლად გამოიყურებოდა.წარმოიდგინეთ თვალებდაჭყეტილი და თმა აბურძგნული ბიჭი, რომელიც ხმამაღლა ყვირის და ინტერესიანი თვალებით რაღაცას მანიშნებს.ჰო უი გამახსენდა, ეს მისი მორიგი ოინია, კაი ჯანდაბას მშვიდად ვიქნები და დავტკბები ამ სანახაობით, ისე პოპკორნი მაინც იყოს ახლა იფ იფ.მე არ შევიმჩნიე,ჩემს საბანში გავეხვიე და ჩუმად გადავხედე ბავშვებს, რომლებიც საწოლიდან დაფეთებულები წამოხტნენ და გარეთ ნახევრად შიშვლები გავარდნენ.მე და დიტო გამწარებულები ვიცინოდით,ბოლოს უკვე ყბები რომ აგვტკივდა ძლივს გავჩერდით და ჩვენს წინ ასვეტილ ხელებ დამუშტულ ნიკას გადავეყარეთ, რომელიც მზად იყო საუკეთესო ძმაკაცი მოეკლა ამ მასხარაობისთვის და ამ სანახაობით დამტკბარი მაყურებელიც ზედ მივეყოლებინე.


-ბიჭო შენ სულ გარეკე ხო!ნიკას განრისხებული სახის დანახვისას, დიტომ უცებ მოიშორა სახიდან სიცილი და ცალი წარბი ზემოთ აწია

-იდიოტო!ოთახში უცებ შემოვარდა ლიკა და ლიკას სიფათზე გაღიმებულ დიტოს ერთი კარგად უთავაზა სილა სახეში, შემდეგ როცა დიტოს გაბრაზება შენიშნა ნიკას ამოეფარა და ხელები მოხვია

-გოგო შენ ერთხელაც იქნება და ძირში დაგამტვრევ მაგ ხელებს, ჰოდა მერე ნიკა ვეღარ გიშველის!დიტომ ვითომ გაბრაზებულმა გადახედა ლიკას, რომელუც ნიკას მაისურს ისე ებღაუჭებოდა ლამის ზედ შემოახია ბიჭს

-კაი გამიშვი რა ლიკა !ხო იცი რომ გეხუმრება ტოო!ნიკამ საწყალი თვალებით შეხედა ლიკას, რომელმაც უცებ მოაშორა ხელები და მდივანზე ახლა უკვე საბას გვერდით მოკალათდა და იქიდან განაგრძო დიტოს ლანძღვა.ნუ საბას იმედი ქონდა გოგოს და რატომ არ იტყოდა

-ველური და მხეცია!(ლიკა)

-და სიმპატიური და ყველა გოგოს გულთამპყრობელი!დიტომ სიცილი დაიწყო და უცებ ჩემსკენ წამოვიდა, ხელები მომხვია და შუბლზე მაკოცა. მერე ტუჩები ყურებთან მიიტანა და ჩუმად მითხრა, შენ ჩემი დაიკო ხარ, მარტო შენ გესმის ჩემიო.მეც ვეღარ მოვითმინე და დიტოს გამართლება დავიწყე

-იხუმრა ადამიანმა და უნდა გადააყოლოთ?უცებ დიტოს გავხედე, რომელიც გამარჯვებული სახით უყურებდა ყველას

-ესეც იმისნაირია რა!(ლიკა)

-ორივე მაგარი ჩერჩეტები ხართ !აღუუ!(ნიკა)

-გეყოთ, რა პატარა ბავაშვებივით იქცევით ბიჯო!სადმე წავიდეთ რა დღეს მივდივართ თბილიში!საბამ უცებ ლიკას გახედა და გაბუტული რომ დაინახა თვალებით ანიშნა, ახლა დროზე მოიშორე ეგ სიფათი სახიდანო.ლიკამაც უჟმურად გადახედა საბას მდივნიდან ზანტად წამოიზლაზნა და ოთახიდან გავიდა

-წავიდეთ ჰო!დავაი ყველა გაემზადეთ!დიტომ უცებ გამოაცხადა და ნახევარსაათში სახლიც დავტოვეთ.

სანამ გავაგრძელებდე მინდა კარგად გაგაცნოთ ეგრედწოდებული სასტავეე.მოდით უხუცესიდან დავიწყოთ, ნუ თვითონ დიტო ასე უწოდებს საკუთარ თავს.დიტო გაგუა 21 წლის სწავლობს ბიზნესზე და თავისი პატარა ბიზნესიც აქვს.ნუ ზე სიმპო ბიჭია და ამასთანავე ზე ბაბნიკიც აი გუშინ რომ ნია უყვარდა დღეს კატო უყვარს და ხვალ ნინა ეყვარება.გოგოებიც გიჟდებიან მასზე და მოკლედ არის თავის პონტში, მაგრამ აი აქ სტოპ,როგორ შეიძლება დიტოს რამით ჩამორჩეს ნიკა, ბიჭი ქალების რისხვა, ქერა ცისფერთვალება კაი ბიჭი.დრამერია და ბარში უკრავს.ამასაც ყოველდღე ახალი გოგო ყავს თან რა გოგოები ნუ იტყვით!არა,არა ესენი არიან რაც არიან, ამათ საბა საერთოდ არ გავს.საბა გელოვანი,მაგრი დასტოინი ტიპია. აი დინჯი და ძაან სტრანი რა, სულ კრისტალს რომ ბაზრობს და უბანი რომ ხელში უჭირავს.მოკლედ ესენი არიან რაც არიან, უბნის ბიჭები.ამათ გარეშე საქმე არსად არ ირჩევა.მე საერთოდ არ მომწონს მათი ცხოვრების წესი, მაგრამ რას ვიზამ ისინი მთელი ჩემი ცხოვრებაა..როცა მშობლები დავკარგე ისინი დამიდგნენ გვერდში და არ მშორდებოდნენ,იმის შემდეგ სულ ჩემთან არიან სახლში, ვეღარ მოვიშორე.ნუ მე ნატალი ვარ, 18 წლის წაბლისფერი თმით და თაფლისფერი თვალებით.ბევრი მეუბნება რომ ბუნებრივი სილამაზე დედისგან გამომყვა,მაგრამ ვთვლი რომ დედაჩემი ულამაზესი იდეალი ქალი იყო,ამიტომ მისი მსგავსების ღისრსად ჩემათავს არ ვთვლი.შეყვარებული არ მყავს, ან როგორ მეყოლება ამათ ხელში?!ერთხელ მახსოვს მეათე კლაში კლასელმა რომ სიყვარული ამიხსნა და შემდეგ საბამ და ნიკამ ისე სცემეს ის ბიჭი,სიტყვა ბიჭის გაგონებაც აღარ მინდოდა რასაც ლიკაზე ვერ ვიტყვი.რამდენი უცემიათ ბიჭებს მაგის გამო მაგრამ ნეტა შენ, გულაობს გოგო რა ენაღვლება?!როგორც დაჩი იტყოდა ბიჭების სისხლისმშრობელია! ქერა ცისფერთვალება ლამაზი მაგრამ ქარაფშუტა და უტვინო.არა ლიკა უტვინო არაა ასე დიტო ეძახის რომ გააბრაზოს.პირიქით ჟურნალისტიკურზე სწავლობს გოგო, პირველ კურსზეა და სრული დაფინანსებით მოხვდა ჯავახიშვილში, რასაც უტვინო ნამდვილად ვერ მოახერხებდა.მოკლედ დღეს ბათუმში ვართ.არ ვიცით რატომ აიჩემა დიტომ აქ წამოსვლა მაისში როცა ჯერ კიდევ ცივა.ზღვაშიც ვერ ვიბანავეთ და ვერაფერი, მარტო ლიკა იყო გიჟივით საცურაო კოსტუმში გამოწყობილი და რუჯს იღებდა.ჩვენ ასე ვისხედით და ზღვას გავყურებდით.ბიჭები კი გარემოს ზვერავდნენ და ლიკასკენ უცხო ბიჭებისგან გამოპარებულთვებს,რომ შენიშნავდნენ ისეთი სიფათით გახედავდნენ უცხოებს,მაშინვე შორდებოდნენ და ათაში ერთხელ თუ გამოაპარებდნენ თვალს

-არა არა ზამთარში უნდა წამოვსულიყავით უფრო მაგარი იქნებოდა!დაიწყო ნიკამ

-აზრზე არ ხარ ტოო!ახლაა მაგარი სიმშვიდე და სიწყნარე!დიტომ სათვალე თვალებიდან შუბლზე გადაიტანა და ლიკას გახედა და როცა უცხო თვალები შენიშნა ლიკას დაუღრინა

-გოგო იქნებ აწიო ერთი ადგილი და ჩაიცვა რამე!(დიტო)

-ნეტა შენ ვინმემ რამე გკითხა?(ლიკა)

-დროზე!აღარ ვიტყვი!დიტომ ხმა გაიმკაცრა და წამოდგა

-ველური!ლიკა უცებ წამოდგა და მაისურო გადაიცვა,შმედეგ ისეთი მოკლე შორტი ჩაიცვა რა აზრი ქონა ჩაცმას, მაგრამ მაინც დაჩის დასანახად რომ რაღაც ეცვა.სანაპიროდან მაშივე წამოვედით,ბულვარში ვისეირნეთ და იქვე კაფეში შევედით

-მშია!დავიწუწუნე და დიტოს გადავხედე

-რა გინდა ჩემო პატარა რა შევუკვეთო?დატომ ხელი გადამხვია და ლოყაზე მაკოცა

-ნატალი რატომ არის შენი პატარა და მე ქაჯი?ლიკამ წუწუნი დაიწყო

-ლიკა რა გჭირს? შენც ჩემი და ხარ გოგო!დიტო გაბუსხულ ლიკასთან მივიდა და ხელები მოხვია

-მაგარამ მაინც ქაჯი ხარ!(დიტო)

-აუ დავაი რა!(ლიკა)

-ენა!დიტო ისევ ჩემს გვერძე მოკალათდა

-კიდევ დიდხანს ვუყუროთ თქვენს ცირკაობებს თუ შევუკვეთავთ რამეს?უცებ დაიჩხავლეს ნიკამ და საბამ, შემდეგ მიმტანს დაუძახეს და ნახევარი საათის შემდეგ, დაწყნარებულებმა დატოვეს ადგილი

-აი ბიჯო ამიტომ მიყვარს ბათუმი რა!(საბა)

-ჰო ბიჭო აჭარულ ხაჭაპურს რა ჯობს ტოო!(ნიკა)

-ვერ ვიტან აჭარულ ხაჭაპურს!დავიჯღანე მე

-ნეტა შენ ვის იტან?ენა გამომიყო საბამ

-მე მიტანს მე !გვერდით ამომიდგა ლიკა და იმხელაზე მომხვია ხელები ლამის გამჭყლიტა.არა მაინც როგორ მიყვარს ეს დამპალი ქარაფშუტა, დასავითმყავს, რავქნათ ესაა რაცაა და ხომ არ მოვკლავთ?!

ისე გული კი მწყდება თბილიში რომ წავალთ,ამ აბიტურიენტობის გადამკიდე მართლა კარგი დასვენება გამოვიდა, ჩავალ თბილისში და დაიწყება ისევ მასწავლებლებთან სიარული, ეჰ არ მინდა.თუმცა სახლში დეიდა მელოდება.კი მომენატრა ისე.უკვე 4 საათი იყო როცა სახლში დავბრუნდით და ბარგის ჩალაგებას შევუდექით.უცებ საბა სხვა ოთახში გავიდა და ათი წუთის შემდეგ ბიჭებსაც დაუძახა შემოდითო.ისინიც მაშინვე შევიდნენ და მე და ლიკა ოთახში დავრჩით

-ჩამოვიდა!(საბა)

-ვინ ჩამოვიდა!(დიტო)

-ვინ და ბაბუაჩემი ემზარა!(საბა)

-რეებს ბაზრობ რა ბაბუაშენი?(დიტო)

-აბა რეებს მეკითხები ვინ ჩამოვიდოდა?!(საბა)

-კაი თქვი!(ნიკა)

-დადიანი ჩამოვიდა თავისი სასტავით!(საბა)

-კაი რას ამობობ!(დიტო)

-ხოო რა კაროჩე (საბა)

-ეგ ხო რუსეთში იყო?(ნიკა)

-იყო ! ახლა აქ იქნება !(საბა)

-აიწყო ბიჭმა ცხოვრება რა!(დიტო)

-მაგას ის საქმე არ შერჩება!(საბა)

-იასნია ბრატ!(ნიკა)

*********
ბიჭები უხმოდ გამოვიდნენ ოთახიდან და თვალებით გვანიშნეს წავედითო.მე და ლიკამ როცა მათი დაღრეჯილი სახეები დავინახეთ, უსიტყვოდ დავტოვეთ სახლი და ბიჭებს გავყევით.მანქანაში ხმა არავის ამოუღია, ერთიორჯელ დიტო თუ გადმომხედავდა, უხასიათოდ შემომანათებდა თავის შავ თვალებს, ძალით გამიღიმებდა და შემდეგ უცებ გადაიტანდა მზერას მძინარე ლიკაზე, რომელსაც ახლა ისე ეძინა, ბომბა რომ აგეფეთქებინათ ვერ გააღვიძებდით.არა ნეტავ რა ხდება?რა დაემართათ ასე მალე?!საბას რომ შეხედოთ, აუცილებლად შეამჩნევთ მის განრისზებულ სახესა და გაყინულ სხეულს. ცდილობს ნერვიულობა გადაფაროს მაგრამ არ გამოსდის, მანქანას რაც შეუძლია მშვიდად ატარებს, მაგრამ მისი სახე საშინლად გამოიყურება.იგივე მდგომარეობაშია ნიკაც, რომელიც მის გვერდით წინ ზის და ძარღვებდაბერილი ხელებში ათამაშებს მობილურს, თან რაღაცას თავისთვის ბურტყუნებს.არა ამას ვეღარ გავუძლებ, მოდი ვკითხავ რა ხდება იქნებ რამე გავიგო

-რამე მოხდა?უცებ დავარღვიე გამეფებული სიჩუმე, რომელიც ახლა ძალიან მაღიზიანებდა

-რა უნდა ხდებოდეს ნატა?ნიკა უცებ მოშორდა მობილურს და მე გადმომხედა

-რამე გვეტყობა თუ?უცებ შემოტრიალდა დიტო და ინტერესიანი თვალები მომაპყრო.არა რა, ამათ ხო სიტყვას ვერ დააცდევინებ, სუფთა ჯადოები არიან

-ნატა მოდი დღეს შენთან დავრჩებით!ნანა დეიდა გემრიელ რაღაცებს მოამზადებდა!საბამ სიტვაციის განეიტრალება სცადა

-აუ ხოო ტო თან ძაან გვშია!დაეთანხმა ნიკა

-რავი დარჩით, ნეტა როდის აქეთ მეკითხებით ასეთ სისულელეებს,რომ შემოხვალთ მერე გასვლა აღარ იცით.მე სიცილი დავიწყე და დიტოს მხარზე თავი მივადე

-აუ იქნებ ხმადაბლა იცინოთ რა ?!ლიკამ ძლივს თავი წამოყო და ჩვენ გამოგვხედა

-ვაა აი მძინარე თხაჯმაც გაიღვიძა, ნეტა დარდი იცი რა არი?(დიტო)

-ვაი შე უბედურო!ლიკამ უხასიათოდ გადააქნია თავი და ისევ სავარძელს მიეყრდნო

-შტერი!(დიტო)

-ველური!(ლიკა)

-გველი!ლიკამ ხმამაღლა დაყვირა

-მახინჯი მახინჯი!დიტომ იმხელაზე დაიღრიალა,ნიკა დაფეთებული შემოტრიალდა და აცრემლებული ლიკას დანახვისას თვალები უხალისოდ გადააატრიალა და ისევ გზას დაუწყო ყურება.ვაიმე ახლა არა რა, ან რა სიმახინჯე აუტყდა ამ ბიჭს თვითონაც იცის, რომ ლიკა ულამაზესი გოგოა, მაგრამ ხო უნდა გაამწაროს ამ დებილა. აუ ახლა მართლა არ მაქვს ლიკას ისტერიკების თავი, მაგრამ მანქანიდან ხომ არ გადავალ ეჰ რას ვიზამთ

-რა თქვი?ლიკამ ისეთი საწყალი სახით შეხედა დიტოს მეგონა კაი გაჩერდება ეს ბიჭითქო, მაგრან ნეტა შენ მაინც თავისას აგრძელებს

-რა ვერ გაიგე მახინჯო?მახინჯი ხარ და გიმალავთ !დიტომ სიცილი დაიწყო და ხელი ჩუმად მომარტყა ამყევი თამაშიო, მაგრამ ახლა მართლა არ მქონდა ამათი თავი

-ვაიმე მე მართლა მახინჯი ვარ?ლიკა წინასავარძელზე მჯდომ ნიკას და საბას გადასწვდა და აცრემლებული თვალები მიაპყრო მათ სახეებს

-აუ ბიჯო იცი რა არ მესმის?დაიწყო ნიკამ

-რა ბიჯო?(საბა)

-ეს კაი პატარა გოგოა და რავი, მაგრამ ეს ბიჭი რამ გამოაშტერა ტოო?(ნიკა)

-ხო ბაგა ბაღია რა!დაეთანხმა საბაც და ისევ გზას გახედა

-საბაააა ნიკაააა!(ლიკა)

-აუ ეს ვინაა ტოო !ვისი გოგო ხარ შენა?ნიკამ სიცილი დაიწყო

-შენც დამპალი ხარ!ლიკამ ხელები გადააჯვარედინა და გაბუსხული დაჯდა

-გოგო ნუ ხარ შტერი! იცოდე ეგ ვინც გითხრა შენი შურს, ანუ მახინჯი თვითონ არის!ნიკა ლიკას მიუტრიალდა და თვალებით დიტოსკენ ანიშნა.ამის თქმა იყო და ლიკამ იმხელა ხმაზე დაიწყო სიცილი ლამის დაგვაყრუა

-სხვათაშორის ზე სიმპატიური ვარ!კმაყოფილმა განაგრძო დიტომ

-გაჩუმდი რა თოკა მირეკავს!ლიკამ უცებ უბრძანა დიტოს და მობილური აიღო.ჰო თოკა ლიკას მორიგია და რატომღაც დიტო ვერ იტანს.მაგის გამო კარგად მოხვდა თოკას და ახლა ძალიან გაუკვირდა დიტოს მისი ზარი. არა მაინც რამდენს ბედავს ეს ვიღაც თოკა!ვსო დაერხა !

-რა უნდოდა?!(დიტო)

-რა შენი საქმეა!(ლიკა)

-მობილური!(დიტო)

-რა ?(ლიკა)

-მობილური მომე დროზე!(დიტო)

-არა!ლიკამ ხმამაღლა დაიყვირა

-მობილური მომეცი მე
მაგის დ****!დიტომ იმხელა ხმაზე იღრიალა საბას უცებ დაავიწყდა რომ რულთან იჯდა, აქეთ მოტრიალდა და წინ მიმავალ შავ ბემვეს ოდნავ შეეჯახა

-ფუუ ამის დ***!ეს მინდოდა ახლა?(საბა)

-ვინ არიან ?!(ნიკა)

-მერავიცი რა კითხვებით მოძრაობ ტო?!(საბა)

-ეს ნომერი მეცნო!(ნიკა)

-საიდან?!(საბა)

-ბიჭო ნატას კორპუსთან მყავს დანახული ერთი ორჯელ!(ნიკა)

-ხოდა გავარკვიოთ ვინაა!დიტომ შეშინებულ ლიკას ხელები მაგრად მოხვია და ლოყაზე აკოცა შემდეგ მე მომიბრუნდა ჩამეხუტა და ლიკას მობილურთან ერთად გადაბრძანდა მანქანიდან.ბიჭებიც გაყვნენ მე და ლიკა კი მანქანაში ვიჯექით და თვალყურს ვადევნებდით მათ ყველა მოქმედებას. უცებ შავი ბემვედან სანდრექსა დადიანი გადმოვიდა თავის ძმაკაცებთან ერთად, სიგარეტი პირში გაეჩხირათ და სათვალეები შუბლზე გადაეტანათ.არა ის ირონიული სახე ისევ აქვთ შემორჩენილი, მაშინ 14 ის ვიქნებოდი მაგათი სასტავი რომ იჩითებოდა,თუმცა მაინც კარგად მახსოვს მათი საქმეები.უბნის ტიპები ყველა გოგო რო მაგათი იყო და რავი.არა მაინც რა სიმპატიურები არიან განსაკუთრებით კი სანდრექსა დადიანი.მაღალი,შავგვრემაანი, ტიპი სახის მკაცრი ნაქვთებით ახლა ალბად 22 ისაა.ვაიმე ნატა რეებზე ფიქრობ უცებ მოვიშორე ფიქრები და მზერაა ბიჭებზე გადავიტანე

-დადიანია !(ნიკა)

-ხო რაღა ამ სიტვაციაში შევხვდი!(საბა)

-მოიცა ამ მანქანით რატომაა ეს მანქანა რამდენჯერმე ნატას კორპუსთან იყო!(ნიკა)

-ალბად მეგობრისაა და ის ბიჭი იქვე ცხოვრობს!(საბა)

-კაი დასტოინად მოდის!(დიტო)

ბიჭებისკენ წამოსულმა სიგარეტის ბოლით გაჟღენთილმა ჰაერმა ჩვენამდეც მოაღწია.და აი ისინიც დადიანი და მისი 4 ძმაკაცი საბას ნიკას და დიტოს წინ დგას.ადრე ესენი განაგებდნენ უბანს და ალბათ ახლაც ეცდებიან პოზიციების დაბრუნებას

-ჩამოსულხარ!(საბა)

-ხო ჩამოვედი!მარტო ხართ?!(სანდრექსა)

-არა!მოკლედ მოუჭრა დიტომ

-ის გოგოები ვინ არიან?უცებ ინტერესიანი თვალებით გადახედა მანქანას სანდრომ


-გოგოები არიან !ჩათვალე ჩვენი დები!(საბა)

-ხოდა ნუ შეაშინებთ გოგოებს წადით !ჩვენ მერე ვილაპარაკოთ!ბრძანება გასცა დადიანმა და ვიგრძენი როგორ მომაპყრო მწველი მზერა 2 წუთი ისე მომაშტერდა ლამის გული გამისკდა შიშისგან შმედეგ თვალი მომაშორა ჩუმად გაიღიმა მანქანაში ჩაჯდა
და უცებ მოწყდა ადგილს!

-ნა*****ი!(ნიკა)

-წავედით!(საბა)

ბიჭები უცებ ჩასხდნენ მანქანაში და ჩემს სახლშიც 15 წუთში მივედით. მომნატრებია თბილისი, ჩემი სახლიც. შინ შესულმა დეიდას მაგრად ჩავეხუტე და მისი გამზადებული სალათებით სუფრაც გავაწყვე.ბიჭებიც მალე დანაყრდნენ და ოთახებში განაწილდნენ.საბამ და ნიკამ როგორ ყოველთვის ნანა კომპლიმენტებით შეამკეს და საუკეთეაო მზარეულის წოდებაც უბოძეს.მე და ლიკა ერთ ოთახში ვიყავით.უცებ მოვკალათდი ჩემს საწოლზე და მაშიმვე დავიწყე ფიქრი დადიანზე და მის მწველ თვალებზე, შმედეგ კი მის ჩუმ ღიმილზე, რომელმაც ძალიან შემაშინა.ნეტა ნიკამ რომ თქვა ის ბემვე ჩემს კორპუსთან რას აკეთებდა?! რა უნდოდა?!რა ხდება ნეტავ ჩემს თავს??არა არა ნატა,შენ რა შუაში ხარ,
?ქიიფ ქალმ!! ნუ იცი ხოლმე ყველაფერზე დაპანიკება!თავი მობეზრებულად გადავაქნიე და საწოლზე დაღლილი კარგად გადავეშვი.
მეორე დღეს მასწავლებლებთან მივდიოდი ამიტომ ყველა უცებ წამოვყარე

-რა იყო ტოო გვაგდებ?(საბა)

-აუუ მეძინება!ლიკა წუწუნით გამოვიდა ოთახში

- მშია!(ნიკა)

-ნანა სამსახურში წავიდა!ჩავაკვეხე მე სიტყვა, ნამდვილად არ ვაპირებდი ახლა ამათ მოსამსახურედ ქცევას

-რა იყო საჭმელს ჟმოტავ?დამიღრინა ნიკამ

-აუ მიდი მაცივართან და რაც გინდა ის შეჭამე მე შემეშვი!ნიკას საცოდავად შევხედე და მაცივრისკენ მივუთითე.ისიც სწრაფი ნაბიჯებით გავარდა სამზარეულოში და მაცივრიდან ყველაფერი გადმოალაგა.ბავშვებიც უცებ შევარდნენ და როცა ასე თუ ისე დავნაყრდით, ერთად გავედით.კარებთან წითელი ვარდების თაიგული დამხვდა, უცებ დიტო მივარდა და აიღო

-დიტო მგონი ეს ჩემია!დიტოს დავუბღვირე და ბარათზე ვანიშნე

-დამაცადე!უცებ დიტოს ბარათი ნიკამ წაართვა და წაიკითხა

-ეს შენ ლამაზო ახლა ქვემოთ ჩამოდი!

-ვინმე გიყვარს და ჩვენ არ ვიცით?გაკვირვებულმა შემომხედა საბამ

-არა არავინ მიყვარს თქვენ მაინც არ იცოდეთ!მე უცებ ვუპასუხე და გარეთ გავედით.ქვემოთ როცა ჩავედით ეზოში წითელი ბანტით მორთული შავი ბემვე იდგა წარწერით

-ესეც შენია ლამაზო ნატალია!
საბამ დიტომ და ნიკამ ჯერ ერთმანეთს გადახედეს და მერე კითხვისნიშნიანი თვალები მე მომაპყრეს

-მე მე არც კი ვიცი ვინ არის ან რა უნდა?!უცებ ენა დამებნა და ბიჭების გაოცებულ სახეებს ჩემიც შეემატა



მოპარული არ გეგონოთ ეს ისტორია ჩემია უბრალიდ ჩემი პროფილი შევცვალე გარკვეული მიზეზების გამო და აქედან გავაგრაძელებ.დაწერეთ უბრალოდ ვინც კითხულიბთ.ახალ თავს მალე დავდებ ( ის სათაურიც არ მომწონდა და შევუცვალე) :fellow:



№1  offline წევრი natato

მალე დადე და ცოტა დიდი თავი ისე კაი ისორიააა წარმატებები

 


№2  offline წევრი მმარიამი

Kargia dzalian, momewona! Gaagrdzele , velodebi shemdeg tavs . <3 yochag, kargi gogo xar!

 


№3  offline წევრი kapa

Kargia gaagrdzele

 


№4  offline წევრი dartymuli princesa

Opaa! Ai dzaan magaruia male gaagrdzelee

 


№5  offline წევრი vighaca

Dzalian momewona satauri shnec kargi gogo xar velodebi axal favs

 


№6  offline წევრი -tiko))

Mmmmm... sayvareli istoriaaa... malee gaagrdzele
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№7  offline წევრი ana 11

მაგარი ისტორიაა ყოჩაღღღღ გააგრძელე აუცილებლადდდ

 


№8  offline წევრი მოლურჯო

უკვე მოსაბეზრებელია ამ მაგარ გოგოებზე და მაგარ ბიჭბზე ისტორიების წერა
რავი რაგითხრა მეტი
--------------------
მარიამი

 


№9  offline წევრი silaka

საინტერესოაა მალე დადე რა შემდეგი wink love

 


№10  offline აქტიური მკითხველი uchveulo

magaria male dade

 


№11  offline ადმინი შამანი

როგორც შენი მინაწერიდან გავიგე,ამ ისტორიას ადრე სხვა სათაურით დებდი საიტზე.
შეგიძლია მითხრა,რა სათაური ერქვა თავდაპირველად?
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№12  offline წევრი original^.^

ვუაიმე მაგარიააა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent