ჩემი ლამბერსექსუალი [4]
არ მესმის ადამიანების...ამ სამყაროში მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ მოგვანიჭა უფალმა ადამიანის წოდება და სწორედ ჩვენვე ვერ ვიყენებთ ამას.ხანდახან იმდენად ამაზრზენი საქციელი გვაქვს,რომ საკუთარ თავები თვითონვე გვძულს.ხალხი ბრბოა.არ გააჩნიათ საკუთარი შეხედულებები.შეიძლება საკუთარი აზრი ჰქონდეთ,მაგრამ ყოველთვის იმას აკეთებენ რაც ტრადიცია,მიუხედავად იმისა მოსწონთ თუ არა ეს. ათი წუთი იყო,რაც მამა მიწას მივაბარეთ.მოწყენილი და ცრემლიანი თვალები მომენტალურად შეეცვალათ.თითქოს ეს ყველაფერი ფარსი და უბრალოდ ვალდებულების მოხდა იყო.აღარავის ახსოვდა მამა.მე და ლევანს ისე გვიყურებდნენ თითქოს მამის ნაცვლად წიწილა დავკარგეთ... არც ჩემი ოჯახი იყო გამონაკლისი,ყველაფერი ტრადიციების მიხედვით ჩატარდა.ხალხი იმაზე მოუთმენელი აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა,მათ თვალებში მხოლოდ ორი რამის დანახვა შემეძლო:საჭმელი და სასმელი.იმ წუთას ყველაზე მეტად მძულდა კაცობრიობა,ადამიანთა ის ჯგუფი,რომლებსაც არაფერი ადამიანური გააჩნდათ. სველ მიწაზე უძრავად ვიჯექი.სახე ისევ ხელებში მქონდა ჩარგული,ვერაფრით ვეგუებოდი იმ აზრს,რომ თვალის გახელისას მამას საფლავს დავინახავდი.ყველა ადამიანური ტკივილი მიღრღნიდა გულს...მამას გარდაცვალება,მარტოობა.ამ ყველაფრის სინთეზი კი საოცარ არეულობას ქმნიდა ჩემს გულში.უფრო მეტად დავრწმუნდი,რომ ამ დღის შემდეგ მამა აღარავის ემახსოვრებოდა.თავში გალაკტიონის ერთი ფრაზა ამომიტივტივდა: ''მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე, ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?'' და იმ მომენტში უკვე მეორეჯერ შემზიზღდა კაცობრიობა! *** არ ვიცი ზუსტად რამდენი ხანი ვიჯექი იმ ადგილას.უბრალოდ ფრაგმენტებად მახსოვს ყველაფერი.გონებიდან ვერაფრით წავშალა მამას უსიცოცხლო და გაყინული სხეული.არ მინდოდა მისი ასე ნახვა,რადგან ვიცი რომ იმ მომენტებს ვერასდროს ამოვშლი გონებიდან,მე კი მინდა რომ მამა ყოველთვის მისი თბილი ღიმილით გამახსენდეს... წვიმა ნელ-ნელა მატულობდა,ჩემი სულიერი მდგომარეობაც პირდაპირ პროპორციულად უარესდებოდა. ნერვიულობამ და სიცივემ მაინც თავისი ქნა და კანკალი ამიტყდა,მაგრამ საკუთარ სიცივეს ვინ ჩიოდა...როდესაც მამას წარმოვიდგენდი მიწის ქვეშ უფრო მეტად მიტყდებოდა ტირილი.მეშინოდა იმის,რომ იქ შესცივდებოდა.ვიცი ძალიან ბავშვურ რაღაცას ვამბობ,მაგრამ ეს იმდენად რთულია,რომ ბევრი ვერც გაიგებს.არ არსებობს სიკვდილი ან მსგავსი სხვა ფაქტორები,როდესაც სიყვარულია.ეს ისეთი გრძნობაა,რომ მასზე ყველგან ზრუნავ...სწორედ ეს მიღრღნიდა გულს და არ მაძლევდა საშუალებას,რომ ამ გაყინულ ადგილას მარტო დამეტოვებინა... საოცარი შვება ვიგრძენი.წამიერმა სითბობ მომთენთა და თვალები მიმელულა,მაგრამ ჩემს მუცელზე არსებულმა ხელმა შემაკრთო.ნელა შევტრიალდი უკან და ცოტნეს დანახვამ ოდნავ შემიმსუბუქა მდგომარეობა.იმის წარმოდგენა,რომ ასეთ სიტუაციაში არსებობდა ადამიანი,რომელიც გვერდით მედგა მახარებდა.ალბათ ადამიანებს მძიმე წუთებს სწორედ სხვისი გვერდში დგომა გვატანინებს. -ვწუხვარ.-ხმაჩახლეჩილმა თქვა ცოტნემ და მკერდზე მიმიხუტა.მეც ჩემი სუსტი ხელები წელზე შემოვხვიე და უფრო მეტად ამიტყდა ტირილი. -იცი სახლში როდესაც მიმაცილე რაღაც იმედი გამიჩნდა.იმდენი იმედით გაჟღენთილი სიტყვები მითხარი,რომ ვერაფრით წარმოვიდგენდი სახლში მისულს თუ აღარ დამხვდებოდა.-სლუკუნით ვლუღლუღებდი და უფრო მეტად ვეკროდი ცოტნეს. -ყველაფერი კარგად იქნება.შენ ძლიერი ხარ ნატა.-ცივ სხეულზე ცხელი ტუჩების შეგრძნება ძალიან მესიამოვნა და უფრო მეტად დამეხუჭა თვალები. -ძლიერი,რომ ვიყო ახლა ასეთ მდგომარეობაში არ ვიქნებოდი,-ნელა მოვშორდი მის სხეულს და ისევ მამას ამობურცულ საფლავს დავაკვირდი.-ის ძალიან კარგი მამა იყო,ძალიან მინდა ჩემს შვილებსაც მისნაირი მამა ჰყავდეთ.-ერთი მუჭით ცრემელბი მოვიწმინდე და უსასრულობისაკენ გავიხედე. -ეყოლებათ,-ყრუდ თქვა მან და შავი ქოლგა გაშალა.-შეგცივდება ნატა. -მასაც სცივა. -არ ვიცი სიკვდილის შემდეგ რამე თუ არსებობს და ალბათ ვერასდროს გავიგებ სანამ საკუთარი თვალით არ ვნახავ,მაგრამ არსებობს მოსაზრება,რომ სიკვდილს შემდეგ სიცოცხლე არის.და მართლაც თუ ასეთი რამ არსებობს ალბათ ყველაზე დიდი ბედნიერებაა.იცი რატომ?იმიტომ,რომ ისვენებ.სულიერად,ფიზიკურად და საერთოდ ყველანაირი პრობლემისაგან შორს ხარ.შენ ჩვენი ცხოვრება მოგწონს? -არა.-კანკალით ვთქვი მე და თვალებში შევხედე. -დამიჯერე მამაშენსაც არ მოსწონდა და საერთოდ არსებობს ისეთი ადამიანი ვისაც ცხოვრება თავისი პრობლემებით მოსწონს? -ალბათ ერთეულებს. -მაგრამ ჩვენ ამ ერთეულებში არ შევდივართ.და თუ რამე მართლაც არსებობს შენი აზრით მას არ უხარია,რომ ამ საზიზღარი წუთისოფლიდან წავიდა? -არ ვიცი ცოტნე. -შემომხედე,-ძალით შემომაბრუნა და თვალებში ჩამაშტერდა.-დედაშენთან იქნება ნატა,-გამეღიმა...ამ დღეებში პირველად,მაგრამ ეს ღიმილი მართლა გულწრფელი იყო. -წავიდეთ ნატა.-მითხრა ღიმილით და ხელი მომკიდა.ვხვდებოდი,რომ საოცრად დამაჰიპნოზა. -ერთი წუთი.-ხელი გავაშვებინე და მუხლებით დავჯექი მიწაზე.ახლა ყველაზე მეტად მინდოდა მამასთან ლაპარაკი,მაგრამ ეს ყველაფერი უბრალოდ დიდი სურვილი იყო,რომელსაც ახდენა არასდროს ეწერა.''ხვალ მოვალ მა'' ხმადაბლა ჩავიჩურჩულე და ფეხზე წამოვდექი. *** აკანკალებული ჩავჯექი მანქანაში და სულ მთლად გაწუწულმა გამათბობელს მივუშვირე ხელები. -სად წაგიყვანო ნატა?-მკითხა ცოტნემ და შემომხედა. -არ ვიცი,-ლუღლუღით ვუთხარი მას და თავი საზურგეს მივადე.-სახლში ვეღარც მივალ,აქამდე მხოლოდ მამას გამო მიღებდნენ.-თავი ფანჯრისაკენ მივაბრუნე და გავჩუმდი. -ჩემთან წამოდი.-მითხრა მან. -რას ამბობ ცოტნე?მე ეს იმის გამო არ მითქვამს,რომ თავი შემეცოდებინა შენთვის. -მე ეგ არც მიფიქრია.უბრალოდ დარჩი დღეს ჩემთან,რა პრობლემაა?-მკითხა მან და თვალებში უაზროდ ჩამაშტერდა. -სირცხვილია ცოტნე.-ლუღლუღით ვუთხარი. -მარტო ვცხოვრობ,ამიტომ...-მითხრა ღიმილით მან. -არ ვიცი,არ მომწონს ეს აზრი. -მაშინ მითხარი სად მიგიყვანო. -არც ეგ არ ვიცი.-დაღლიღმა ამოვილუღლუღე და თვალები დავხუჭე. -შენ მემგონი გაორება გჭირს.-მითხრა მან ღიმილით. -წავიდეთ შენთან,-ვუთხარი გაბრუბეულმა და ცივი მინიდან თავი გამოვწიე.-ისე ვარ გაბრუებული მემგონი სიცხე მაქვს.-ძლივს ამოვილუღლუღე და სკამზე კარგად მოვთავსდი. -მალე მივალთ.ძალიან ცუდად ხარ?-ათასი კითხვა დამისვა და თან ცალი ხელი შუბლზე დამადო. -არც ისე.-თვალები ნელ-ნელა მეხუჭებოდა,ბოლოს ვიგრძენი როგორ მოვწყდი ამ ქვეყნიურობას და სიზმრების ქვეყანაში გადავეშვი. *** სიზმარში მამა ვნახე. მიღიმოდა,მაგრამ არაფერს მეუბნებოდა.მე უბრალოდ ვტიროდი და ვთხოვდი,რომ რაღაც მაინც ეთქვა,მაგრამ მაინც იღიმოდა.არ ვიცი რას ნიშნავდა ეს ყველაფერი,მაგრამ ქვეცნობიერში გაურკვეველი იმედი ჩამესახა.იმედი იმის,რომ კარგად არის ჩემთვის გაურკვეველ ადგილას... ხელის შეხებამ მომიყვანა გონს.საშინელი თავის ტკივილით გამომეღვიძა.იმდენად მტკიოდა თავი სახე დამემანჭა და თავზე ხელი ინსტიქტურად მივიდე. -ცუდად ხარ?-ანერვიულებული ცოტნეს ხმა მომესმა. -თავი მტკივა.-ჩურჩულით ვთქვი. -სიცხის საზომს მოგიტან.მანამდე ამ პლედს დაგაფარებ,-საწოლი ბავშვივით გამისწორა,ნაზად დამაწვინა და თბილ და ღუნღულა პლედში გამახვია.-ნამდვილი ტოლმა ხარ.-მითხრა მან სიცილით და ოთახიდან გავიდა. ყველაზე მეტად იმ წუთას მარტო დარჩენა არ მინდოდა,რადგან ვიცოდი რომ ძალიან ცუდი ფიქრები მომაწვებოდა.მამას დაღუპვა ყოველთვის მემახსოვრება,ამას არც სჭირდება თქმა,მაგრამ როდესაც ვიღაცის გვერდით ხარ და ის ადამიანი ცდილობს,რომ რაღაცით დანაკლისი შეგივსოს ასე თუ ისე აღარ ფიქრობ იმ თემაზე მწვავედ.ფიქრებიდან ცოტნეს შემოსვლამ დამაბრუნა.ლანგრით ხელში დაბრუნდა,ისევ იღიმოდა. -ჩაიდე აბა სიცხის საზომი.-მითხრა მან და სინი კომოდზე დადო. -ცივია.-ამოვიბუზღუნე და უფრო მეტად მოვიკუნტე. -დღეს ალბათ არაფერი გიჭამია,-მითხრა მან და თმაზე ხელი ჩამომისვა.-ამოყავი თავი პლედიდან,თორე გაიგუდები. -ცოტნე დიდი მადლობა. -რისთვის?-დაბნეულმა მკითხა მან. -ასეთ დროს არავინ მიდგას გვერდით,შენს გარდა. -არ გვინდა ამ თემაზე საუბარი ნატა.-მითხრა მან ღიმილით. -მაინც დიდი მადლობა!-ვუთხარი და თავი ისევ პლედში ჩავმალე. -გაიგუდები-თქო გოგო.-სიცილით მითხრა მან და თავი ამომაყოფინა. -ო ცივა.-ბუზღუნით ვთქვი და აკანკალებული სხეულზე უფრო მჭიდროდ შემოვიხვიე პლედი. არ ვიცი რატომ,მაგრამ იმ წუთას საოცარი შეგრძნება დამეუფლა.ალბათ იმიტომ,რომ პირველად იყო ისეთი შემთხვევა,როდესაც ადამიანი ჩემზე უანგაროდ ზრუნავდა.და უფრო მეტად დავრწმუნდი იმაში,რომ უფალი ყოველთვის გამოგვიგზავნის ისეთ ადამიანს,რომელიც ყველა პრობლემის გადაჭრაში დაგვეხმარება. *** ძალიან დიდი მადლობა!მახარებთ თქვენი სიტყვბით და იმედი მაქვს იმედებს არ გაგიცრუებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.