შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Barman (4)


17-04-2015, 19:07
ავტორი elenika.13
ნანახია 3 115

თამაში კარგად მიდიოდა. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მე და ნინი საცვლების ამარა ვიყავით დარჩენილები. ელენე კარგი მოთამაშე არის რადგან მას შარვალიც შერჩენილი ჰქონდა. ბოლო ხელი უნდა გვეთამაშა როცა ნინიმ ნიძლავის დადება შემოგვთავაზა.
-ვინც ამ ხელს წააგებს 1 საათის განმავლობაში ივლის ამ ფორმაში.
-კარგი ასე იყოს ჩემი რა მიდის მშვენიერ ფორმაში ვარ.-თქვა ელენემ და ნინის შემოთავაზება მოუწონა.
-ნინი გაგიჟდი? ეს რამ გაგახსენა? ჩვენ რომ წავაგოთ ხო დავრჩით ასე და ამას მართლა რა უჭირს?
-თამაშიც ეს არის-თქვა უდარდელად მე კი სხვა გზა არ მქონდა. ორი ერთის წინააღმდეგ ვართო და დავიწყეთ თამაში.
აზარტში შევედით. ელენემ კარგად ითამაშა, რადგან მე და ნინის მოგვიგო და მოგვიწია ასსე ტანტალი ბინაში. ელენეს კი ისე უხაროდა გეგონებოდათ მილიონი მოიგოო, მაგრამ ჩვენი ასეთ ფორმაში ნახვა მისთვის იმავეს ნიშნავდა. რამდენჯერაც გვერდს ავუვლიდით სიცილით კვდებოდა. განა საცურაო კოსტუმში არ ვუნახივართ ამ დებილს? მაგრამ მისი ასეთი რეაქცია ნიძლავის ახალმა პირობამ გამოიწვია. გინდა თუ არა ტანგა ტრუსი და ტყავის ბიუსტჰალტერი უნდა ჩაიცვათო. ბევრი წუწუნის მერე მაინც გამოგვაწყო ასეთ ფორმაში და ამაზე იცინოდა ასე გამწარებით.
15 წუთი გვქონდა დარჩენილი ნიძლავის დასრულებამდე. ამ დროს კი კარზე ზარის რეკვა გავიგეთ მე და ნინი გასაქცევად მივრბოდით ჩემს ოთახში.
-ვინც არ უნდა იყოს უთხარი რომ ჩვენ აქ არ ვართ.-გავაფრთხილე ელენე და ნინისთან ერთად ჩემს ოთახში შევვარდი. მალე გავიგეთ ხმაც.
-ვაა ელე... როგორ ხარ? გოგოები სად არიან?-გიოს ხმის გაგონებაზე ნინის სახეზე ფერები გადაუვიდა. მე კი სიცილს ძლივს ვიკავებდი სანამ ბაგრატიონის სახელიც არ ახსენეს.
-მართლა ეს სანდრო ბაგრატიონია ჩვენი მაგარი ძმაკაცი.-გააცნო ერთმანეთი საბამ.
-და ისინი სად არიან?-დასვა ასე არასასურველი შეკითხვა ნიკამ.
-გოგოები ნიძლავის ჩასაბარებლად არიან წასულები-თქვა ელემ და ირონიულად გაიცინია. მე და ნინი კი ისე ვიყავით კინაღამ გავვარდით და გავპუტეთ.
-ვა მართლა? რა ნიძლავის?-იკითხა გიომ.
-რომ მოვლენ მერე მოგიყვებით-უთხრა სიცილით ელემ.
-კაი მაშინ დაველოდოთ-თქვა ნიკამ და მგონი დივანზე ჩამოჯდნენ.
-ჯანდაბა. 10 წუთი კიდევ აქ უნდა ვიყოთ ასე?-მკითხა შეშფოთებული სახით ნინიმ.
-არვიცი. იმედია მალე წავლენ.-მაგრამ მგონი სულაც არ აპირებდნენ წასვლას. რადგან მათი ხარხარის ხმა მშვენივრად გვესმოდა და მოთმინება გვეკარგებოდა. 5 წუთი რჩებოდა როცა ისევ გაისმა ზარის ხმა. ცოტახანში კი ლევანის ხმაც გავიგე.
-ოღონდ ეს არა.-ვთქვი და ყური დავუგდე.
-გამარჯობათ. ლილეს ვეძებ.
-არ არის სახლში-ნაგლად უთხრა ელემ და კარისკენ მიუთითა.
-გადაეცი რომ მისი ნახვა მინდა-უთხრა გასვლისწინ ლევანმა და კარი გაიხურა.
-ვინ იყო ეს ნაბი***რი?-იკითხა გამწარებულმა საბამ.
-რავიცი ლილეს მეზობელია და ევასება ლილე რა. აღარ ასვენებს.-უთხრა ელენემ და ახლა მართლა გავუვარდებოდი ნინის რომ არ გავეჩერებინე. უკვე აღარ მოგვისმენია რას ლაპარაკობდნენ. სწრაფად მივედი კარადასთან და ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე. ამ დროს ნაბიჯების ხმა შემოგვესმა რომლებიც ნერვიულად დადიოდნენ დერეფანში.
-ბიჭო რა უნდა აბაშიძეს ლილესთან?-კარგად გავარჩიეთ გამწარებული ბაგრატიონის ხმა.
-არვიცი ძმაო.ლილესთან არ დამინახავს. არც კი ვიცოდი ლილე თუ იცნობდა-უპასუხა ასეთივე მდგომარეობაში მყოფმა გიომ.
-ხო მითხარით ყურადღებას მივაქცევო.ამისწინებზე გაუპატიურებასაც უპირებდნენ. ასე ასრულებთ თქვენს დანაპირებს?-კინაღამ ყვირილი დაიწყო სანდრომ.
-რაა? ვინ იყო ეგ სი**? ვინ გაბედა? მაგას მოვუ***ავ დედის ტ**კს. მართლა ვაქცევდით ყურადღებას. პროსტა შენ რომ ჩამოხვედი მაგის მერე შენ მოგანდეთ რააა... კაი ძმაო არ ინერვიულო მოვაგვარებთ ყველაფერს.-დაამშვიდა გიომ.
-მაგას მე მივხედავ. საერთოდ ვანანებ ჩემს გოგოსთან გაკარება რომ გაბედა.-გავიგეთ სანდროს მკაცრი და ცივი ხმა. გავიგეთ როგორ წავიდნენ ბიჭები სახლიდან. ჩვენ კი გამოშტერებულები ვცდილობდით მომხვდარი გადაგვეხარშა.
-რა იყო ეს ჰა???- ვიკითხე როცა აზრზე მოვედი.
-გოგოებოოო.. შეგიძლიათ გამოხვიდეთ..-სიცილით შემოვიდა ელე ოთახში. მაგრამ ასეთ მდგომარეობაში რომ დაგვინახა ღიმილი სახეზე შეახმა.
-რა იყო ხომ არ დაგინახეს?-იკითხა გაოცებულმა ელემ.
-არა გოგო გაგიჟდი?-სიცილით უთხრა ნინიმ-კარგი ამბავი არის.
-ჰა მითხარით რა ხდება?-მოთმინება ეწურებოდა ელეს.
-დაიცა ჩავიცვამ და მოგიყვებით-ვუთხარი როცა ელემ გამომაფხიზლა ფიქრებიდან. ჩავიცვით, სამზარეულოში გავედით და ყველაფერი მოვუყევით.
-აუუუ რა მაგარიააა ეეე.. ძლივს არ გეშველა გოგო?-მითხრა გახარებულმა ელემ.
-რა მეშველა გოგო. საიდან მიცნობს სანდრო ან რატომ მიწოდა მისი გოგო. ვერ გავიგე ვერაფერი მაგრამ ეს ამბავი არ მომწონს და აუცილებლად გავარკვევ რა ხდება. მანამდე კი გიო მყავს მოსაკლავი. რატომ არაფერი არ ვივოდი ამ ყველაფრის შესახებ? ვაი რა შარში ვარ...-დავიწყე მოთქმა.
-კაი გოგო დაწყნარდი რამნდეს წუწუნებ.მგონი ყველაფერზე ფიქრობ იმის გარდა რომ შეიძლება ბაგრატიონს უყვარდე.-თქვა სიცილით ნინიმ. ახლა მარტო დავფიქრდი ამაზე და რაღაცნაირად მესიამოვნა ეს ყველაფერი მაგრამ მრავალი კითხვა მქონდა, რომლებზეც პასუხები არ ვიცოდი.



№1  offline წევრი nuki-nuka

ყველა ტავი ერთად წავიკითხე და მომწონა. მალე დადე და ცოტა დიდი winked

 


№2  offline წევრი -tiko))

Maleeeeeee
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent