შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იმედი არსებობს [2]


17-04-2015, 13:43
ავტორი single
ნანახია 2 160

გაკვეთილები მალე დამთავრდა და მე და ევა ყვავილების საყიდლად წავედით რათა სასაფლაოზე ერთად წავსულიყავით ევას როგორც დავპირდი. მე გვირილები ვიყიდე, ევამ კი მინდვრის ყვავილები.
ანუკის საფლავს რომ მივუახლოვდით შევნიშნე ევამ როგორ შეაჩერა დიდი ხნით ყურადღება ანუკის საფლავზე და ცოტა ხნის შემდეგ უკვე შევამჩნიე რომ ტიროდა...
-ანუკი ძალიან მენატრები! შენს ძამიკოსაც ენატრები სულ ტირის როცა ახსენდები. დედიკოსაც ენატრები უშენობას ჯერ ვერ ვეგუებით-ევა
-რას არ დავთმობდი რომ ჩემი ლამაზი დაიკო ეხლა აქ ყოფილიყო-მე (ევასთან ერთად ავტირდი)
-მხოლოდ ერთი საათით რომ გაცოცხლებულიყო მეტი არაფერი მინდა მაგის გარდაა-ევა
-ნეტა მე მოვეკალი იმ ნაგავს. ნეტა მე მომკვდარიყავი-მე
-არა ლუკა მასე ნუ ამბობ თუ შენ მოკვდები თავს მოვიკლავ! ჩემზე და დედაშენზე იფიქრე! დედაშენი ამას ვერ გატაიტანს! მე ხომ საერთოდ...-ევა
-ასე ძალიან გჭირდებით? იცოდეთ რომ მხოლოდ თქვენთვის ვცოცხლობ თორემ მეც ეხლა ანუკისთან ვიქნებოდი-მე
-ეგ მეორედ აღარ თქვა გაიგე?!-ევა
ევამ თქვა ეგ და სახის ორივე მხარეს ხელებით შემეხო.
-ესეიგი არ გინდა რომ მოვკვდე-მე
-თუ მოკვდე მეც და დედაშენიც ეგრევე შენთან გავჩნდებით-ევა
-ასე როგორ ნერვიულობ ჩემზე. თითქოს ჩემი მეგობარი კი არა ჩემი სისხლი და ხორცი იყო-მე
-ლუკა ერთი რამის თქმა მინდა შენთვის და დიდიხანია ვერ გეუბნები-ევა
-რა მოხდა ხომ ყველაფერი კარგადაა? დედას რამე ხომ არ მოუვიდა?-მე
-არა არა ნუ გეშინია სულ სხვა რამის თქმას ვაპირებ-ევა
-კარგი გისმენ-მე
ამასობაში ევა უკვე მეხუტებოდა.
-ლუკა... მიყვარხარ-ევა
-რა?-მე (თვალები დამიცრემლიანდა)
-მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად შენს გამო ყველაფერზე წავალ-ევა
-მეც მიყვარხარ ევა-მე
ეგ ვუთხარი ევას თუ არა ეგრევე ტუჩებში მაკოცა.
-ეხლა ანუკი რომ იყოს ჩვენს გვერდით როგორ გაუხარდებოდა-მე
-დარწმუნებული ვარ იმ ქვეყნად ეხლაც უხარია-ევა
-კარგი წავიდეთ სახლში-მე
ერთმანეთს ხელები მოვკიდეთ და ავტობუსში ჩავჯექით რომელიც პირდაპირ ჩემს სახლთან ჩერდებოდა. სახლში რომ დავბრუნდით უკვე საღამოს 6 საათი იქნებოდა.
-დღეს საღამო ჩემს სახლში გაატარე კაი?-მე
-კაი საყვარელო ჩემი ბიჭი ხარ შენ-ევა
-შენ კი ჩემი გოგო-მე

**********

-მოხვედით უკე სკოლიდან?-დედა
-კი მოვედით დეე-მე
-ორივეს გემრიელი ფორთოხლის წვენი მოგიმზადეთ ახლავე მოგიტანთ-დედა
-დედა იცი ევა ჩემს კლასში გადავიდა სასწავლებლად-მე
-უი რა კარგია! იმედია აღარ იზარმაცებ დღეიდან... ევა ხო იცი კარგად ამეცადინე ბიჭი-დედა
-არც მე ვარ დიდი ბეჯითი ვინმე-ევა (თქვა სიცილით)
მე ამასობაში თავი დავხარე და მაგიდაზე დავდე და იმ წამსვე ვიგრძენი თუ როგორ მეფერებოდა ევა თმაზე და ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს ეს ანუკი იყო იმიტომ რომ ის მეფერებოდა მასე.
-რა მოხდა დედი ცუდად ხომ არ ხარ?-დედა
-არა დე დაღლილი ვარ უბრალოდ-მე
-მოდი ფორთოხლის წვენი დავლიოთ და სასეირნოდ წავიდეთ მაინც სამეცადინო არაფერი გვაქვს ხვალ ვისვენებთ ჯერ კიდევ დღეს ამბობდნენ მაგას სკოლაში-ევა
-კარგი წავიდეთ მეც ერთი კარგი ადგილი ვიცი იქიდან მზის ჩასვლა ძალიან ლამაზად ჩანს და ერთად ვუყუროთ-მე
ჩახუტებულები წავედით. იმ ადგილას ერთი ხე იდგა და მზის ჩასვლის დროს ჩრდილივით იყო ის ხე. ერთად დავჯექით და ევა ზედ მომაწვა და ჩავეხუტე.
-მიყვარხარ-მე
-მეც-ევა
ამბობენ: სიყვარულზე ძლიერი არაფერი არისო, მაგრამ ჩემი გული იმ საშინელი დარდისგან იმდენად დანაწევრებული იყო რომ ასეთ ძლიერ ძალასაც კი როგორც სიყვარულია, ოდნავ მაინც არ გამამხიარულა. სწორედ სიყვარულია ბედნიერების მთავარი წერტილი მაგრამ ჩემს უბედურ გულს ვერაფერი უშველიდა. არ მიხაროდა, ძველებურად არ ვიღიმოდი, ევას გარდა არავინ არ მყავდა თანატოლი მაგრამ ფაქტი სახეზე იყო. მიხაროდა თუ არა, ვიღიმოდი თუ არა ევა შემიყვარდა...
იმ ადგილიდან ქუჩაც ჩანდა და თქვენ წარმოიდგინეთ ვინ დავინახეთ... ის სამეული სიცილით მიდიოდა.
-ეე ნახე ისენი ერთად არიან იქ თან ეხუტებიან ერთმანეთს-კოტე
-ეი ჟირაფებო ხომ არ შეგაშინეთ-მათე
-აუ მართლა ორივენი ჟირაფებს გვანან-ნიკა

-აუ ესენი აქ საიდან გამოიჩეკნენ?-ევა
-შენ გაჩუმდი მე მივხედავ მაგათ-მე

-თუ ჩვენ ჟირაფები ვართ, თქვენ ტალახიანი ღორები ხართ რომლებიც სულ ტალახი ზედ ასვიათ და მასე დადიან-მე
-აუ ჩემი შენ ხომ არ...-მათე
-ახლავე მოუსვით აქედან მკვდარო სულებო-მე
-ეე ბიჭოო-კოტე
-წამო ბიჭო წამო იყოს თავის გოჭუნასთან-ნიკა
ეგ ევამ რომ გაიგონა ბრაზისგან გადააფურთხა.
-მემგონი მართლაც გვანან ღორებს ხო?-მე
-ზუსტად-ევა

ასე ვიყავით სანამ არ დაბნელდებოდა. რომ დაბნელდა უკვე სახლში წავედით.

**********

გავაგრძელო?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent